optionen handel.

ჩაერთეთ პრეისტორიული ადამიანისა და პალეოგარემოს კვლევით პროექტში

 გადმოსაწერი ვერსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი იწყებს საქართველოს მღვიმე–გამოქვაბულებისა და ღია ტიპის ძეგლების კომპლექსურ კვლევით პროექტს - ადამიანთა და ცხოველთა სამყაროს ადაპტაციები ძველი ქვის ხანიდან დღემდე გარემოსა და კლიმატურ ცვლილებებთან მიმართებაში საქართველოს მღვიმე-გამოქვაბულებისა და ღია ტიპის ძეგლების კომპლექსური კვლევის საფუძველზე.

 

პროექტის მიზანია:

  • მულტიდისციპლინური მეთოდებით (არქეოლოგია, პალეონტოლოგია, პალეობოტანიკა, გენეტიკა და სხვ.) ადამიანისა და გარემოს, კლიმატის ცვლილებებთან ერთად ადამიანის ადაპტაციიის შესწავლა მღვიმეებისა და ხელოვნური გამოქვაბულების კვლევის საფუძველზე;
  • მღვიმეებში ადამიანის ბინადრობის ყველა ეპიზოდის მულტიდისცილინარული შესწავლა-მღვიმის “ისტორიის” რეკონსტრუქცია;
  • მღვიმეებში ადამიანის ცხოვრების ყველა ეპოქის (ძველი ქვის ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით) პალეოგარემოს რეკონსტრუქცია და ამ გარემოსთან ადამიანების ადაპტაციების კვლევა;
  • ღია ტიპის სტრატიფიცირებული პალეოლითური ძეგლის აღმოჩენა, ან დადგენა, რომელთა რაოდენობა საქართველოს ტერიტორიაზე შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ერთეულით.

კვლევები ჩატარდება რამდენიმე მიმართულებით :

  • ტოპოგრაფია და გეოსაინფორმაციო სისტემები
  • გეომორფოლოგია
  • საძიებო გეოფიზიკური კვლევები
  • არქეოლოგიური დაზვერვები მიმდებარე ტერიტორიაზე და არსებული მონაცემების გამდიდრება
  • არქეოლოგიური გათხრები
  • გენეტიკური კვლევები
  • ფოტოგრამეტრია და ლაზერული სკანირება, ფოტოფიქსაცია
  • ვირტუალური 3Dმოდელის რეკონსტრუქცია
  • დათარიღება
  • პალეოსეისმოლოგიური კვლევები (სიახლე)

პროექტი არის მულტიდისციპლინური და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლებს, საბაკალავრო, სამაგისტო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც გაერთიანდებიან კვლევების თემატიკის მიხედვით.

თუ ხართ დაინტერესებული ჩაერთოთ აღნიშნულ კვლევაში;  ან გაქვთ იდეა, თუ  როგორ და რა თემით მოხდება  თქვენი   ჩართვა პროექტში და  გაგაჩნიათ საკმარისი მოტივაცია,  გთხოვთ შეავსოთ თანდართული აპლიკაცია.

https://docs.google.com/forms/d/1zctH_20EEst_1lUVl7WwL2fq2jRbgi5sTsGseFvmK9c/viewform

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2013 წლის 20 მაისი.

პროექტის სრული აღწერა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

გისურვებთ წარმატებებს!

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Thursday the 19th.