ყვავილების ინდუსტრია
გიორგი იანქოშვილი, ნინო უსტიაშვილი, დავით თედიაშვილი, ლევან კალატოზიშვილი
შეუფასებელია მცენარეთა როლი ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში. ბევრი მიიჩნევს, რომ ადამიანმა თანამედროვე დონეზე განვითარება, მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ გარს მცენარეული სამყარო ერტყა, რომელიც მას აძლევდა ყველაფერს, რაც კი არსებობისთვის სჭირდებოდა: საკვებს, ტანსაცმელს, სამშენებლო მასალებს, საწვავს, ავეჯს, ჭურჭელს, წამლებს, საღებავებსა და სხვა სასარგებლო ნივთებს. მცენარეთა როლი არც თანამედროვეობაში შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა და გაცილებით შესამჩნევი გახდა – ისინი ჩვენთვის მატერიალური კეთილდღეობის, და ჯანმრთელობისა გარდა, ესთეტიკური სიამოვნების წყაროსაც წარმოადგენენ. ამიტომ, დღეისობით მსოფლიოს მრავალი განვითარებული, თუ განვითარებადი ქვეყნები ორიენტირებულია ყვავილების წარმოებასა და ვაჭრობაზე, რომელიც ეკონომიკის ერთ-ერთ წარმატებულ და მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს.
შესავალი
შეუფასებელია მცენარეთა როლი ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში. ბევრი მიიჩნევს, რომ ადამიანმა თანამედროვე დონეზე განვითარება, მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ გარს მცენარეული სამყარო ერტყა, რომელიც მას აძლევდა ყველაფერს, რაც კი არსებობისთვის სჭირდებოდა: საკვებს, ტანსაცმელს, სამშენებლო მასალებს, საწვავს, ავეჯს, ჭურჭელს, წამლებს, საღებავებსა და სხვა სასარგებლო ნივთებს. მცენარეთა როლი არც თანამედროვეობაში შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა და გაცილებით შესამჩნევი გახდა – ისინი ჩვენთვის მატერიალური კეთილდღეობის, და ჯანმრთელობისა გარდა, ესთეტიკური სიამოვნების წყაროსაც წარმოადგენენ. ამიტომ, დღეისობით მსოფლიოს მრავალი განვითარებული, თუ განვითარებადი ქვეყნები ორიენტირებულია ყვავილების წარმოებასა და ვაჭრობაზე, რომელიც ეკონომიკის ერთ-ერთ წარმატებულ და მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს.
მეყვავილეობა – ეს არის მემცენარეობის დარგი, დეკორატიული მცენარეების აღზრდა ასაჭრელი ყვავილების მისაღებად (სამრეწველო მეყვავილეობა), ყვავილნარების კლუმბებისა და რაბატების გასაფორმებლად, აგრეთვე ოთახისა და ნაგებობების გასამწვანებლად (დეკორატიული მეყვავილეობა).
მეყვავილეობაშიგანარჩევენ:
1. დახურულისივრცე (ორანჟერეა, სათბური),
2. ღიასივრცე გრუნტისკულტურებით.
დახურულსივრცეშიგამოჰყავთსითბოსმოყვარული, ოთახის,დეკორატიულიდასხვამცენარეები. ღიაგრუნტში კი – ერთი,ორიდამრავალწლოვანიბალახოვანიმცენარეები. ერთწლოვანები (ე. წ. მოზაფხულე)ყვავიანპირველწელს, თესავენღია ანდახურულგრუნტშისხვადასხვადროს. ორწლოვანები მე-2 წელს იძლევიან ყვავილს. ზოგიერთი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მე-2 წელს იწყებს ყვავილობას.
გამოყენებისმიხედვითგანასხვავებენ:
- მცენარეებს, რომელსაციყენებენასაჭრელადდაყვავილნარებისშემოსარგავად;
- დეკორატიულ ფოთლოვანებს – ერთეულიანჯგუფურინარგაობისშესაქმნელად;
- ჯუჯამცენარეებს – ბორდიურებისათვის,
- ხვიარამცენარეებს.
ყვავილების ინდუსტრია
მეყვავილეობა, როგორც ინდუსტრია საფუძველს იღებს მე-19 საუკუნის ინგლისში, როდესაც ყვავილები მოჰყავდათ კერძოდ, საკუთარ მამულებში. დღეს კი მეყვავილეობა არა მარტო ინგლისის, არამედ მრავალი ქვეყნისათვის საკმაოდ დინამიური, მომგებიანი და სწრაფად განვითარებადი ბიზნესია, რომელმაც მნიშვნელოვან ზრდის ტემპებს მიაღწია ათწლეულების მანძილზე და ამ ბიზნესიდან მიღებული გლობალური ბრუნვა ყოველწლიურად მატულობს. ბოლო მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილების წარმოება და ინდუსტრია აქვს შემდეგ ქვეყნებს: ამერიკა, ჰოლანდია, ჩინეთი, თურქეთი, იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და სხვ.
ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც რომ სასათბურე მეურნეობის განვითარებამ საშუალება მისცა ბიზნესმენებს თავიანთი აქტივები აწარმოონ ისეთ ქვეყნებში, სადაც დეკორატიული ყვავილების მოსაყვანად შესაბამისი კლიმატური პირობები არ არსებობს, მაგალითად როგორიცაა აფრიკის ქვეყნები. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აქ მუშახელი შედარბით იაფი ჯდება, ამ ქვეყნებში ბიზნესის წარმოება საკმაოდ მომგებიანია. ამის შედეგად შეიცვალა სადისტრიბუციო გზებიც და ყვავილების ინდუსტრიაში მოთამაშეებად ახალი ქვეყნებიც გამოჩნდნენ. ისეთ ქვეყნებში როგორიცაა კენია, ეთიოპია და სხვ.
განვიხილოთ ეთიოპია. ამ ქვეყანაში დეკორატიული ყვავილების ბიზნესი, მხოლოდ ვირტუალურად არსებობდა 2005 წლამდე, თუმცა მდგომარეობა 2005 წლიდან მკვეთრად იცვლება, სხვადასხვა ქვეყნებიდან შესული ინვესტიციების შედეგად ყვავილების ინდუსტია ეთიოპიაში სწრაფად განვითარდა, განსაკუთრებით კი ასაჭრელი ყვავილების – ვარდების წარმოება, და უკანასკნელი მონაცემებით, ეთიოპია ჰოლანდიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, ვინც საერთაშორისო ბაზარს ამარაგებს ვარდებით. მისი საექსპორტო პარტნიორები არიან საუდის არაბეთი, ნორვეგია, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები. გარდა ამისა, თვითონ ეთიოპიაში ყვავილების საექსპორტო გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი მესამე ადგილზეა ყავისა და ხილის შემდეგ.
სასათბურე მეურნეობის განვითარებამ თავისთავად გავლენა საქართველოზეც იქონია. რადგან, ასაჭრელი ყვავილების დისტრიბუცია დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან და სიძნელეებთან, საქართველოში სასათბურე მეურნეობის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო ყვავილების ბიზნესის განვითარებას. პრობლემები, რომლებსაც აწყდებოდა მეწარმე და რომელიც დაკავშირებული იყო იმპორტთან და ხარჯებთან, შემცირდა. ცხადია, ამან გამოიწვია ის, რომ ამ ბიზნესით დაინტერესებულ პირთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში, მკვეთრად გაიზარდა.
ყვავილების ბიზნესი ქართულ ბაზარზე
ძირითადი გასარკვევი საკითხებია, თუ როგორ ვითარდება საქართველოში ყვავილის ბიზნესი, იწარმოება თუ არა ქართული ყვავილი, როგორია საექსპორტო და საიმპორტო მაჩვენებელი, რამდენად მომგებიანია და პერსპექტიულია ეს საქმიანობა, რა პრობლემებთან არის დაკავშირებული და როგორია მომხმარებლის მოთხოვნები. ყოველივე ამაზე შევეცადეთ, რომ პასუხი გაგვეცა და მოგვეგროვებინა გარკვეული სტატისტიკური მონაცემები, ძირითად სადისტრიბუციო და სამეწარმეო მომწოდებლეთან, ასევე კერძო კოლექციონერებთან და ასე შემდეგ.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ყვავილების ბაზარი ძირითადად ორიენტირებულია ღია გრუნტის მცენარეებზე, როგორიცაა ერთწლოვანი და ორწლოვანი მცენარეები, ქოთნისა და ასაჭრელ, ანუ სამრეწველო ყვავილებზე, ხოლო, ტოპიარის და ბონსაის ტიპის მცენარეებს იშვიათად ვხვდებით, იმის გამო რომ ეს მიმდინარეობები შრომატევად მოვლასთანაა დაკავშირებული და ფინანსურად მეტ დანახარჯს მოითხოვს, მომხმარებლის ფართო მასებზე არ არის გათვლილი.
საქართველოში ყვავილები ძირითადად შემოაქვთ თესლებისა და ნერგების სახით და აქ არსებულ სასათბურე მეურნეობებში ხდება მათი გამოყვანა მაგ. როგორიც არის ვანის სასათბურე მეურნეობა, ასევე გარდენია შევარდნაძე, მწვანე სახლი, გამწვანება კრწანისი, გრინსერვისი, ევროეზო, გრინგარდენ.ჯი, ორქიდეა და ბამბუკი.
ეს სასათბურე მეურნეობები ძირითადი მწარმოებლები და მომმარაგებლები არიან ქართული დეკორატიული ყვავილების ბაზრის. მაგალითად, როგორც გაირკვა, გრატოს ღია გრუნტის ყვავილები გაყიდვების მხრივ ერთ-ერთი პირველია, რომელიც ასევე გამარჯვებულია სხვადასხვა ტენდერებში.
პრობლემას, რომელსაც ძირითადად ვაწყდებით ყვავილების გაყიდვებში არის მოსახლების ნაკლები ინტერესი მათ შეძენაზე, ასევე სავაჭრო ადგილზე, რა სახეობის ყვავილს ყიდის მეწარმე, ყვავილის ფასზე და სეზონურობაზე. მაგალითად, როგორც გაირკვა ზამთრის სეზონზე, დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული ყვავილი – საშობაო ვარსკვლავია, ხოლო დანარჩენ დროს კი სეზონური ყვავილები, როგორიცაა გვირილები, იები, ენძელები, ფურუსულები, ყაყაჩოები, კესანეები, იასამნები ჭარბობს.
ექსპორტი – ქართული ბაზრიდან
რაც შეეხება ექსპორტს, ძირითადი საექსპორტო მცენარეებია: თეთრყვავილები და ყოჩივარდები, რომელთად აქვთ, როგორც დეკორატიული, ასევე სამკურნალო დანიშნულებაც. ესენია: Galanthus woronowii; Galanthus krasnovii; Cyclamen coum; ჩვენთან მცენარეთა ეს სახეობები თეთრყვავილას და ყოჩივარდას სახელითაა ცნობილი.
CITES-ის Kew ის ბოტანიკური ბაღისა და გარემოსდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კველების შემდეგ, დადგინდა რომ საქართველოდან Galanthus krasnovii-ის ექსპორტი შეწყდა შემდეგი მიზეზების გამო, ესენია: მისი რაოდენობის სრულად არ ცოდნა, ვინაიდან Galanthus krasnovii-ის მცირე პოპულაციებს ვხვდებით აჭარაში და დანარჩენი პოპულაციები დაფიქსირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ხოლო ამ უკანასკნელის ადგილას მონიტორინგის ჩატარება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. ეს იყო ერთ-ერთი იმ ძირითადი მიზეზთაგანი, რის გამოც ამ სახეობის ექსპორტირება აიკრძალა; ასევე იმის გამო, რომ საქართველოში აღნიშნულ მცენარეებს მოიპოვებენ შესაბამისი წესების დაცვის გარეშე, მეცნიერების აზრით ამით შეიძლება Galanthus krasnovii-ის პოპულაციები დაზიანებულიყო, გაზრდილიყო გადაშენების მიმართ მათი მოწყვლადობა.
Galanthus woronowii საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სახეობაა, ვხვდებით აჭარაში, გურიასა და იმერეთის ტერიტორიებზე, როგორც ველურ ასევე კულტივირებულ პოპულაციებს. მისი ექსპორტი ყოველ წელს ხდება. სახელმწიფოსგან გაცემულია ლიცენზიები.
რაც შეეხება, Cyclamen coum-ის პოპულაციები საკმაოდ კარგად არის გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა მისი ექსპორტის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 500,000 ბოლქვს.
დღეს საქართველოში 3 კერძო კომპანიაა, რომელიც Galanthus woronowii-ის ექსპორტით არის დაკავებული.
იმისათვის, რომ Galanthus woronowii-ის პოპულაციას პრობლემა არ შეექმნას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ყოველწლიურად ატარებს მონიტორინგს, სადაც მეცნიერების კვლევითი ჯგუფი აღრიცხავს სხვადასხვა საიტებზე Galanthus woronowii-ის არსებულ ბოლქვების საშუალო რაოდენობას. ეს ხდება, როგორც კულტივირებულ, ასევე ველურად გავრცელებულ ინდივიდებზე დაყრდნობით. შემდგომში დინდება კვოტა, რის შემდეგადაც ლიცენზიანტებს ეძლევათ უფლება მოახდინონ ექსპორტი არსებული კვოტის მიხედვით. დღესდღეობით გაცემულია ლიცენზია 15 მილიონ ბოლქვზე.
საინეტერესოა, რომ ექსპორტირებულ ბოლქვები გამოიყენება როგორც დეკორატიული მიზნებისათვის (დაახლოებით ექსპორტირებული ბოლქვების 10%), ასევე სხვადასხვა ფარმაცევტული პრეპარატების დასამზადებლად.
ყვავილების ფესტივალი
პრობლემას, რომელსაც ვაწყდებით ყვავილების ბიზნესში და რომლებიც აქვთ გარე მოვაჭრეებს, არის პროდუქციის არასაკმარისი რაოდენობით გაყიდვა. მის მიზეზად შეიძლება გავიაზროთ არასწორად შერჩეული სავაჭრო ადგილი, ფასი, ყვავილების სახეობრივი მრავალფეროვნება, აუქციონები და რეკლამა. ეს უკანასკნელი კი ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაყიდვების საერთო მაჩვენებელზე. რეკლამირების დროს, როგორც ვიცით, ხდება ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა მეთოდით, ფორმით და ხერხით, რომელიც მიმართულია საზოგადოების და მომხმარებლის ფართო მასებისაკენ და პროდუქციის პოპულარიზაციას და გაყიდვებს უზრუნველყოფს.
რა შეიძლება ჩაითვალოს ყვავილების ქართულ ბიზნესში რეკლამად?ტრადიციული, სატელევიზიო რეკლამის გარდა, ალბად სხვადასხვა ყვავილების ფესტივალებში მონაწილეობის მიღება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
ვარდობისთვე 2014
ყვავილების ფესტივალი თბილისში 24, 25-სა და 26 მაისს ტარდება შარდენის ქუჩაზე. წელს მაგალითად ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, როგორც ღია ნიადაგის მცენარეები, ასევე დეკორატიული და ქოთნის ყვავილები. ფესტივალში მონაწილეეობას ღებულობდნენ გამწვანების კომპანიები, კერძო კოლექციონერები და ყვავილების მაღზიები.
ჩატარებული კვლევა
როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, საქართველოში წინა წლებთან შედარებით ყვავილების ბიზნესი გარკვეული სახით განვითარებულია, მაგრამ გაყიდვების საერთო მაჩვენებელი ქვეყნის შიგნით, მაინც დაბალია. მიზეზი უამრავია, თუმცა ეკონომიკური პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
ქვემოთ დანართში, ცხრილებში მოცემულია ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც მოვიპოვეთ საკუთარი გამოკითხვის შედეგად. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო სულ 90-მა ადამიანმა, აქედან 52 მომხმარებელი, 38 კი – გამყიდველია.
დ ა ს კ ვ ნ ა
ზემოთ მოცემული ინფრმაციის შედეგად თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ მსოფლიოში ყვავილების წარმოება ერთ-ერთი წარმატებული და სწრაფად მზარდი ბიზნესია. მართალია ჩვენს ქვეყანაში ყვავილების ინდუსტრია ნაკლებად განვითარებულია, მაგრამ საქართველოს კლიმატური თავისებურებიდან და ბიომრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მას დიდი პოტენციალი აქვს. ყვავილების წარმოებაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს ფლორის სახეობრივი მრავალფეროვნება, ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე საექსპორტოდ გავიტანოთ მცენარეები, და გარკვეული ადგილი დავიმკვიდროთ. ორიენტირება შეიძლება გავაკეთოთ ისეთ მცენარეებზე, რომელებიც იშვიათია და საქართველოს ადგილობრივი ენდემია. ეს იქნება არამარტო ფინანსურ სარგებლის მომტანი, არამედ შესაძლებელს გახდის ველური ბუნებიდან კულტივირებულ სახეობებზე უსისტემო მოპოვების შემცირებას.
გამოყენებული ლიტერატურა ვებ-გვერდები:
ü http://xchange.pma.com/blogs/gina-jones/2014/01/02/global-floral-production-ethiopia?ssopc=1
ü http://xchange.pma.com/blogs/gina-jones/2014/01/02/global-floral-production-ethiopia?ssopc=1
ü http://en.wikipedia.org/wiki/Floral_industry
ü http://extension.psu.edu/business/ag-alternatives/horticulture/cut-flower-production
ü http://www.al.gov.bc.ca/ornamentals/overview_floriculture.htm
ü http://www.superfloralretailing.com/june2008/survey.html
ü http://www.kew.org/science-conservation/plants-fungi/galanthus-woronowii-woronows-snowdrop