ჟან ლამარკისა და ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიები

თამარ ბობოხიძე   გადმოსაწერი ვერსია

ევოლუცია, ამ სიტყვის ფართო გაგებით, დროთა განმავლობაში რთული სისტემების სახეცვლილებას ნიშნავს. ხოლო ტერმინი ბიოლოგიური ევოლუცია გულისხმობს _ ნიშნებისა და თვისებების მემკვიდრეობით ცვლილებებს თაობიდან თაობაში. ბიოლოგიურმა ევოლუციამ განვითარების დიდი და რთული გზა განვლო. ჩნდებოდა და მოწმდებოდა მრავალი ჰიპოთეზა. ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობაზე ინტერესდებოდნენ ისეთი მეცნიერები, როგორც: ანკასკაგორი, ემპედოკლე, არისტოტელე, დემოკრიტი, ტიტ ლუკიცი კარი, კარლ ლინეი და სხვა. თუმცა არც ერტთმა მეცნიერმა არ მისცა საზოგადოებას დამაკმაყოფილებელი ახსნა, თუ რატომ და როგორ აღწევენ სახეცვლილებას ესა თუ ის ინდივიდები.

ჟან ბატისტ ლამარკი მიიჩნევა ფუძემდებლად ევოლუციური თეორიისა, რომელიც საკუთარ წიგნში "ზოოლოგიის ფილოსოფია"_ში ჩამოაყალიბა. ლამარკმა პირველმა დაასაბუთა ერთიანი ევოლუციის თეორია ორგანულ  სამყაროში. საკუთარი მოსაზრებების დასაბუთებისთვის, ლამარკი ეყრდნობოდა შემდეგს : არსებული ნაირსახეობები ორ სახეობას შორის;  დიაგნოსტიკის სირთულეები სხვა და სხვა სახეობაში და ბუნებაში მრავალი "საეჭვო ინდივიდების" არსებობა; ინდივიდების სახეცვლილებები სხვა ეკოლოგიურ თუ გეოგრაფიულ სივრცეში გადასვლისას; ჰიბრიდიზაცია, განსაკუთრებით სახეობათაშორისი.

ლამარკის თეორიას საფუძვლად უდევს წარმოდგენა გრადაციაზე _ შინაგანი "სწრაფვა სრულყოფილებისაკენ", რომელიც ყველა ცოცხალ არსებას ახასიათებს. გრადაციის რეზულტატია _ ცოცხალ ბინებაში, სხვა და სხვა სირთულის ხარისხით, ორგანიზმების თანაარსებობა, რომლებიც თითქოს და ქმნიან ცოცხალი არსებების იერარქიულ კიბეს.

ინდივიდების სახეცვლილებების მთავარ ფაქტორად ლამარკი გარე სამყაროს ზემოქმედებას მიიჩნევდა, რომელიც გრადაციის სისწორეს არღვევს: გრადაცია მჟღავნდება მაშინ, როდესაც გარე სამყარო სტაბილური და უცვლელია; ნებისმიერი ცვლილება აიძულებს ორგანიზმს შეეგუოს ახალ გარემოს (რომ არ დაიღუპოს). ამით ირღვევა ორგანიზმების ცვლილებები პროგრესისკენ და სხვა და სხვა ევოლუციური ხაზი შეჩრებულია პრიმიტიულ დონეზე.

ლამარკმა გამოკვეთა სახეცლილების ორი ფორმა:

-პირდაპირი - მცენარეებისა და ცხოველების სახეცლილება გარე სამყაროს ზემოქმედებით;

-ირიბი _ ცვლილებები უმაღლეს ცხოველებში, რომლებსაც აქვთ განვითარებული ნერვული სიტემა, ჰოლო მისი მეშვეობით გამოიმუშავება ჩვევები (მაგ., თავდაცვა).

ჟან ლამარკმა გაანალიზა ესევე ევოლუციის მეორე ფაქტორი _ მემკვიდრეობოთი. მეცნიერი აღნიშნავს,  რომ  ინდივიდუალური ცვლილებები (თუ ისინი მეორდება თაობიდან თაიბაში) გამრავლებისას მემკვიდრეობით გადაიცემა. ამით სახეობის ნიშან-თვისებები გარდაიქმნება.

საკუთარი აზრები, ზემოთ აღნიშნულ  საკითხებზე,  ლამარკმა ორ კანონად ჩამოაყალიბა: პირველს შეიძლება სახეცლილებების კანონი ვუწოდოთ, სადაც მეცნიერი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ორგანოს განვითარება დამოკიდებულია მის ფუნქციაზე, ვარჯიშის ინტენსივობაზე და ასევე იმაზე, რომ ცვლილებებს უფრო საგრძნობლად განიცდიან ახალგაზრდა ორგანიზმები. ლამარკი უარყოფს მეტაფიზიკურ ახსნას, რომ ცხოველების ფორმა არაცვლადია და  განსაზღვრული გარემოსთვის არის შექმნილი. მეორე კანონია _ მემკვიდრეობითი. აქ ყირაღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ლამარკმა ერთ-ერთმა პირველმა გაანალიზა მემკვიდრეობა, როგორც ევოლუციის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ჟან ლამარკმა სცადა დაემტკიცებინა ის, რომ ადამიანი უმაღლესი "ოთხხელება მაიმუნის" შთამომავალია. ადამიანის შორეული წინაპრები თავდაპირველად ხეზე ბინადრობდნენ, შემდეგ კი ბარში გადავიდნენ. მათმა სხეულებმა ვერტიკალური ფორმა მიიღო. ახალმა გარემომ და შსაბამისად ახალმა მოთხოვნილებებმა, ორგანოების (თავის ქალისა და ყბის ფორმის და სხვა) ადგილების შეცვლა განაპირობა. ასე ოთხხელება არსებიდან, წარმოიშვა ორხელება არსება _ ადამიანი. ამგვარად, ლამარკი განიხილავს ადამიანს, როგორც ბუნების ნაწილს, გვიჩვენებს მის ანატომო-ფიზიოლოგიურ მსგავსებებს ცხოველებთან.

ჟან ლამარკმა პირველმა დაამუშავა ერთიანი ევოლუციური თორია ორგანულ სამყაროს ისტორიულ განვითარებაზე მარტივი ფორმებიდან, რომლებიც არაორგანულ მატერიებიდან წარმოიშვა,  თანამედროვე უმაღლესგანვითარებულ ცხოველებისა და მცენარეების სახეობებამდე. ლამარკის დამსახურება ასევე ის არის, რომ მან პირველმა შემოგვთავაზა ცხოველების კლასიფიკაცი გენეოლოგიურად, რომელიც აგებულია მონათესავე  ორგანიზმების პრინციპებზე.

ჩარლზ დარვინის ევოლუციური თეორია.

ჩარლზ დარვინის თეორია, რომელიც ცნობილია როგორც "ბუნებრივი შერჩევის თეორია", არის XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი "სამეცნიერო მწვერვალი". დარვინის თეორია გახლავთ მატერიალური მსოფლმხედველობის ბუნებრივ-ისტორიული საფუძველი. ჩარლზ დარვინის თეორია ლამარკის თეორიის საპირისპიროა არა მარტო თავისი მატერიალური დასკვნით, არამედ მთელი თავისი წესწყობილებით.

მეცნიერმა გამოჰყო ორი მთავარი ფორმა ორგანიზმების სახეცლილებებისა: განსაზღვრული და არაგანსაზღვრული. ცვლილებებს შიძლება ვუწოდოთ განსაზღვრული, თუ ყველა, ან თითქმის ყველა, შთამომავლობის ინდივიდი ერთსა და იმავე ცვლილებას განიცდის. ხოლო, არაგანსაზღვრულ ცვლილებებში დარვინი გულისხმობდა იმ უამრავ სხვა და სხვა მცირე განსხვავებებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განასხვავებს ერთსა და იმავე სახეობის ინდივიდებს. დარვინი ამბობს, რომ არაგანსაზღვრული ცვლილება არის უფრო გავრცელებული ვიდრე განსაზღვრული და ასევე ის, რომ არაგანსაზღვრულმა უფრო დიდი როლი ითამაშა შინაური ცხოველების ჯიშის წარმოქმნაში. ორგანიზმი, რომელმაც რამე სახის ცვლილება განიცადა, გადასცემს მომავალ თაობას ტენდენციას შემდგომშიც შეიცვალოს ასეთივე მიმართულებით ოღონდ, რა თქმა უნდა, ისეთივე გარემოში რომელშიც ეს ორგანიზმი არსებობდა. ეს არის ე.წ. მიმდინარეობოთი ცვლილებები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ევოლუციურ გარდაქმნებში.

დარვინმა ასევე ყურაღება გაამახვილა ორგანიზმში არსებულ გარკვეულ თანაფარდობაზე (კორელაცია) სხვა და სხვა სტრუქტურებს შორის; ერთ-ერთი სტრუქტურის შეცვლისას, კანონზომიერად იცვლება მეორეც _ ეს არის თანაფარდობითი, ან კოლერატიული სახეცვლილება. მაგალითად ამგვარი კოლერაციების, დარვინმა  თეთრი კატების სიბრმავე მოიყვანა, რომლებსაც ცისფერი თვალები აქვთ;  ასევე მცენარეების შხამიანობა თეთრ ცხვრებსა და ღორებისთვის მაშინ, როდესაც ამავე სახეობის შავი შეფერილობის ცხოველებისთვის ეს მცენარეები უსაფრთხოა.

ვინაიდან და რადგანაც, ცვლილების ძირითად ფორმად, დარვინის მიხედვით, მიიჩნევა არაგანსაზღვრული, ცხადია, რომ ორგანიზმების მხოლოდ მემკვიდრეობით ცვლილებების აღიარება არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ აეხსნათ პროცესი, რომელიც ცხოველებისა და სოფლის მეურნეობის ახალ ჯიშებს წარმოქმნიდა. აუცილებელი იყო მიეთითად ძალა, რომელიც ინდივიდების უმნიშვნელო ცვლილებების საფუძველზე აყალიბებს მყარად მნიშვნელოვან თვისებებს. ამ კითხვაზე პასუხი, დარვინმა სელექციონირების პრაქტიკაში ნახა, რომლებიც ახდენენ ხელოვნურ შერჩევას იმ ინდივიდების ჯიშებზე, რომლებსაც აქვთ ადამიანისთვის საინტერესო თვისებები. ამ შერჩევის შედეგად, ეს თვისებები თაობიდან თაობაში სულ უფრო და უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება. თუ XIX საუკუნის სელექციონირები ატარებდნენ მეთოდიკურ და მიზანმიმართულ შერჩევას, ურო ადრეულ პერიოდში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ადამიანი იწყებდა მისთვის სასარგებლო ცხოველების გაშინაურებას, პირველყოფილი მეურნეები გაუცნობიერებლად ხელოვნურ შერჩევას ატარებდნენ. ისინი ცდილობდნენ ცხოველებისა და მცენარეების იმ ჯიშების შენარჩუნებას, რომლებიც მათ გამოადგებოდათ. ასე ყალიბდებოდა შინაური ცხოველების პირველი სახეობები.

დარვინმა მიუთითა პირობები, რომლებიც ხელოვნური შერჩევისთვის დამაკმაყოფილებელი: 1. ორგანიზმის მიდრეკილება ცვლილებებისკენ; 2. მაღალი რიცხვი ინდივიდებისა, რომლებმაც უნდა განიცადონ შერჩევა; 3. სელექციონერის ხელობა; 4. შემთხვევით შეჯვარების აცილება იმ ინდივიდებში, რომლებაც შერჩევა უნდა განიცადონ.

შინაური ცხოველების ჯიშების გაანალიზებისას, დარვინმა დაასკვნა,რომ ყველა სახეობ შინაური ცხოველებისა, როგორიც არ ინდა იყოს განსხვავება მათ შორის, წარმოიშობა ველური ცხოველების ჯიშისაგან. აქედან აგმომდინარე,  შერჩევის დროს ადამიანი საგრძნობლად ამრავალეროვნებს ორგანიზმების ფორმებს.

მრავალფეროვანი და საყოყმანო განსხვავებები ერთსა და იმავე ჯიშის ინდივიდებს შორის მალე უფრო მტკიცე განსხვავებებში გადაიზრდება. თავის მხრივ ისინი კიდევ უფრო მტკიცე განსხვავებებად ყალიბდება ახლა უკვე მსხვილ დაჯგუებებში _  ქვესახეობებში. ამგვარად, ინდივიდუალური ცვლილებები გადაიზრდება ჯგუფურ ცვლილებებში. აქედან დარვინმა დაასკვნა, რომ ინდივიდუალური ცვლილებები ინდივიდებში წარმოადგენენ საფუძველს ნაირსახეობების აღმოცენებისა. ნაირსახეობები, მათ შორის განსხვავებების დაგროვებისას გარდაისახება ქვესახეობებად, ხოლო ისინი თავის მხრივ ცალკე ჯიშებად.

ჩარლზ დარვინმა, ევოლუციური თეორიის ყურადღების ცენტრში დააყენა არა ცალკეული ორგანიზმები (როგორც ლამარკმა), არამედ ბიოლოგიური სახეობები, ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ _ ორგანიზმების პოპულაციები. მხოლოდ პოპულაციური მიდგომა აძლევს საშუალებას მართებულად შეაფასონ მაშტაბები და ფორმები ორგანიზმების სახეცვლილებებისა.

ამის შემდეგ დარვინი იწყებს ბუნებრივ შერჩევაზე მუშაობას. ბუნებრივი შერჩევა წარმოადგენს ინდივიდებში სასარგებლო სხვაობების შენახვას, ან უსარგებლო სხვაობებისა შეცვლასა და განადგურებას. ბუნებრივი შერჩევა არის ფაქტორი ევოლუციური ცვლილებებისა არა ცალკე ორგანიზმებისთვის, არამედ მათი პოპულაციებისთვის.

ბუნებრივი შერჩევის ფორმაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბრძოლას არსებობისთვის.  ტერმინში "ბრძოლა არსებობისთვის" (struggle for existence) დარვინი გულისხმობს: არსებობა _ არა მხოლოდ არსებობა ინდივიდისა, არამედ მისი სწრაფვა შთამომავლობის გასაგრძელებლად; ბრძოლა _ კონკურენცია, რომელიც ხშირად პასიურ ფორმებში გვხვდება.

ბუნებრივ შერჩევას ხელს უწყობს: 1. დროის ფაქტორი; 2. მაღალი ცვლადობა; 3. ერთი ჯიშის ინდივიდების მრავალრიცხვიანობა; 4. ეგო არეალის მაშტაბურობა. დარვინი ხაზს უსვამს იმას, რომ ბუნებრივი შერჩევა უნდა ხდებოდეს უფრო ეფექტურად ვიდრე ხელოვნური, რადგან პირველ რიგში ბუნებას აქვს უფრო მეტი დრო, ვიდრე ადამიანს; მეორე, ადამიანი, რომელიც ხელოვნურ შერჩევას ახორციელებს ყურადღებას აქცევს ცხოველებისა და მცენარეების  გარეგნულ თვისებებს მაშიმ, როდესაც ბუნებრივი შერჩევისთვის აუცილებელია ორგანიზმის ყველა დეტალი; მესამე, ხელოვნური შერჩევა ხორციელდება ადამიანის მოთხოვნილებებისთვი, ხოლო ბუნებრივი არჩევს თვისებებს, რომლებიც  აუცილებელია თვითონ ორგანიზმისთვის; და მეოთხე, ბუნებრივი შერჩევა ხორციელდება უფრო ხისტად ვიდრე ხელოვნური.

დარვინის მიხედვით, ბუნებრივი შერჩევა წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ძალას, რომელიც მართავს ევოლუციურ პროცესს და კანონზომიერად განაპირობებს ორგანიზმის შეგუებას, ასევე პროგრესულ ევოლუციასა და მრავალფეროვანი ჯიშების რიცხვის გაზრდას.

ამგვარად, ჩარლზ დარვინის თეორიამ მოგვცა ლოგიკური და მტკიცე მატერიალური ახსნა ორგანიზმების ევოლუციის პრობლემებისა. მან მოახდინა ძალიან დიდი გავლენა სამეცნიერო სამყაროსა და მომდევნო საუკუნეების მსოფლმხედველობაზე.

თანამედროვე ევოლუციის თეორიას საფუძვლად სწორედ დარვინის თეორია უდევს.  ჟან ლამარკის თეორია კი დღესდღეობით არასამეცნიეროდ მიიჩნევა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლამარკის თეორია უნდა ვუგულებელყოთ, რადგან სწორედ ის იყო ბიძგი ჩარლზ დარვინისთვის ახალი თეორიის ჩამოსაყალიბებლად.

 

 

ლექტორი: თენგიზ ვერულავა

 

ასისტენტი: თამაზ თოხაძე

 

2012-2013 წლის შემოდგომის სემესტრი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Жан Батист Ламарк Избранные произведения в двух томах. Том 1: Вступительные лекции к курсу зоологии, Философия зоологии (1809), АН СССР, 1955. http://scilib-biology.narod.ru/Lamarck/index1.html

2. Ч. Дарвин, О происхождении видов путем естественного отбора или сохранении благоприятных пород в борьбе за жизнь. - Сочинения, т.3 - М.: Изд-во АН СССР, 1939.

3. Н.Н. Иорданский. Эволюция жизни. - М.: Академия, 2001

4. Гангус А. " Эволюция для всех, или Путь кентавра". 2004

5. http://www.evolbiol.ru/

6. http://charles-darwin.narod.ru/

 
 
Sunday the 23rd.