optionen handel.

რობოტების ბრძოლა წესების გარეშე

 გადმოსაწერი ვერსია

სტუდენტური ჯგუფების მიერ მომზადებული დისტანციური რობოტები შეეჯიბრებიან ერთმანეთს სისწრაფეში, მანევრულობასა და გამძლეობაში. რობოტები მომზადდება სტუდენტების მაქსიმუმ 4 კაციანი ჯგუფების მიერ, რომლებიც შესაბამის ტექნიკასა და საკონსულტაციო დახმარებას მიიღებენ საინჟინრო ფაკულტეტზე, სადაც მოეწყობა შესაბამისი სახელსონო.

 

 

პირველ სამ ადგილზე გასული ჯგუფები დაჯილდოვდებიან:

პირველი ადგილი: ვიზიტი ევროპაში ტექნო პარკის დასათვალიერებლად

მეორე ადგილი: საგანმანათლებლო-სახალისო ტური ბათუმში

მესამე ადგილი: საგანმანათლებლო-სახალისო თური ბაკურიანში

პროგრამის განხორციელება შემდეგი ეტაპებისაგან შედგება:

  • მსურველთა რეგისტრაცია /დედლაინი 7 ივნისი
  • დარეგისტრირებულ მონაწილეთათვის მოეწყობა ვორქშოფი 10-16 ივნისი
  • 16 ივნისიდან 1 ივლისამდე ვორშოფის შემდეგ  ჩამოყალიბებული ჯგუფები მოამზადებენ რობოტების პროექტებს, რომელიც შეფასდება კონსულტანტთა კომისიის მიერ.
  • 1 ივლისიდან მუშაობა დაიწყება დამტკიცებული პროექტების განხორციელებაზე, შესაბამისი კონსულტანტების დახმარებით. (დამტკიცებული პროექტები მიიღებენ საწყის ბიუჯეტს)
  • პროექტის მუშა მოდელი მზად უნდა იყოს 1 სექტემბერს.

პროექტის ტექნიკური და ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ რეგისტრირებულ პირებს.

ჯგუფები უნდა შედგებოდეს 4 ადამიანისგან.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტს.

პროექტით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მითითებული აპლიკაცია. (https://docs.google.com/forms/d/1v3WASxw_xxtTAO-LHCaULVf_0an63QptJQEA8A25Rxw/viewform)
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 7 ივნისი.
გისურვებთ წარმატებებს!

 

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Sunday the 26th.