არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა
ქრისტინა ჩუბინიძე
არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა ამოქმედდა 2010 წლის 15 ნოემბერს. ქართული სისხლის სამართლის სისტემაში ეს ინოვაციური პროგრამა სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც გარკვეული დამნაშავეების მიმართ მოქმედებს.
იმ შემთხვევაში, თუ არასრუწლოვანი პირველად ჩაიდენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და თუკი ის მანამდე არ მონაწილეობდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში, ასევე თუკი ის აღიარებს თავის დანაშაულს და მზად არის პატიება სთხოვოს დაზარალებულს, მაშინ პროკურორი უფლებამოსილია შეწყვიტოს, ან არ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, და არასრულწლოვანი განარიდოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (ალტერნატიული მექანიზმით).
ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროკურორი დაუკავშირდება სოციალურ მუშაკს და არასრულწლოვანის საქმეს მას გადასცემს. სოციალური მუშაკი შეიმუშავებს არასრულწლოვანის შეფასება- დახასიათებას, რის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ რა კონკრეტული პირობების შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას. მხარეებთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არასრულწლოვანს გაეწევა მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე.
პროგრამა მოიცავს საქართველოს თხუთმეტ ქალაქს: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, სამტრედია, ქობულეთი, ხონი, ვანი, ტყიბული, ბაღდათი, წყალტუბო, გარდაბანი, მცხეთა, კასპი. თუმცა, სამომავლოდ იგეგმება გაფართოება, და პროგრამაში ჩაერთვება საქართველოს ყველა ქალაქი.
ეს პროგრამა ხელს უწყობს სამართლიანობის აღდგენას, დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილებას, არასრულწლოვნის გამოსწორებასა და მის კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებას.
პროგრამის ძირითადი მიზანი გახლავთ სწორედ ის, რომ საზოგადოებას დავუბრუნოთ სრულყოფილი მოქალაქე. ამიტომ არასრულწლოვანის რეაბილიტაციას და სოციალურ რეინტეგრაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
—————————————————————————————————————————————–
Juvenile diversion and mediation program was launched in November, 2010. This innovative program was created as an alternative sentencing for certain offenders in the Georgia criminal system.
If juvenile commit minor crimes for the first time and he/she has not participated in diversion and mediation program before, also he/she confesses guilt and is ready to ask a victim for forgiveness, then the prosecutor may decide to divert the juvenile from criminal prosecution.
When such a decision is made, the prosecutor will contact social worker and pass on the case-file of a juvenile to her. The social worker will then formulate a bio-psycho-social portrait of the juvenile and bearing in mind the juvenile’s mental, physical and social conditions, will draw up civil contract. The contract will be signed by the juvenile, his/her parents, prosecutor, social worker and the victim of the crime. The victim is invited to participate in a conference with a juvenile. A concept of mediation (restorative justice) is used to develop terms of the agreement. The juvenile will be provided with the services that he/she needs. He will also be responsible to fulfill certain obligations. He will have to carry out a set of concrete actions.
The Juvenile Diversion and Mediation Program has already been implemented in fifteen cities throughout Georgia: Tbilisi, Rustavi, Gori, Samtredia, Batumi, Kutaisi, Kobuleti, Khoni, Vani, Tkibuli, Baghdati, Tskaltubo, Gardabani, Mtskheta, Kaspi. However, in the future it is planned to expand and will add more cities.
This program also supports restoration of justice, prevents recidivism, improvement of a juvenile and finally raising of law abiding person. The goal of the program is to helps the juvenile become an improved citizen of the society. That is why rehabilitation and the social integration of the juvenile is very important.