საღებავი მცენარეები

sag_1შორენა მაზმანიანი, მაგდა ჩანქსელიანი, თათია ყულჯანიშვილი, ზურა პაპუნაშვილი, ლაშა ობოლაძე, ალიკა ჭანკვეტაძე, დათო გამეზარდაშვილი
pdf

სამღებრო საქმეში მცენარეთა გამოყენებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს: სულ ცოტა ხნის წინათ მცენარეული საღებავი ერთადერთი საშუალება იყო ქსოვილთა მოსაჩითავად. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ქსოვილთა შესაღებად მხოლოდ ბუნებრივ ნედლეულს იყენებდნენ და საღებავებს მცენარეების, მწერებისა და მოლუსკებისგან ამზადებდნენ; მაგალითად, მათრახასგან ლურჯ საღებავს იღებდნენ, ყანის რეზედასგან — ყვითელს და ენდროსგან — წითელს. შავი საღებავი ბაყმის ხისგან მიიღებოდა, ხოლო იისფერი — ლიქენისგან, როკცელასგან. მურექსის მოლუსკებისგან იღებდნენ ძალიან ძვირფას მოშინდისფრო საღებავს, რომელიც ტვიროსულ ანუ საიმპერატორო საღებავადაც იყო ცნობილი (შენგელია, 1958).

მართალია, გასული საუკუნიდან, ქიმიის განვითარების შედეგად, საღებავის მიღება ბუნებიდან გადატანილ იქნა ლაბორატორიებში და მცენარის როლი შემცირდა, მაგრამ მისი სრული უარყოფა ვერ მოხერხდა (ქუთათელაძე, 1945). ხალიჩების, ნოხების, ფარდაგებისა და მსგავს საქონელთა ღებვის საქმეში ძირითად მასალად დღესაც ბუნებრივი საღებავები გამოიყენება. ამიტომ, იმ მცენარეთა აღწერა და გამოკვლევა, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში მიმართვდა ჩვენი ხალხი ვფიქრობთ საჭირო საქმეა.

ჩვენ აღვწერთ საქართველოში გავრელებულ რამდენიმე ძირითად სახეობას  და ნაწილობრივამ მცენარეთა სამკურნალო და სასარგებლო თვისებებს.

sag_2

ქართული ხალხური ღებვის წესები

შეღებვა არის ფერების ორგანულად შერწყმის პროცესი, რომელიც მჟღავნდება ღებვის დასრულების შემდეგ (Singh Bharat, 2010). ღებვის დროს ტექნიკურად ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საღებავ ნივთიერებებს, რითაც ვღებავთ (ხელოვნური თუ ბუნებრივი) და იმათ, რომელთაც ვიყენებთ დამხმარე ნივთიერებად. არანაკლები მნიშვნელობა აქვს საღებავ მასალას, ნართს ან ქსოვილს, და იმას, თუ როგორ არის ის დამუშავებული და გარეცხილი  შეღებვამდე.

ქიმიურად დამუშავების მიზნით ჩვენში წყლით გარეცხილ მატყლს ნაცარწმენდილში, ანუ ნაცრის წყალში რეცხავენ. საქართველოში ნაცარწმენდილის დასამზადებლად უმჯობესად თვლიან მცენრეების: თელის, ჯაგრცხილის, რცხილის, მუხის და სხვათა ნაცარს (შენგელია, 1958).

sag_3

ძველად უხუნადი საღებავის მომცემი მცენარეებიდან, როგორც ლიტერატურული წყაროებით ირკვევა (შენგელია, 1958) და ხალხური ზეპირსიტყვიერებით (მესხეთი, ჯავახეთი) დიდი გამოყენება ჰქონია მღიერებს, რომლებიც წარმოადგენენ მცენარეთა სამყაროს ერთერთ სიმბიოზურად (სოკო, წყალმცენარე) მცხოვრებ გარკვეულ დიდ ჯგუფს. მღიერები სამი ძირითადი ტიპისაა: ქაფისებრი, ფოთლოვანი, ანუ ფირფიტისებრი და ბუჩქისებრი.ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ღებვის საქმეში ყოფილა ქაფისებრი მღიერები.

ღებვის დროს საქართველოშიგანსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმ ჭურჭელს, რომელშიც უნდა შეიღებოს ნართი ან ქსოვილი. ჩვეულებრივ იყენებენ როგორც მოკალულ, ისე მოუკალავ სპილენძის  ჭურჭელს, ზოგჯერ ხმარობენ თიხის ქოთნებსაც. ხალხის გადმოცემით საღებავ ჭურჭელს ისეთივე დაფასება ჰქონია, როგორც საარაყე ქვაბს. ღებვის დროს საღებავ ჭურჭელს ძლიერ დიდი მნიშვნელობა აქვს მიკროქიმიურად, რადგან მეტალის ჭურჭელში ღებვის შემთხვევაში ხშირად დუღილის დროს საღებავში ჭურჭლის შემცველი ნივთერებები გადადის, რაც ზოგჯერ დადებით და ფერმჭერობის გამაძლიერებელ გავლენასაც ახდენს, ხოლო ზოგჯერ პირიქით. იგი ან ნაწილობრივ შლის,ანდა უკარგავს სინათლისადმი მდგრადობის უნარს.

ხალხური ღებვის საქმეში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საღებავის მომცემ მცენარეს, რომლის გამონაცემში გარდა საღებავი პიგმენტისა სხვა ნივთიერებებიც მოიპოვება, რომლებიც შეიძლება აჩქარებდნენ ან ხელს უწყობდნენ ღებვის პროცესს ან, პირიქით აქვეითებდნენ მის ხარიხს.ასე მაგალითად,  ენდროს (Rubia tinctorum L.)  ფესვები, რომლებიც მთრიმლავ ნივთიერებებთან ერთად საუკეთესო საღებავს წარმოადგენს, შეიცავს ექვსამდე სხვადასხვა პიგნმენტს, რომლებიც  ანტრაცენის ნაწარმთა რიგს მიეკუთვნებიან.

sag_4

საზოგადოდ, საღებავად გამოყენებული მცენარეები ორ კატეგორიას განეკუთვნებიან. 1. მცენარეები,რომლებიც საღებავ პიგმენტს შეიცავენ და თვით, უშუალოდ ღებავენ ქსოვილს; 2. მცენარეები, რომლებიც დამოუკიდებელ საღებავს არ წარმოადგენენ. გარდა აღნიშნულისა.ზოგიერთი მცენარე არეს ქმნის, ღებვის ხარისხს აუმჯობესებს.ზოგჯერ საღებავს მყარს ან მდგრადს ხდის.ხშირად,ზოგიერთი მათგანი ცვლის ტონს, რაც გამოიხატება ფერის გამკრთალებაში,ან მის გამუქებაში.

ქართული ხალხური მეთოდებით ღებვის დროს მთელ ამ პროცესზე გარკვეულ მექანიკურ გავლენას ახდენს ის მთრიმლავი ნივთიერებები, რომლებიც მეტ-ნაკლები რაოდენობით ტანინებს შეიცავენ. მართალია საღებავი მცენარეების უმრავლესობა საღებავი პიგმენტის გარდა ტანინებსაც(მთრიმლავი ნივთიერება, მოყვითალო ფხვნილი, რომელსაც იღებენ ზოგი მცენარის ქერქიდან; იხმარება მედიცინასა და ტექნიკაში)  შეიცავს, მაგრამ ამისდა მიხედვით, მეტს შიცავს თუ ნაკლებს, ხალხმა ეს პრაქტიკულად იცის და ამიტომარის, რომ ხშირად ღებვის პროცესში ხსნარს უმატებენ მუხის ქერქს, თრიმლს ან სხვა იმგვარ მცენარეს, რომელშიც ტანინები ბევრია. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველოს მთიან რაიონებიდან, სადაც ძლიერი მთრიმლავი მცენარეები არ იშოვება, საგანგებოდ მიემგზავნებიან ბარში ან ისეთ ადგილებში სადაც ასეთები ბევრია და მოაქვთ ღებვის მიზნებისთვის; ზოგჯერ თრიმლი (Cotinus coggygria Scop.)ხევსურებს კახეთიდან მოაქვთ,არამარტო სამკურნალო ტანინებისთვის, არამედ იმიტომაც, რომ ის კარგად ღებავს, როგორც შესაღებ მასალას ასევე თმას ყვითელ ფერში.

შეღებვისწესიგულისხმობსორტექნოლოგიურპროცესს -დედებასდაუშუალოდშავადშეღებვასძაღისანრკინისჟანგისდახმარებით.თუშეთშიშავიფერისშემდეგგავრცელებულიფერიაწენგო – ყავისფერი.წენგოსსხვადასხვატონალობასიღებენხახვისფურცლებში, ეკაში, თავშავაში, ჯანგაროში,კაკლისწენგოში. წენგოსსინონიმადხმარობენირმისფერს, აგურისფერსდაღვიძლისფერს.შავადღებვისგარდა, ძაღასსხვაფერისმისაღებადაციყენებენ.თუამათუიმფერისგამუქებადაგამკვეთრებაუნდათ, მაშინსამღებროდანძაფსადაბალახ-ბულახსამოყრიანდაწვენშიდანისწვერითძაღასდაუმატებენ. წვენსკარგადაურევენ.შემდეგშესაღებძაფსისევჩააბრუნებენდაცოტახანსისევადუღებენ,ორთქლზეაცივებენდამზეზეაშრობენ. მცენარეულსაღებავებსერთითავისებურებაახასიათებს -ღებვისდროსზუსტადმსგავსიფერიარმეორდება,რადგანშემღებიყოველთვისვერიცავსზუსტდოზებს,ისეძირითადადთვალზომასენდობა. ბალახიცყოველთვისარარისერთნაირად „ძალიანი“.მოკრეფისდროზეცბევრადაადამოკიდებულიმისიმღებავითვისებები.ღებვისხარისხიდამოკიდებულიაწელიწადისდროსადადღისმონაკვეთზეც. შეღებილიძაფი,უხუნებიდაგამძლეტონირომმიიღოს, კაშკაშამზეზეუნდაგაშრეს.მნიშვნელობააქვსღებვისხანგძლივობასაც.ძველადაცცოდნიათდაამჟამადაც,ისევიყენებენშერეულიღებვისწესს, ე.ი.მცენარეულიდახელოვნურისაღებავებისშერევას. მაგალითად, ძაფიწართხალში (Polygonum alpinum All.)ანჭინჭარში (Urtica dioica L.)დედდებადაამავეწვენშისულცოტამწვანეხელოვნურისაღებავისდამატებით „აფედ“ (მწვანედ)იღებება.

ხალხურმღებრობაშიგავრცელებულიატონისგასაძლიერებლადმცენარეულსაღებავშიხელოვნურისაღებავისმცირეოდენობითმიმატება,რაც, საკმაოეფექტსიძლევა, მცენარეებიკიფერისმდგრადობისგარანტიაა,მცენარეულსაღებავებთანერთადქიმიურისაღებავებისშერევასმიმართავდნენსაქართველოსსხვადასხვაკუთხეშიც,მაგალითადქვემოქართლშიშავადშეღებისათვისკაკლისფოთოლსდიდხანსხარშავდნენდაამატებდნენშავქიმიურსაღებავსაც.ბაწარსთუშიქალები „კვერკვერად“- ჭრელადღებავდნენ,ამისთვისბაწრისშულოსგარკვეულიინტერვალებითდაკვანძავენანძაფსალაგ-ალაგმჭიდროდგადაახვევენდასამღებროშიჩააგდებენ,ღებვისასდაკვანძულადგილებშისამღებროვერატანსდაშულოჭრელადიღებება,ასეშეღებილძაფსწინდებისგასაჭრელებლადიყენებდნენ. „კვერკვერა’’ ძაფისაგანნაქსოვს „ჯავარ “ჰქვია. ქალებიცდილობენ,რომმათმიერშეღებილიძაფებიიყოსარამხოლოდლამაზიარამედფერისგამძლეც-უხუნებელი.ამისათვისფერისგასამკვეთრებელდაგასამაგრებელსაშუალებესმიმართავენ. ზოგჯერ,ვიდრეთბილადდააფარებენდასაორთქლებელ, სამღებროდანამოღებულძაფს,გაცრილარყისხისნაცარსაცმოაყრიანმცირეოდენობით, აურდაურევენდათბილადგადააფარებენ.ნაცრისგამოყენებასძალიანდიდისიფრთხილეუნდა, ბევრინაცარიძაფსწვავს,გარდააღნიშნულისაიციანშესაღებიძაფისწყლიანნაცარწვერშიგავლებაც.ნაცარწვერსშემდეგნაირადამზადებენ: წყალსწამოადუღებენ, შიგჩაყრიანნაცარს,კარგადმოურევენდაგააჩერებენ.კარგადრომდაილექებამისსუფთანაწილსგადაწურავენ.მზეზეგაშრობაცფერისგამყარებასისახავსმიზნად, ამავემიზნითშესაღებბაწრებს,კლდისმარილშიანშაბშიგამოხარშავენ,ცოტაჟანგისდამატებაანჟანგიანქვაბშიშერევაცფერისსიმკვეთრესადამდგრადობასუწყობსხელს,ფერსამაგრებსძაღადამარილიც. ძიებადაახალ-ახალისამღებროსაშუალებებისგამოცდაალხურმღებრობაშიდღესაცარწყდება, ამისმაგალითია,მანდარინისქერქშიბაწრისშეღებვა, ასევეახალი თუშეთისთვისლობიოშიშეღებვისწესიც,თუმცამისგამოყენებასარაქვსმასიურიხასიათი.

მცენარეული წამოშობის საღებავები ნივთიერებები და მათი ქიმიური ბუნება

როგორც საზოგადოდ ცნობილია, სინთეზური გზით მიღებულ საღებავებთან შედარებით მცენარეული წარმოშობის საღებავები ნიოვთიერებები უფრო მყარია, გამძლე და უხუნადი. ხელოვნური საღებავის უპირატესობა მხოლოდ ის არის, რომ უფრო იაფი ჯდება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი უძველესი კულტურის ძეგლების ფრესკები,მხოლოდ ბუნებრივი საღებავითაა შესრულებული  ამიტომაა, რომ ათეული საუკუნის მანძილზე მათ კიდევ შენარჩუნებული აქვთ როგორც ფერთა გარდამავლობა, ასევე სიბრწყინვალე და სიმკვეთრე. მათზე მაინც ვერ უმოქმედია ჟამთა სიავეს, ქარს, მზეს, წვიმას, სიცხესა და სიცივეს.

როცა ხელოვნური საღებავები მიიღეს, მას შემდეგ ბუნებრივი საღებავები დავიწყებას მიეცა და დღეს ის თანდათანობით იკარგება. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ხალიჩებისა და ნოხ-ფარდაგების წარმოებაში ხელოვნურმა საღებავებმა საბოლოოდ ფეხი მაინც ვერ მოიკიდეს, რადგან ისინი მალე ხუნდებიან და რაც მთავარია ისეთ გარდამავალ ფერებს ვერ გვაძლევენ,როგორც ბუნებრივი საღებავები. ხალიჩა და ნოხი, როგორც ვიცით წარმოადგენს განძს, რომელიც ათეული  წლების მანძილზე ინახება და მით უფრო მეტად ფასობს.

ხალიჩების წარმოებაში დღეისთვის 200-ზე მეტი ფერის საღებავს იყენებენ. ამიტომ დღესაც მნიშვნელოვანი ყურადღება ენიჭება ბუნებრივ საღებავებს.

ორგანული წარმოშობის  ყველა საღებავი ნივთიერება ოთხ ძირითად განყოფილებაში თავსდება: 1. კაროტინისეული საღებავი ნივთიერებები, 2. დიარილმეთანური ნაერთები. 3. იზოციკლური ნაერთები, 4. ჰეტეროპციკური ნაერთები (ჟანგბადის შემცველი).

კრიპტოქსანთინი ისეთი საღებავი ნივთიერებაა,რომელიც საკმაო რაოდენობით მოიპოვება ყვავილების ჯამში და წითელ ნაყოფებში ეთერების სახით.კრიპტოქსანთს შეიცავს ასევე ყვითელი სიმინდი და წითელი წიწაკა.

რუბიქსანთინი ისეთი საღებავი ნივთიერებაა,რომელიც მოიპოვება ასკილის (Rosa canina L.) ნაყოფში.რუბიქსანთინი მცენარეებში ეთერზეთის სახით მოიპოვება.ეს საღებავი ნემსისებური კრისტალის სახისაა და იგი 160 გრადუს ტემპერატურაზე ლღვება.

ლუტეინი ისეთი საღებავი ნივთიერებაა,რომელიც წარმოადგენს ყვითელ ან წითელ ბრწყინავ პრიზმებს.იგი 185 გრადუსზე ლღვება.მოიპოვება ცხენისწაბლის ფოთოლში,ჭინჭარში,წითელ სამყურაში,ყვითელ სიმინდში,ისაპანახში და სხვადასხვა ბალახეულში.

ჰელინინი,საღებავი ნივთიერებაა წითელი ნემსისებური კრისტალებით,რომლის ლღობის ტემპერატურა 92 გრადუსია. ნაპოვნია მცენარე Helenium autumnale -ში.

ზეაქსანთინი, ღია ყვითელი ფერის საღებავი ნივთიერებაა ლღობის ტემპერატურა უდრის 215,5 გრადუსსდა წარმოადგენს სიმინდის საღებავ ნივთიერებას.გარდა ამისა, გვხდება მცენარე ჭანჭყატაში,აგრეთვე იაპონურ ხურმის წითელ ნაყოფში.

დიაროილმეთანური ნაერთები, კურკუმინი გვხდება მცენარე- Curcuma tinctoria,C. longa და C.viridiflora-ს ფესვსა და ღეროში,გავრცელებულია ველურად.

კიდევ სხვა უამრავი ნივთიერებებია სხვადასხვა მცენარეთა სახეობებში, რომელიც გამოყენება საღებავად და განსხვავებულ ფერს იძლევიან (შენგელია, 1958).

ყვითელი ფერის საღებავის მომცემი მცენარეები

საღებავის მომცემ პიგმენტებიდან,  მცენარეებში ყველაზე უფრო ყვითელი ფერის საღებავის მომცემი ფერია ცნობილი, მაგრამ ყველა ისინი, სამღებრო საქმეში გამოყენებული არ არის და მათ სამრეწველო  მნიშვნელობა არა აქვთ.რაც მთავარია, ხალიჩების წარმოებაში პოპულარობა ვერ იპოვეს, ამის მიზეზია ის, რომ ზოგიერთი მცენარე ვერ გვაძლევს მდგრადი ფერის საღებავს, ის ადვილად ხუნდება მზის სხივების გავლენით და სწრაფად ირეცხება წყლით. ამისათვის,აქ ჩვენ აღვწერთ იმ მცენარეებს, რომლებიც უფრო მეტი პოპულარობითა და ღირსებით სარგებლობენ (შენგელია, 1958).

ძაღლის ქინძი
Aethusa cynapium L.

sag_5

ეს მცენარე ქოლგოსანთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელია. ძაღლის ქინძი რუდელარული მცენარეა და მთის შუა ქვედა სარტყელში იზრდება, გვხვდება ბუჩქებს შორის და გზის პირზე.

სამღებრო საქმეში იყენებენ ამ  მცენარის ზრდადასრუებულ  ფოთლებს,მათ შეგროვება უმჯობესია ყვავილობამდე ან ყვავილობის პერიოდში, მხოლოდ დაყვავილების შემდეგ უფრო ნაკლები ღირებულების საღებავები იძლევა.მას იყენებენ მეტწილად შალის ქსოვილების შესაღებად, თუმცა დასავლეთ საქართველოში თეთრი აბრეშუმის ყაჭსაც ღებავენ.ძაღლის ქინძი შხამიანი მცენარეა,ამისთვის დროული გათიბვა და საღებავ საქმეში  გამოყენება ჩვენს ქვეყანას ორგვარ სარგებლობას მოუტანს.ყვავილობაში მყოფი ახალი მცენარე გამოყენებულია ჰომეოპათიაში მკურნალობის მიზნებისთვის.ის შეიცავსეთერზეთებს და როგორც შხამკონიინს,ასევე კონიინის მსგავს ალკალოიდებს.

 

კოწახური
Berberis vulgaris L .

 

sag_6

კოწახური ეკუთვნის კოწახურისებრთა ბოტანიკურ ოჯახს. საქართველოში კოწახური გვხდება სვანეთში, აჭარაში, მთიულეთში, აფხაზეთში, სამეგრელოში და ა.შ. ის იზრდება მთის ქვედა და შუა ტყის სარტყლებში, განსაკუთრებით ბუჩქნარებში. ჩვენ ამ სახეობის 4 ვარიაცია გვხდება. ეს ეკლიანი ბუჩქი სასურველი არ არის ხარობდეს იქ, სადაც ხორბალია დათესილი, რადგან მასზე იზამთრებს მარცვლოვანთა პარაზიტი სოკო ჟანგა, რომელიც ჯერ აავადებს და შემდეგ აქვეითებს ხორბალს,როგორც მოსავალს ასევე მის ხარისხს.

სამღებრო საქმეში კოწახურს ქართველი ხალხი ოდითგანვე იყენებდა, როგორც საუკეთესო ყვითელი, ასევე მოოქროსფერო ყვითელი ფერის მისაღებად.ღებვის დროს იყენებ მის ფესვებსა და ქერქს,განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე წვენთა მოძრაობის დაწყებამდე ამბობენ,რომ მისგან მიღებული საღებავი მდგრადია და უხუნადი,რაც გამოწვეულია მასში არსებული საღებავი ნივთიერების ბერბერიდინის არსებობით.

მეჭეჭიანი არყი
Betula litwinowii Doluch.

sag_7

მეჭეჭიანი არყი, არყისებრთა ბოტანიკურ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში მეჭეჭიანი არყი თითქმის ყველგან გვხდება ,როგორც სუბალპური მეჩხერი ტყის შემადგენელი სახეობა. უმთვარესად ტყის ზედასაზღვრის ნაწილობრივ შუა სარტყელში იზრდება.

სამღებრო საქმეში ამ მცენარეს მეტად დიდი გამოყენება აქვს, განსაკუთრებით შალეულობის შესაღებად ხმარობენ მის ქერქს ადრე გაზაფხულზე,ხოლო მისი ზრდადასრულებული ფოთლები უფრო უკეთესი ტონის მქონდე ყვითელ საღებავს იძლევა.აღსანიშნავია ისიც,რომ გარდა ყვითელი საღებავისა მეჭეჭიანი არყი მწვანე და სხვა გარდამავალი ფერის საღებავების მომცემია. ამ მცენარის მერქნის ნახშირი დიდ გამოყენებას პოულობს სამხატვრო საქმეში,აგრეთვე სპირტებისა და არყების დასაქმენდად.არყის სახეობის ფოთლები შიეცავს ეთერზეთს და საღებავ ნივთიერებას,ფისს (ხის წებოს), ვიტამინ C-ს, საპონინსა და სხვ.ფოთლებში და ქერქში თრიმლავი ნივთიერებაა,რომელსაც იყენებენ ტყავის წარმოებაში.

 

რცხილა
Carpinus caucasicaGrossh.

sag_8

რცხილა ეკუთვნის არყისებრთა  ოჯახს. რცხილა საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

სამღებრო საქმიანობაში რცხილის ქერქის შიდა ნაწილს დიდი ხანია იყენებენ. იძლევა მყარი ფერის საღებავს შალეულობის შესაღებად, ფოთლები შეიცავს 3-8% მთრიმლავ ნივთიერებას, ასევე სასიამოვნო სუნის ეთერზეთოვან ზეთს.

რცხილა, როგორც საწვავი მერქნის მომცემი მცენარე ნამდვილად უბადლოა, მერქანი თეთრია, მაგარი და კარგად პრიალდება. ქართულ  ხალხურ მედიცინაში რცხილის მერქნის ნახშირს ნაყავენ, სუფთად ცრიან და ღორის უმარილო ქონთან ერთად  იყენებენ თმის ძირების ანთების წინააღმდეგ. მას ავადმყოფს რამდენჯერმე ჩაუზელენ.

 

სკიპალო
Cephalaria gigantea (Ledeb)Bobr.

სკიპალო ეკუთვნის გოქშოსებრთა ბოტანიკურ ოჯახს. სკიპალო გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, იზრდება ტყის პირებსა და ველებზე, ხოლო მდელოებზე და მაღალ ბალახეულობის დაჯგუფებებში ერთერთი კომპონენტთაგანია.

სამღებრო საქმეში სკიპალო ერთერთი მნიშვნელოვანი მცენარეა, როგორც მდგრადი ფერის მომცემი და შედარებით უხუნადი საღებავის მქონე მცენარეა.  ამისათვის მას იყენებენ, ხალიჩების, ნოხ-ფარდაგებისა და შალეულობის შესაღებად. კარგი ფოთლოვანი მცენარეა. საღებავს მისი ყვავილებიდან იღებენ, ამ მიზნისათვის მას კოკრის გაშლისთანავე აგროვებენ.

დიდი კამა
Foeniculum vulgareMill.

sag_9

დიდი კამა ქოლგოსანთა ბიტანიკური ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში ველურად მხოლოდ აფხაზეთში გვხვდება და იზრდება ზღვის სანაპირო ზოლში, მთის წინებზე, ქვიშნარ და კლდოვან ადგილებში.

სამღებრო საქმეში იყენებენ მის ღეროსა და ფოთლებს, როგორც მუქი ყვითელი საღებავის მომცემ მცენარეს. ღებავენ, როგორც შალეულს ისე აბრეშუმს. საღებავის მიღების მიზნით ის დაყვავილებამდე უნდა შეგროვდეს. სამღებრო საქმის გარდა იყენებენ კულინარიაში, პარფიუმერიაში, საპნისა და სუნამოს წარმოებაში. მედიცინაში ხველების საწინააღმდეგო, საფაღარათო, ხელს უწყობს საჭმლის უკეთ მონელებას.

 

 

ქაცვი
Hippophaë rhamnoides L.

sag_11 ეკუთვნის ფშატისებრთა ბოტანიკურ ოჯახს.  საქართველოში ქაცვი გვხვდება: იმერეთში, აჭარაში, აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამხრეთ ოსეთში, მთიულეთში, გარე კახეთში , კახეთში, თრიალეთში  და მესხეთში. სამღებრო საქმეში იყენებენ ამ მცენარის ახალგაზრდა ყლორტებს. ახალგაზრდა ყლორტები და ფოთლები რკინის მარილებთან ერთად იძლევა შავ-მურა  საღებავს, ხოლო ნაყოფები ყვითელს.  მედიცინაში ქაცვს იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად.

 

 

 

კვიდო
Ligustrum vulgare L.

sag_12კვიდო ეკუთვნის ზეთისხილისებრთა ბოტანიკურ ოჯახს. საქართველოში გვხვდება იმერეთში, აჭარაში, სამეგრელო, აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმში, მთიულეთი, ქვემო ქართლი, თრიალეთი, გარე კახეთი, კახეთი, ქიზიყი, მესხეთი. იზრდება ბუჩქნარებს შორის,ღია ფერდობებზე, ტყის პირებზე და განსაკუთრებით ტყის ქვედა სარტყელში.  სამღებრო საქმეში დიდი ხანია იყენებენ კვიდოს მერქნის ნახარშს და ნაყოფებს, მისი მერქანი და ქერქი იძლევა ყვითელ საღებავს, ხოლო ნაყოფი ლურჯს.  მისგან მიღებული საღებავით იღებება ტილო, შალი და აბრეშუმი, ნაყოფის წვენს თუ მივუმატებთ მჟავებს მივიღებთ შავ საღებავს, შაბიამანთან- ყავისფერს, სოდათან- მტრედისფერს, ნაცარტუტის მარილთან-მწვანე ფერს, შარდთან- წითელს. ყვავილებიდან მიიღებენ ეთერზეთს, რომელსაც სასიამოვნო  სუნი აქვს და გამოიყენება პარფიუმერიაში.

საღებავი მცენარეების თანამედროვე გამოყენება საქართველოში

როგორც უკვე ტექსტში აღვნიშნეთ, რაც  ხელოვნური საღებავები მიიღეს, მას შემდეგ ბუნებრივი საღებავები დავიწყებას მიეცა და დღეს ის თანდათანობით იკარგება. ხელოვნური საღებავის უპირატესობა მხოლოდ ის არის, რომ უფრო იაფი ჯდება. მცენარეული წარმოშობის საღებავი ნივთიერებები უფრო მყარია, გამძლე და უხუნადი. ამის მაგალითია მრავალი საუკუნის წინანდელი თუშური- და ფშავური ტანისამოსები ფარდაგები, ხურჯინები და ა.შ.,რომლებიც დღესაც ისე გამოიყურებიან, როგორც უწინ. თანაც ბუნებრივი საღებავები არ იწვევს კანის გაღიზიანებას და ჯანმრთელობის გაუარესებას. ბუნებრივი საღებავით შეღებილ ტანსაცმელს სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. თუმცა მისმა გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ამა თუ იმ მცენარის რაოდენობის შემცირებას.

sag_13

ამ ყოველივედან გამომდინარე,საქართველოში 2014 წ-ს 25-26 აპრილს დაიწყო”თუშურიცხვრისმატყლისწარმოება-გადამუშავება-რეალიზაციისხელშემწყობი” პროექტი, რომლისფარგლებშიჩეხეთისგანვითარებისსააგენტოსწარმომადგენლები, ალბერტშიტო,ჰინეკციბოხიდასოფოქამუშაძეჩამოვიდნენახმეტისმუნიციპალიტეტშიდაგამართესშეხვედრებიმეცხვარეებთანზემო- ქვემოალვანში,მეცხვარეთაასოციაციისთავმჯდომარესთანზურაბმურთაზაშვილთანდამოინახულესმატყლისგადამამუშავებელიმცირესაწარმოზემოალვანში.

შეხვედრებისაკმაოდნაყოფიერიაღმოჩნდა.დღისწესრიგშიიდგამპარსავებისპროფესიულიჯგუფებისჩამოყალიბებისსაკითხიდაგაწვრთნა. 24გენერატორზემომუშავემობილურისაპარსიმოწყობილებასამხეობაზეგადანაწილდებადამათპროფესიონალთაჯგუფიმოემსახურებატექნიკოსებთანერთად.მეცხვარეებსხარისხიანადდასწრაფადმოემსახურებიან, ხოლომატყლისსაწნეხი-“საპრესი”ტრანსპორტირებასგაადვილებს,ბარშიჩამოტანილიმატყლიგაირეცხებადაგასაღებისბაზარიმოიძებნებაპროექტისმიმდინარეობისდამიხედვით.

ზემოალვნისშეხვედრაზემეცხვარეებისპრაქტიკულიგამოცდილებისდადონორთაიდეებისშეჯერებამოხდადასამოქმედოგეგმებიცკონკრეტულადდაიგეგმა.პირველიდააუცილებელიამოცანამეცხვარეთაასოციაციისწევრებისზრდაა,რაცჩეხეთისგანვითარებისსააგენტოსადგილობრივიინიციატივებისსიძლიერეშიდააჯერებსდათუშურმხარიდანრეალურიპარტნიორობისგანცდასშექმნისიმსაქმეში,რისსაბოლოომიზანსაცჩეხებიასეხედავენ-“ჩვენვიღწვითიმისთვისრომჩვენსირგვლივბედნიერმაადამიანებმაიცხოვრონ”

sag_14

ამას გარდა, დღეს ყაზბეგში ყველა დაინტერესებული პირისთვის გახსნილია საპატრიარქოსთან არსებული ხელოვნების სახლი, სადაც მოხევური თექისაგან მზადდება სხვადასხვა საეკლესიო თუ საერო დანიშნულების აქსესუარები თუ სუვენირები. ამ უნიკალური ხელობის შესავლის მსურველებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ საქართველოს მთიანი რეგიონის კულტურას, სადაც ძირითადად განვითარებული იყო თექის, ანუ მოთელილი მატყლის, დამზადების ტრადიცია. დაინტერესებულები მიიღებენ ინფორმაციას მატყლის ხარისხსა და მის თვისებებზე, თუ როგორ შეიცვალა თექის წარმოება უძველესი დროიდან დღემდე. შეისწავლიან მატყლის ღებვის ტექნოლოგიას, იმ მცენარეებს, რომელთა მეშვეობითაც მატყლის ღებვა ხდებოდა. დაეუფლებიან თექის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიას-დეკორატიულ თექას.

პრევენციის გზები

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დღეობით ბუნებრივი საღებავები ჩაანაცვლა ქიმიურმა საღებავებმა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს ამ ძველი ტრადიციული ღებვის კულტურის აღდგენა. ამ საკითხის გადაწყვეტის რამოდენიმე გზა არსებობს. მაგალითად თუ სახელმწიფოში ხელი შეეწყობა ისეთი საწარმოების გახსნას, როგორიც უკვე მაღლა აღვნიშნეთ, გაშენდება საღებავი მცენარეების პლანტაციები, ან თუ ეს დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, მოსახლეობას მიეცეს უფლება, ჩააბარონ ეს მცენარეები, ამით მათ მოტივაცია გაიზრდებათ, შეეწყობათ ხელი მატერიალური თვალსაზრისით, ეს ბუნების მრავალფეროვნების შენარჩუნებასაც ხელს შეუწყობს და რათქმაუნდა,ჩვენი ჯანმრთელობა არ იქნება საფრთხის წინაშე და გვეცოდინება რისგან შეღებილ სამოსს, ან თეთრეულს ვხმარობთ, ამასთან დაცული ვიქნებით სხვადასხვა დაავადებებისაგან.

ლიტერატურა

ენდროდამისიგამოყენებამედიცინაში.http://www.mkurnali.ge/fitotherapia/samkurnalo-mcenareebi/3901-endro-da-misi-gamoyeneba-medicinashi.html

საღებავიმცენარეები. http://ka.wikipedia.org/wiki/

ტანსაცმლისღებვაწარსულშიდადღეს.http://wol.jw.org/ka/wol/d/r20/lp-ge/10200712 9

ქუთათელაძე, . 1945. სამკურნალწამლოდაზოგიერთტექნიკურმცენარეთარესურსებისაქართველოში.საქმედგამი, თბილისი  84]გვ.

შენგელია, . 1958. საქართველოსზოგიერთისაღებავიმცენარეები.  თბილ. უნ-ტისგამ-ბადასტ.-ლით.,თბილისი. 203გვ.

Singh Bharat P. (Ed.) 2010. Industrial crops and uses. Library of Congress Cataloging-in-Publication Data, London, UK. ISBN 978-1-84593-616-7