optionen handel.

ადამიანის უფლებები - გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში

გიორგი გძელიძე გადმოსაწერი ვერსია

 საქართველოს 1995 (ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) წლის კონსტიტუციით გაცხადებულია საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნება დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილება და სამართლებრივი სახელმწიფო. კონსტიტუციის საერთო კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს, რომელბიც მის ცალკეულ მუხლებშია ასახული.

მათ შორის, უპირველეს

ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც

ადგენენ ობიექტურ ღირებულებათა სისტემას და დემოკრატიული და სამართლებრივი

სახელმწიფოს საფუძველს ქმნიან. როგორც ძირითადი კონსტიტუციური გადაწყვეტილება,

ისინი მოქმედებენ სამართლის ყველა სფეროს მიმართ და, იმავდროულად, წარმოადგენენ

ძირითადწამმართველსსაკონონმდებლო,აღმასრულებელიდასასამართლო

ხელისუფლებისათვის, ანუ სახელმწიფოს ყოველგვარი სახის საქმიანობისათვის. თვით

ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შორის, დემოკრატიული წყობილებისათვის,

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა აზრის თავისუფლება. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება

გავაანალიზოთ საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი აზრის თავისუფლების

ძირითადი უფლება და წარმოვაჩინოთ მისი მნიშვნელობა.

2

I. შესავალი

ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ასახულია საქართველოს

კონსტიტუციის მეორე თავში. აზრის თვისუფლება, კონკრეტულად მე-19 მუხლით არის

გარანტირებული. ამ ძირითადი უფლებისა და მისი განსაკუთრებული მნიშვლობის უკეთ

გაგებისა და განმარტებისათვის თვდაპირველად გავეცნოთ აღნიშნული მუხლის ტექსტს:

მუხლი 19.

„1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის

თავისუფლება.

2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობისა და რწმენის გამო,

აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თვისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი

გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.“

როგორც ვხედავთ, აზრის თვისუფლების ძირითად უფლებასთან ერთად მე-19 მუხლით

სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებებიც უზრუნველყოფილი, თუმცა ამ

წინამდებარე ნაშრომში მხოლოდ აზრის თავისუფლებას შევეხებით, რადგან, თვის მხრივ, ამ

(სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის) თავისუფლებებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს

დემოკრატიული სახელმწიფოს თავისუფალი მოქალაქისათვის და ამდენად, მიზანშეწონილია

მათი ცალკე ანალიზი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ყურადსაღებია კიდევ ერთი ფაქტორი: საქართველოს

კონსტიტუციის 24-ე მუხლი, ძირითადად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების

თავისუფლებას ეხება (მე-2 და მე -3 პუნქტები), მაგრამ მის პირველ პუნქტში, ფაქტობრივად,

აზრის თავისუფლების შინაარსია მოცემული:

„ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია,

გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.“

მოცემული დებულების პირველი წინადადებით კიდევ ერთი ძირითადი უფლება -

ინფორმაციის თავისუფლება, არის უზრუნველყოფილი, ხოლო აზრის თავისუფლების

შინაარსი მეორე წინადადებაშია ასახული. ასეთი დაჯგუფება საკმაოდ ლოგიკურია, რადგან

ინფორმაციის თავისუფლება აზრის თავისუფლებისაგან სრულიად დამოუკიდებელია, თუმცა,

იმავდროულად, მასთან უწყვეტ კავშირშია. ამდენად, მიზანშეწონილი იქნება წინამდეგარე

ნაშრომში, აზრის თვისუფლებასთან ერთად, განვიხილოთ ინფორმაციის თვისუფლებაც,

თუმცა გაცილებით მოკლედ.

სანამ უშუალოდ ანალიზს შევუდგებოდეთ, შევთანხმდეთ რამდენიმე ტერმინზე:

ტექსტის გამარტივების და თავის მხრივ, მკითხველისთვის შემეცნების მიზნით, საკმაოდ

ვრცელი „ადამიანის ძირითდი უფლებები და თვისუფლებები“ მოკლედ და სხარტი

„ძირითადი უფლებებით“ შეიცვლება. გარდა ამისა, მიუხედავად კონსტიტუციის მე-19 მუხლში

ცალ-ცალკე მითითებული „სიტყვის“ და „აზრის“ თვისუფლებისა, ამ გამოკვლევაში,

ძირითადად, იქნება გამოყენებული, რადგან ისინი („სიტყვა“ და „აზრი“) კონსტიტუციაში,

ფაქტობრივად, სინონიმები და იდენტური მნიშვნელობის მქონენი არიან. „აზრის

3

თავისუფლებას“ აღვნიშნავთ აგრეთვე „ზრის თავისუფლად გამოთქმის უფლებით“,

„შეფასებითი გამნათქქვამის“ ნაცვლად ხშირად შესაძლოა „მოსაზრება“, „შეხედულება“ ან

„შეფარდებითი შეხედულება“ გამოვიყენოთ, „ფაქტების“ ნაცვლად, - „ფაქტების მტკიცება“,

ხლოლ „ცრუ ფაქტების“ ნაცვლად - „მცდარი“ ან „ყალბი“ ფაქტები.

II. ზოგადმნიშვნელობის დიქოტომიურობა

თავდაპირველად მოკლედ შევეხოთ თავად ძირითად უფლებებს. დასაწყისშივე უნდა

აღვნიშნოთ, რომ ძირითადი უფლებები არა მხოლოდ იცავს ადამიანს მისი ცხოვრების

სხვადასხვა სფეროში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ჩარევისაგან, არამედ,

ამასთანავე, ობიექტური პრინციპებია, რომლებიც, როგორც ძირითადი კონსტიტუციურ-

სამართლებრივი გადაწყვეტილება, მოქმედებენ სამართლის ყველა სფეროს მიმართ. ძირითადი

უფლებების ასეთი ფართო მოქმედება გამოიხატება ორგვარად: პირველი, სამართლის (კერძო

თუ საჯარო) ნორმები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ძირითად უფლებებს და, მეორე,

სამართლის ნორმები უნდა განიმარტოს ძირითადი უფლებების არსისა და სულისკვეთების

გათვალისწინებით. აქედანმ გამომდინარე, საკონსტიტუციო სამართლის მოქმედება

სამართლის ნორმათა დადგენით კი არ მთავრდება, არამედ იგი ზეგავლენას ახდენს მათ

გამოყენებაზეც. როდესაც სამართლებრივი დავის შესახებ გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს

ნორმებს, რომლებიც ძირითადი უფლებებით გარანტირებულ თავისუფლებას ზღუდავს ან

კონკრეტულ შემთხვევაში ძირითად უფლებებზე შემზღუდავად ზემოქმედებს, მაშინ

ინტერპრეტაციისათვის ისევ ძირითადი უფლებები უნდა იქნეს მოხმობილი.

ძირითადი უფლებების ობიექტურ-სამართლებრივი შინაარსი, რომელიც უნდა

გაითვალისწინონსაერთოსასამართლოებმა,მნიშვნელობასიძენსსუბიექტურ-

სამართლებრივადაც. თუკი მოსამართლე ყურადღებას არ აქცევს ძირითად თავისუფლებებთან

დაკავშირებულ კანონებზე ძირითადი უფლებების ზეგავლენას, ამით იგი არღვევს არა

მხოლოდ ობიექტურ სამართალს, არამედ მოსამართლე, როგორც საჯარო ხელისუფლების

მფლობელი, თავსიი გადაწყვეტილებით არღვევს (კონკრეტულ) ძირითად უფლებას, რადგან

სასამართლოვალდებულია„ხელისუფლებისგანხორციელებისას“გაითვალისწინოს

ძირითადი უფლებები, ხოლო მოქალაქეს აქვს აღნიშნულის მოთხოვნის უფლება.

წინამდებარე კვლევის მთავარ საგანთან - აზრის თავისუფლებასთან, დაკავშირებით

მოქმედებს სწორედ ის პრინციპი, რომელიც ზემოთ ზოგადად იქნა ფორმულირებული

ძირითადი უფლებების შესახებ: „ძირითადი უფლების შემზღუდავი მოქმედების დროს,

კანონები დანახულ უნდა იქნეს ამ ძირითადი უფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით და

მათი ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ამ უფლების ღირებულებითი შინაარსი,

რომელიც თავისუფალ დემოკრატიულ წყობილებაში ცხოვრების ყველა სფეროში,

განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აზრის თავისუფლებას აუცილებელ

წინაპირობად მიიჩნევს, ყველა შემთხვევაში ხელშეუხებელი და დაცული იქნება“. აქ უკვე

კარგად ჩანს აზრის თავისუფლების განსაკუთრებული მნიშვნელობა. ზემოთ აღინიშნა, რომ

აზრის თავისუფლება სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის საფუძველია; ის არა

4

მარტო მოქალაქეთა, არამედ ყველა ადამიანის საყოველთაო უფლებაა. გერმანიის

ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აზრის თავისუფლება დახასიათებულია

როგორც „ადამიანის პიროვნების უშუალო გფლებების მსგავსად, მასობრივი ინფორმაციის

საშუალებების (პრესა, რადიო, ტელევიზია) თავისუფლებაც (24-ე მუხლის პირველი პუნქტი)

დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია. მასობრივი

ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე

დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის, რადგან მოქალაქეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების

მიღება შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც იცნობს სხვების აზრს და აქვს შესაძლებლობა

ერთმანეთს შეადაროს, გააანალიზოს და აწონ-დაწონოს ისინი.

ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24 -ე მუხლებით უზრუნველყოფილი

ძირითადი უფლებები ხასიათდება ორი ნიშნით: პირველიმ ეს არის კავშირ პირველი მუხლის

მე-2 პუნქტთან, ანუ დემოკრატიის პრინ ციპთან - დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა

შეუძლებელია თავისუფალი და კარგად ინფრომირებული აზრების გარეშე; მეორე ნიშანი არის

ის, რომ აზრისა და ინფორმაციის თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ე ბ ი შ ე ი ც ა ვ ს ა დ ა მ ი ა ნ ი ს ღ ი რ ს

ე ბ ი ს ა და ზ ო გ ა დ იპ ი რ ო ვ ნ უ ლ ი უფლებიდან (მე-16 და მე -17 მუხლები)

გამომდინარეკომპონენტებს,რომელთამიხედვითაც,ადამიანისელემენტარული

მოთხოვნილებაა აზრის გამოთქმა, თვისი ცოდნის გაფართოება და ყოველივე ამით საკუთარი

პიროვნების განვითარება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, აზრის და ინფორმაციის

თავისუფლებებს დემოკრატიული წყობილებისათვის, „უბრალოდ, ჩამომყალიბებელი“

მნიშვნელობა აქვს.

III. ცნება და სამართალდაცვადი სფერო

შესავალში უკვე მიეთითა იმ, ერთი შეხედვით, უჩვეულო გარემოებაზე, რომ

საქართველოს კონსტიტუცია მე-19 მუხლით უზრუნველყოფს აზრის თავისუფლებას, 24 -ე

მუხლის პირველი პუნქტი კი დაწვრილებით განამრტავს აზრის თავისუფლების შინაარსს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი მიდგომა აზრის თავისუფლების განსაკუთრებული

მნიშვნელობით არის ნაკარნახევი. რაც შეეხება კონკრეტულად 24-ე მუხლის პირველი პუნქტის,

ამ დებულების მიედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად „...გამოთქვას და

5

გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“ (პოზიტიური

აზრის თავისუფლება). უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს, რომ აზრის თვისუფლების ძირითადი

უფლებით დაცული სიკეთე არის არა უბრალოდ გამოთქმა, არამედ აზრის გამოთქმა. აქედან

გამომდინარე, აუცილებელია განისაზღვროს, რა იგულისხმება „აზრში“ და რომელ

გამონათქვამებს გამორცხავს ეს ცნება.

1. სიტყვა (აზრი, ანუ შეხედულება)

კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი უფლებით

დაცულია აზრის არა მხოლოდ ზეპირი ან წერილობით, არამედ ნებისმიერი „სხვაგვარი

საშუალებით“ გამოთქმა და გავრცელება. გამოთქმის ამ სახესხვაობათა შორის რანგირება არ

არსებობს, ისინი თანაბრადაა უზუნველყოფილი. „სხვაგვარი საშუალებები“ მოიცავს

აუდიოკასეტებებს, ლაზერულ დისკებს, ჩამწერ მოწყობილობებს, ასევე, გამოსახულებით

აზრის გამოთქმას, სუგესტიურ გამონათქვამებს ჟესტების, სიმბოლოების, პლაკატებისა და

უნიფორმის საშუალებით. ასევე დაცულია, მაგალითად, გამონათქვამები ყრუ-მუნჯთა

სალაპარაკო ენის მეშვეობით ან დუმილით. დუმილთან დაკავშირებით, შევნიშნავთ, რომ 24-ე

მუხლის პირველი პუნქტის დებულება უზრუნველყოფს ნეგატიური აზრის თავისუფლებასაც -

ეს არის უფლება არ გამოთქვა აზრები და არ გაავრცელო ისინი. ნეგატიური აზრის

თავისუფლება ადამიანს იცავს აგრეთვე იძულებისაგან გამოთქვას და გაავრცელოს სხვების

შეხედულებები როგორც საკუთარი აზრი.

აზრის თავისუფლების ძირითადი უფლების მფლობელი და გამომყენებელი შეიძლება

იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ზემო აღნიშნულ დაცულ საქმიანობას. აქ,

ფიზიკური პირების გარდა, იგულისხმობა აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირები.

რაც შეეხება სახელმწიფო ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მათ არ

შეუძლიათ გამოიყენონ და თავის უფლებათა დასაცავად დაეყრდნონ აზრის თავისუფლების

ძირითად უფლებას.

ახლა კი კონკრეტულად „აზრის“ ცნების შესახებ. იგი ფართოდ უნდა განიმარტოს.

„აზრში“ იგულისხმება ნებისმიერ შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის.

დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან და რომლის მართლობა თუ მცდარობა

მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. სხვაგვარად, რომ ვთქვათ: აქ საუბარია

პირად შეხედულებაზე, რომელიც უყალიბდება ინდივიდს ურთიერთობების, მოვლენების,

იდეებისა და პიროვნებების მიმართ. აზრის თავისუფლების ცენტრალურ სფეროს სწორედ

შეფასებითი შეხედულებების გამოთქმის თავისუფლება წარმოადგენს. სხვა სიტყვებით, აზრს

უმთავრესად ახასიათებს ინდივიდის სუბიექტური დამოკიდებულება ინდივიდსა და მისი

გამონათქვამის საგანთან. გამონათქვამის ღირებულებითობისა თუ უღირსობის შესახებ

მსჯელობისას, შეთანხმებამდე მისვლა უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელია. ამით

განსხვავდება შეხედულებები ფაქტებისაგან, რომელთა დროს წინა პლანზე გამოდის არა

სუბიექტის დამოკიდებუელება მისი გამონათქვამის შინაარსთან, არამედ გამონათქვამისა და

რეალობის ურთიერთ მიმართება (გამომთქმელი სუბიექტი კი ამ დროს უკანა პლანზე დგას).

ასეთ შემთხვევაში ინდივიდის სუბიექტური შეხედულებისაგან დამოიკიდებლად ობიექტურა

6

უნდა არსებობდეს. აღნიშნულისაგან განსხვავებით, შეხედულება ყოველთვის სუბიექტზეა

დამოკიდებული. ამიტომაც შეხედულებები შეიძლება იყოს არა მართალი ან მცდარი, არამედ

სუბიექტურად სწორი ან არასწორი, ნაფიქრი ან დაუფიქრებელი, რაციონალური ან ემოციური

(ძირითად შემთხვევაში ეს უკანასკნელი ირაციონალობით ვლინდება), დასაბუთებული ან

დაუსაბუთებელი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ შეხედულების დაცვა არ არის დამოკიდებული აღნიშნულ

დაყოფაზე. იდი დაცულია ძირითადი უფლებით იმ შეფასებისაგან დამოუკიდებლად,

რომელიც მან შეიძლება სხვადასხვა მხრიდან მიიღოს. ამდენად, კონსტიტუცია არ

შემოიფარგლება მხოლოდ „ღირებული“ აზრის დაცვით და არ განასხვავებს (როგორც უკვე

ვთქვით) დასაბუთებულ და უსაფუძვლო, სწორ და მცდარ, რაციონალურ და ემოციურ,

გონივრულ და პრიმიტიულ აზრებს. სახელმწიფოს აღჭურვა იმ უფლებით, რომ თავისი

მოქალაქეების აზრები დაყოს „სწორ“ და „არასწორ“ აზრებად და მხოლოდ „სწორი“ აზრები

დაიცვას, „არასწორი“ კი, შეძლებისდაგვარად, აკძალოს, დაუშვებელია და ეწინააღმდეგება

პლურალისტური დემოკრატიის პრინციპს. ამიტომ ყველაფერი, რაც კი შეხედულებას (მათ

შორის, რა თქმა უნდა, გაბატონებული აზრისაგან განსხვავებული აზრი) გულისხმობს,

ყოველთვის ხვდება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცულ სფეროში.

შეხედულების დაცვა განსაკუთრებულად არ არის დამოკიდებული იმაზე, არღვევს თუ არა იგი

სხვის უფლებებს, საფრთხეს უქმნის თუ არა საზოგადოებრივ სიკეთეს და კითხვის ნიშნის ქვეშ

აყენებს თუ არა სახელმწიფოს პოლიტიკური და სოციალური წესრიგის ძირითად პრინციპებს.

გამონათქვამის ამ კრიტერიუმებმა შეიძლება გარკვეული მნიშვნელობა შეიძინოს მხოლოდ

ძირითადი უფლების შეზღუდვის დროს და არა მისი დაცვის სფეროს განსაზღვრისას.

შეხედულება ძირითადი უფლებით დაცულია აზრის გამოსათქმელად არჩეული ფორმის

მიუხედავად, ე.ი. მოიცავს არა მხოლოდ შინაარსს, არამედ ფორმასაც რომლითაც იგი ჩვენ

წინაშე წარმოდგება. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ არ არ იგულისხმობა აზრის

გამოთქმის წერილობითი, ზეპირი, გამოსახულებით ან სხვაგვარი ფორმები. საუბარია მხოლოდ

შინაარსობრივ ფორმაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ აზრის თავისიუფლებით დაცულია არა

მხოლოდ წინასწარ კარგად მოფიქრებული და აწონ-დაწონილი, არამედ, აგრეთვე,

გადაჭარბებული, პოლემიკური, მწვავე, დაუფიქრებელი, სპონტანურად გამოთქმული, უხამსი

გამონათქვამები. ამას განსაკუთრებით უნდა გადაესვას ხაზი, რათა არ შეიქმნას ისეთი

შთაბეჭდილება, რომ, თითქოს, სრულიად შესაძლებელილა შეხედულებას ჩამოშორდეს

ძირითადი უფლებით გარანტირებული დაცვა, მისი მწვავე შინაარსობრივი ფორმის გამო.

თვისუფალი საუბრისა და კამათის სპონტანურობა წინაპირობაა საჯარო დისპურისა და

სიკუსიის მრავალფეროვნებისა, რაც თავის მხრივ, დემოკრატიის არსებობის ძირითად პირობას

წარმოადგენს. ზემო თქმული პლურალიზმის შესანარჩუნებლად აუცილებელია იმის

გათვალისწინებაც, რომ საჯარო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის დროს შესაძლებელია

გამოითქვას მწვავე, გადაჭარბებული და სხვაგვარი (ზემოთ დასახელებული) შეხედულებები.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დაცვის სფეროს განსაზღვრისას არ არსებობს აზრთა

დეფინიცია. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ სახელმწიფოს მიეცემოდა სასურველი და არასასურველი

აზრებისა და გამოთქმის ფორმების დეფინიციის კომპეტენცია, რაც სრულიად მიუღებელია

კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებისათვის და, კონკრეტულად, აზრის თავისუფლების

ძირითადი უფლებისათვის.

7

აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულია გამოთქმული აზრის

ზემოქმედების განზრახვაც. აზრის გამოთქმაც, ანუ გარკვეული შეხედულების, მთავარი მიზანი

სწორედ ის არის, რომ ზეგავლენა მოახდინოს სხვათა აზრის ჩამოყალიბების პროცესზე და

დაარწმუნოს ისინი საკუთარი შეხედულების უპირატესობასა და სისწორეში. ზემოქმედება,

რომელსაც ინდივიდის აზრი, წარმოთქმული სიტყვა ახდენს მსმენელზე, არ შეიძლება იყოს

საფუძველი იმისა, რომ იგი მოვწყვიტოთ დაცულ სფეროს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აზრის

თავისუფლება გარანტირებულია არა მხოლოდ ყოველი კონკრეტულად აზრის შინაარსის,

არამედ, აგრეთვე, ამ აზრის გამოთქმის მოტივის მიუხედავადაც. პოლიტიკური მიზეზებით

აზრის გამოთქმა ისევე დაცულია აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით, როგორც

ეკონომიკური საფუძვლით აზრის გამოთქმა. შეიძლება კონკრეტული გამონათქვამი

მიმართული იყოს საკუთარი ეკონომიკური ინტერესის სასარგებლოდ, მაგრამ ასევე

შესაძლებელია ის სპეციალურად იყოს კომერცირებული, მაგალითად, წელობითი მოსაზრების

ან ნაშრომის გაყიდვა ანდა მოხსენების წაკითხვაზე დასასწრებად შესასვლელი ბილეთის

გაყიდავა. პრესის ბეჭდვა აზრის კომერცირების ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაა.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა შევნისნოთ, რომ ძირითადი

უფლება იცავს მხოლოდ აზრის გამოთქმას, ანუ გაცხადებას. იგი ვრცელდება მხოლოდ

არგუმენტებზე, ახსნა-განმარტებებსა და არა ზეგავლენის სხვა საშუალებებზე, რომლებითაც

აზრის გამომთქმელს სურს სხვა პირებზე ზემოქმედება. შესაბამისად, ბოიკოტისაკენ მოწოდება,

რომელიც ემყარება არა მხოლოდ არგუმენტებით, წინადადებებით დარწმუნების ძალას,

არამედ, იმავდროულად, იყენებს ისეთ საშუალებებს, რომელიბიც სხვა პირებს ართმევთ

შესაძლებლობას გადაწყვეტილება მიიღონ შინაგანი თავისუფლების ფარგლებში და

ყოველგვარი ეკონომიკური ზეწოლის გარეშე, არ არის დაცული აზრის თავისუფლების

ძირითადი უფლებით.

2. იურიდიული ხდომილებანი (ფაქტები)

შეხედულების საწინააღმდეგო პოლუსზე დგას ფაქტის გადმოცემა - ცნობა, ინფორმაცია.

„ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილად, რეალურად მომხდარი ან არსებული გარემოებები და

საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. ფაქტების შემთხვევაში

ძირითადი უფლებით დაცვა სრულადაც არ მოქმედებს ფართოდ და ყოვლისმომცველად. ისინი

მხოლოდ შეხედულებასთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციით ხვდებიან კონსტიტუციის 24-

ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ

აზრები არ გამოითქმება ფაქტებთან რაიმე დამოკიდებულების გარეშე. ჩვეულებრივ, ისინი

ეყრდნობიან და ეხებიან ფაქტებს, რომლებიც, თავის მხრივ, იძლევიან შეფასების საგანს ან

საფუძველს. ობიექტური ფაქტების გადმოცემა და სუბიექტური შეხედულება ვერ შორდება

ერთმენთს. თეორიულად მხოლოდ შიშველი ფაქტების გადმოცემა შეიძლება არ იყოს დაცული

აზრის თავისუფლებით, რადგან ფაქტი სულაც არ არის აზრი, მაგრამ ის, რომ მოცემული

გამონათქვამები შეიცავს არა მარტო შეფასებით, არამედ, აგრეთვე, ფაქტობრივ ელემენტს,

სრულებით არ გამორიცხავს შეხედულების არსებობას. ასეთ შემთხვევაში აზრის დაყოფა

8

„შეხედულებად“ და „ფაქტის გადმოსაცემად“ დაუშვებელია, აზრის თავისუფლების ძირითადი

უფლებით დაცივს ქვეშ მთლიანი გამონათქვამი ექცევა. ამდენად, ფაქტები დაცულია

ძირითადი უფლებით, რადგან ისინი, თავის მხრივ, ხელს უწყობენ აზრის ჩამოყალიბებას.

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ერთი გარემოება:

შეხედულებისაგან განსხვავებით, ფაქტები შეიძლება იყოს მართალი ან მცდარი, ანუ ფაქტს არ

ახასიათებს პირადი წარმოდგენების, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემნტები.

შეხედულებასა და ფაქტს შორის ეს განსხვავება მნიშვნელობას იძენს დაცვის ფარგლების

განსაზღვრის დროს. აზრის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არასწორი ინფორმაცია არ

წარმოადგენს დაცვის ღირს სიკეთეს. მაგრამ საყურადღებოა, რომ ეს მოსაზრება შეიცავს

გარკვეულ ტენდენციას, რომელიც ეწინააღმდეგება ძირითადი უფლებით დაცვის შინაარსს. ამ

მოსაზრებაზე დაყრდნობით, 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროს შეიძლება

მოსწყვიტო ყოველი არასწორი ფაქტი და „დაჩაგრო“ იგი ძირითადი უფლებების მოთხოვნათა

გაუთვალიწინებლად, ანუ მიუხედავად იმისა, გადმოიცა თუ არა ეს ფაქტი შეგნებულად ან

შეუგნებლად, მისი მცდარობის ცოდნის გარეშე, საფუძვლიანი თუ ზედაპირული კვლევი

საფუძველზე, სპონტანურად თუ კარგად დაფიქრების შედეგად, რაიმე კონკრეტული მიზეზით

თუ ამის გარეშე, ყველა ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს კომუნიკაციის პროცესის, ანუ საჯარო

დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის მნიშვნელობის უგულებელყოფა, რაც ეწინააღმდეგებოდა

კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებით აღიარებულ ძირითად უფლებას.

აქ კვლავ უნდა გავუსვათ ხაზი დასაწყისში აღნიშნულს: დემოკრატიული

სახელმწიფოსათვისგანსაკუთრებულიმნიშვნელობააქვსწარმოთქმულსიტყვას,

შეხედულებას, მასზე შეპასუხებასა და ამით წარმოშობილ საჯარო დისკუსიას, რის

საფუძველზეც, ყოველ კონკრეტულ საკითხზე ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი.

შესაბამისად, დაუშვებელია გამონათქვამის შეფასება საზოგადოებრივი აზრის ფორმირების

პროცესთან, ანუ კომუნიკაციასთან დაუკავშირებლად, იზოლირებულად და ამის საფუძველზე

გადაწვეტილების მიღება. იგივე მოთხოვნა მოქმედებს ფაქტების მიმართაც. ფაქტების

ანალიზის დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ მათი მართლობა ან მცდარობა

ყოველთვის თავიდანვე კი არ არის ცნობილი, არამედ ხშირად სწორედ კომუნიკაციის

პრეოცესში იკვეთებოდა და ზუსტდებოდა. შეცდომები და სიცრუე ამ დროს გარდაუვალია.

კომუნიკაციის, თავისუფალი საჯარო დისკუსიის პროცესი ძალიან შეიზღუდებოდა, თუკი

მხოლოდ უეჭველი ფაქტები მოექცეოდა ძირითადი უფლების დაცვის ქვეშ, მცდარი ფაქტები კი

ამ დაცვას თავიდანვე, ავტომატურად მოკლებული იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში დიდი

საფრთხე იქმნება იმისა, რომ სანქციების შიშით არც მართალი ინფორმაცია გამოთქვას და

აღარც საფუძვლიანი ეჭვი.

ამდენად, გამორიცხულია აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების დაცვა, მაგრამ

არ გამოირიცხება ჭორის ან ისეთი ფაქტების გადმოცემა და დაცვა, როდესაც აშკარად არ ჩანს,

სწორია ისინი თუ არა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძირითადი უფლებით დაცვას არ არის

მოკლებული ის გამონათქვამები, რომელთა მცდარობის გამორკვევა შემდგომი კვლევის

საკითხია, ხოლო დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი, რომელთა მცდარობის

შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა, ანუ შეგნებული სიცრუე, ან რომელთა

მცდარობა ცხადია უკვე მათი გამოთქმის მომენტში; ეს ეხება აგრეთვე არასწორ ციტატას, ანუ

ცრუ მტკიცებას, თითქოს ვიღაცამ რაიმე კონკრეტული აზრი გამოთქმა. ასეთი ფაქტების

9

დაუცველობით აზრის ჩამოყალიბების პროცესს ზიანი არ მიადგება, რადგან ისინი არაფერს

ჰმატებს პასუხისმგებლობით სავსე აზრის ფორმირებას. ხოლო, თუკი ფაქტის მცდარობა

მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, ამით ეს მტკიცება უკუქცევით არ მოსწყდება

ძირითადიუფლებითდაცულსფეროს.რასნიშნავსასეთიგამონათქვამების

დასაშვებობისათვის მათი მცდარობის აღმოჩენა? - ეს არის არა დაცვის სფეროს ფარგლების,

არამედ ძირითადი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხი.

3. შეხედულებებისა და ფაქტ-ხდომილებების გამიჯვნა

შეხედულებებისა და ფაქტების ერთმანეთისაგან გამიჯვნა საკმაოდ რთულია. ეს,

უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია უკვე აღნიშნულ გარემოებასთან: გამოთქმის ორივე ეს

ფორმა ძალიან იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად საქმე გვაქვს სწორედ ისეთ

გამონათქვამებთან, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ისე ფაქტობრივი

ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი თავის მხირვ, აზრის

საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მას. ამიტომაც ხშირად საკამათო

გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების

დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების

იზოლირება. მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამით არ

იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამი შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი

იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შენაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს

გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, და,

შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში.

ეს გამომდინარეობს ძირითადი უფლებებით დაცული სფეროს ფუნქციიდან.

გამონათქვამის მიკუთვნება 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროსათვის ჯერ

კიდევ არაფერს ამბობს მისი დასაშვებობის შესახებ. სამაგიეროდ, იგი აამოქმედებს ძირითადი

უფლების დაცვის მექანიზმებს მაშინ, როდესაც დადგება საკითხი ამ ძირითადი უფლების

შეზღუდვის საფუძვლების განხილვის შესახებ. შეზღუდვები ამ დროს აუცილებლად

გამართლებული უნდა იყოს, ანუ კანონიერი საფუძველი უნდა ჰქონდეს. ხოლო გამონათქვამის

თავიდანვე დაცული სფეროდან გამოყვანა მიგვიყვანს იქამდე, რომ აზრის თავისუფლების

შეზღუდვის არავითარი გამამართლებელი კანონიერი საფუძველი აღარ დასჭირდება. გარდა

ამისა, როდესაც გამონათქვამში ფაქტი და შეხედულებები ერთმანეთთან განუყოფლად არიან

დაკავშირებული, ზემოაღნიშნული საშუალებით დაცულ სფეროში ვერ მოხვდება ვერც

ფაქტობრივი და ვერც შეფასებითი ელემენტი. ამიტომაც დასაწყისშივე აღინიშნება, რომ ცნება -

„აზრი“, ფართო უნდა გარიგოთ და განვმარტოთ. ეს კი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ

ფაქტებისა შეხედულებებს შორის განსხვავება წაიშლება. გამონათქვამის დასაშვებობა,

ძირითადად, სწორედ ფაქტობრივი ელემენტების სისწორეზე იქნება დამოკიდებული.

10

4. გამოხატვის სხვა ფორმები

შეუძლებელია გამოთქმის ყველა ფორმის მოქცევა აზრის ზემოხსენებულ დაწილებაში

(შეხედულებები და ფაქტები). ეს კარგად ჩანს კითხვების სამართლებრივი შეფასების დროს.

კითხვები ძირითადად ფაქტების დადგენის მიზნით. მათი საშუალებით უნდა გაირკვეს

(დადასტურდეს ან უარყოს) ის ფაქტები, რომელთა არსებობის თუ არარსებობის შესახებ

საჭიროა ინფორმაციის მოპოვება. თავად კითხვები არ წარმოადგენს ფაქტებს, თუმცა

უშუალოდ არის მათთან დაკავშირებული. შედეგად, კითხვა არ შეიძლება იყოს მართალი ან

მცდარი. პირიქით, კითხვები მიმართულია იმის გამოსარკვევად, თუ რა არის მართალი და რა -

მცდარი. ამდენად, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საჯარო აზრის ჩამოყალიბების

პროცესში. სწორედ პოლიტიკურ დისკუსიაშია კითხვები აუცილებელი საშუალება, რომლითაც

ხალხს შეუძლია მიმართოს პასუხმგებელ პირებს, რათა მოიპოვოს ის ინფორმაცია

 

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Thursday the 25th.