Result

RESULT – Research and Education Systems Unified as Learning Tools

RESULT არის საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნებზე დამყარებული, სამყაროს თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი უმაღლესი განათლების სისტემა. ის, ერთის მხრივ, მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს სტუდენტს, ასწავლის თანამედროვე სამყაროსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ გუნდურ მუშაობას, ხოლო მეორეს მხრივ, უადვილებს პროფესორს კვლევითი პროექტების განხორციელებას, და ასევე, აძლევს მას გუნდური მუშაობის და გუნდის ლიდერობის აუცილებელ გამოცდილებას.

თავისი ფილოსოფიით, RESULT მოწოდებულია საბოლოოდ დასძლიოს დიხოტომია კვლევასა და უმაღლეს განათლებას შორის.

RESULT საშუალებას იძლევა სტუდენტმა ისწავლოს „კეთების“, ანუ, უშუალოდ კვლევით პროექტში მონაწილეობის საშუალებით: დღეს არსებული სისტემა, რომელიც ძირითადათ მოწოდებულია თეორიული ცოდნის გადაცემაზე და სტუდენტის მომზადებაზე მომავალი პრაქტიკული მუშაობისათვის, აღარ არის ეფექტური, რადგანაც: 1. დღევანდელ სამყაროში თეორიები ან სწრაფად იცვლება, ან - ჩნდება ბევრი ალტერნატიული თეორია, რომელთა ვალიდურობა მხოლოდ პრაქტიკაში გამოყენებით ისაზღვრება და საბოლოოდ არცერთი მათგანი არ ფალსიფიცირდება - ანუ, მათი არჩევა მათი პროაქტიკული გამოსადეგობით ისაზღვება, უშუალო გამოყენების პროცესში. 2. თანამედროვე სამყაროში პრატიკისათვის მომზადება უდრის პრაქტიკას: სიმულაციები აღარ ამართლებენ. სამაგიეროდ, ამართლებს პრაქტიკის ნაკლებად საპასუხიმგებლო საფეხურზე ნეოფიტის მოთავსება და მისი „აღმასვლა“, მიღწეული შედეგების შესაბამისად.

თუკი მე-20 საუკუნეში უმაღლესი განათლების მთავარი ლოზუნგი იყო: კი არ უნდა ვასწავლოთ თეორიები, არამედ, უნდა „ვასწავლოთ როგორ ისწავლონ“, 21-ე საუკუნის მთავარი მოტოა: კი არ უნდა ვასწავლოთ კვლევის შედეგები, უნდა ვასწავლოთ, როგორ მივიდნენ ამ შედეგებამდე, ანუ, „ვასწავლოთ, როგორ იკვლიონ“.

RESULT-ის განხორციელების მთავარი ფორმა არის უნივერსიტეტში სალექციო კურსის ორიენტირება კვლევის და კვლევის საშუალებით სწავლებაზე. აღსანიშნავია, რომ კვლევის საშუალებით სწავლა შესაძლებელია უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დასაწყისიდან - ამ შემთხვევაში, სალექციო კურსის დაგეგმვისას ყურადღება უნდა მიექცეს კვლევითი პროექტების სირთულის ხარისხს.

RESULT-ის საშუალებით სტუდენტი უფრო განცობიერებულად აკონსტრურებს საკუთარ ცოდნას და დამოკიდებულებას სამყაროსადმი, ხოლო პროფესორი თავის სალექციო კურსს საკუთარი კვლევითი სამუშაოს განუყოფელ ნაწილად სთვლის.

RESULT-ის ცნებები:

სალექციო კურსი: სალექციო კურსი შესდგება სამი ნაწილისაგან: ჩაწერილი ვიდეო კურსი, ინსტრუქცია და კვლევითი პროექტები. პროფესორის და სტუდნეტის შეხვედრა ხდება ინსტრუქციის პერიოდში და კვლევით ჯგუფებში. სტანდარტული, ერთ-სემესტრიანი კურსის კვლევითი შეხვედრების რაოდენობა ერთ კვლევით ჯგუფთან არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები.

ჩაწერილი ვიდეო კურსი: კურსის თეორიული ნაწილი, რომლეიც ცაწერილია ვიდეო-ლექციის ფორმატში. ჩაწერილი ვიდეო-ლექციების რაოდენობა არ უნდა არემატებოდეს 10-ს.

სალექციო კურსის ინსტრუქციის ნაწილი: ინსტრუქციის პერიოდში პროფესორი აზუსტებს სტუდენტებთან ვიდეო ლექციებით მოსმელ ინფომაციას, განიხილავს ძირითად ტექსტებს, რომლებიც სტუდენტებმა უნდა წაიკითხონ კვლევით პროექტზე მუსაობის დაწყებამდე, ყოფს ჯგუფს კვლევით გუნდებად (მაქს. 12 სტუდენტი ერთ ჯგუფში). სტანდარტული ერთსემესტრიანი კურსის საინსტრუქციო ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს 6 აკადემიურ საათს.

კვლევითი პროექტები: პროფესორის მიერ კონსტრუირებული კვლევითი ამოცანები, რომლებსაც ის სთავაზობს სტუდენტებს. სალექციო კურსს აქვს იმდენი კვლევითი პროექტი რამდენი X (სტუდენტების რაოდენობა)/12 (სტუდენტების რაოდენობა ერთ კვლევით გუნდში).

კვლევითი შეხვედრა: კვირაში მინიმუმ ერთი შეხვედრა, რომელზეც პროფესორი სტუდენტების კვლევით გუნდთან ერთად განიხილავს კვლევითი პროექტის შესრულების მიმდინარეობას.

კვლევითი პროექტის საბოლოო პრეზენტაცია: მზადდება კვლევითი ჯგუფების მიერ სემესტრის ბოლოსთვის.

კვლევითი პროექტები შეიძლება შეიცავდეს შემდეგ მეთოდებს:

  1. Desk research - რამე საკითხის გარშემო ლიტერატურის დამუშავება;
  2. დაკვირვება;
  3. გამოკითხვა;
  4. ექსპერიმენტი.
  5. ზემოთ ჩამოთვლილი 4-ვე მეთოდი ერთად.

© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 
Thursday the 30th.