optionen handel.

ჩაერთეთ დედოფლის გორის არქეოლოგიური ძეგლის და გარემოს კომპლექსურ კვლევაში

  გადმოსაწერი ვერსია

მაისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი იწყებს დედოფლის გორის აქეოლოგიური ძეგლისა და გარემოს კომპლექსურკვლევითი პროექტის განხორციელებას.

კვლევის ძირითადი ამოცანებია:

კომპლექსის მულტიდისციპლინური შესწავლა;
იმ პერიოდის გარემოს, სოციალური, კულტურული და რელიგიური ასპექტების რეკონსტრუქცია;
კომპლექსის ისტორიული წარსულის რეკონსტრუქცია;
3D მულტიმედიური მონაცემთა ბაზის შექმნა;

ამჟამად დაგეგმილია კვლევების რამდენიმე მიმართულებად წარმართვა, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია სხვა მიმართულებების დამატებაც :

1. ტოპოგრაფია და გეოსაინფორმაციო სისტემები.

2. გეომორფოლოგია.

3. არქეოლოგიური გათხრები.

4. ფოტოგრამეტრია და ლაზერული სკანირება, ფოტოფიქსაცია.

5. ვირტუალური 3 D მოდელის რეკონსტრუქცია.

პროექტში მონაწილეობს ვენეციის უნივერსიტეტის ექსპედიცია, პროფესორ ელენე როვას მონაწილეობით.

პროექტი არის მულტიდისციპლინური და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლებს, საბაკალავრო, სამაგისტო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც გაერთიანდებიან კვლევების თემატიკის მიხედვით.

თუ ხართ დაინტერესებული ჩაერთოთ აღნიშნულ კვლევაში;  ან გაქვთ იდეა, თუ  როგორ და რა თემით მოხდება  თქვენი   ჩართვა პროექტში და  გაგაჩნიათ საკმარისი მოტივაცია,  გთხოვთ შეავსოთ თანდართული აპლიკაცია.

https://docs.google.com/forms/d/1tHmRPpSPSaOi7clGqvN-5p7KBYenr46YIaU7-hBJQUQ/viewform

განაცხადები მიიღება 15 მაისამდე.

დედოფლის გორა

დედოფლის გორა მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში. დედოფლის გორა ცნობილია ქ.წ. II - ქ.შ.I საუკუნის  სამეფო სასახლით, რომლის ნაშთები შეისწავლებოდა 1985-2007 წლებში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სასახლის ჩრდილოეთ ნაწილში გამოვლინდა მდიდარი და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა - ხისა და ლითონის ავეჯი, თიხის, მინისა და ლითონის ჭურჭელი, საბრძოლო-სამეურნეო იარაღ-საჭურველი და საყოფაცხოვრებო ნივთები, ოქროსა და ვერცხლის მონეტები, აგრეთვე სხვადასხვა სახისა და მასალის სამკაული, კამათლები, ნარდის კოჭები, სამკითხაო-სატამაშო ბანქოს მსგავსი ძვლის ფირფიტები, ქსოვილების  და სურსათ-სანოვაგის ნაშთები.

სავარაუდოა, რომ სასახლე უეცრად დაინგრა, დაახლოებით ქ.შ. 80 წელს.

პროექტის  სამუშაოების დროში გაწერილი გეგმა, მონაწილეები და რესურსები:

პროექტის სრული აღწერა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Sunday the 26th.