studentresearch.iliauni.edu.ge არის სტუდნტური კვლევების პორტალი, სადაც ილიაუნის პროფესორების რეკომენდაციით, იტვირთება სტუდენტების საუკეთესო კვლევითი ნაშრომები. პორტალის გაშვების საფუძველი არის ახალი სალექციო ფორმატი RESULT (Research and Education Systems United as Learning Tools), რომელიც 2012-2013 სასწავლო წელს დაინერგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ითვალისწინებს სწავლას კვლევის მეშვეობით:
RESULT-ის მიხედვით სტუდნეტები პირველივე წლიდან იწყებენ კვლევაში მონაწილეობას და სწავლობენ როგორ უნდა შეიქმნას ახალი ცოდნა.
RESULT-ი გულისხმობს, ასევე, კვლევით პროექტებზე სტუდენტების ჯგუფურ მუშაობას. ჯგუფური მუშაობის სწავლა თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველია.
პორტალი არ იზღუდება მხოლოდ RESULT-ის მეთოდლოგიით შექმნილი ნაშრომებით. სტუდნტების მიერ ნებისმიერ კარგად შესრულებულ კვლევას შეიძლება გაეწიოს რეკომენდაცია პროფესორის მხრიდან და აიტვირთოს პორტალში.