optionen handel.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი ახორციელებს დედოფლის გორის არქეოლოგიური ძეგლის და გარემოს კომპლექსურ კვლევით პროექტს

 გადმოსაწერი ვერსია

2013 წლის 1-3 ივნისს დედოფლის გორის არქეოლოგიურ ძეგლზე მოეწყო საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული მორიგი ექსპედიცია. ექსპედიციის მიზანი იყო გორის და მისი მიმდებარე ტერიტორიის აეროგადაღება KAP ტექნოლოგიით, რომელიც განახორციელეს საინჟინრო ფაკულტეტის გეოგრაფიისა და GIS ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებმა. აეროგადაღებების პარალელურად, არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა მოახდინეს აეროარქეოლოგიური დაზვერვის საველე გადამოწმება.

 

 

 

 

ამჟამად, საინჟინრო ფაკულტეტზე მიმდინარეობს, გადაღებული აეროფოტოების საფუძველზე, ფოტოგრამეტრიის ტექნიკით გორის მაღალი რეზოლუციის 3D რელიეფის შექმნა. ხოლო დედოფლის გორაზე გასული ექსპედიციის ფარგლებში დასმული საყრდენი წერტილების გამოყენებით მოხდება 3D მოდელის გეოგრაფიულ საკოორდინატო ბადეზე დასმა, რაც გააადვილებს შემდგომ გეომორფოლოგიურ, სტრატიგრაფიულ და არქეოლოგიურ კვლევებს.ექპედიციაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები.

 

 

 

 

 

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Friday the 28th.