პერსპექტივიზმის თეორია, როგორც გზა ნიცშეიანური ტექსტის გაგებისკენ

ივანე ლომიძე

წინამდებარე სტატია წარმოადგენს მოკრძალებულ მცდელობას მიმოხილული იქნეს ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიის  ქვაკუთხედი - პერსპექტივიზმის თეორია, რომელიც არის ერთგვარი შესავალი ნიცშეს აზროვნებაში. სწორედ პერსპექტივიზმის საფუძველზეა შესაძლებელი ვწვდეთ ყველა იმ კონცეპტს, რომელსაც შემდგომში ავითარებს ნიცშე და, რომელიც ფართოდ ასოცირდება მის სახელთან. ამის საფუძველზე გავიგოთ ნიცშეიანური ტექსტის ლიტერატურული თავისებურება,ვაჩვენოთ,  კავშირი იმას შორის,  თუ რას ამბობს და როგორ ამბობს ამას ნიცშე.



ვრცლად...

თავისუფლებიდან ვალდებულებამდე

მარიამ ფასუაშვილი  გადმოსაწერი ვერსია

რას არის  თავისუფლება? ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა გულისხმობს გარე შეზღუდვების არ არსებობას. ეს არის ადამიანის  უფლება გამოიყენოს საკუთარი ძალა ისე როგორც სურს.  თავისუფლება ეწოდება ისეთ საგანს,  რომელიც არსებობს მხოლოდ შინაგანი აუცილებლობის მიხედვით და თვითონ განსაზღვრავს თავის თავს მოქმედებისაკენ. და რა არის ვალდებულება?  შეიძლება ითქვას რომ ეს ანტონიმური შინაარსის მატარებელი ცნებაა, ეს ზოგადი წესია რომლის თანახმად გარკვეული ქმედებები უბრალოდ არაა ნებადართული, ანუ აკრძალულია.

ვრცლად...

ხელპირდაუბანელი ხელოვნება ანუ ესთეტიზმიდან ანტიესთეტიზმამდე

დიანა მაკალათია  გადმოსაწერი ვერსია

მოდერნიზმი კულტურულ მიმდინარეობას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ხელოვნებას, დიზაინს, არქიტექტურას, მუსიკასა და ლიტერატურას. მოდერნისტული მოძრაობა ჩაისახა მე-19 საუკუნის შუა წლებში საფრანგეთში. მისი ძირითადი მახასიათებლებია წარსული კულტურის უარყოფა, თავისუფლების ქადაგება, ნიჰილიზმი, სკანდალურობა, პათოსი, ინტერპრეტაცია, ისტორიის ემოციური უარყოფა. მოდერნიზმს აკრიტიკებდნენ ტრადიციული კულტურისგან განდგომის გამო, ასევე ფორმალიზმის, პესიმიზმისა და ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის საზღვრების წაშლის გამო.

ვრცლად...

პოლიტიკა და ზნეობა (ნიკოლო მაკიაველი)

მაია გესლაიძე   გადმოსაწერი ვერია

არის თუ არა პოლიტიკა ზნეობრივი?! - ეს არის რიტორიკული შეკითხვა, რომელზეც უკვე საუკუნეებია მსჯელობენ, თუმცა დღემდე ცალსახა პასუხი არ არსებობს. არსებობენ ადამიანები,რომლებიც თვლიან, რომ შესაძლებელია პოლიტიკაში ზნეობრიობის დაცვა, (მაგ.:ვაცლავ ჰაველი) და პირიქით ადამიანები, რომლებიც შეუძლებლად მიიჩნევენ პოლიტიკის და ზნეობის თანაარსებობას.

ვრცლად...

თავისუფლების გაგება ჟან-პოლ-სარტრთან

 ბაქარ ბაიდაშვილი   გადმოსაწერი ვერსია

შესავალში საჭიროა მცირე მიმოხლივა გავაკეთოთ ექსისტენციალისტური ფილოსოფიის ძირითადი საკითხებს შესახებ, რათა უკეთესად შევძლოთ მოცემული თემის განხილვა. სიტყვა „ექსისტენციალიზმი“ არსებობას ნიშნავს და გულისხმობს ადამიანის ინდივიდუალურ არსებობას სამყაროში. მის ფუძემდებლად დანიელი ფილოსოფოსი სორენ კირკეგორი მოიაზრება, ხოლო გამოჩენილ წარმომადგენლებად ჟან-პოლ სარტრთან ერთად, მარტინ ჰაიდეგერი, კარლ იასპერი, ალბერ კამიუ და სხვ მოიაზრებიან.

ვრცლად...

Thursday the 30th.