სამყარო ანუ ნიშანი?! ყველაფერი როგორც სიმბოლოთა სისტემა

რუსუდან დოლიძე  გადმოსაწერი ვერსია

ვცადოთ განვსაზღვროთ რა არის ხელოვნება, ამ საკითხზე პასუხის გაცემა ერთსა და იმავე დროს ადვილიცაა და ძნელიც. ყველაზე იოლია, უბრალოდ ითქვას: ხელოვნება ესაა მხატვრული ლიტერატურა, ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა, კინო, თეატრი, არქიტექტურა. მაგრამ ეს მარტოოდენ ჩამოთვლაა ხელოვნების სხვადასხვა დარგებისა. გაცილებით ძნელია ლოგიკური განსაზღვრების ჩამოყალიბება, ანუ მოძიება იმ საერთოსი, რაც საფუძვლად უდევს თითოეულ მათგანს. მართლაცდა, რატომ ვაერთიანებთ მათ ხელოვნების ცნებაში ისინი ხომ ასე განსხვავებულნი არიან. რა საერთო აქვს რომანს და ქანდაკებას, სიმფონიასა და ნახატს, კინოფილმსა  და არქიტექტურულ ნაგებობას.

ვრცლად...

პასუხი კითხვაზე რა არის განმანათლებლობა


მათე თევზაძე  გადმოსაწერი ვერსია

განმანათლებლობას განმარტავენ, როგორც მე-18 საუკუნის ევროპის ფილოსოფიურ, ლიტერატურულ და საზოგადოებრივ მიმდინარეობას. ამ პერიოდის მოაზროვნეები ცდილობდნენ, რომ რელიგიებისა და ტრადიციების მოთხოვნებისაგან დამოუკიდებლად ეაზროვნათ და მხოლოდ გონების კრიტიკული ანალიზის შედეგად გამოეტანათ დასკვნები სამყაროში არსებული რეალობისა თუ უბრალოდ ნებისმიერი სადავო საკითხის შესახებ.

ვრცლად...

უმწიფარობიდან გამოსვლა, როგორც საზოგადოების გადარჩენის ერთადერთი გზა

გიორგი პატარკაციშვილი, მარიამ კუპრაშვილი, თეკლე ქავთარაძე, ირაკლი მაისურაძე, მარიამ მაღულარია, თორნიკე ჯანიბეგაშვილი.  
 გადმოსაწერი ვერსია

არის თუ არა უმწიფარობიდან გამოსვლა საზოგადოების გადარჩენის გზა? - კითხვა რომელიც ყველა საუკუნეში ისმოდა და პასუხიც ყველა ეპოქაში განსხვავებულად ჟღერდა. შევეცდებით პლატონის, კანტისა და ზოგადად განმანათლებლების საშუალებით ვისაუბროთ უმწიფარობაზე, მისი დაძლევის ხერხებსა და უმწიფარობიდან გამოსვლაზე, როგორც საზოგადოების გადარჩენის საუკეთესო საშუალებაზე. ასევე შევეცდებით გავავლოთ პარალელი პლატონის გამოქვაბულის მითსა და განმანათლებლების მთავარ ღირებულებებს შორის.

ვრცლად...

ჟან ლამარკისა და ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიები

თამარ ბობოხიძე   გადმოსაწერი ვერსია

ევოლუცია, ამ სიტყვის ფართო გაგებით, დროთა განმავლობაში რთული სისტემების სახეცვლილებას ნიშნავს. ხოლო ტერმინი ბიოლოგიური ევოლუცია გულისხმობს _ ნიშნებისა და თვისებების მემკვიდრეობით ცვლილებებს თაობიდან თაობაში. ბიოლოგიურმა ევოლუციამ განვითარების დიდი და რთული გზა განვლო. ჩნდებოდა და მოწმდებოდა მრავალი ჰიპოთეზა. ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობაზე ინტერესდებოდნენ ისეთი მეცნიერები, როგორც: ანკასკაგორი, ემპედოკლე, არისტოტელე, დემოკრიტი, ტიტ ლუკიცი კარი, კარლ ლინეი და სხვა. თუმცა არც ერტთმა მეცნიერმა არ მისცა საზოგადოებას დამაკმაყოფილებელი ახსნა, თუ რატომ და როგორ აღწევენ სახეცვლილებას ესა თუ ის ინდივიდები.

ვრცლად...

Thursday the 30th.