ქართული კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრობლემები

no_imageანა გოგოლაური
pdf

წინამდებარე ნაშრომი ეხება ქართული კონსტიტუციონალიზმის დღევანდელ პრობლემებს. ჩვენს სახელმწიფოში კონსტიტუციონალიზმის პრობლემები ყოველთვის არსებობდა და არსებობს, როგორც ყველა დემოკრატიის გზას მდგარ სახელმწიფოში. ვფიქრობ, ეს არცთუისე ცუდია, რადგან როგორც ვიცით სრულად განხორციელებული დემოკრატია არ არსებობს, კონსტიტუციონალიზმი კი სხვა არაფერია თუ არა დემოკრატიული საფუძვლების გამყარებისა და მისი ქმედითობის  ერთ-ერთი მყარი საშუალება.

 

 

ქართული კონსტიტუციონალიზმის  თანამედროვე პრობლემები

ხელმძღვანელი: გიორგი მუმლაძე

ჩვენს სახელმწიფოში კონსტიტუციონალიზმის პრობლემები ყოველთვის არსებობდა, როგორც სხვა ყველა სახელმწიფოში.  სწორედ,  ამიტომ  გასაკვირი  არ  არის,  რომ  დღესაც მწვავე განხილვის  საგანია,  ის  თუ რამდენად კარგად მუშაობს კონსტიტუცია ჩვენს თანამედროვეობაში და რა პრობლემები არსებობს. არის თუ  არა მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები დაცული.

შევეცდები ჩემს ნაშრომში ყურადღება გავამახვილო იმაზე,   თუ რა პრობლემებია დღეს უფრო მეტად აქტუალური და ასევე იმ ბერკეტების საჭიროებაზე რომელიც შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. ვფიქრობ, პირველ რიგში ეს, როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეთა სამართლებრივ  კულტურაზეა დამოკიდებული, რადგან              ჩვენ    არ           გაგვაჩნია                                        რაიმე          სხვა      იარაღი                     რომლითაც         შევძლებთ კონსტიტუციონალიზმის პრინციპების ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებას…

Ana Gogolauri

Modern problems of Georgian constitutionalism

Research Director: George Mumladze

There are  always many problems in constitucionalism in our country ,as in all other countries. That is why it is not surprising that there is still a though topic for discussion is how the constitution is in our modernity, what problems exist. Are or are not protected the citizens right and freedoms.

In my paper I will try to focus on what problems are more urgent,and also I will try to show the levers that need to be able to solve problems. I think first of all it’s  citizens as well as the state’s law culture is because we do not have any ather weapons with wich the principles of constitucionalism will be able to establish in our counrty…

ხელმძღვანელისგან

კონსტიტუციური სამართალი არის გარანტი,  სამართლის სხვა დარგების, რადგან სამართლის ფუნქციობა სახელმწიფოში დამოკიდებულია ხელისუფლების შტოების და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ მუშაობაზე. სწორედ კონსტიტუციური სამართალი უზრუნველყოფს, სახელმწიფოში დარეგულირებული იყოს   აღნიშნული ინსტიტუტების ფუნქციონირება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

კონსტიტუციონალიზმი, როგორც სამართლებრივი ფენომენი, მთელი თავისი არსით უზრუნველყოფს ხელისუფლების დაუბრკოლებელ, დაბალანსებულ და შეზღუდულ განხორციელებას, სახელისუფლებო ტრიადის მეშვეობით. კონსტიტუციონალიზმის აქტუალურობა დღევანდელ მსოფლიო სამართლებრივ სივრცეში განპირობებულია, ხელისუფლებისaთვის დამახასიათებელი “სენით“ ძალაუფლებით, რომელიც უბიძგებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, გასცდნენ კანონის უზენაესობის  ჩარჩოებს  და  მოიხვეჭონ  იმაზე  მეტი  გავლენა,  ვიდრე  მათ  სჭირდებათ  რეალურად საკუთარი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად. ამ ვითარების ფონზე აქტუალურობას არ კარგავს, ლორდი აქტონის სიტყვები “ძალაუფლება რყვნის, აბსოლიტური ძალაუფლება აბსოლიტურად რყვნის“.  ამიტომ სამართლის ამ ფენომენის პრობლემატიკაზე მუშაობა აუცილებელია, რათა მივაგნოთ იმ ხერხებს და მექანიზმებს, რომელიც დაეხმარება სახელმწიფოს შეძლოს დემოკრატიული გზით განვითარება და თავი დააღწიოს ისეთ საფრთხეს, რომელსაც დიქტატურა ეწოდება.

ამ ნაშრომში განხილულია, ქართული კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრობლემები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს საკმაოდ ბევრი აქვს. ხაზგასმით შეიძლება აღინიშნოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ლაფსუსი არის ის, რომ კონსტიტუცია არ არის რელატიურად სტაბილური და მის მორგებას საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე ცდილობს ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია. რასაც საბოლოდ მივყავართ  ბეწვის ხიდამდე, რომელიც გვაკავშირებს არშემდგარ დიქტატურას. პირველი რაც შეუძლია  გააკეთოს  ჩვენს  სახელმწიფოს  კონსტიტუციონალიზმის  პრობლემების  შემცირების  კუთხით არის ის, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ პატივი უნდა სცეს ქვეყნის უზენაეს კანონს და მხოლოდ წინასაარჩევნო  დაპირებად  არ  დატოვოს  “კანონის  უზენაესობა  ქვეყანაში“                           ხელისუფლებაში  მოსვლის შემდეგ. ნაშრომში კარგადაა გაკეთებული აქცენტები ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეზე, ესეც არის ის პრობლემა რომელიც სწორედ, რომ უკავშირდება ხელისუფლების შტოების არასათანადო და დაუბალანსებელ მოქმედებებს. აქედან გამომდინარე, ნაშრომის ავტორი ხაზგასმით მიუთითებს კონსტიტუციის       “მცველზე“,  საკონსტიტუციო  სასამართლოზე,  რომელიც  უნდა  უზრუნველყოფდეს კონსტიტუციური პრინციპების განუხრელ და მიუკერძოებელ დაცვას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიუკერძოებლობამ და დამოუკიდებლობამ უნდა განსაზღვროს, კონსტიტუციის იმდაგვარი ფუნქციობა, რომელიც მას თითოეული ადამიანის უფლებების დაცვის გარანტად აქცევს. კერძოდ ის იქნება ყველა უფლებამოსილი  სახელმწიფო  ორგანოს შემაკავებელი, იმ კუთხით,  რომ ეს  ორგანოები არ  გამოსცემენ ისეთ   ნორმატიულ   აქტებს,   რომელიც   ლახავს   ადამიანის   კონსტიტუციურ   უფლებებს.   რადგან   ამ ორგანოებს ექნებათ მოლოდინი იმისა, რომ თუ მათი გამოცემული ნორმატიული აქტი შელახავს ამ უფლებებს, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი სარჩელის საფუძველზე ამ აქტს ანტიკონსტიტუციურად ცნობს, რაც ამ აქტის ავტომატურ გაუქმებას გამოიწვევს.ნაშრომი  თავის  ლაკონურობის  მიუხედავად  ეხება,  ყველა  იმ  ძირითად  პრობლემას,  რომელიც  ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურ-სამართლებრივი კუთხით უდგას. ასევე, სწორად მიუთითებს ამ პრობლემების გადაჭრის მექანიზმებზე.

ვფიქრობ ეს ნაშრომი დაეხმარება ყველა იმ დაინტერესბულ პირს, რომელსაც სურვილი აქვს წარმოდგენა შეიქმნას ქართულ კონსტიტუციონალიზმის პრობლემატიკაზე და მითითებებს მისცემს თუ რა მიმართულებითაა სამუშაო, ამ პრობლემების მოგვარების კუთხით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, გიორგი მუმლაძე

ანა გოგოლაური

წინამდებარე ნაშრომი ეხება ქართული კონსტიტუციონალიზმის დღევანდელ პრობლემებს. ჩვენს სახელმწიფოში კონსტიტუციონალიზმის პრობლემები ყოველთვის არსებობდა და არსებობს, როგორც ყველა დემოკრატიის გზას მდგარ სახელმწიფოში. ვფიქრობ, ეს არცთუისე ცუდია, რადგან როგორც ვიცით სრულად განხორციელებული დემოკრატია არ არსებობს, კონსტიტუციონალიზმი კი სხვა არაფერია თუ არა დემოკრატიული საფუძვლების გამყარებისა და მისი ქმედითობის  ერთ-ერთი მყარი საშუალება.

“ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამართალი და კანონი, კონსტიტუციონალიზმი და სამართლებრივი სახელმწიფო – სწორედ ეს ინსტიტუტები წარმოადგენს ზოგადსაკაცობრიობო და ინდივიდუალურ ფასეულობებს. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა თავისთავად არ აღმოცენებულა. იგი წარმოიშვა კაცობრიობის მიერ პიროვნების თავისუფლებისათვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისათვის ბრძოლის  პროცესში“ – სწორედ ასე ახასიათებს სამართლის დოქტორი, ბატონი გიორგი კვერენჩხილაძე, ზოგადასაკაცობრიო და ინდივიდუალურ ფასეულობებს, რომელთაც ერთობლიობაში შეუძლიათ შექმნან სამართლებრივი სახელმწიფოს        მოდელი.        ეს, მართლაც,                        სრული  ჭეშმარიტებაა.                                                რაც                        შეეხება დემოკრატიულ   სისტემას   იგი   ვერ   განვითარდება   სხვების                                                მსგავსად,   რადგან                              შეუძლებელია დემოკრატიული  წყობის  განვითარება  მოაქციო  მკაცრად  განსაზღვრულ  ჩარჩოში,  ეს                     მაშინ  როდესაც მსგავსი ჩარჩოები სხვა სისტემების განვითარების აუცილებელი პირობაა.

დემოკრატია, თავის თავში მოიცავს სამართალსაც, კანონსა და ადამიანის უფლებებსაც, რომელთაც შეუძლებელია  ერთხელ  დაუწესო  რაღაც                                                          გარკვეული  ზღვარი  და  მოაქციო  მასში,  ამ  ზღვარს  სულ სჭირდება განახლება,  გაფართოება და ზედამხედველობა, რათა შედეგი ღირებული მიიღო.

დემოკრატიული გზისკენ ქვეყნის სიარული მარტივი არ არის და შესაძლოა მოკლე დროში ის შედეგიც ვერ მოგვიტანოს, რასაც ჩვენ ველოდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამიტომ ყველაფერზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ.  არ  უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით                             „ან  ყველაფერი, ან  არაფერი“,  რადგან დღეს თუ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ, ხვალ იგივე ნაბიჯის გადადგმა აღარ დაგვჭირდება, და თუ დღესვე არა,  დროთა განმავლობაში მაინც მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისათვის…         თითოეული           ჩვენგანის                 მიერ,                                                   დემოკრატიის    სასარგებლოდ                ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი მომავლისთვის გაკეთებული სიკეთეა.

ჩვენმა  სახელმწიფომ  1991 წლიდან ძალიან  ბევრი  რამ გამოიარა, ეკონომიკური კრიზისი,  სამოქალაქო დაპირისპირება, რევოლუცია და შეიარაღებული კონფლიქტი. ასეთ მცირე დროში ამდენი რამის გადატანა მართლაც მეტისმეტია, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამან ქვეყანა უფრო მეტად გააძლიერა, ჩვენ  კი              მის  მოქალაქეებს  გადაგვაწყვეტინა,  რომ  საქართველოს  ჭეშმარიტ  დემოკრატიულ  ქვეყნად გადაქცევა ერთადერთი გამოსავალი იყო, ქვეყნის გადარჩენისა და მომავალი წინსვლისთვის.

არსებულიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ დღესაც მწვავე განხილვის საგანია საქართველოში ის, თუ რამდენადაა  დემოკრატიული პრინციპების მატარებელი ჩვენი კონსტიტუცია  და რა პრობლემებს აწყდება ჩვენს თანამედროვეობაში. არის თუ  არა მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები დაცული კონსტიტუციით? და თუ არის რამდენად კარგად ხორციელდება? ანუ რა შესაძლებლობები გააჩნია კონსტიტუციონალიზმს საკუთარ მოქალაქეთა დასაცავად? შეუძლია თუ არა იმოქმედოს ხალხის საკეთილდღეოდ? მისი მიზნისა და არსებობის ამოსავალი წერტილი ხომ სწორედ ესაა…დაიცვას ხალხი,ხელისუფლების ძალმომრეობისგან…

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შევეცდები ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ რა პრობლემებია დღეს ყველაზე მეტად აქტუალური და ასევე განვიხილავ იმ ბერკეტებს, რომელიც შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. ვფიქრობ პირველ რიგში ეს როგორც სახელმწიფოს მეთაურთა, ასევე მოქალაქეთა სამართლებრივ შეგნებასა და კულტურაზეა დამოკიდებული, რადგან ჩვენ არ გაგვაჩნია დღეს რაიმე უფრო ქმედითი იარაღი, რომლითაც შევძლებთ კონსტიტუციონალიზმის პრინციპების ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებას….

II. კონსტიტუცია :  სახელმწიფოსა და ხალხის თვითშეზღუდვის იდეა

„კონსტიტუციონალიზმი შიშისპირმშოა“

ანდრაშ შაიო.

დემოკრატიის უმთავრესი პრინციპის თანახმად, ქვეყნის მართვა-გამგეობას ხელისუფლება ხალხის თანხმობით    უნდა ახორციელებდეს. ეს ხალხი კი როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში წარმომადგენელთა უმრავლესობას     წარმოადგენს       და                             არა                                 ამომრჩეველთა                               უმრავლესობას.       უმრავლესობის       ნების განხორციელებისას, კი მით უფრო მაშინ, როცა ეს მხოლოდ წარმომადგენელთა და არა ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებაა, ყოველთვის არსებობს უმცირესობის დაჩაგვრის საფრთხე.  გარდა ამისა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია სწრაფვა თვითგაფართოებისაკენ და თავისი ყოფნის გაძლიერებისაკენ, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

სწორედ დემოკრატიის ამ თანდაყოლილ საფრთხეთაგან საზოგადოებისა და მისი ყოველი კონკრეტული წევრის დაცვას ემსახურება კონსტიტუციონალიზმის იდეა. ამ იდეის თანახმად, ხელისუფლება ისე უნდა განხორციელდეს, რომ ერთის მხრივ, ხელი შეუშალოს დემოკრატიის ანუ ხალხის მმართველობის გადახრას დესპოტიზმისაკენ, ხოლო მეორეს მხრივ, შეუძლებელი იყოს დიქტატურის დამყარება.

ხელისუფლების სტაბილურობა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს არა იმით, რომ „გამარჯვებულმა მიიღოს ყველაფერი“, არამედ „გამარჯვებულისა“ და „დამარცხებულის“ თანამშრომლობის აუცილებლობითა და გარდაუვალობით, რათა „დამარცხებულის“ სრული განადგურების შესაძლებლობამ მტრად არ აქციოს. ამ ამოცანას წყვეტს კონსტიტუციონალიზმის კონცეფციის განმახორციელებელი კონსტიტუცია, რომლის მიზანია როგორც სახელმწიფოს ,ისე ხალხის გონივრული შეზღუდვა…

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს დემოკრატიული საწყისების განმტკიცებასა და მისი განვითარებისათვის „ხელშეწყობას“, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენს უდიდეს პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ დღევანდელი ხელისუფალნი სწორედ ამ პრინციპით, „გამარჯვებულმა მიიღოს ყველაფერი“, მოქმედებენ. მაგრამ ამ ყველაფერს ისე აკეთებენ, თითქოს გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის თანამშრომლობის დიდი მხარდამჭერები იყვნენ.   დემოკრატიის სახელით, ისე გადადიან ზღვარს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გაუთვალისწინებლობითა და მათ წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებითაც კი, რომ ხშირად სრულიად უპირისპირდება მათი ქცევა დემოკრატიულ პრინციპებსა და დებულებებს. საბოლოოდ კი ვღებულობთ დემოკრატიის ყველაზე არასასურველ ფორმას, დემოკრატიული (ხალხის) მმართველობის გადაზრდას დიქტატურაში, რაც პირდაპირ ლახავს ჩვენს უფლებებსა და თავისუფლებებს.

IV. კონსტიტუციის დაცვის მექანიზმი საქართველოში

დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შესაქმნელად, მხოლოდ კონსტიტუციის მიღება არ არის საკმარისი, ამიტომ ამ მხრივ არც ჩვენი ქვეყანა გახდა გამონაკლისი და კონსტიტუციის მიღებამდე,

1995 (ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) წელს ჩვეულებრივ სასამართლოებთან ერთად შეიქმნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. თავიდანვე ცხადი იყო, რომ კონსტიტუციური პროექტის მიღების შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი ისეთი უწყების ჩამოყალიბება იქნებოდა, რომელიც ძირითადი

კანონის ცხოვრებაში გატარებას შეძლებდა, რაც საშუალებას მისცემდა ქვეყანას, კონსტიტუციის დეკლარაციული   დებულებები   ნორმატიულ   ტექსტად   ექცია,   ქართულ   საზოგადოებას                                                  კი   მისი ყოველდღიურად გამოყენების საშუალება ჰქონოდა.

შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნა ერთ ათწლეულზე მეტი ხნის წინ, საქართველოს სამართლებრივი სისტემის ისტორიისათვის გადამწყვეტი მომენტი იყო. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში მისი ფუნქცია არათუ დაკნინდა, არამედ პირიქით ვითარდება და სულ უფრო მზარდ როლს ასრულებს საქართველოში დემოკრატიული წყობის გასამყარებლად, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს იოლი საქმეა, საკონსტიტუციო სასამართლოს დროთა განმავლობაში გარკვეული გამოწვევების გაძლება მოუწევს, რაც ვფიქრობ დემოკრატიული სისტემის ჩვეულებრივი პროცესია. ეს ასეც უნდა მოხდეს, რადგან ნებისმიერი რამ რაც ქვეყნის წინსვლას ემსახურება,  ყოველთვის  დიდი  გამოწვევებიის  წინაშე  დგება,  სწორედ  ამ  დროს                                                                ნათლად  ჩნდება, რამდენად ძლიერია ესა თუ ის სისტემა, ინსტიტუტი და   შეუძლია თუ არა ემსახუროს ჭეშმარიტების მიზანს.

როლი,      რომელიც      ამ     შემთხვევაში      საკონსტიტუციო       სასამართლოს      ერგო      ნამდვილად      მძიმე შესასრულებელია,   მითუმეტეს   თუ   გავითვალისწინებთ   ჩვენი   ქვეყნის   არადემოკრატიულ,               მძიმე ისტორიულ წარსულს. მიკუთვნებული როლის შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სწორად ჩაწვდება, იმ აზრს, რომ ის არის კონსტიტუციის დაცვის ერთადერთი დამოუკიდებელი გარანტია, ხოლო მისი უმთავრესი დანიშნულება ადამიანის უფლებების დაცვაა,  ხოლო                              თუ ეს  ასე იქნება, მაშინ  ყველაფერი მოგვარებადია,  მთავარია იგი საკუთარი მიზნის დანიშნულებას  ჩასწვდეს.

დროსთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი დაცვის არეალი გააფართოვა და სხვა ფუნქციებიც დაიმატა, რაც მხოლოდ ქების ღირსია. საკონტიტუციო სასამართლოები ადამიანებს უფრო და უფრო მეტად იცავენ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან დაშვებული გადამეტებებისგან. ხელისუფლებას  ყველაზე  სასურველსაც  კი, საკუთარი მოქალაქეების  დაცვა  შეუძლია  თითქმის ყველა მომავალი  საფრთხისგან  საკუთარი  ძალაუფლებით.  ის  ხომ  სწორედ  ამ  მიზნისთვის  არის  არჩეული ხალხის  მიერვე,  მაგრამ  ცოტა  არ  იყოს  ირონიულიც  კია  ის  ფაქტი,  რომ  მას                                                                                                                                                     მოქალაქეთა  საკუთარი თავისგან (თვით ხელისუფლების გადამეტებული ძალაუფლებისგან)                                             დასაცავად   არანაირი ძალა   არ გააჩნია და არც სურს ეს „შემაკავებელი“ ძალა სხვას გააჩნდეს!

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას, მოქალაქის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის საკითხი წარმოადგენს. სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა ხელისუფლებისაგან ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან გარანტიას, კონსტიტუციით ადამიანის უფლება-თავისუფლებების აღიარების პარალელურად, წარმოადგენს ამ უფლებების დაცვის ქმედითი  მექანიზმების  გათვალისწინებაც,  ამ  პროცესის  ეფექტურობა  კი საგრძნობლად  იზრდება,  თუ საერთო სასამართლოებთან უფლება თავისუფლებების დაცვას უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლო.

ამ თვალსაზრისით, საქართველოს 1995(ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) წლის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი გარანტიები შექმნა. ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც მოქალაქე უფლებამოსილია საკუთარი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უშუალოდ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოთა უმრავლესობაში საკონსტიტუციო სასამართლოებს მსგავსი კომპეტენცია არ გააჩნიათ. ამ კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა სარჩელების რიცხვი საქართველოში საკმაოდ მაღალი და წლების მიხედვით მზარდია.

სამწუხაროდ        საქართველოში   ხშირად   არასწორად   ხდება   თავად   საკონსტიტუციო   სასამართლოს მნიშვნელობისა  თუ  დანიშნულების  ინტერპრეტაცია.  რაც,  ასევე,  კონსტიტუციონალიზმის  ერთ-ერთ

პრობლემას წარმოადგენს. არც თუ იშვიათად, დამატებით კომენტარებს საჭიროებს საკონსტიტუციო სასამართლოს                                 გადაწყვეტილების      საბოლოობა      და     შესასრულებლად      სავალდებულოობა,      თავად სასამართლოს   დამოუკიდებლობა   იყო   საკონსტიტუციო                    სასამართლოს   გადაწყვეტილების   ახალი ნორმატიული აქტის გამოცემით „გადაფარვის“ შემთხვევაც. ამგვარი სირთულეები, უპირველესად, განპირობებულია კომუნისტური რეჟიმის მემკვიდრეობით, ჩვენი საზოგადოების ეკონომიკური თუ სამართლებრივი არასტაბილურობით, ერთგვარი სამართლებრივი ნიჰილიზმით.

ვფიქრობ, სამართლებრივი კულტურის თანდათანობით ზრდასთან ერთად, შემცირდება ხსენებული ტიპის                 პრობლემებიც.      თუმცა,     ეს     არ     ათავისუფლებს      სახელმწიფოს           მოვალეობისაგან,      რათა სამართლებრივი, იდეოლოგიური ან თუნდაც მატერიალურ-ფინანსური ღონისძიებებით უზრუნველყოს საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსეული არსებობა, სრული ობიექტურობა და დამოუკიდებლობა.

სწორედ  ეს  ფაქტი  ქმნის,  კიდევ  იმის  სამწუხარო    შესაძლებლობას,  რომ  სახელმწიფომ  ისარგებლოს საკუთარი პრივილეგიით, იმით რომ მას შეუძლია ფინანსური, სამართლებრივი და იდეოლოგიური ღონისძიებებით დიდი    გავლენა                                     იქონიოს                   საკონსტიტუციო     სასამართლოზე.          აქ                 ხელისუფელბის სამართლებრივი კულტურის იმედზე ყოფნის მეტი არაფერი დაგვრჩენია, ამიტომ ვფიქრობ ისევ და ისევ, რომ  სამართლებრივი  და  პოლიტიკური  კულტურის  არსებობა  აუცილებელია,  რადგან  რაც  არ  უნდა იდეალურად         დემოკრატიული                                სახელმწიფო               იყოს,               ყოველთვის სადღაც               მაინც          მივდივართ ხელისუფლებასთან. იქ კი, თუ საამისოდ საჭირო შეგნება და კულტურა არ აღმოჩნდა, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს. უბრალოდ იმის ლაპარაკი რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და დემოკრატიულად ვვითარდებით, უაზრობაა! სირაქლემას პოზიციაში დგომა, არცთუ ისე ბევრის მომცემია, ჯერ კიდევ ისეთი დემოკრატიული საწყისების მქონე სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა.

ყოველ       სახელმწიფოში              საკონსტიტუციო        კონტროლის        შემოღება        ემყარება       კონსტიტუციის უზენაესობის, მისი უმაღლესი იურიდიული ძალის პრინციპს. სწორედ ამ პრინციპის აღიარების საფუძველზე   ხდება          შესაძლებელი                    საკონსტიტუციო    კონტროლის   ეროვნული                         ინსტიტუტის დაფუძნება და განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო კონტროლის შემოღება შეუძლებელი იქნებოდა. კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპი კი თვით ძირითად კანონშია განმტკიცებული. ასეა ყველა ქვეყანაში და ამ მხრივ, საბედნიეროდ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.

როგორც  ვიცით  საკონსტიტუციო  კონტროლის  განხორციელების  განსხვავებული  სისტემები  არსებობს და  სახელმწიფოები  არჩევანის  გაკეთების  დროს,  სრულიად  თავისუფალნი  არიან             და  შესაბამისად მათი  გადაწყვეტილება,  აირჩიონ  ესა  თუ  ის  მოდელი  არაერთგვაროვანია, მაგრამ  ეს  არ  უშლის  ხელს თითოეულ   სახელმწიფოში   ნორმალური   საკონსტიტუციო                        კონტროლის   ფუნქციონირებას.    ერთი სიტყვით,             მარტივად                          რომ                   ვთქვათ                      გემოვნების       ამბავია.   სასამართლო               ორგანოების       მიერ საკონსტიტუციო  იუსტიციის  განხორციელების  სფეროში ერთმანეთისგან განასხვავებენ „ამერიკულ“ და

„ევროპულ“ მოდელს. პირველი გულისხმობს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებას საერთო იურისდიქციის სასამართლოების მიერ, ხოლო მეორე – ამისათვის სპეციალურად შექმნილი სასამართლო ორგანოს-საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

ჩვენ  მივუკუთვნებით  „ევროპულ“  მოდელს,  რომელიც          ვფიქრობ  ბევრად  უფრო  მისაღებია  ჩვენთვის, ვიდრე „ამერიკული“. ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილების სისწორეს ადასტურებს ვენის უნივერსიტეტის პროფესორის   – ჰანს კელზენის მოსაზრება, რომლის იდეებიც საკონსტიტუციო კონტროლის ევროპული მოდელის   აღმოცენების     საფუძვლად                 არის          მიჩნეული,      იგი                   თვლის              რომ                საკონსტიტუციო სამართალწარმოება     თავისი                   ფუნქციების                სპეციფიკურობიდან       გამომდინარე,           არ           განეკუთვნება ხელისუფლების არც ერთ შტოს, ის უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოებს შორის წონასწორობას, თითოეულის მიერ კონსტიტუციისა და სამართლის საერთო პრინციპების უპირობო შესრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ხელისუფლების სამივე შტოს     შორის   არბიტრის           ფუნქციის                განხორციელება.      ნებისმიერ                 სახელმწიფოში,          ყველაზე დემოკრატიულშიც კი, დიდია ხელისუფლების შტოთა მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნება.

ჯერ კიდევ მე-18 (მეთვრამეტე)   საუკუნეში 1789 (ათას შვიდას ოთხმოცდაცხრა) წლის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციისა და საფრანგეთის 1791 (ათას შვიდას ოთხმოცდათერთმეტი) და 1799 (ათას  შვიდას  ოთხმოცდაცხრამეტი)  წლების  კონსტიტუციების  ავტორი  აბატი  სიეისი,  ამბობს  რომ:

„კონსტიტუცია ზოგადსავალდებულო საკანონმდებლო წესების ერთობლიობაა. თუ ეს ასე არ არის, იგი არარაობაა. თუ კონსტიტუცია ზოგადსავალდებულო წესების ერთობლიობაა, ისმის კითხვა სად არის მისი დამცველი ინსტანცია, ვინ არის კონსტიტუციის „მცველი“, სად არის სასამართლო ხელისუფლება?

შესაბამისად, სწორედ საკონსტიტუციო კონტროლისა და მისი განმახორციელებელი ორგანოს – საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირება წარმოადგენს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპის დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტს, რაც, თავის მხრივ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის უპირველესი წინაპირობაა.

ვფიქრობ, ჩვენი კონსტიტუცია ნამდვილად საჭიროებს დახვეწას მაგრამ „არარაობა“ ნამდვილად არ არის, რადგან  ჩვენ  გაგვაჩნია  კონსტიტუციის  დაცვის  ის  ბერკეტი,  რომელსაც  საკონსტიტუციო  იუსტიცია, მაგრამ  როგორ  მოქმედებს  ეს  უკვე  სხვა  საკითხია,  ყველაფერს  შეგვიძლია  შევხედოთ  კრიტიკული თვალით, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად დაუშვებელია, რომ 90-იანი წლებდან დღემდე არაფერი შეცვლილა, მსგავსი აზრი სამწუხაროდ არაერთ ნაშრომშია გადმოცემული. იმაზე საუბარი, რომ არაფერი შეცვლილა ნამდვილად არ შეეფერება სიმართლეს.

რაც შეეხება იმ ხარვეზებს, რომელიც ჩვენს კონსტიტუციას დღეს გააჩნია, ამაზე შევეცდები ქვემოთ ვისაუბრო უფრო ფართოდ…

V. საქართველოს კონსტიტუციის ისტორიული განვითარება (1921 წლიდან დღემდე) საქართველოს  ისტორიის მანძილზე დღემდე ექვსი კონსტიტუცია იქნა მიღებული. ესენია:   1921 (ათას

ცხრაას ოცდაერთი) წლის 21(ოცდაერთი) თებერვლის, 1922 (ათას ცხრაას ოცდაორი) წლის 2 (ორი) მარტის,

1977 (ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი) წლის 4 (ოთხი) აპრილის, 1937(ათას ცხრაას ოცდაჩვიდმეტი) წლის

13 (ცამეტი) თებერვლის, 1978 (ათას ცხრაას სამოცდათვრამეტი) წლის 15 (თხუთმეტი) აპრილისა და 1995

(ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) წლის 24 (ოცდაოთხი) აგვისტოს კონტიტუციები.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს ზემოაღნიშნული ექვსი ძირითადი           კანონიდან ერთი მიღებულია ქვეყნის გასაბჭოებამდე, ოთხი – საბჭოთა ხელისუფლების არსებობის დროს, ხოლო ერთი- საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდგომ პერიოდში.

1921   წლის  კონსტიტუცია   არის   საქართველოს   დემოკრატიული  რესპუბლიკის             1918-1921  წლებში არსებული  დამოუკიდებელი  ქართული  სახელმწიფოს  ძირითადი  კანონი.  1922              წლის  კონსტიტუცია განამტკიცებდა                                    ფორმალურად      ცალკე      არსებული,      ფაქტობრივად      კი     რუსეთის      ფედერაციაზე დამოკიდებული      საქართველოს     საბჭოთა     რესპუბლიკის      სამართლებრივ      სტატუსს.      1927     წლის კონსტიტუცია აკანონებდა საქართველოს გაერთიანებას ამიერკავკასიის ფედერაციაში და მისი მეშვეობით

–   საბჭოთა   კავშირის   შემადგენლობაში.   1937   და   1978   წლების   კონსტიტუციები   განამტკიცებდნენ

საქართველოს, როგორც მოკავშირე რესპუბლიკის სამართლებრივი მდგომარეობას ერთიან საბჭოთა საკავშირო სახელმწიფოში. რაც შეეხება 1995 წლის კონსტიტუციას, იგი გამოხატავს სუვერენული საქართველოს სამართლებრივ სტატუსს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სწორედ 1995 წლის კონსტიტუცია შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული საწყისების რეალურ საყრდენად.

რაც შეეხება საკონსტიტუციო კონტროლს, მისი ჩამოყალიბება მსოფლიო პრაქტიკასთან შედარებით, საქართველოში საკმაოდ გვიან ჩამოყალიბდა. მართალია, საქართველოს სახელმწიფოებრივ მოწყობაში კონსტიტუციონალიზმის ჩანასახების, პარლამენტარიზმისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპში დანერგვის  მცდელობა  ე.წ.  „კარვის“  დაარსების  მოთხოვნა  ინგლისის  პარლამენტის  შექმნამდე                                                                                                                (1265 წლამდე) 80 (ოთხმოცი) წლით ადრე მოხდა, მაგრამ იგი საბოლოოდ მარცხით დასრულდა. შემდგომ პერიოდში, დამპყრობელთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად ქვეყანა როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურადაც დაქვეითდა . XIX საუკუნის დასაწყისში კი რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია და საერთოდ გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა.

დამოუკიდებლობა საქართველომ 1918 წლის 26 მაისს აღიდგინა. 1921 წლის 21თებერვალს     მიღებული     იქნა     საქართველოს      პირველი      კონსტიტუცია     და     შესაბამისად,     ჩაისახა საკონსტიტუციო კონტროლის ქართული სამართლებრივი ინსტიტუტის საწყისები.საკონსტიტუციო     კონტროლის   საერთაშორისო       დონის   სამართლებრივი       ინსტიტუტის     დაფუძნება საქართველოში 1995 წლის კონსტიტუციის მიღებას უკავშირდება. ამ ძირითადი კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა საქართველოს      საკონსტიტუციო       სასამართლო,      განისაზღვრა      მისი      სტატუსი      და უფლებამოსილება.        საქართველოს        საკონსტიტუციო        სასამართლო        უზრუნველყოფს        მოქმედი კონსტიტუციის უზენაესობას. ამიტომ მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს

სახელმწიფო ორგანოების სისტემაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნაში მონაწილეობს ხელისუფლების სამივე

განშტოება,  მაგრამ  მათი  გავლენა  მხოლოდ  ფორმირების  სტადიით  შემოიფარგლება.   ამის   შემდეგ

ურთიერთობები ხელისუფლებათა გამიჯვნის პრინციპით ხორციელდება. საკანონმდებლო ორგანო განსაზღვრავს                                 სასამართლოს      სტატუსს,      აღმასრულებელი     ხელისუფლება      ქმნის      პირობებს     მისი საქმიანობისათვის, ხოლო თავის მხრივ სასამართლო აკონტროლებს მათ საქმიანობას.

ხელისუფლების განშტოებათა შეთანხმებული მოქმედება წარმატებული საკონსტიტუციო კონტროლისა და იმავდროულად მთელი სახელმწიფოებრივი მექანიზმის გამართულად მუშაობის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.

IV. თანამედროვე პრობლემები

რაც შეეხება ჩვენს კონსტიტუციაში დღეს არსებულ კონკრეტულ პრობლემებს, ესენი გამოწვეულია, ბოლო დროს   მასში  შეტანილი  გახშირებული  ცვლილებების  გამო,  რაც  ვფიქრობ  ხშირ  შემთხვევაში  არათუ საჭირო, არამედ დაუშვებელიც კია.

კონსტიტუციაში   შეტანილია   ისეთი   ცვლილებები,   რომელიც   ჩვენი   სახელმწიფოს              საპარლამენტო რესპუბლიკად  გარდაქმნას  გულისხმობს,  მაგრამ             იმის  საფუძველი,  რომ  საქართველო  საპარლამენტო რესპუბლიკურ მოდელად ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არ არის კონსტიტუციურად გამყარებული. იმის თქმა მინდა, რომ  საპარლამენტო მოდელის არსებობისას პარლამენტის როლი უნდა გაიზარდოს, მაგრამ ჩვენს კონსტიტუციაში რატომღაც პრემიერ მინისტრის პრეროგატივა უფრო მეტად არის გაზრდილი, რაც აისახება              უნდობლობის                       ვოტუმში.     ჩვენი                      უნდობლობის      ვოტუმი         ნამდვილად  არ                    შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ კონსტიტუციურ პრინციპებს, პირიქით ეწინააღმდეგება კიდეც მას. უნდობლობის საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნით, გარკვეული შენიშვნები გაითვალისწინეს ჩვენმა კანონმდებლებმა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც საჭიროებს საბოლოო დახვეწას და სრულყოფას, მხოლოდ   უნდობლობის ვოტუმის ვადების შესახებ შეტანილი ცვლილებები არ არის საკმარისი.

ამჟამინდელი საქართველოს წინაშე დგას სამი უმთავრესი ამოცანა: პირველი – ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია, მეორე – კონსტიტუციით დეკლარირებულ ადამიანის უფლებათა  და  თავისუფლებათა რეალური უზრუნველყოფა და მესამე – სიღრმისეული ეკონომიკური

რეფორმის        გატარება.       სხვა        სახელმწიფოებრივ        პრობლემათა,        მათ       შორის,        ადგილობრივ თვითმმართველობის პრობლემათა გადაჭრა ამ ძირითად ამოცანათა წარმატებით გადაწყვეტაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ფორმის არჩევა ამ ინტერესით უნდა იყოს განპირობებული.

რაც  შეეხება  საკითხის  წმინდა  თეორიულ მხარეს,  უწინარეს  ყოვლისა,  უნდა  გავითვალისწინოთ,  რომ ხელისუფლების დანაწილება არის არა მმართველობის ფორმა, არამედ მმართველობის პოლიტიკური პრინციპი, რომლის საფუძველშიც დევს დებულება: „ადამიანმა კი არ უნდა მართოს, არამედ კანონმა“. ამ დებულების  მიხედვით, სახელმწიფო არის სხვადასხვა სოციალურ ფენას შორის მოღწეული კომპრომისის შედეგი და იმავდროულად, კომპრომისის განხორციელების შესაძლებლობა. სადაც მიღწეულია კომპრომისი, იქ რაღაც ფორმით არსებობს ხელისუფლების განხორციელების შესაძლებლობა. სადაც მიღწეულია კომპრომისი, იქ რაღაც ფორმით არსებობს ხელისუფლების დანაწილებაც,ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, სახელმწიფოს მართვის მეტ-ნაკლებად დემოკრატიული წესი. ამიტომ ხელისუფლების დანაწილების მოდელის არჩევისას მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული საზოგადოების შემადგენლობა და მისი კონსოლიდაციის ხარისხი, მისი ტრადიციები, კულტურა და მოლოდინი. მმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელსაც ირჩევს სახელმწიფო საზოგადოება, კონკრეტული სამართლებრივ-პოლიტიკური და ორგანიზაციული თვალსაზრისით შეიცავს როგორც დადებით, ისე ნაკლოვან მხარეებს. შესაბამისად, კონსტიტუციურმა სამართლებრივმა პრაქტიკამ შექმნა კიდეც მმართველობის კლასიკური მოდელების სხვადასხვა ვარიაციები, რომლებიც არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოში, ამ სახელმწიფოებისა და საზოგადოებების წინაშე არსებული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, რაც მათი უნიკალურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარეობს.პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, რომლებშიც საშუალო მესაკუთრეთა უზარმაზარი მასის არსებობის გამო მაღალია ეკონომიკური განვითარების

დონე და საზოგადოების კონსოლიდაციის ხარისხი და არის დემოკრატიული ცხოვრების მყარი ტრადიცია, საპრეზიდენტო მმართველობის რეჟიმი ძალზე ეფერტიანია, და პირიქით, იმ ქვეყნებში, რომლებშიც სახელმწიფო აღმშენებლობის საწყის ეტაპზე, საშუალო მესაკუთრეთა ფართო სოციალური ფენის არარსებობის გამო, დაბალია საზოგადოების კონსოლოდაციის ხარისხი და არ არის დემოკრატიული ცხოვრების კონსოლიდაციის ხარისხი და არ არის დემოკრატიული ცხოვრების სათანადო გამოცდილება, საპრეზიდენტო მმართველობა ჩვეულებრივ, გადაიზრდება ხოლმე ავტოკრატიულ მმართველობაში ან ანარქიაში. ამ ქვეყნებში, როგორც წესი, თავს იჩენს ხოლმე საპრეზიდენტო სისტემაში რისკის ფაქტორები და სწორედ ეს სისტემა იქცევა მძაფრი სამოქალაქო                დაპირისპირების   უპირველეს         პირობად,                               ვინაიდან                      პრეზიდენტად მოვლენილი ქარიზმატული ლიდერი ვერ ან არ უზრუნველყოფს ქვეყნის მართვაში ყველა ძირითადი სოციალური ფენისა და პოლიტიკური ძალის ჩართვას და შედეგად ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. საქართველომ უკვე რამდენჯერმე იწვნია ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტისა თუ სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტთა შემოღებისა და მათთვის დიდი ძალაუფლების გადაცემის კატასტროფული შედეგები: ეროვნული კონსოლიდაციისა და წარმატებული რეფორმების ნაცვლად მივიღეთ დანაწევრებული საზოგადოება და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.

დღეს სწორედ ქარიზმატული ლიდერის ხელში ვართ, რომელიც ცდილობს მხოლოდ არაფრის მომცემი დაპირებებით,                                  მიიღოს      ხალხის     მხარდაჭერა,     ხშირ     შემთხვევაში     ამას     ძალადობრივი      გზითაც ახორციელებს, რისი მომსწრეც არაერთხელ გავმხდარვართ. ხოლო დღეს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ქვეყნის საპარლამენტო  რესპუბლიკად გარდაქმნას გულისხმობს, შეიცავს ბევრ ხისტ შეცდომას, მხოლოდ და მხოლოდ არსებული ქარიზმატული ხელისუფალის გადამეტებულ აქტიურობასა და არსებული პოლიტიკური პარტიების სრული პარალიზების შედეგია. რომ არა მსგავსი მიდგომა, და აქედან გამოწვეული გარკვეული შეუსაბამობები, ვფიქრობ საპარლამენტო სისტემა მართლაც ყველაზე მისაღებ მოდელად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ქვეყნისთვის. ოღონდ ყოველი საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით და არა დღეს მოქმედი ხელისუფლების საკუთარ მიზნებს მორგებული ცვლილებებით, რომელნიც ცდილობენ ე.წ. საკუთარი სტანდარტების დანერგვას.

ამჟამად მიმდინარე კონსტიტუციური პროცესის უმთავრესი ამოცანაა სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნულ კოსოლიდაციას, ეკონომიკურ განვითარებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ლიბერალურ – დემოკრატიულ პრინციპებზე თანდათან გადაყვანას. ეროვნული კონსოლიდაცია შეუძლებელია პოლიტიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ძალთა ჩართვის გარეშე, ხოლო ეკონომიკური განვითარება – სტაბილური საკანონმდებლო ბაზისა და ამ ბაზის შემქმნელი პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სტაბილური მთავრობის გარეშე.

ისტორიული გამოცდილებისა და საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ამოცანის შესრულება სხვა სისტემებზე მეტად ძალუძს საპარლამენტო სისტემას, ოღონდ მის ისეთ ვარიაციას, რომელშიც უზრუნველყოფილია მთავრობის სტაბილურობა და ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც მოგვცემს ქვეყანაში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალების პარლამენტში წარმოდგენის შესაძლებლობას.

რასაკვირველია, ამ დასკვნას საფუძვლად უდევს მხოლოდ თეორიული ანალიზი და სხვა სახელმწიფოთა მრავალწლიანი გამოცდილება. ხოლო ის, თუ რამდენად მიიღწევა ზემოთ აღწერილი შედეგი ჩვენთან, დამოკიდებულია ძირითადი პოლიტიკური პარტიების მზაობაზე – გონივრულად და რაციონალურად გამოიყენონ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები და შესაძლებლობები. ერთი კი ცხადია საპარლამენტო სისტემა ხელს შეუწყობს მდგრადი მრავალპარტიული სისტემის შექმნას.

V.  დასკვნა

ჩემი ნაშრომით შევეცადე მიმომეხილა საქართველოს ისტორიული წარსული, რომლის პერიოდშიც საფუძველი ჩაეყარა კონსტიტუციონალიზმს, რომელიც დღესაც ვითარდება და იხვეწება, მაგრამ როგორც ზემოთ   დავინახეთ   ეს   არცთუ   ისე   მარტივი   პროცესია,   ამიტომ   კონსტიტუციონალიზმს   უამრავი პრობლემის  გადალახვა  უხდებოდა  და  დღესაც ბევრი  გამოწვევის  წინაშე  დგას.  შევეცადე  ყურადღება გამემახვილებინა     კონსტიტუციის            დაცვის             მექანიზმებზე   და                               იმ    პრობლემურ              კონსტიტუციურ ცვლილებებზე, რომელთა ნაკლებობას  ნამდვილად არ განვიცდით ჩვენი  ქარიზმატული ხელისფლების შემწეობით. ყურადღება გავამახვილე სწორედ იმ პრობლემაზე თუ რამდენად დროული და საჭიროა სახელმწიფო        მოდელის  შეცვლა             დღეს     და  არის თუ                                არა, საერთაშორისო                                    სტანდარტები გათვალისწინებული      და          დაცული               აღნიშნულ    ცვლილებეზე                და            რამდენად           დემოკრატიულად მიმდინარეობს კონსტიტუციონალიზმის საკითხთა გადაწყვეტა და მისი ღირსეული ფუნქციონირება…

საქართველოში არსებული სიტუაცია შეიძლება შეფასდეს ტერმინით „მინიმალური დემოკრატია“, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა დაცული იყოს ადამიანის უფლებების მინიმალური  მაჩვენებელი, მაგრამ ამ ქვეყნებში დემოკრატია ვერ ვითარდება. ანუ, გარემო არ იძლევა საშუალებას დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დინამიური განვითარების პირობებში იფუნქციონირონ. ვფიქრობ სწორედ ასეთი სიტუაციაა დღეს, ის რომ ადამიანის მინიმალური უფლებების დაცვა ხდება არ ნიშნავს იმას რომ დემოკრატიული პროცესები წარმატებით ხორციელდება. სამწუხაროდ, დღეს სწორედ ასე აფასებენ დემოკრატიის განვითარებას ჩვენს სახელმწიფოში.

იმედს ვიტოვებ რომ ძალიან მალე, შეიქმნება ისეთი ქმედითი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ნამდვილად  შეასრულებენ  თავიანთ  ფუნქციას  დემოკრატიის  განვითარების  გზაზე.  ამისათვის,                                        კი ხალხის და   ხელისუფლების ნება უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, შექმნან უკეთესი სახელმწიფო, სადაც როგორც ხელისუფლების უფლება-მოვალეობები, ასევე მოქალაქეთა უფლებები და თავისულებები უფრო ნათლად და ცალსახად იქნება წარმოდგენილი და სადაც, მათ დასაცავად მართლაც იარსებებს ეფექტური დაცვის საშუალებები.

ყველაფერ ამის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, როგორც ხელისუფლების წყაროში, ასევე ხალხშიც არსებობდეს სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს აზრთა თანხვედრა იმის შესახებ, რომ რეალურად მოხდეს დემოკრატიული პრინციპების გატარება ქვეყანაში, რაც საბოლოოდ ხელისუფლების არჩევნებიდან არჩევნებამდე შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, ხოლო მოქალაქეთა უფლებების დაცვის მექანიზმი უფრო მეტად განმტკიცდება.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.     ანდრაშ შაიო „ხელისუფლების თვითშეზღუდვა“;

2.     კონსტიტუციონალიზმის შესავალი ( ქ.თბილისი გამომცემლობა „სეზანი“ ,2003 წ);

3.     გიორგი კვერენჩხილაძე – კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვა და საკონსტიტუციო იუსტიციის მოდელები (ზოგიერთი თეორიული საკითხი);

4.     Pasquale Pasquino. Sieyès et l’invention de la Constitution en France. Paris, edition;

5.     Odile Jacob, 1998. P. 193-196;

6.     ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ (№ 1);

7.     „ხალხის საკეთილდღეოდ“ _ პროფესორი ,დოქტორი, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი ჰანს_იუგენ პაპიერი;

8.     ევროპული კომისიის დემოკრატიისათვის სამართლი მეშვეობით- (ვენეციის კომისიის) მდივანი ჯანი ბუკიკიო;

9.     კონსტიტუციური სისტემები და კონსტიტუციური პროცესი და კონსტიტუციური სისტემები და კონსტიტუციური პროცესი საქართველოში. (1995_2009 წ.წ.) განვითარების პერსპექტივა. ავტორები: კონსტანტინე კანდელაკი,დავით ლოსაბერიძე,ზაზა რუხაძე, იური ტაბუცაძე,ვახტანგ ხმალაძე,ზურაბ ჯიბღაშვილი. (თბილისი _2009.);

10.  „ისტორიის ევოლუცია“- ვახუშტი მენაბდე.