optionen handel.

სამკურნალო მცენარეების მდგრადი გამოყენება

თამარ ბერიშვილი,შორენა გადილია,ვლადიმირ მესხორაძე

გადმოსაწერი ვერსია

იშვიათი სამკურნალო მცენარეების დაცვის მდგომარეობა, როგორც საქართველოში, აგრეთვე მთელ მსოფლიოში აქტუალური და გადაუჭრელი პრობლემაა. ჩვენ გადავწყვიტეთ გავცნობოდით ამ პრობლემებს და მათი გადაჭრის შესახებ გვემსჯელა. აგრეთვე, გავეცანით წამალ ,,სალხინოს" დამზადების პროცესს, თუ სად, როგორ და რა პირობებში მზადდება ის. ვეწვიეთ საწარმოს სადაც ეს წამალი მზადდება და გავეცანით არსებულ სიტუაციას.

ქართულ ხალხურ მედიცინას უდიდესი დროიდან ეყრება საფუძველი და ქართველ ერს ხალხური მედიცინის უდიდესი თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები გააჩნია (ჯავახიშვილი, 1934). ჩვენს ქვეყანაში ხალხური მედიცინის მიმართულება ყოველთვის ეპოქის მოთხოვნილებათა დონეზე იყო განვითარებული.  დღეს, საქართველო მრავალფეროვან სამედიცინო მცენარეებს იყენებს.

ანტიკური ხანის ქართულმა მედიცინამ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ სიტყვა მედიცინა დაკავშირებულია კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან, რომელიც თავისი ეპოქის სახელგანთქმულ მკურნალად ითვლება.

ინფორმაციას, საქართველოში სამკურნალო მცენარეების აქტიურ გამოყენებაზე, ვხვდებით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში მოღვაწე აპოლონიოს როდოსელის ,,არგონავტიკაში“ (1975).  ცნობილია, რომ კოლხეთის დაბლობზე გაშენებული იყო  ,,ჰეკატეს ბაღი“,  სადაც ორმოცზე მეტი სამკურნალო მცენარე მოჰყავდათ.   უძველესი სამკურნალო მცენარეები, რომლებიც  დღესაც ფართოდ გამოიყენება მედიცინაში არის: ასკილი, დიდგულა, ვირისტერფა, მრავალძარღვა, ქრისტესისხლა, ანწლი, აჭარის ყოჩივარდა, ბარამბო,  და მრავალი სხვ.

ზემოთ აღნიშნული  მცენარეები მხოლოდ მცირეა იმასთან შედარებით, რაც ქართულ ხალხური მედიცინას გააჩნია. ამ მცენარეებმა გაუძლეს სააუკუნეებს, მოაღწიეს დღემდე და ჩვენ ვალდებულნი ვართ გავუფრთხილდეთ მათ, რადგან ზოგიერთი მათგანი გადაშენების პირასაა.

რამდენადეკონომიკური,მოთხოვნადიდაგამოყენებადიასაქართველოშისამკურნალომცენარეები?

საქართველოში სამკურნალო მცენარეების აქტიურ  გამოყენებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი ფაქტორია ნაკლები მატერიალური დანახარჯი.  ხშირ შემთხვევაში,  ეს დანახარჯი  ნული თანხაა იმ ფონზე, როდესაც წამალი აფთიაქებში ძალიან ძვირი ღირს.  თუნდაც, მცენარეული პრეპარატები. ვინაიდან, საზღვარგარეთ გატანილი მცენარეები დამუშავებისა და დამზადების შემდეგ გაორმაგებულ ფასებში უბრუნდება საქართველოს. სამკურნალო მცენარეები, საერთოდ, ინტენსიურად გამოიყენება. აგრეთვე, მომხმარებელი ითვალისწინებს  იმ ფაქტს, რომ მცენარეებით მკურნალობა, მცირე საფრთხის შემცველია და ნაკლებად ახასიათებს გვერდითი მოვლენები. თუმცა, ზომიერება აქაც დაურღვეველი ცნებაა. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს სოკრატეს გამოთქმა, რომ ,,წამალი უნდა იყოს საკვები და საკვები - წამალი„ (პლატონი, 2010), რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მცენარის უპირატესობაზე.

 

რამდენადარისდასაშვებისამკურნალომცენარეებისშეგროვებაბუნებაშიდარაშემთხვევაშიექმნებასაფრთხემათპოპულაციებს?

სამკურნალო მცენარეების გამოყენება საუკუნეებს ითვლის.  XXI-ე  საუკუნეში კი იგი აქტუალობის ზენიტშია.  ვინაიდან,  ინტენსიურად მიმდინარეობს, მათი შეგროვება-რეალიზაცია, რაც ძალიან უარყოფითად მოქმედებს  მცენარის  პოპულაციაზე.

მცენარის შეგროვება  ბუნებაში  საფრთხის შემცველი და დაუშვებელია. ამის მტკიცების საშუალებას მრავალი ფაქტორი გვაძლევს: ჰაბიტატის დესტრუქცია, კომერციული მიზნებისთვის მათი გამოყენება, გადამეტებული ძოვება აღკვეთილ ტერიტორიებზე, გზებისა და მილსადენების მშენებლობა, ტყეების გაჩეხვა, ურბანიზაცია და სხვ. (ახალკაცი და სხვ. 2008).

 

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში დაახლოებით 250 მცენარის სახეობა გამოიყენება. თუმცა, მათი ეს ქმედება საფრთხეს არ უქმნის ბუნებრივ ჰაბიტატებს. საფრთხის შემცველია მათი ინდუსტრიული მიზნებისთვის გამოყენება, რადგან შეიძლება ამ ფაქტმა სახეობის გაქრობა გამოიწვიოს. ბევრ მათგანს პერიოდულად აგროვებენ, როცა კომპანიებს მათზე მოთხოვნა აქვთ. მათ შორის არიან  საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები. დიდი საფრთხის შემცველია, როცა მცენარის ფესვია სარგებლიანი. ეს ფაქტი ზრდის მის, როგორც ინდივიდის გაქრობის შანსებს.

 

ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების  ალტერნატიული გზა არის სამკურნალო მცენარეთა ნაკვეთზე და  სათბურში წარმოება.   ამ ყველაფრის გათვალისწინებით  თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სამკურნალო მცენარეების შეგროვება ინდუსტრიული გამოყენებისთვის ბუნებაში დაუშვებელია, ვინაიდან მათ პოპულაციებს ამით გაქრობის რეალური საფრთხე ექმნებათ. ამიტომ, ისინი საჭიროებენ დაცვას.

როგორშეიძლებასამკურნალომცენარეებისგამოყენებაისე,რომმათპოპულაციებსსაფრთხეარშეექმნას?

იმისათვის , რომ სამკურნალო მცენარეების მდგრადი გამოყენება შევძლოთ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ეტაპები:

1)      უნდა მოხდეს სამკურნალო მცენარეთა ნუსხის შედგენა, რომელთაც რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს;

2)      გამოქვეყნდეს ინფორმაცია სამკურნალო მცენარეების გამოყენების შესახებ;

3)     ვირტუალური რუკების მომზადება, რომლითაც დავადგენთ თითოეული მცენარის ადგილმდებარეობას;

4)     დაცული ტერიტორიების, თესლის ბანკების, მცენარეთა ცოცხალი კოლექციების შექმნა და სამკურნალო ბაზის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;

5)     გარკვეული სახეობების ფერმებში მოყვანის შესაძლებლობა და სამკურნალო მცენარეების კულტივირება და გამრავლება;

6)     ფერმებში მოყვანისა და გამოყენების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი  მოსახლეობისათვის.

 

ოპტიმალური იქნება აღკვეთილების შექმნა, რამდენიმე ტერიტორიაზე, სადაც იზრდება საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობები. კარგი იქნება სხვა დაცული ტერიტორიების დაარსება იმ ტერიტორიაზე, სადაც იზრდება საფრთხეში მყოფი სამკურნალო მცენარის სახეობები.

 

 

გამოკითხვის შედეგები

დღესდღეობით, სამკურნალო მცენარეების გამოყენების შესახებ მცირედ, მაგრამ საინტერესო ინფორმაციას  გვაწვდის გამოკითხვის შედეგები რომელიც ჩვენ ვაწარმოეთ ამ კვლევის პერიოდში, კვლევის შედეგების პროცენტული მაჩვენებელი ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე არის ასახული:

დიაგრამა 1.რამდენად ინტენსიურად იყენებთ სამკურნალო მცენარეებს?

დიაგრამა 2. როგორი ფორმით იღებთ ან მიიღებდით სამკურნალო  მცენარეებს?

დიაგრამა 3   ემხრობით თუ არა კანონს, რომელიც კრძალავს სამკურნალო მცენარეების კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას იმ შემთხვევაში როცა ის გროვდება ბუნებაში?

საფრთხეშიმყოფისამკურნალომცენარეები

პირველ რიგში, იმისთვის, რომ მცენარე გამოვიყენოთ, აუცილებელია ვიცოდეთ მისი დაცვითი მდგომარეობა. ამისთვის აუცილებელია თითოეული მცენარის სახეობის აღწერა, რათა შეფასდეს საფრთხის დონეები.

 

საფრთხეში მყოფი სამკურნალო მცენარეები უპირატესად არიან ბალახოვანი მცენარეები და იშვიათდ ხეები და ბუჩქები, სოკოები და წყალმცენარეები. მათი ძირითადი ნაწილის შეგროვება ხდება ბუნებაში, რაც საფრთხეს უქმნის მცენარეთა პოპულაციებს. ასეთი პრაქტიკა იწვევს სამკურნალო მცენარეთა მკვეთრ შემცირებას. ამ სიაში შეტანილი მცენარეები განისაზღვრებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მცენარეთა სახეობების მოხმარება სამკურნალოდ;
  2. სახეობების სტატუსი: იშვიათი, საფრთხეში მყოფი, წითელი წიგნის სახეობა, შეტანილია IUCN-ის ნუსხაში;
  3. სახეობის მოთხოვნა ბაზარზე.

 

საფრთხეში მყოფი ყველა სამკურნალო მცენარის პრობლემა ის არის, რომ იგი უკიდურესად მოწყვლადია, სასოფლო კულტურაში ადვილად მოსაყვანია, ხასიათდება მაღალი დეკორატიული ღირსებით და ბაზარზე დიდი მოთხოვნით.

 

სამკურნალო მცენარეების 8 სახეობა საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, 4 სახეობა კი სსრკ-ს წითელ წიგნში, მათ დაემატა 5 სახეობა. თეთრყვავილა და ტიგრანის დიდგულა შეტანილია IUCN-ის საფრთხეში მცენარეთა სიაში (ახალკაცი და სხვ. 2008). სიაში შეტანილია,  რამდენიმე დაუდგენელი სტატუსის მქონე სახეობა. ყველა ისინი ძვირფასი სამკურნალო მცენარეები არიან, რომლებსაც ბუნებაში ფართო მასშტაბით მოიპოვებენ ბაზარზე რეალიზაციისთვის. ისინი საჭიროებენ დაცვის გადაუდებელ ღონისძიებებს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სამკურნალო მცენარეთა დაცვისთვის, მართლაც საჭიროა კონსერვაციის სპეციალური ღონისძიებების განხორციელება. ბუნებაში ყველა სამკურნალო მცენარეს აგროვებენ, მიუხედავად მათი რიცხოვნობის. ინტენსიურმა შეგროვებამ კი შეიძლება მიგვიყვანოს საგანგაშო შედეგებამდე. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ სახეობებს, რომლებიც მაღალი დეკორატიული ღირებულებებით გამოირჩევიან, ეს აადვილებს მათ ბაზარზე რეალიზაციას.

სახელმწიფოსროლისამკურნალომცენარეებისდაცვისსაქმეში

სახელმწიფოს ძალიან დიდი როლი აკისრია სამკურნალო მცენარეების დაცვის  საქმეში. ტრადიციული ხალხური მედიცინის მეთოდით მზადდება წამალი ,,სალხინო“, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. აგრეთვე, სომხეთში,   უკრაინაში და რუსეთის გამოგონებათა რეესტრში.

 

არსებობს კანონი სამკურნალო მცენარეების შესახებ, რომელშიც ნათლადაა აღწერილი ის, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სამკურნალო მცენარეები, რათა ქვეყანაში ჯანსაღი პროდუქციის რიცხვი გაიზარდოს. ასევე აქ ჩაწერილია რა უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად. სასურველია, სკოლებში შემოვიდეს სამკურნალო მცენარეების შესწავლის მეთოდი რეგიონების მიხედვით. ეს ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას გაერკვნენ, თუ რომელი მცენარის გამოყენება შეუძლია, რომელია დასაცავი, რომელს შეუწყოს ხელი გამრავლებაში და ა.შ. ზედაზენში აგრობიზნესისა და ტექნოლოგიის კოლეჯმა შეიმუშავა პროგრამა რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სამკურნალო მცენარეებს, ასევე არის რამდენიმე სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

 

სამკურნალო მცენარე  - ჩვეულებრივი მატიტელას ზოგადიდახასიათება

 

ჩვეულებრივი მატიტელა - (Polygonum aviculareL.)მატიტელასებრთა ოჯახის (Polygonaceae) სახეობაა. ერთწლიანი მცენარეა. მთავარღერძიანი, მცირედ დატოტვილი ფესვით. ფესვის ყელიდან, მრავალი სუსტი წამოწეული ან მიწაზე გართხმული 30 სმ  სიმაღლის ღერო იზრდება. 1,5 სმ სიგრძის და 0,4 სმ სიგანის ფოთლები ღეროებზე მორიგეობითაა განლაგებული. მწვანე ყვავილები თეთრი ან წითელი ხაზებითაა. ამიტომ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება  თითქოს წითელი ყვავილებიც ყვავის. ყვავილები (1-5 ცალი) გაბნეულია ფოთლების იღლიებში. ნაყოფი სამწახნაგოვანია, შავი, იშვიათად წაბლისფერი. ყვავილობს ივნისიდან  დაწყებული მთელი ზაფხულის განმავლობაში. მას სამკურნალოდ აგროვებენ ყვავილობის დაწყებიდან დასრულებამდე. ძალიან ადვილად მრავლდება თესლით (კუჭუხიძე, ჯოხაძე, 2012).

მატიტელა შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს, შაქარს, ფისებს, ფლავონოიდურ გლიკოზიდ ავიკულარინს, ეთერზეთებსა და ალკალოიდებს. ძალიან მცირე რაოდენობით, ვიტამინებს C და K, კაროტინსა და დიდი რაოდენობით სილიციუმმჟავას. გარდა ამისა, მასში ნაპოვნია მიკროელემენტები: რკინა, მარგანეცი, სპილენძი, ვანადიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და ვერცხლი (ხიდაშელი, პაპუნიძე 1985).

 

ჩვეულებრივიმატიტელასმდგრადიგამოყენება

მდგრადი გამოყენება არის საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისგან მაქსიმალურად  დაცული ბუნებრივი რესურსებით და გარემოთი.

საქართველოს სამკურნალო მცენარეები ძირითადად ბუნებაში მოიპოვება და არა ფერმერულ წარმოებაში. მათ შორის არის ჩვეულებრივი მატიტელაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს მცენარე თესლით საკმაოდ კარგად მრავლდება, აქედან გამომდინარე მისი სპეციალურ მინდვრებში ან/და სათბურებში მოყვანა,  არც ისე რთული საქმეა და შეიძლება  ითქვას, რომ უფრო შედეგიანიც იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ ამ მეთოდის გამოყენება არც ისე ხშირია. იმის გამო, რომ მატიტელა საკმაოდ მრავლადაა, შეიძლება დღეს და ხვალ საფრთხე არ შეექმნას, მაგრამ მისი გადაშენების  პრობლემა რამდენიმე წელიწადში აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. ამას განაპირობებს ის, რომ უკანონოდ და განუკითხავად მიმდინარეობს სამკურნალო მცენარეების შეგროვება ბუნებაში, როგორც საექსპორტოდ ისე ქვეყნის შიგნით გამოყენებისათვის.

ამის შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხარჯზე ზარალდება ბუნება, როცა შეიძლება ორივე მოგებული დარჩეს.

ჩვეულებრივი მატიტელასდანიშნულება,მისიგავრცელებისარეალიდასაფრთხეები

 

ჩვეულებრივი მატიტელა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მცენარეა მთელს საქართველოში.  ის იზრდება გზის პირას, საძოვრებზე, მდინარეთა სანაპიროებზე, მეჩხერ ტყეებში და ბუჩქნარებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის გამოიყენება სამკურნალოდ (გაგულაშვილი,1998). მატიტელასგან დამზადებული პრეპარატები ეფექტურია ბევრი გარეგანი თუ შინაგანი დაავადებების სამკურნალოდ. მას არამხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყენებენ, მათ შორის ჩინურ და ბულგარულ მედიცინაში. ამ ქვეყნებს სამკურნალო მცენარეების გამოყენების საუკუნოვანი ტრადიცია გააჩნიათ. ის მიიღება ნახარშის, ნაყენის და ახლა უკვე ქიმიურად დამუშავებული, კაფსულის სახით, რომელიც ცნობილია წამალი ,,სალხინოს“ სახელით.

 

ჩვეულებრივი მატიტელასაგანმიღებულიწამალისალხინო“

რაც შეეხება წამალ „სალხინოს“, ის უკვე წლებია ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. წამალ ,,სალხინოს“  მატიტელას წყალობით გააჩნია ბევრი დადებითი თვისება, რაც მის მოთხოვნაზე აისახება. მატიტელას გარდა წამლის შემადგენლობაში შედის ქართული ყოჩივარდაც, მაგრამ მატიტელა ,,სალხინოს“  შემცველობის ძირითად ნაწილს შეადგენს. ყოჩივარდას მდგომარეობაც სავალალოა, ამიტომ მცენარეების დასაცავად საკმაოდ მკაცრ ზომებს უნდა იღებდეს, როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო ასევე სხვა საკანონმდებლო ორგანოები.

წამალი „სალხინო“ მზადდება  მარტვილის რაიონში, სოფელ სალხინოში. აქვე მდებარეობას წამლის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც ხდება მცენარის დამუშავება წამლის მისაღებად.

დასკვნა

როგორც უკვე აღვნიშნეთ,  სამკურნალო მცენარების და იშვიათ მცენარებს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრებათ. არის მცენარეები, რომლებიც  საერთოდ გადაშენდნენ, ან რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ, მაგრამ მათი მშველელი ჯერჯერობით არავინ  ჩანს. ჩვენი  მოვალეობაა გავაცნოთ ხალხს ის პრობლემები, რომლებიც არსებობს, გამოვნახოთ მისი აღმოფხვრის გზები და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ გადარჩენაში. მათი  დაცვის  ყველაზე იოლი გზაა შეიქმნას სასათბურე და საველე მეურნეობები იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ფარმაკოლოგიაში და გამკაცრდეს კანონი იმ პირებისთვის, რომლებიც ბუნებაში ინტენსიურად აგროვებენ მცენარეებს.

 

გამოყენებული ლიტერატურის სია:

  • აპოლონიოს როდოსელი. 1975. არგონავტიკა. თბილისი, მეცნიერება, - 247გვ.
  • ახალკაცი, მ., მოსულიშვილი, მ., ქიმერიძე, მ., მაისაია, ი. 2008. სამცხე-ჯავახეთის იშვიათი სამკურნალო მცენარეების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება. ელკანა. თბილისი.
  • გაგულაშვილი, ილია. 1998. ქართული ხალხური მედიცინა. თბილისი, ბორის გაპონოვის სახ. საერთ. საქველმოქ. ფონდი.
  • კუჭუხიძე, ჯ., ჯოხაძე, მ. 2012. ბოტანიკა (სამკურნალო მცენარეები). ფორმატი, თბილისი.
  • პლატონი2010. სოკრატეს აპოლოგია. თბილისი, უნივერსალი
  • ჯავახიშვილი, ივ. 1934. საქართველოს ეკონომიური ისტორია. ტ. II, თბილისი.
  • ხიდაშელი შალვა, პაპუნიძე ვანო. 1980. საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი, საბჭ. აჭარა.
FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Thursday the 19th.