optionen handel.

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემა

დარეჯან ბიძინაშვილი  გადმოსაწერი ვერსია

 წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება “პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემას“. ნაშრომში განხილულია ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პრაქტიკული ხარვეზები, რომელიც არსებობს ქართულ სამართალსივრცეში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ნაშრომში ასახულია სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნორმატიული რეგულირებები რეპრესირებული

პირებისათვის ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და ასევე მოცემულია აღნიშნული ნორმატიული

რეგულირებების განორციელების საკითხი პრაქტიკაში.

ნაშრომში განხილულია, საქართველოს საკანონმდებლო რეგულირება რეპრესირებულ პირებთან

დაკავშირებით და მათი ხარვეზები როგორც ნორმატიულ, ისე პრაქტიკული.

ნაშრომში მოცემულია შედარებით სამართლებრივი ანალიზი საქართველოს კანონმდებლობისა და

პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნორმატიულ რეგულირებებს შორის. ასევე განხილულია საქართველოში

არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის საშუალებები.

 

Giving compensation to the victims of repression and their first order inheritors

Research Director: George G. Tumanishvili

The present work is dedicated to such a significant issue, as “giving compensation to the victims of

repression and their first order inheritors”. This work discusses the important legal and practical gaps that

exist in Georgian law in this issue.

The work describes statutory regulations regarding the reimbursement of repressed persons and also

provides the implementation of the statutory regulations in practice in other post-Soviet states.

The work discusses legal regulation of Repressed Persons with both normative and practical terms and the

gaps of this issue.

The work provides a comparative legal analysis of the legislation and statutory regulations of Georgia and the

post-Soviet states. The work also discusses how to resolve legislative and practical problems in Georgia.

 

ხელმძღვანელისგან

დარეჯან ბიძინაშვილის საკონფერენციო თემა ”პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული

პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემა” - არის მეტად

თავისებური თემა, რომელსაც ახასიათებს სახელმწიფოს მხრიდან სოციალურ-ფსიქოლოგიური

პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი. თემაში დარეჯანი განიხილავს პოლიტიკური რეპრესიის რაობის და

ამ რეპრესიის შედეგად მსხვერპლად ცნობა-აღიარების დოქტრინალურ და სამართლებრივ ასპექტებს.

თემაში განხორციელებულია საქართველოსა და სხვადასხვა უცხო სახელმწიფოებში არსებული

სამართლებრივი რეგულირების შედარებითი კვლევა,

თემას უდავოდ ამდიდრებს როგორც საქართველოს სასამართლოების, ისე ადამიანის უფლებათა

ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესწავლა და იმ გადაწყვეტილებების ანალიზი, რომელიც ამ

სასამართლოებს აქვთ მიღებული.

ვფიქრობ, თემა მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად თემის სათაურში გამოტანილი საკითხის გააზრების

თვალსაზრისით, ისე სამომავლო კანონშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფისა და პოლიტიკური

რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისა და მისი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის რეალური,

მოცულობითი თვალსაზრისით კი ადეკვატურთან მიახლოებული კომპენსაციის განსაზღვრის

მექანიზმების საკანონმდებლო დონეზე შემუშავებისა და მისი შემდგომი რეალიზაციისათვის.

თბილისი 2012 წ.

პროფესორი

გიორგი გ. თუმანიშვილი

 

დარეჯან ბიძინაშვილი

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის

მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემა

შესავალი

თემის პრობლემის არსი

შესავალში შესაძლებელია აღინიშნოს, რომ ”პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული და მისი

პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის ფულადი კონპენსაციის ” გაცემის საკითხი პრობლემურია, რადგან

პრაქტიკა ძალიან განსხვავდება იმ ნორმატიული აქტების რეგულირებისაგან, რასაც კანონმდებელი

გვთავაზობს.

პრობლემის აქტუალობა

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა სოციალური დაცვა და მათთვის იმ ზიანის კონპენსაცია, რომელიც

მათ პოლიტიკური შეხედულების გამო მიადგათ ყოველთვის იყო აქტუალური, რადგან ამ ადამიანებს

მიუძღვით ძალიან დიდი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში. საკითხის

აქტუალობას განაპირობებს ასეთი კატეგორიის მოქალაქეების რაოდენობა რომელიც 20 000-ზე (ოცი

ათასი) მეტია. მათგან კი ყველა დაინტერესებულია იმ მორალური ზიანის ანაზღაურებით, რომელიც მათ

საბჭოთა რეჟიმის პოლიტიკამ მიაყენა.

ნაშრომის თემა არის

”პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის

მემკვიდრისათვის ფულადი კონპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი ანალიზი“,

ნაშრომში თემა წარმოდგენილია პრობლემათა კომპლექსის სახით და ასახავს ავტორისეულ, ანალიზს იმ

ნორმატიული აქტებისა რომლებიც ეხება საკითხს, ასევე მათი გადაჭრის გზებს. მასში წარმოდგენილია

პრობლემათა ის ფართო სპექტრი, რომელიც გადაუჭრელია და რომლებიც საჭიროებენ სწორ

რეგულირებას. საზოგადოებას აინტერესებს საკითხის მოგვარება, რასაც მოწმობს სხვადასხვა სოციალურ

ქსელში გამართული მსჯელობები და უამრავი საგაზეთო პუბლიკაცია, რომელიც ამ თემისადმია

მიძღვნილი.

კვლევა-ძიების აქტუალობას განაპირობებს

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის და მისი პირველი რიგის მემკვიდვრისთვის

ზიანის ანაზღაურების საკთხის შესწავლა, ანალიზი სამართლებრივ ჭრილში, რის შედეგადაც ნათლად

გამოიკვეთება ის პრობლემები, რომლებიც დღეს ზემოაღნიშნულ საკითხს ახასიათებს.

2.პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის

მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით, სამართლებრივი რეგულირების

კუთხით უკეთესი მოდელის შემუშავებას, რისი საშუალებითაც პრობლემა მთლიანად ან ნაწილობრივ

მოგვარდება.

3. ანალიზის შედეგად გადამუშავებული ინფორმაციის ჩამოყალიბებას და გამოსავალის შემოთავაზებას,

რაც თვალსაჩინოს გახდის საკითხისადმი ახლებური მიდგომის აუცილებლობას.

კვლევა-ძიების ხასიათი

ნაშრომის ძირითადი საკითხის დასმა და მისი შესწავლა წარმოებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ

ჭრილში, ასე რომ ნაშრომის კვლევა-ძიების ხასიათი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი.

პრობლემის კვლევა-ძიების დონე

პრობლემა, რომელსაც ეხება ნაშრომი შესწავლილია :

 

 
 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი

რაკურსით,

იმ

ნორმებზე

დაყრდნობით

რომლებიც

განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით;

საქართველოს კანონებით, იმ სპეციალური ნორმებით, რომლებიც არეგულირებენ საკითხს;

სასამართლოს გადაწყვეტილებებით რომელიც მიღებულია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

კვლევა-ძიების მიზანი

წინამდებარე ნაშრომის თემაზე არსებული კანონმდებლობის შესწავლა, მათი

სრულყოფილთან მაქსიმალურად მიახლოვებული წინადადებების ჩამოყალიბება.

პრობლემური საკითხის გადაჭრის გზების მოძიება, მათი დამუშავება და შეთავაზება.

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის

მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის გამარტივებული წესის განსაზღვრა და შეთავაზება.

სარეფერატო ნაშრომის სტრუქტურა

სარეფერატო ნაშრომი შედგება შესავლის, 4 თავისა, 9 პარაგრაფისა და დასკვნისაგან.

ნაშრომს თან ერთვის:

• ციტირებული ლიტერატურის ნუსხა;

• გამოყენებული წყაროები;

• სარჩევი;

სარეფერატო ნაშრომის მოცულობა

სარეფერატო ნაშრომის მოცულობა შეადგენს კომპიუტერზე აკრეფილ 14 გვერდს.

ნაშრომში თანდართული ციტირებული ლიტერატურის ნუსხა განლაგებულია ერთ გვერდზე.

გამოყენებული ლიტერატურა განლაგებულია ერთ გვერდზე.

სარჩევი განლაგებულია ერთ გვერდზე.

საერთო ჯამში ნაშრომის მოცულობა შეადგენს კომპიუტერზე აკრეფილ 21გვერდს.

დამუშავება

და

 

ისტორიული მიმოხილვა

მას შემდეგ რაც საქართველო გასაბჭოვდა, საქართველოში ცხოვრება ნელ-ნელა ძნელდებოდა. 20-30-იან

წლებში დაიწყო საბჭოთა ადამიანის, საბჭოთა მოქალაქის მორალური სახის ფორმირება. კომუნისტური

პროპაგანდა ახალგაზრდობას ზრდიდა საბჭოთა იდეოლოგიის საფუძველზე, რომელიც ემყარებოდა

ეროვნულის უარყოფას და ვითომდა საერთო საკაცობრიო ღონისძიებების მქონე სოციალური

იდეოლოგიისადმი ერთგულებას. ქართული ერის ნაწილი პოლიტიკური სისტემის ნების აღმასრულებელ

საბჭოთა ადამიანად იქცა.ერთი შეხედვით საბჭოთა კავშირის წყობა საკმაოდ მომგებიანი იყო

მოქალაქეებისათვის, მათ უზრუნველყოფილი ჰქონდათ სამსახური, სწავლება და ა.შ. თუმცა, ასეთი

პოლიტიკის გატარებასთან ერთად საკმაოდ მკაცრად ისჯებოდნენ ისინი, ვისაც არ მოსწონდათ საბჭოთა

წყობილება. ასეთი ადამიანები იდევნებოდნენ პოლიტიკური შეხედულების გამო, ზოგი გადაასახლეს

საქართველოდან, ძალით მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ჩამოართვეს საკუთრება და

ათასობით ადამიანი დახვრიტეს.

საბჭოთა საქართველოში იკრძალებოდა ეკლესიებში სიარული და წირვა-ლოცვის ჩატარება. ისინი

ანგრევდნენ და მიწასთან ასწორებდნენ ქართულ ეკლესიებს. მათი მიზანი იყო არამარტო

მართლმადიდებლობის, არამედ საერთოდ რელიგიის მოსპობა ერში. საბჭოთა რუსეთმა ასევე საბჭოთა

საქართველოში დიდი რეპრესიები მოაწყო, რომელთაგან ყველასათვის კარგად ცნობილია 1937 წლის

რეპრესიები. რეპრესიებს საბჭოთა კავშირში ყოველთვის ერთი მიზანი ჰქონდა - პოლიტიკური

ძალაუფლების შენარჩუნება. ასეთი რეპრესიის მსხვერპლი გახდა არაერთი საზოგადო მოღვაწე,

საქართველოს არისტოკრატია და ხელოვანი ადამიანი.

საქართველო საბჭოთა რეჟიმის გავლენისაგან 1989 წლის 26 მაისს გათავისუფლდა და საზეიმო

ვითარებაში საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1921 წლის 25

თებერვლის გასაბჭოების აქტი, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ცნო, ხოლო 1922 წლის

ხელშეკრულება საბჭოთა კავშირის შექმნის შესახებ საქართველოს მხრიდან გაუქმებულად გამოცხადდა.

1991 წლის 31 მარტს მოეწყო რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც უზენაესმა საბჭომ მიიღო

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

საქართველოსდამოუკიდებლობისგამოცხადებისშემდეგ,ახალმახელისუფლებამ

რეაბილიტირებულად1 ცნო ყველა, ვინც პოლიტიკური შეხედულების გამო დახვრიტეს, გადასახლეს,

ჩამოართვეს საკუთრება, ან იძულებით მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

1.

რეაბილიტაცია [ლათ. rehabilitatio] და რეაბილიტირება - 1. უსაფუძვლოდ შელახული ღირსების,

პატიოსანი სახელის აღდგენა; ჩამორთმეულ უფლებათა აღდგენა.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დაცვა

1917 წლიდან და შემდგომი ათეული წლების განმავლობაში პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდებოდა

ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის

ქვეყნებში. 1950-იანი წლებიდან დაიწყო უკანონოდ რეპრესირებულთა რეაბილიტაცია, რომელიც

დღემდეგრძელდება.საკანონმდებლოაქტებისსაფუძველზერეპრესირებულპირთათვის

გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის კომპენსაცია (უკრაინა, მოლდავეთი, ლიტვა), პრივილეგირებული

პენსია (ლატვია, ესტონეთი), უფასო სამედიცინო მომსახურება (ლატვია, მოლდავეთი, ესტონეთი),

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისთვის და გადასახადებზე შეღავათები (უკრაინა, ესტონეთი)

და ა.შ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის 1936 კონსტიტუციაშიც ძალიან დიდი ადგილი უკავია

ადამიანის უფლებებს. მაგ: კონსტიტუციის 128-ე მუხლში საუბარია საკუთრების უფლების დაცვაზე,

რომელიც აშკარად იზღუდებოდა ადამიანის პოლიტიკური შეხედულების გამო გადასახლების დროს.

 

ამასთან დაკავშირებით შეიძლება განვიხილოთ 125-ე მუხლი რომლითაც გარანტირებულია : სიტყვის,

პრესის, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება. 1

ყველა ის უფლება, რომელსაც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის უმაღლესი კანონი, ირღვეოდა თავად

სახელმწიფოს მიერ.

უკრაინა 2

უკრაინაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დაცვა ხორციელდება „უკრაინაში

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ“ კანონის თანახმად, რომელიც მიიღეს

1991 წელს. ამ კანონით, შეძლებისდაგვარად, აღიკვეთა უკრაინის მოქალაქეების მიმართ პოლიტიკური

მოტივით ჩადენილი უკანონობა, დაინიშნა რეაბილიტირებულთათვის კომპენსაცია და სოციალური

პრივილეგიები.

პროკურატურა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოსთან ერთად, მოკვლევის საფუძველზე, პირს აძლევს

რეაბილიტაციის ცნობას, თუ დადგინდა, რომ იგი იყო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი (უკანონოდ

ჰქონდა წართმეული თავისუფლება, ან გადიოდა იძულებით მკურნალობას სამედიცინო

დაწესებულებაში). მსხვერპლად ითვლება ასევე პირი, რომელიც დაიბადა თავისუფლების აღკვეთის

ადგილას შემდგომში რეაბილიტირებული მშობლებისგან.

რეაბილიტირებულის სტატუსის მიღების შემდეგ პირს ენიშნება სათანადო კომპენსაცია. პირს, თუ

უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება, ან გადიოდა იძულებით სამედიცინო მკურნალობას

აღკვეთის ყოველ თვეზე იანგარიშება ერთი მინიმალური ხელფასის ოდენობის თანხა, მაგრამ ჯამი არ

უნდა აღემატებოდეს 75 მინიმალურ ხელფასს. თანხის მეოთხედი გაიცემა ერჯერადად, ხოლო დანარჩენი

თანხა შემდგომი 5 წლის განმავლობაში. კომპენსაცია არ გაიეცემა რეაბილიტირებული პირის

მემკვიდრეებზე გარდა იმ შემთხვევისა, როცა კომპენსაცია იყო დანიშნული, ხოლო რეაბილიტირებული

პირი გარდაიცვალა და ვერ მოასწრო აღება.

კომპენსაციას ნიშნავს სპეციალური კომისია სათანადო ცნობის წარდგენის

(პროკურატურიდან, ან სასამართლოდან პირის რეაბილიტაციის დადასტურებით).

საფუძველზე

ჩამორთმეული საცხოვრებელი ფართი უბრუნდება რეაბილიტირებულს ან მის მემკვიდრეს, თუ ფართი

თავისუფალია და თუ დაბრუნება შეუძლებელია, მაშინ გაიცემა ერთჯერადად ბინის ღირებულების

ტოლფასი კომპენსაცია.

მოლდავეთი 3

1992 წელს მოლდავეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „საოკუპაციო ტოტალიტარული კომუნისტური

რეჟიმის მიერ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ“.

კანონმა მოიცვა 1917 წლის 7 ნოემბრიდან 1990 წლის 23 ივნისამდე პერიოდი.

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ითვლება:

პირი, რომელიც დაზარალდა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად;

პირი, რომლის მიმართაც მიიღეს რეპრესიის გადაწყვეტილება, მაგრამ ქვეყნიდან გასვლით

აიცილა სასჯელი;

რეპრესირებული პირის ოჯახის წევრები;

რეპრესირებული პირის ბავშვები (დაბადებულნი სასჯელაღსრულების ადგილას, ან მშობელთან

ერთად გადასახლებულნი); აგრეთვე ბავშვები, რომელთა მშობელიც დახვრიტეს.

 

(КОНСТИТУЦИЯ (ОСНОВНОЙ ЗАКОН) СОЮЗА СОВЕТСКИХ СОЦИАЛИСТИЧЕСКИХ РЕСПУБЛИК, 1936 года)

(ЗАКОН О РЕАБИЛИТАЦИИ ЖЕРТВ ПОЛИТИЧЕСКИХ РЕПРЕССИЙ НА УКРАИНЕ)

3(Закон о реабилитации жертв политических репрессий, совершенных оккупационным тоталитарным оммунистическим режимом (7

ноября 1917 года — 23 июня 1990 года);)

1

2

 

რეპრესირებულ პირებს, რომლებიც რეაბილიტირებულნი იყვნენ, ან მათ პირველი რიგის მემკვიდრეებს

უბრუნდებათ ქონება მათივე განცხადების საფუძველზე. თუ ქონების დაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდა

მიეცემათ კომპენსაცია, რომელიც გამოითვლება იმ მომენტისთვის არსებული ფასებიდან გამომდინარე,

მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს მინისტრთა კაბინეტის მიერ ყოველწლიურად დადგენილ თანხას.

ერთჯერად კომპენსაციას 30 მინიმალური ხელფასის ოდენობით იღებენ.

ბალტიისპირეთის ქვეყნები

პოლიტიკური რეპრესიები დაკავშირებულია ამ რეგიონის ოკუპაციასთან. შესაბამისად, კანონები

რომლებიც აწესრიგებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალურ დაცვას არის „კანონი

ოკუპაციის შესახებ“ (ლიტვა, ესტონეთი) და „კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების შედეგად

დაზარალებულთათვის პოლიტიკური რეპრესირებული პირის სტატუსის განსაზღვრის შესახებ“

(ლატვია).

ლატვია

„კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების შედეგად დაზარალებულთათვის პოლიტიკური

რეპრესირებული პირის სტატუსის განსაზღვრის შესახებ“ კანონით ხორციელდება რეპრესირებულთა

სოციალური დაცვა. კანონი მოიცავს 1940 წლის 17 ივნისიდან 1991 წლის 21 აგვისტომდე პერიოდს.

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსის მიღება ხდება სპეციალური კომისიის დასკვნის

საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივეყრდნობა საარქივო მასალებს, შესაბამისი სახელმწიფო

დაწესებულებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ან სასამართლოს გადაწყვეტილებას პირის მიმართ

განხორციელებეულ პოლიტიკურ რეპრესიაზე. თუ პირი იქნა აღიარებული, როგორც „პოლიტიკურ

რეპრესიათა მსხვერპლი“, მაშინ მოხდება მისი რეაბილიტაცია და გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი.

რეაბილიტირებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა „უკანონოდ რეპრესირებულ

მოქალაქეთა რეაბილიტაციის შესახებ“ კანონის თანახმად (მიიღეს 1990 წლის 3 აგვისტოს).

პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დაზარალებული მოქალაქის უფლებათა დაცვის გარანტად

სახელმწიფო გამოდის. სახელმწიფო უზრუნველყოფს რეპრესირებულ პირთა უფლებების აღდგენას

სამოქალაქო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში. საკანონმდებლო აქტების საფუძველზე

რეპრესირებულ პირთათვის გათვალისწინებულია პრივილეგირებული პენსია, უფასო სამედიცინო

მომსახურეობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისა და გადასახადებზე შეღავათები.

ესტონეთი

რეპრესიების შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური საკითხები რეგულირდება „საოკუპაციო

რეჟიმის დროს რეპრესირებული პირების შესახებ“ კანონის თანახმად. კანონი მოიცავს 1940 წლის 16

ივნისიდან 1991 წლის 20 აგვისტომდე პერიოდს. კანონით განისაზღვრება „უკანონოდ რეპრესირებული

პირის“ სტატუსი. პირს, რომელიც დააკმაყოფილებს „მსხვერპლის“ კრიტერიუმებს, მიეცემა შესაბამისი

დამადასტურებელი სერტიფიკატი. უკანონოდ რეპრესირებულად აღიარებულ პირს აქვს კანონით

განსაზღვრული პრივილეგიები: სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სოციალურ საკითხთა სამინისტროს

მეშვეობით, გაიცემა კომპენსაცია ჯანმრთელობის დაცვისა და მედიკამენტებისთვის; 50%-იანი შეღავათით

სარგებლობენ სახელმწიფო ტრანსპორტით; უფასოდ შეუძლიათ შესვლა ეროვნულ მუზეუმში; უფასოდ

შეუძლიათ დასწრება ნაციონალურ ფესტივალებზე მოწმობის წარდგენის საფუძველზე. გარდა ამისა,

საპენსიო ასაკის მიღწევისას სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით ეძლევათ პენსიის 20 %.

ლიტვა 4

ლიტვის სეიმმა 1997 წელს მიიღო კანონი „1939-1990 წლებში ოკუპაციის შედეგად დაზარალებულთა

სამართლებრივი სტატუსის შესახებ“. კანონი ვრცელდება როგორც კომუნისტური, ასევე ნაცისტური

გერმანიის საოკუპაციო რეჟიმების დროს რეპრესირებულ პირებზე. დაზარალებულად ითვლება პირი,

რომელიც ხსენებულ პერიოდში პოლიტიკური, ნაციონალური ან რელიგიური მოსაზრებების გამო იყო

დახვრეტილი, დაჭერილი, იძულებით მოთავსებული სამკურნალო დაწესებულებაში, იძულებით იქნა

წაყვანილი სამხედრო ქვედანაყოფში. ამ პირებს უთანაბრდებიან პირები, რომლებიც იძულებით გაყვნენ

ЗАКОН ЛИТОВСКОЙ РЕСПУБЛИКИ от 30 июня 1997 г. № VIII-342, Вильнюс, О ПРАВОВОМ СТАТУСЕ ЛИЦ, ПОСТРАДАВШИХ В

РЕЗУЛЬТАТЕ ОККУПАЦИЙ 1939-1990 ГОДОВ; http://www3.lrs.lt/pls/inter3/dokpaieska.showdoc_l?p_id=46369

4

 

თავიანთი ოჯახის წევრს გადასახლებაში, დაიბადნენ ან გაიზარდნენ გადასახლებაში; ასევე პირი, რომლის

მეუღლე იყო გადასახლებაში, ან იყო სპეციალურ აღრიცხვაზე; ასევე პირი, რომელიც ექვემდებარებოდა

გადასახლებას, მაგრამ გარკვეული მიზეზით არ მოხვდა გადასახლებაში (გაიქცა, დატოვა ქვეყანა და

მისთ.). ამ პირებს უთანაბრდებიან პირები, რომლებიც ოკუპაციის დროს დაიბადნენ ან გაიზარდნენ

ციხეში, გეტოში, საკონცენტრაციო ბანაკში.

სანამ რეპრესირებულად აღიარებული პირი არ მიაღწევს საპენსიო ასაკს, მას ყოველწლიურად მიეცემა

კომპენსაცია ორი საბაზისო პენსიის ოდენობით.

საქართველო

საკანონმდებლო რეგულირება

საქართველოში პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა სოციალურ დაცვაზე პირველად 90-იან წლებში

დაიწყო საუბარი, მანამდე არ არსებობდა ნორმატიული აქტი, რომელიც დაარეგულირებდა ასეთი სახის

ურთიერთობებს. 1997 წლის 11 დეკემბრის კანონით ” საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური

რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” განისაზღვრა

ვინ სარგებლობს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსით და იკისრა ვალდებულება

დახმარებოდა ასეთი კატეგორიის პირებს.

„ეს კანონი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიის და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებებს,

ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერლად აღიარების წესს და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის

გარანტიებს.” 5

კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია

განიცადეს საქართველოს ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე.

ამავე კანონითაა განსაზღვრული თუ როგორი ქმედება შეიძლება ჩაითვალოს რეპრესიად: ”სიცოცხლის

ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება,

სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის

ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური

დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე კანონმდებლობით

გარანტირებული ადამიანის უფლებების, ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა,” 6

ზემოაღნიშნული მუხლის მიხედვით, რეპრესიად მიიჩნევა ყველა ის ქმედება, რომელიც ზღუდავს

ადამიანის უფლებებს, რომელსაც იცავს ”ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული

კონვენცია”, ეს კონვენცია მიიჩნევა ევროსაბჭოს ყველაზე სრულყოფილ დოკუმენტად, რომელიც იცავს

ადამიანის უფლებებს და რომლის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 1999 წლის 12 მაისს

მოახდინა. 7

პოლიტიკურ რეპრესირებულად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია;

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა

ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში,

გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას.

(საქართველოს კანონი ” საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა

სოციალური დაცვის შესახებ ”, 1997 წელი)

6(საქართველოს კანონი ” საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა

სოციალური დაცვის შესახებ ”, 1997 წელი)

7საქართველოს პარლამენტმა კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1999 წლის 12 მაისს, ხოლო დოკუმენტის პირველ, მე-4, მე-6

(სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ) და მე-7 (მეუღლეთა შორის თანასწორობის შესახებ) ოქმებიც ასევე რატიფიცირებულია

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ, 2000-2001 წლებში.

5

 

საქართველოს კანონით ” საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა

და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” განისაზღვრება პოლიტიკური რეპრესიის

მსხვერპლის სტატუსის მინიჭების წესი.

განცხადებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ უშუალოდ რეპრესირებული

პირი, მისი კანონით მემკვიდრე, ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს იმ სასამართლოს, რომლის

სამოქმედო ტერიტორიაზეც მუდმივად, ან დროებით ცხოვრობს რეპრესირებული პირი ან მისი კანონით

მემკვიდრე. ამისათვის, სასამართლოში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს შინაგან საქმეთა

სამინისტროდან ცნობა რეპრესიის ფაქტის დასადასტურებლად, პიროვნების რეაბილიტაციის შესახებ

დოკუმენტს, ხოლო მემკვიდრემ ზემოთ ხსენებულ საბუთებთან ერთად, უნდა წარადგინოს სამკვიდრო

მოწმობა, რომელსაც გასცემს ნოტარიუსი. განცხადება რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ

გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს აღუდგება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად

დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლება და თავისუფლება, სამხედრო და

სპეციალური წოდებები, უბრუნდება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად ჩამორთმეული სახელმწიფო

ჯილდოები, მიენიჭება შეღავათები ამ კანონით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული კანონის მე-8

მუხლში წერია: ”რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე

კანონით.” 8 თუმცა, ჯერჯერობით ქართულ სამართალსივრცეში არ არსებობს კანონი, რომელიც

მოაწესრიგებდა აღნიშნულ სფეროს. მაგრამ, კანონის არსებობის შემთხვევაშიც საკმაოდ რთული იქნება

მისი აღსრულება, რადგან დიდი დროა გასული რეპრესიებიდან და ძნელი იქნება იმის მტკიცება, რომ

პიროვნება გარკვეულ ქონებას ფლობდა იმ პერიოდისთვის, ამას თან ერთვის ის ფაქტი, რომ აღნიშნული

ქონება სხვა პიროვნების მფლობელობაში შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში კი შეიძლება წარმატებით იქნეს

გამოყენებული ”უკრაინის მოდელი”: ” ჩამორთმეული საცხოვრებელი ფართი უბრუნდება

რეაბილიტირებულს ან მის მემკვიდრეს, თუ ფართი თავისუფალია და თუ დაბრუნება შეუძლებელია,

მაშინ გაიცემა ერთჯერადად ბინის ღირებულების ტოლფასი კომპენსაცია.” 9

საქართველოს კანონით ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა

და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” მე-9 მუხლი ადგენს:” პირს, რომელმაც რეპრესია

განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას

გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით, ან გარდაიცვალა

პოლიტიკური რესპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, აგრეთვე

მის პირველი რიგის მემკვიდრეს შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობას და გაცემის

წესს ადგენს კანონი.” აღნიშნულ მუხლს 2011 წლამდე არ მოჰყოლია რეაგირება, სწორედ ეს მუხლი

დაედო საფუძვლად ”ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს” გადაწყვეტილებას საქმეზე ”კლაუს

და იური კილაძეები”. 10

”კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ”

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2010 წლის 2 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება

საქმეზე „კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლომ, აღნიშნულ

გადაწყვეტილებაში, დაადგინა საკანონმდებლო ვაკუუმის არსებობა, რომელიც ეხებოდა ”საქართველოს

მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური

დაცვის შესახებ” კანონის მე-9 მუხლს. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა რომ ეროვნულ დონეზე

უდავოდ უნდა ყოფილიყო მიღებული აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და

საბიუჯეტო ზომები, რათა 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლში გათვალისწინებულ პირებს

(საქართველოს კანონი ” საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა

სოციალური დაცვის შესახებ ”, 1997 წელი)

9(ЗАКОН О РЕАБИЛИТАЦИИ ЖЕРТВ ПОЛИТИЧЕСКИХ РЕПРЕССИЙ НА УКРАИНЕ)

10(”კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ”, 2010 წელი)

8

 

მისცემოდათ აღნიშნული დებულებით გარანტირებული უფლებით ეფექტური სარგებლობის

შესაძლებლობა. 11

განმცხადებლები განსაკუთრებით ასაჩივრებენ იმ ფაქტს, რომ მათ არ ჰქონდათ კომპენსაციის მიღების

უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მათი, როგორც პოლიტიკური რეპრესიების

მსხვერპლების სტატუსიდან გამომდინარეობდა.

აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში ევრო სასამართლომ იმსჯელა და განიხილა საქართველოს სამოქალქო

კოდექსის მუხლი 413-ე მუხლი (ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის) 1. არაქონებრივი

ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად

განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამ საკითხთან

დაკავშირებით კი დაადგინა რომ, მითითება ”კანონით განსაზღვრულ შემთხვევებზე” არის ის პრობლემა,

რომელსაც რეპრესიის მსხვერპლნი წააწყდნენ რადგან სახელმწიფომ 11 წლის მანძილზე ვერ შეიმუშავა

კანონმდებლობა რომელშიც ზუსტად იქნებოდა გაწერილი ზემოაღნიშნული პირებისთვის არაქონებრივი

ზიანის ანაზღაურების საკითხი.

სასამართლო განხილვის დროს მთავრობის წარმომადგენლის პოზიცია ასეთი იყო: ”ახალმა,

დამოუკიდებელმა ქართულმა სახლმწიფომ 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი მიიღო, როგორც აღიარებისა

და სსრკ-ის რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის დაგმობის აქტი. მთავრობის აქტის თანახმად,

თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნულ სისასტიკეზე,

რეპრესიის მსხვერპლთა მიერ განცდილი ზიანისთვის კომპენსაციის გადახდა.”

სასამართლომ კი აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ბრძანა, რომ ევროპული კონვენცია

ხელმომწერ სახელმწიფოებს არ აკისრებს არავითარ განსაკუთრებულ ვალდებულებას, აღმოფხვრას მათი

წინამორბედის მიერ დაშვებული უსამართლობა ან მათ მიერ მიყენებული ზიანი.მიუხედავად

აღნიშნულისა სასამართლოს პოზიციიდან ჩანს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია 1997 წლის 11 დეკემბრის

კანონით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა: ”(..)სასამართლოს არაფერი არ აძლევს საფუძველს

დაასკვნას, რომ დაცული იქნა ზუსტი ბალანსი პირისა და საზოგადოების ინტერესებს შორის. კერძოდ,

სასამართლო ვერ ხედავს მიზეზებს, რომელთა გამოც სახელმწიფომ არ შეასრულა ვალდებულება, მაშინ

როდესაც მას 11 წელზე მეტი ჰქონდა, რომ გადაედგა თუნდაც მცირე ნაბიჯი 1997 წლის 11 დეკემბრის

კანონის მე-9 მუხლით in fine გათვალისწინებული კანონის მიღების პროცესის დაწყებისკენ, კერძოდ,

ზუსტად განესაზღვრა მსხვერპლთა რაოდენობა, განეხორციელებინა ეკონომიკური, ფინანსური და

სოციალური კვლევა საზოგადოების იმ წევრთა მოგებისა და დანაკარგების შესახებ, რომლებსაც

აღნიშნული პროცესი შეეხოთ. (...) ამგვარად,სასამართლოს თვალში, როდესაც ქართულმა სახელმწიფომ

გააკეთა მორალური დაფინანსური არჩევანი საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილი მისი მოქალაქეების

სასარგებლოდ,უნდა განეხორციელებინა შესაბამისი მოქმედებები და ჩაეტარებინა შესაბამისი სამუშაო.

ამ გადაწყვეტილების ფარგლებში ”ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ” დაადგინა ”ეროვნულ

დონეზე უდავოდ უნდა გატარდეს ზოგადი ღონისძიებები. სწრაფად უნდა იქნეს მიღებული აუცილებელი

საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ზომები, რათა 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9

მუხლში გათვალისწინებულ პირებს მიეცეთ აღნიშნული დებულებით გარანტირებული უფლებით

ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობა.” 12

11

12

(თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება № 3/3172-11, 2011წელი)

(ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ”კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ”, 2010 წელი. )

 

”საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი”

”ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს” გადაწყვეტილებამ საქმეზე ”კლაუს და იური კილაძეები

საქართველოს წინააღმდეგ” ძალიან დიდი გავლენა იქონია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო

კოდექსის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც 2011 წლის 5 მაისს შევიდა დამატება. დაემატა VII7 თავი, რომელიც

ითვალისწინებს ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და

რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი

კონპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის წესს” 13 .

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით რეპრესიის მსხვერპლთათვის ფულადი

კონპენსაციის გაცემის შესახებ სასამართლოს სარჩელით შეიძლება მიმართოს რეპრესირებულმა, მისი

პირველი რიგის მემკვიდრემ ან წარმომადგენელმა, 2014 წლის 1 იანვრამდე. რამდენიმე მემკვიდრის

არსებობის შემთხვევაში ყველაზე გაიცემა ერთიანი ფულადი კომპენსაცია. ასეთი კატეგორიის საქმეებში

მოპასუხე ფინანსთა სამინისტროა.

მუხლი 2129

2. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისისსაქალაქო სასამართლო

”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა

სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული

იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა

ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

3. ამ თავით გათვალისწინებული დავა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ერთ-ერთი მხარის

მოთხოვნით, სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით. ამ თავით გათვალისწინებული საქმე

განიხილება საქმეთა განხილვისათვის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ

საერთო ვადებში და დადგენილი წესით.

საქმის განხილვასთან მიმართებაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ სააპელაციო სასამართლო არის

ბოლო ინსტაცია ასეთი კატეგორიის საქმეებისთვის, მისი ”გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას

არ ექვემდებარება”

სასამართლო პრაქტიკა

ფინანსთა სამინისტროს დაევალა კომპენსაციისათვის საჭირო სახსრების გამოყოფა საქართველოს

ბიუჯეტიდან. საქართველოს კანონში „ბიუჯეტის შესახებ“ ვერსად ნახავთ სპეციალურ ჩანაწერს,

რომლითაც ზუსტადაა განსაზღვრული რამდენი თანხა გამოიყო კომპენსაციის გასაცემად, თავად

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი პირად საუბარში ამბობს: ” საქართველოს ბიუჯეტში არ არის

განსაზღვრული ზუსტი თანხა, რადგან კომპენსაცია გაიცემა სხვადასხვა ფონდებიდან.” კომპენსაციის

მოცულობაარცადმინისტრაციულიკოდექსითააგანსაზღვრული.ასეთშემთხვევაში,

სასამრთლოსთვისაც რთულია განსაზღვროს რა რაოდენობის კონპენსაცია დააკისროს ფინანსთა

სამინისტროს, რადგან გაუგებარია რა რაოდენობით თანხის გაცემა შეუძლია სახელმწიფოს. აქედან

გამომდინარე, პრაქტიკაში სასამართლო ბევრ სირთულეს წააწყდა. მოსარჩელეები ითხოვდნენ მორალური

ზიანის ანაზღაურებას და სარჩელის ფასში ეწერათ ისეთი თანხები, როგორიცაა 30 000-60 000 და მეტი.

მაქსიმალური თანხა კი, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, იყო 500 ლარი. 14 ეს თანხაც 6

მემკვიდრეზე გაიყო.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ 2010 წლამდე საქართველოში 15 000-მდე რეპრესირებული და მათი

პირველი რიგის მემკვიდრე ფიქსირდებოდა, დღეს მათი რიცხვი 20 000 აჭარბებს. მათი რაოდენობის

ასეთი ზრდა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რეპრესირებულთა რაოდენობა ითვლებოდა სასამართლოს მიერ

აღიარებულ პირთა მიხედვით, 2011 წლის შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ცვლილება ”ადმინისტრაციულ

საპროცესო კოდექსში” კომპენსაციის გაცემის შესახებ, ბევრმა რეპრესიის მსხვერპლმა გადაწყვიტა

აღიარებითი სარჩელის შეტანა სასამართლოში.

13

14

((”საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი” VII თავი. 21 მუხლი))

(თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა პალატა. საქმე № 3/ბ-1640-11 01 ნოემბერი 2011 წელი)

 

რეპრესიის მსხვერპლთა დიდი რაოდენობა გამოთქვამს პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ

კომპენსაცია, რომელსაც ისინი იღებენ არის მიზერული და რეალურად იმ ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს

რაც მათ გაწიეს.

რეპრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გასაცემად შეიძლებოდა ბევრი სხვა მოდელი

გამოყენებულიყო.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ვადის დაწესება არ არის სამართლიანი და ეფექტური, პიროვნებას

უნდა ჰქონოდა განუსაზღვრელი ვადა იმისათვის, რომ მოეთხოვა და მიეღო თავისი კუთვნილი

კომპენსაცია. ვადამ წარმოშვა ისეთი პრობლემა, როგორიცაა ათასობით განსახილველი საქმე

სასამართლოში, ამის გამო ჭიანურდება მართლმსაჯულების განხორციელებაც.

არასწორად მიმაჩნია ის ფაქტიც, რომ კომპენსაციის გაცემის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო,

უმჯობესი იქნებოდა ყოფილიყო ფიქსირებული თანხები, რომელსაც თავად ფინანსთა სამინისტრო

დააწესებდა და გასცემდა. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ კომპენსაციის თანხები მერყეობს 100 ლ-დან 500 ლ -

მდე. თავად ფინანსთა სამინისტროს შეეძლო განესაზღვრა ეს თანხები რეპრესიის სიმძიმიდან

გამომდინარე. ხალხისთვის ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა ასეთი მიდგომა და სამართლიანიც,

რადგან ერთი და იმავე სახის რეპრესიაგანცდილ ხალხს, კომპენსაცია სხვადასხვა ოდენობით

განესაზღვრებათ, ეს კიშეიძლება განვიხილოთ როგორც საქართველოს კონსტიტუციით

გარანტირებული, თანასწორობის პრინციპის 15 დარღვევა.

სამწუხაროა ის ფაქტი, მიუხედავად იმისა რომ ”სახელმწიფო იზიარებს და ითვალისწინებს ამ ადამიანთა

განუსაზღვრელ ღვაწლს დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებაში” 16 კომპენსაციის ოდენობა

მიზერულია, თუმცა რეპრესიის მსხვერპლთა უმრავლესობა ამ თანხითაც კმაყოფილია, რადგან

”სახელმწიფომ დააფასა მათ მიერ გაღებული მსხვერპლი”.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საკმაოდ ბევრი

პრობლემა. მაგალითად, დარჩენილია 1997 წლის 11 დეკემბერს მიღებული კანონის ”საქართველოს

მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური

დაცვის შესახებ” მე-8 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს:

მუხლი 8

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს აღუდგება პოლიტიკური რეპრესიის

შედეგად დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლება და თავისუფლება,

სამხედრო და სპეციალური წოდებები, უბრუნდება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად ჩამორთმეული

სახელმწიფო ჯილდოები, მიენიჭება შეღავათები ამ კანონით დადგენილი წესით.

2. თუ პირი აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარდგენილი ბრალდების მხოლოდ

გარკვეულ ნაწილში, მას აღუდგება მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც დარღვეული იყო პოლიტიკურ

ბრალდებასთან დაკავშირებით.

3. რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით.

ცალკე კანონი, რომელზეც ამ მუხლშია გაკეთებული მითითება ჯერ არსად ჩანს.

ადმინისტრაციულ კოდექსში 2011 წელს შესული დამატება კი ევროპის ადამიანის უფლებათა

სასამრთლოს გადაწყვეტილების დამსახურებაა, რომელმაც საქართველოს საბჭოთა კავშირის რეპრესიის

მსხვერპლ მოქალაქეებს მისცა საშუალება განეხორციელებინათ თავიანთი უფლება კომპენსაციის

მიღებაზე.

(ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა,

რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა,

ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა)

16(თბილისის სააპელაციო სასამართლო. საქმე №3/ბ-1633-11)

15

 

ციტირებული ლიტერეტურა:

1. (КОНСТИТУЦИЯ (ОСНОВНОЙ ЗАКОН) СОЮЗА СОВЕТСКИХ СОЦИАЛИСТИЧЕСКИХ РЕСПУБЛИК,

1936 года);

2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ”კლაუსი და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ”;

3. სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება

საქმე №3/ბ-1633-11;

4. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება .

საქმე № 3/ბ-1640-11;

5. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება.

საქმე № 3/ბ-1688-11;

6. ”საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი”;

7. საქართველოს 1997 წლის კანონი ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად

აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”.

 

1.

2.

3.

4.

5.

6.

გამოყენებული წყაროები:

ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხების სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია. ნადარეიშვილი

გიორგი;

ЗАКОН О РЕАБИЛИТАЦИИ ЖЕРТВ ПОЛИТИЧЕСКИХ РЕПРЕССИЙ НА УКРАИНЕ;

Закон о реабилитации жертв политических репрессий, совершенных оккупационным тоталитарным

коммунистическим режимом (7 ноября 1917 года — 23 июня 1990 года);

о реабилитации жертв политических репрессий;

http://lex.justice.md/viewdoc.php?action=view&view=doc&id=313312&lang=2

Об определении статуса политически репрессированного лица для пострадавших от

коммунистического и нацистского режимов;

ЗАКОН ЛИТОВСКОЙ РЕСПУБЛИКИ от 30 июня 1997 г. № VIII-342, Вильнюс, О ПРАВОВОМ

СТАТУСЕ ЛИЦ, ПОСТРАДАВШИХ В РЕЗУЛЬТАТЕ ОККУПАЦИЙ 1939-1990 ГОДОВ;

http://www3.lrs.lt/pls/inter3/dokpaieska.showdoc_l?p_id=46369

7.

ЗАКОН ЛИТОВСКОЙ РЕСПУБЛИКИ от 30 июня 1997 г. № VIII-342, Вильнюс, О ПРАВОВОМ

СТАТУСЕ ЛИЦ, ПОСТРАДАВШИХ В РЕЗУЛЬТАТЕ ОККУПАЦИЙ 1939-1990 ГОДОВ;

http://www3.lrs.lt/pls/inter3/dokpaieska.showdoc_l?p_id=46369

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.

15.

(КОНСТИТУЦИЯ (ОСНОВНОЙ ЗАКОН) СОЮЗА СОВЕТСКИХ СОЦИАЛИСТИЧЕСКИХ

РЕСПУБЛИК, 1936 года)

საქართველოს 1997 წლის კანონი ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის

მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ ”;

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ”კლაუსი და იური კილაძეები საქართველოს

წინააღმდეგ”;

”საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი”;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განჩინება

საქმე №3/ბ-1633-11;

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქმე № 3/ბ-

1640-11;

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება

საქ,ე № 3/ბ-1688-11.

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Tuesday the 17th.