მეტაფიქციური ელემენტები ფლენერი ო’კონორის „მოსავალში“

ნანა აბულაძე

შესავალი

წინამდებარე ნაშრომის მიზანია მეტაფიქციური ელემენტების გამოყოფა და მათი
ფუნქციების განზაზღვრა ფლენერი ო’კონორის მოთხრობა მოსავალში
1. ეს საკითხი შემდეგი მიზეზის გამოა აქტუალური: ლიტერატურათმცოდნეები
აღნიშნავენ, რომ ეს მოთხრობა მეტაფიქციურია (Mcgurl 2007, 536; Pollack 2007, 553;
Hubbs 2013), თუმცა მისი კვლევა ნარატოლოგიური კატეგორიების გამოყენებით
ჯერ არავის უცდია. წინამდებარე ნაშრომი სწორედ ამ ხარვეზის შევსების
მცდელობაა. ამასთან, ეს მოთხრობა ერთადერთი მეტაფიქციური ტექსტია
ო’კონორის პროზაში. როგორც მარკ მაკგარლი აღნიშნავს, ფლენერი ო’კონორი არ
არის ის ავტორი, რომელიც ავტორეფლექსიურ მეტაფიქციას წერს (Mcgurl 2007,
535). ის არ არის პოსტმოდერნისტი მწერალი, ის რეგიონალისტია, ხოლო ამ
ლიტერატურული მიმდინარეობის მახასიათებლები რეალიზმთან უფრო ახლოს
დგას (იქვე, 536). შესაბამისად, მეტაფიქციურობა ამ შემთხვევაში ავტორის
ზოგადი პოეტიკის გათვალისწინებით ვერ აიხსნება და საჭიროა მისი
ელემენტების ფუნქციების დადგენა ნარატოლოგიური კატეგორიების
გამოყენებით.
ნაშრომი სამი თავისაგან შედგება: პირველ თავში მოცემულია სამეცნიერო
ლიტერატურის მიმოხილვა, მეორე თავი ეთმობა თეორიულ წანამძღვრებსა და
კვლევის მეთოდს, ხოლო მესამე თავი – უშუალოდ საკვლევ საკითხს.

კითხვის გაგრძელება