ჩაერთეთ სამხრეთ საქართველოს მეგალითების კვლევით პროექტში

05pdf

2013 წლის ივლისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი იწყებს მეგალითური კულტურის ძეგლების და სუბბორეალური პერიოდის ლადშაფტების კვლევითი პროექტის განხორციელებას  სამხრეთ საქართველოში.  პროექტის მიზანია მენჰირებზე მაგნიტური ანომალიების დაფიქსირება და ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალი ძეგლების გამოვლენა. მათ შორის ილიას უნივერსიტეტის ბაკურიანის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე.

 

კვლევის ძირითადი ამოცანებია :

  • ექსპედიციის ფარგლებში შეირჩეს ის ობიექტები, რომლებზეც განხორციელდება სტერეო–აერო გადაღებები.
  • დაიტესტოს აეროფოტოგრამეტრიის ტექნიკის შესაძლებლობები არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლების არქიტექტურული მიმართულებით.
  • შეიქმნას შიდა საუნივერსიტეტო ვებ–გვერდი, სადაც განთავსდება გეომონაცემთა ბაზა, თანხმლები გრაფიკული და ტექსტური მასალით.
  • ძეგლებზე, რომლებზეც გამოიკვეთება მოცულობითი ინფორმაცია, განთავსდეს ქართულ და ინგლისურ ვიკიპედიაზე, რაც გაზრდის საქართველოს მეგალითური ძეგლების ცნობადობას.

პროექტი არის მულტიდისციპლინური და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლებს, საბაკალავრო, სამაგისტო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც გაერთიანდებიან კვლევების თემატიკის მიხედვით.

თუ ხართ დაინტერესებული ჩაერთოთ აღნიშნულ კვლევაში;  ან გაქვთ იდეა, თუ  როგორ და რა თემით მოხდება  თქვენი   ჩართვა პროექტში და  გაგაჩნიათ საკმარისი მოტივაცია,  გთხოვთშეავსოთ თანდართული აპლიკაცია.

https://docs.google.com/forms/d/1361hehtAiJorIpn0537VdReyyAj9gt_wcIrH4ZxDL38/viewform

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 20 მაისი.

პროექტის სრული აღწერა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

გისურვებთ წარმატებებს!