ედგარ ალან პოს „ყორანი“: თარგმანის ანალიზი

ნანა აბულაძე

შესავალი

წინამდებარე ნაშრომში განხილულია ედგარ ალან პოს ყორანის თარგმანი,
რომელიც შეასრულა ალექსანდრე ელერდაშვილმა 2014 წელს. ნაშრომის მიზანია
იმის დადგენა, რა და როგორ შეცვალა მთარგმნელმა ტექსტში და როგორ
შეიძლება, აიხსნას ეს ცვლილებები.
ეს საკითხი აქტუალურია, რადგან იგი ჯერ კვლევის საგნად არ ქცეულა1

. ამასთან, თარგმანის ანალიზის შედეგად უკეთ წარმოჩინდება ის პრობლემებიც,
რომლებსაც მთარგმნელი ტექსტზე მუშაობის პროცესში აწყდება.
ნაშრომი სამი თავისაგან შედგება: პირველ თავში მოცემულია თეორიული
წანამძღვრები და ყურადღება გამახვილებულია როგორც თარგმანის თეორიებზე,
ასევე პოეზიის თარგმნის თავისებურებებზე, რომელთა გათვალისწინებაც ამ
შემთხვევაში, მიზანშეწონილია, რადგან საქმე კონვენციური ლექსის თარგმანთან
გვაქვს. მეორე თავში ყორანის კონტექსტი და მისი თარგმანის ფორმალური
მახასიათებლებია განხილული, ხოლო მესამე თავში გაანალიზებულია თარგმანის
შინაარსობრივი თავისებურებები. შინაარსობრივი თავისებურებები ოთხი სახისაა:
შინაარსის დაკონკრეტების შემთხვევები, შინაარსის განზოგადების შემთხვევები,
ლირიკული გმირის განწყობის ცვლილება და სხვაგვარად თარგმნილი ან
გამოტოვებული სიტყვები და ფრაზები. თითოეულ ამ საკითხს შესაბამისი
ქვეთავი ეთმობა.

კითხვის გაგრძელება