იდუმალი მოქმედი პირები და მათი მოტივაცია თომას მანის ნოველაში სიკვდილი ვენეციაში
ვახტანგი მურღულია
შესავალი
ლიტერატურის დარგის მკვლევარისთვის ძალიან მნიშნველოვანი და საინტერესოა
შეისწავლოს და გაანალიზოს იმ ავტორის შემოქმედება, რომელიც კარგად იცნობდა
ლიტერატურულ თეორიას, კრიტიკასა და ისტორიას და თავის ნაშრომებს ქმნიდა ამ
მეთოდებისა და სისტემების მიხედვით. თომას მანი ერთ-ერთი ისეთი შემოქმედია,
რომლის ნაწარმოებები დაფუძნებულია ძველ ანტიკურ ლიტერატურულ
ტრადიციებზე და, ამავედროს, იგი იყენებს თანამედროვე ტენდენციებსა და
თეორიებს.
წინამდებარე ნაშრომის ძირითადი საკვლევი მიზანია – იდუმალი მოქმედი პირებისა
და მათი მოტივაციის კვლევა თომას მანის ნოველაში სიკვდილი ვენეციაში.
ვინაიდან, ამგვარ იდუმალ მოქმედ პირებს ნაწარმოებში როგორც დიდი, ასევე
მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა, აუცილებელია ამ პერსონაჟების გაანალიზება და
კონკრეტული მნიშვნელობისა და ფუნქციის დადგენა. ამ იდუმალი პერსონაჟების
ანალიზი მითოსის კონტექსტში მოხდება, ხოლო ინსტრუმენტად გამოყენებული
იქნება მოქმედი პირების ნარატიული კონცეფცია. კვლევის მნიშვნელობას ასევე
განაპირობებს ქართულ სამეცნიერო სივრცეში იმ ნაშრომთა სიმწირე, რომელიც ამ
საკითხს შეისწავლიდა.
კვლევის ამოცანები კი მდგომარეობს ნაწარმოების თითოეული იდუმალი
პერსონაჟის იდენტიფიცირებაში; შემდგომ მათი დამახასიათებელი ნიშნების,
ქმედებების, გარეგნობისა და გარემოს აღწერაში და ამ ნიშნების გათვალისწინებით
ანტიკური ლიტერატურის ფიგურებიდან ანალოგიური იდენტობის მქონე
პერსონაჟების მოძიებაში.
ამ პერსონაჟებისა და მათი პროტოტიპის გამოკვლევის შემდეგ კი აუცილებელია
მოქმედი პირების მოტივების გარკვევა. მოტივების გარკვევის შემდეგ, საჭიროა
დადგინდეს, რა ფორმითა და სახით უკავშირდებიან ისინი მთლიანად ტექსტს.
რამდენად კარგადაა მათი მიზნები რეპრეზენტირებული ტექსტში და ტოვებენ თუ
არა ისინი ერთგვარ ღია კითხვებს