optionen handel.

ჯანდაცვის სასწავლო პროგრამების ბაზრის მარკეტინგული ანალიზი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

ნინო კაპანაძე , ქეთევან ომანაძე  გადმოსაწერი ვერსია

1930 წლის სექტემბრიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დაარსების პირველივე დღიდან, მის შემადგენლობაში შემავალ სამ ფაკულტეტს შორის ერთ-ერთს წარმოადგენდა სანიტარიულ-პროფილაქტიკური ფაკულტეტი სამი პროფილით - ეპიდემიოლოგიური, კომუნალური ჰიგიენისა და კვების ჰიგიენის.  1970 წლიდან ფაკულტეტზე დაინერგა სუბორდინატურა, ხოლო 1971 წლიდან – ინტერნატურა ერთწლიანი სპეციალიზაციის სახით.

     

       1. ჯანდაცვის სასწავლო პროგრამების შექმნის ისტორია

         1. თბილისის სახემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

1998 წლისთვის პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი აერთიანებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 11 კათედრას: პრევენციული მედიცინისას კვების ჰიგიენისა და ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის კურსებით, კომინალური და რადიაციული ჰიგიენის, შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა, ეპიდემიოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის, სპორტული მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის, ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ჰემატოლოგიის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა და მედიცინის ისტორიის კათედრებს.

ამ დროისთვის ფაკულტეტმა მნიშვნელოვანი მუშაობა ჩაატარა ახალი სასწავლო გეგმისა და სტანდარტების შემუშავებისათვის. სახელდობრ, განისაზღვრა აუცილებელ პროფილურ და ელექტიურ დისციპლინათა ნუსხა, მათი მოცულობა, საწარმოო პრაქტიკის ჩატარების წესი; შედგა ახალი სასწავლო პროგრამები, დადგინდა რეზიდენტურის სპეციფიკა, მუშაობის შინაარსი, მოცულობა, პროგრამები.

2000 წლიდან ფაკულტეტზე, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, განხორციელდა რეორგანიზაცია (მათ შორის: განახლდა სასწავლო გეგმა-პროგრამა, უმაღლეს სამედიცინო განათლებაში რეზიდენტურის შემოღების გათვალისწინებით სწავლების ექვსწლიანი მოდელი შეიცვალა ხუთწლიანით და სხვ.) და 2002 წელს ეწოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი.

2007 წლიდან “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა ფაკულტეტზე განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სახით განისაზღვრა ბაკალავრიატი, რითაც შეიქმნა სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლების შესაძლებლობა.

1.2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლიდან ფუნქციონირებს სამაგისტრო პროგრამა „ჯანდაცვის სფეროს მენეჯმენტი“ ბიზნესის ფაკულტეტის შემადგენლობაში. 2011 წლიდან შეიქმნა განახლებული სამაგისტრო და ახალი სადოქტორო პროგრამა „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“, რომელიც აერთიანებს 4 კონცენტრაციას: საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ფარმაციის მენეჯმენტი და ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის ეკონომიკა. 2012 წლიდან პროგრამა „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ შეუერთდა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტს. ილიას უნივერსიტეტში ხორციელდება მხოლოდ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.

მიუხედავად იმისა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანდაცვის მიმართულებით პროგრამა რამოდენიმე წელია რაც არსებობს, იგი კონკურენციას უწევს სხვა უნივერსიტეტებს. ამაზე მეტყველების ის გარემოება, რომ თსსუ-ს ბაკალავრიატ დამთავრებულ სტუდენტთა უმრავლესობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას მაგისტრატურაში.

  1. 2. სტატისტიკური მონაცემების შედარებითი დახასიათება

როგორც სტატისტიკური ინფორმაციიდან ჩანს, სამაგისტრო პროგრამის თვალსაზრისით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს შესაბამის ბაზარზე. კერძოდ, 2012 წლის მონაცემებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტთა რაოდენობა 300 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. თუმცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტის ბაკალავრიატზეც დიდია ბაზარზე მოთხოვნა.

ცხრილი: სტატისტიკა წლების მიხედვით:

წყარო: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, http://tsmu.edu/tsmu12/tsmu/tsmuuni/index.php?p=fakul;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1

ურთიერთობები: თსსუ-ს მჭიდრო ურთიერთობა აქვს უნიმენის უნივერსიტეტთან (საფრანგეთი) და გაიცემა 2 დიპლომი: ქართული და ფრანგული.

სწავლის ღირებულება: ორივე უნივერსიტეტში სწავლის ღირებულებაა 2250 ლარი. იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ 100%-იანია, სამედიცინო უნივერსიტეტში მხოლოდ სტუდენტთა 2 % ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ხოლო ილიას უნივერსიტეტში 51-დან 12 სტუდენტი ჩარიცხულია გრანტით.

განვითარება: თსსუ-ში მუშავდება ახალი სამაგისტრო პროგრამები როგორიცაა : სამედიცინო ეკოლოგია, კვების მედიცინა და კვების უვნებლობა, ჯანდაცვის სამართალი, ჯანმრთელობის ხელშეწყობა.

  1. 1. 4P შეფასება

     

Product: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“. თსსუ-ში გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სწავლის ხარისხი არის მაღალი და კმაყოფილები არიან უნივერსიტეტში არსებული სიტუაციით. ილიაუნის გამოკითხულ სტუდენტთა 60% კმაყოფილია, 40%-მა თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან.

Price: სწავლის წლიური საფასური არის ორივე უნივერსიტეტში 2250 ლარია, სახელმწიფო დაფინანსებით თსსუ-ში სარგებლობს სტუდენტთა საერთო რაოდენობის 2%, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამით ჩარიცხული სტუდენტებიდან 12 სტუდენტი.

Promotion: თსსუს მჭიდრო ურთიერთობა აქვს უნიმენის უნივერსიტეტთან (საფრანგეთი), გაიცემა 2 დიპლომი: ქართული და ფრანგული.

place: თსსუ მდებარეობს საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას 29. ხოლო ილიაუნი - ვაკე, ჩოლოყაშვილის 3/5. ორივე უნივერსიტეტი ქალაქის ცენტრშია და ტრანსპორტირების მხრივ საკმაოდ ხელსაყრელია.

  1. 1. პროდუქტის ატრიბუტირების შედარება:

     

ფუნქციურიპროდუქტი:ორივე უნივერსიტეტისტუდენტსაძლევსშრომითბაზარზეკვალიფიციურისამუშაოადგილისმიღებისადაშემდგომიკარიერულიზრდისშესაძლებლობას.

აქტუალურიპროდუქტი: (ადგილიფასი,პრომოციაორივეუნივერსიტეტიმდებარეობსქალაქისცენტრში,ტრანსპორტირებისმხრივპრობლემებინაკლებადჩნდებასწავლისწლიურისაფასური 2250 ლარიათსსუ-საზოგადოებრივი ჯანდაცვისფაკულტეტსმჭიდროურთიერთობააქვსუნიმენის უნივერსიტეტთან (საფრანგეთი).

მოსალოდნელიპროდუქტი:თსსუ-გამოკითხულისტუდენტებიდადებითადაფასებენსწავლისხარისხს,დათვლიანრომმათიიმედებიმართლდება.ილიაუნისგამოკითხულსტუდენტთა 60% დადებითადაფასებსსწავლისხარისხს,ხოლო 40% თავსიკავებსპასუხისგან.

პერსპექტიულიპროდუქტი:თსსუ-შიიქმნებაახალისამაგისტროპროგრამებიროგორიცააჯანმრთელობისხელშეწყობაჯანდაცვისსამართალიკვებისმედიცინადაკვებისუვნებლობაახალისამაგისტროპროგრამებისშექმნაბოლოწლებშიფაკულტეტისადმიდიდმამოთხოვნამგამოიწვია.

Augmented productთსსუ:თუგავითვალისწინებთბოლო 5 წლისმანძილზესტუდენტთარაოდენობისზრდასშეიძლებაითქვას,რომმზარდიპროდუქტიაბაზარზეილიაუნი-ჯანდაცვისსამაგისტროპროგრამაცსაკმაოდმოთხოვნადიაბაზარზედაშეიძლებაითქვასსტუდენტთარაოდენობითუსწრებსთსსუ-ს.

BCG მატრიცა:

ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი წლების განმავლობაში წარმოადგენდა „ფულის ძროხას“, რადგან ბაზარი თითქმი უცვლელი იყო (მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია რაც ბაზარმა დაიწყო ზრდა). დღეისათვის იგი თანდათან კარგავს თავის წილს შესაბამის ბაზარზე, რადგან გამოჩნდნენ სხვა უნივერსიტეტები რომელნიც წლიდან-წლამდე იმაგრებენ თავიანთ პოზიციას. ილიაუნის სამაგისტრო პროგრამა „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ რამდენიმე წელია რაც არსებობს (ბაკალავრიატი არ აქვს), ხოლო მასზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩვენი აზრით, (თუ რა თქმა უნდა ასე გაგრძელდა) მისი პოზიცია ბაზარზე მალე გახდება „ფულის ძროხა“ - რადგან აქვს ნელა მზარდი ბაზარი, ხოლო ბაზარზე მზარდი წილი კონკურენტუნარიანია და შეუძლია დიდი თანხების მოზიდვა.

დასკვნა

შეიძლება ითქვას, რომ ორივე უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულებებს საკმაოდ კარგი პოზიციები უკავიათ ბაზარზე. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, სამედიცინო უნივერსიტეტზე ბოლო წლებში მოთხოვნა კლებულობს, რაც სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული. ჩვენი აზრით, ძირითადი მიზეზია  პიარის  და ლექტორთა ნაკლებობა.  რაც შეეხება ილიას სახელმწიფო უნივერსტეტს, საკმაოდ მზარდი მოთხოვნით და პერსპექტიულობით ხასიათდება. თუმცა,  რეკომენდაციის სახით ვურჩევდით ჯანდაცვის მიმათულებით ბაკალავრიატის და სხვა ახალი პროგრამების დამატებას.

ბიბლიოგრაფია:

  1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი http://tsmu.edu/tsmu12/tsmu/tsmuuni/index.php?p=fakul.
  2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1
  3. http://www.netmba.com/strategy/matrix/bcg/

 

 

 

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Friday the 28th.