optionen handel.

მულტიკულტურალიზმი და კულტურული მრავალფეროვნებისადმი დამოკიდებულება საქართველოში

თამარ გამყრელიძე, ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი  გადმოსაწერი ვერსია

დღეს ხშირად საუბრობენ კულტურული მრავალფეროვნების შესახებ, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. გლობალიზაციის პროცესმა მჭიდროდ დააკავშირა ერთმანეთთან მსოფლიოს ცალკეული ნაწილები და ეს მრავალფეროვნება უფრო თვალსაჩინო გახადა. როგორც ხშირად ამბობენ, მსოფლიო სულ უფრო „ვიწროვდება“. რამდენადაც ფართო და ჰეტეროგენულია საზოგადოება, იმდენად მაღლია კულტურული მრავალსახეობის დონე. დღევანდელი საზოგადოებაც სულ  უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება.

კულტურული რავალსახეობა გულისხმობს როგორც ცალკეუ საზოგადოებაში, ისე მთელს მსოფლიოში არსებული გაგების, დამოკიდებულებების სხვადასხვა ტიპს. დღევანდელი საზოგადოების მთავარი კითხვაც სწორედ ამაში მდგომარეობს: რამდენად „არგია“ კულტურული მრავასლახეობა საზოგადეობრივ წესრიგს და რამდენად ტოლერანტული უნდა იყოს საზოგადოება თანამედროვე კულტურული მრავალფეროვნების მიმართ. კვლევა თავად საინტერესოა, რათა გავიგოთ, თუ როგორი დამოკიდებულებები აქვს ქართლ საზოგადოებას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ და საბოლოოდ, ვინ იმსახურებს კულტურულ აღიარებას?

კულტურული მრავალსახეობა თამამედროვე ცხოვრების რეალობაა და მას ვერსად გავექცევით. ამ საკითხის პრობლემატურობის ხარისხი სხვადასხვა ქვეყნისთვის განსხვავებულია. მე შევეცდები კვლევის საფუძველზე, რეალური მონაცემების შეჯამების და ანალიზის საფუძველზე ემპირიულად ამ საკითხზე პასუხის გაცემას ქართული რეალობიდან.

პოსტმოდერნისტები თვლიან, რომ თანამედროვე კულტურა იხრება იმ ერთადერთი შეუქცევადი პროცესისკენ, რომელთან მიმართებაშიც ყველა დანარჩენი კულტურული მოვლენა მეტნაკლები მნიშვნელობის მქონე მეორეხარისხოვან მოვლენად იქნება განხილული. ისინი თვლიან, რომ განვითარებისაკენ ერთადერთი გზა კულტურული რელატივიზმია. ამისთვის კი აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას ადამიანისა და მრავალფეროვანი კულტურული იდენტობის ჯგუფებს შორის ჰარმონიული ურთიერთმოქმედება და მისწრაფება თანაცხოვრებისაკენ.

ყველა დროს თავისი გამოწვევები და პრობლემები მოაქვს, რომელსაც შესაბამისი პასუხის მოძებნა სჭირდება. დღეს საქართველოს წარმატებული განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა ჰარმონიულ ურთიერთობაზე. ეს კი მაშინაა შესაძლებელი, თუ მეტი ვიცით ერთმანეთის კულტურის შესახებ. ასეთი ცოდნა კი ხელს შეუწყობს განსხვავებული ურთიერთპატივისცემას, სტერეოტიპების დაძლევას, კულტურული მრავალფეროვნების, როგროც ფასეულობის დამკვიდრებას და კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარის გამომუშავებას.

 

შესავალი

ინტერესი კულტურული მრავალფეროვნებისადმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. კულტურული მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი და  თანამედროვე ცხოვრების რეალობაა. დღეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია ქვეყანა, სადაც თუნდაც ერთი კულტურული უმცირესობა არ არსებობდეს. კაცობრიობა არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი. დღეს კი გლობალიზაციის პროცესმა მჭიდროდ დააკავშირა ერთმანეთთან მსოფლიოს ცალკეული ნაწილები და ეს მრავალფეროვნება უფრო თვალსაჩინო გახადა. როგორც ხშირად ამბობენ, მსოფლიო სულ უფრო „ვიწროვდება“. კონტაქტების გახშირებამ და ინტენსიურმა ხასიათმა ნათლად წარმოაჩინა კულტურული განსხვავებულობა, რომელიც ზეგავლენას ახდენს სოციალურ ინტეგრაციაზე.  ჩვენი საზოგადოებაც  სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ნებისმიერი ჯგუფის ეთნიკური (კულტურული) ვინაობა დამოკიდებულია არა იმდენად მისი კულტურის შინაარსზე, არამედ სოციალურ საზღვრებზე, რომელიც სოციალურ ურთიერთობათა სივრცეს განსაზღვრავს.  დღეს ხშირია კამათი იმის ტაობაზე, რამდენად ტოლერანტული უნდა იყოს საზოგადოება თანამედროვე კულტურული მრავალფეროვნების მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმის გაგება,  თუ როგორ ხდება კულტურული მრავალფეროვნების ქართული რეალობიდან აღქმა და კვლევის მიზანს სწორედ ამ საკითხის შესწავლა წარმოადგენს.

კვლევის ანგარიში მოიცავს 2013 წელს თბილისში ჩატარებულ  საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეთნიკური უმცირესობების ქვეყანაში არსებობის შესახებ. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 40 რესპოდენტმა, სადაც 2 ასაკობრივი კაატეგორია გამოვყავი: 17-30 და 31-80 წლამდე, ორივე შემთხვევაში დაცული იყო სქესთა შორის ბალანსი, რადგან ვფიქრობდი, რომ შედეგებიც საინტერესო  და განსხვავებული იქნებოდა სქესისა და თაობის მიხედვით. კვლევის ინსტრუმენტად გამოვიყენე ანკეტირება და რამდენიმე სიღრმისეული ინტერვიუ. კვლევის ფარგლებში შემუშავდა ჰიპოთეზა, რომ თაობათა შორის განსხვავებული დამოკიდებულება იქნებოდა ეთნიკური უმცირესობების არსებობასა და მათ ინტეგრაციაზე.

რატომ არის მოცემული საკითხის შესწავლა საინტერესო და მნიშვნელოვანი? პასუხი მარტივია: კვლევის შედეგები ნათელს გახდის ეთნიკური უმცირესობებისსადმი ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას, რამდენად შემწყნარებლები არიან მათდამი და ვინ იმსახურებს კულტურულ აღიარებას. კვლვის შედეგები კი საშუალებას მოგვცემს პრობლემის გადაჭრის გზები ვიკვლიოთ.

 

მულტიკულტურალიზმთან დაკავშირებული პრობლემატიკა

 

მულტიკულტურალიზმთან დაკავშირებული პრობლეატიკა XX საუკუნის და ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სფეროა, რომელიც ინტერესს იმსახურებს. XX საუკუნეში ჩამოყალიბებულ საერთაშორისო სისტემაზე ზედაპირული დაკვირვებაც კი საკმარისია იმის ნათელსაყოფად, რომ თანამედროვე ეპოქის სახელმწიფოთა უმრავლესობა კულტურულად ჰეტეროგენულია, ანუ „მულტიკულტურულია“.

ჯონ ბერი1 შემდეგნაირად განსაზღვრავს მულტიკულტურალიზმს: „ინტეგრაციას, როცა კულტურული მრავალფეროვნება არის საზოგადოების, როგორც ერთი მთელის თვისება, მათ შორის ეთნიკულტურული ჯგუფებისაც, მულტიკულტურალიზმი ეწოდება“. მისი (John W Berry) აზრითი, კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოებები ისინია, სადაც განსხვავებული კულტურის წევრები ან ეთნიკური ჯგუფები ერთად თანაცხოვრობენ, იზიარებენ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სტრუქტურას. ყველა თანამედროვე საზოგადოება დღეს კულტურულად მრავალფეროვანია, მათ აქვთ საერთო კულტურა, ენა, იდენტობა. არსებობს ვარაუდი, რომ ასეთი კულტურული მრავალფეროვნების ფარგლებში საზოგადოებები საბოლოოდ ქრებიან. ეს იმიტომ, რომ კულტურებს შორის ურთიერთობა შემოქმედებითი და რექატიული პროცესია, რომელსაც ახალი ზნე-ჩვეულებები და ღირებულებები მოაქვს.

დღეს ერთ საზოგადოებაში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები. ერთი მხრივ, მეტი ინფორ­მაცია და მობილურობა, მეორე მხრივ, არათანაბარი პოლიტიკური და ეკონომი­კური პირობები ხელს უწყობს მიგრა­ციას სხვადასხვა ქვეყნებს შორის. ხშირად ამბობენ, რომ “უცხოელი აღარ არსებობს”. არცთუ იშვიათად, ჩვენ განვასხვავებთ “კარგ” და “ცუდ” უცხოელებს.

მულტიკულტურალიზმი დასავლეთის არაერთი ქვეყნის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტულ ქვეყანაში სხვადასხვა სახით მულტიკულტურალიზმის პოლიტიკა გულისხმობდა უმცირესობათა დაცვასა და  მათი უფლებების აღიარებას, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, მათი კულტურა ყოფილიყო სხვების თანასწორი, „თანაბარი ძალის მქონე“.   მის უმთავრეს სიძლიერეს მდიდარი და მრავალფეროვანი, ღია სამოქალაქო საზოგადოების არსებობა განაპირობებს: ინდივიდებს (მოქალაქეებს)    შესაძლებლობა ეძლევათ იარსებონ და იმოღვაწეონ ჰომოგენური (ერთფეროვანი)

 

სახელმწიფოსგან განსხვავებულ, გაცილებით მდიდარ გარემოში, სადაც კულტურა-თაშორისი კომუნიკაცია ყოველდღიურობის ჩვეული გარემოებაა.  ამ გზით გაცილებით მარტივდება ერთმანეთისგან განსხვავებულ ჯგუფთა შორის თანაარსებობისა და თანამშრომლობის პროცესი. მულტიკულტურალიზმის   ცენტრალურ იდეას წარმოადგენს მოსაზრება, რომ კულტურულად განსხვავებული ჯგუფები შესაბამის  გარემოში აღიარებასა და პატივისცემას იმსახურებენ. მულტიკულტურული პოლიტიკის 2 ძირითადი ელემენტებია: განსხვავებულობის (კულტურული უნიკალურობის) დაფასება, ჯგუფური (კოლექტიური) უფლებების დაცვა და ამ ორ პრინციპზე აგებული სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია. ინტეგრაციის წარმატებული განხორციელება ჯონ ბერის აზრით მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება წარმატებულად არადომინანტი ჯგუფის მიერ, როცა დომინანტი ჯგუფის წევრები გახსნილები იქნებიან კულტურული მრავალფეროვნებისთვის. ამდენად, ორმხრივი შეთანხმებაა საჭირო ინტეგრაციის მისაღწევად. ინტეგრაციის კულტურული დონე მნიშვნელოვანია მაშინ, როცა არსებობს 2 განსხვავებულ კულტურულ ღირებულებას შორის ბალანსი.

მულტიკულტურალიზმის მთავარი ამოცანაც სწორედ იმაში მდგომარეობს,  დაძლიოს უმრავლესობა-უმცირესობის ურთიერთობებში გაუცხოებისა და უნდობლობის სინდრომი, გააფართოოს თითოეული მოქალაქის ცნობიერი „კულტურული ჰორიზონტი“ (გაამდიდროს ერთ გარემოში არსებული მრავალფეროვნების შესახებ თითოეული მოქალაქის ცოდნა) .  თანასწორობის პრინციპის დაცვა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ყოველთვის არსებობენ შედარებით ჩაგრული, იგნორირებული ჯგუფები.  კოლექტიურმა უფლებებმა მხოლოდ უნდა უზრუნველყოს უმცირესობათა ჯგუფების ავტონომიურობა და დაცულობა უმრავლესობის ჯგუფის ზედმეტი გავლენისგან, ყველა მოქალაქისათვის თანასწორუფლებრივი გარემოს უზრუნველყოფა, მათ შორის ჰარმონიული ურთიერთქმედება,  მათი მისწრაფება თანაცხოვრებისკენ.

როგორც ჯონ ბერი აღნიშნავს თავის სტატიაში (Integration and Multiculturalism: Ways towards Social Solidarity)მულტიკულტურალიზმის კონცეფცია ცდილობს მოიცვას ზოგადი და ფუნდამენტური მოსაზრება, რომ კულტურული მრავალფეროვნება კარგია საზოგადოებისთვის და მისი ცალკეული წევრებისთვის. მრავალფეროვნება რესურსია საზოგადოებისთვის და ყველა ჯგუფისთვის, მათ შორის დომინანტი ჯგუფისთვისაც, რომელებიც უნდა მოერგონ ერთმანეთს იმისთვის, რომ იყოს ჰარმონიულ კულტურათშორისი ურთეიერთობა კულტურულად მრავალფეროვან ჯგუფებთან.

 

ემპირიული მონაცემების ანალიზი

 

გაგაცნობთ  კვლევის შედეგებს საზოგადოებრივ აზრს  ეთნიკური უმცირესობების დამოკიდებულებების შესახებ. წარმოგიდგენთ რამდენიმე დიაგრამას, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს ცვლადებს შორის (სქესი / ასაკი) განსხვავებები.

იქორწინებდით თუ არა სხვა ეროვნების წარმომადგენელზე? ვისზე?

იყიდიდით თუ არა ბინას ეთნიკურად მრავალფეროვან უბანში?

რომელი  ეროვნების წარმომადგენელს დაასაქმებდით?

დიაგრამა 5. თაობებს შორის არსებული განსხვავებული ღირებულებები.

ახალგაზრდების უმეტესობა ევროპისკენ მიდრეკილებას იჩენს, მაშინ როცა უფროსი თაობის წარმომადგენლები სხვა ეროვნების მიმართაც იჩენენ ტოლერანტობას, როგორბიცაა აზერბაიჯანელი, სომეხი და ა.შ.

 

თანაბარი უნარებისა და შესაძლებლობების პირობებში, აიყვანდით თუ არა სამსახურში სხვა ეროვნების წარმომადგენელს მაღალ თანამდებობაზე?

მიუხედავად იმისა, რომ უფროსი თოაბის წარმოამდგენლები მეტად   ემხრობიან სხვა ეროვნების ადამიანებთან                                          საქმიან ურთიერთობას, გარდა ევროპელებისა (დიაგრამა 5),  უფროსი თაობის წარმოამდგენლები შეიძლება ითქვას,                                    რომ თავს იკავებენ მათი მაღალ თანამდებობაზე აყვანისგან.

 

თქვენი აზრით, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა პოლიტიკურ და სამოქალაქო  აქტივობებში   სხვა   ეროვნების    წარმომადგენლებმა?

გამოკითხული რესპოდენტების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უმეტესობისთვის არაა მიუღებელი ეთნიკური უმცირესობების ქვეყანაში არსებობა.  უმეტესობას ჰქონდა სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ უარყოფითად იყვნენ განწყობილნი, თუმცა კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფებთან ურთიერთობამ შეცვალა პოზიტიურად მათი შეხედულებები. ეს ყველაფერი კი ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული და გამოკითხულთა მცირედი თუ ინტერესდება რომელიმე ერის კულტურით.

კვლევის შედეგად გამოიკვეათა რამდენიმე განსხვავება სქესის და თაობის მიხედვით. მოსახლეობის 60% თანხმდება რომ იქორწინებდა სხვა ეროვნების წარმოამდგენლებზე და ამათგან სრული უმრავლესობა (92%) აუცილებლად ევროპელზე. მდ.სქესის წარმოადგენლები მეტად ცდილბენ აქტიური ინტეგრაციის ხელის შეწყობას, ვიდრე მამრობითი სქესის წარმომადგენელები. თაობა არის 1-1 ის ფაქტორი, სადაც დაფიქსირდა თავისებურება. კერძოდ: ახალგაზრდები მეტად არიან ევროპისკენ მიდრეკილნი, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლები, ნებისმიერ საქმიანობას და ურთიერთობას სწორედ მათან ამჯობინებენ და თითქმის არ იჩენენ ინტერესს ქვეყანაში არსებულ სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისადმი. ამის არგუმენტად კი რესპოდენტების პასუხები შეიძლება მივიჩნიოთ, რომ „ევროპელები კულტურული ხალხი არიან“, რომ „ პროგრესი, წინსვლა ევროპიდან მოდის“. შეიძლება დავასკვნათ, რომ კულტურულად ჩვენს ქვეყანაში სწორედ ევროპელები არიან აღიარებულნი ახალგაზრდა თაობაში, ვიდრე სხვა ეროვნების წარმოამდგენლები. შიეძლება ვივარაუდოთ, რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ უფროსი თაობის ადამიანებს უშუალოდ მოუწიათ ურთიერთობა და თანაცხოვრება ისეთი ეროვნების ადამაინებთან, როგორებიც სომხები, აზებაიჯანელები არიან, მათთან უშუალო ურთიერთობა და კონტაქტი შეიძლება ჩაითვალოს იმის მიზეზად, რომ ისინი მათდამი არ არიან უარყოფითად განწყობილები, რასაც ახალგაზრა თაობაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. როგოც უკვე ავღნიშნე, მათ აქვთ სტერეოტიპული დამოკიდებულება აზერბაიჯანელებსა და სომხებზე მაშინ, როცა არც კი იცნობენ მათ კულტურას.

 

 

რა არის  გამოსავალი?

ავტორმა ჯონ ბერიმ შემოგვთავაზა  5 განსხვავებული გზა, რომლის დახმარებითაც ადამიანებს შეუძლიათ განსხვავებულ კულტურებთან ცხოვრება2:

1. ასიმილაციის მოდელი-რომელშიც ინდივიდები ხდებიან დომინანტი კულტურული ჯგუფის შემადგენლობაში და ამავე დროს კარგავენ თავიანთი ღირებულებების უმრავლესობას.

2.  აკულტურაცია-რომელიც გვთავაზობს, რომ ინდივიდები დაკარგავენ მემკვიდრეობით მიღებული კულტურის მცირე ნაწილს ( როგორც ასიმილაციის დროს), მაგრამ ყოვლეთვის გამოვლინდებიან, როგორც უმცირესობის კულტურის წევრები.კულტურათა ურთიერთგავლენის პროცესები, რის შედეგადაც ერთი ხალხის კულტურა მთლიანად ან ნაწილობრივ ითვისებს სხვა ხალხის (როგორც წესი, უფრო განვითარებულ) კულტურას

3.  ალტერნატიული მოდელი-რომელშიც ადამიანი თავის თავზე იღებს  იცოდეს და გაიგოს 2 განსხვავებული  კულტურა.

4.  მულტიკულტურალური მოდელი- რომელიც „ხელს უწყობს პლურალისტურ მიდგომას, როდესაც უმცირესობის წარმომადგენლები მუშაობენ სხვა კულტურებისთვის საერთო ეკონომიკური საჭიროებებისთვის. სხვადასხვა ეთნიკუტი ჯგუფები ინარჩუნებენ ინდივიდუალურ კულტურულ იდენტობებს. ჯგუფის წევრები ერთმანეთთან ურთიერთობე, თმცა ფუნქციურად ინტეგრირებული საზოგადოების წევრებს წარმოადგენენ.

5. შერწყმა-რომელშიც კულტურები იზიარებენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ გეოგრაფიულ სივრცეებს, სადაც ეთავსებიან ერთმანეთს.

 

 

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ  ყოველ დროს თავისი გამოწვევები და პრობლემები მოაქვს, რომლებსაც შესაბამისი პასუხის მოძებნა ჭირდება. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომლებიც სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ცხოვრების ტრადიციულ წესებს,  სოციალური მდგრადობის, მშვიდობიანი თანაარსებობის შენარჩუნებასა და ტოლერანტული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში სერიოზული როლის შესრულება შეუძლია განათლებას. კულტურისა და განათლების ცნებები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. კულტურა აყალიბებს განათლების შინაარსს, საშუალებებს და კონტექსტს, რადგან იგი განსაზღვრავს აზროვნებისა და მოქმედების წესს, რწმენას. დღეს საქართველოს  წარმატებული განვითარება

მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სხვადასხვა კულტურის წარმომადგენე-

ლთა ჰარმონიულ ურთიერთობაზე. ეს კი მაშინ არის შესაძლებელი, თუ მეტი ვიცით, ზოგადად, კულტურის ფენომენისა და, კერძოდ, ერთმანეთის კულტურის შესახებ. ასეთი ცოდნა ხელს უწყობს განსხვავებული ურთიერთპატივისცემას, სტერეოტიპების დაძლევას, კულტურული მრავალფეროვნების, როგორც ფასეულობის დამკვიდრებას და კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარის გამომუშავებას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ბიბლიოგრაფია:

  1. JOHN W. BERRY,  2011,  “Integration and Multiculturalism: Ways towards Social Solidarity”Papers on Social Representations, 20, 2.1-2.21

  1. Alexander, Jeffrey C. (2001). Theorizing the `Modes of Incorporation': Assimilation, Hyphenation, and Multiculturalism as Varieties of Civic Participation. Sociological Theory,  vol. 3, pp. 237-249.

Banting, K. & Kymlicka, W. (2004). Do multiculturalism policies erode the welfare

state? In P. Van Parijs, (Ed.), Cultural Diversity Versus Economic Solidarity

(pp.227-284)  Editions De Boeck Université.

  1. Berry, J.W. (2005). Acculturation: Living successfully in two cultures. International

Journal of Intercultural Relations, 29, 697-712.

 

  1. Brooks, S. (Ed.) (2002). The challenge of cultural pluralism. Westport:Praeger

George, U. (2006). Immigrant integration: Simple questions, complex answers.

Canadian Diversity, Special issue on Integration of Newcommers; International

Approaches. 5, 3-6.

 

 

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი

ძირითადი მიმართულება: სოციოლოგია

ბაკალავრიატი, III კურსი

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Thursday the 25th.