სასულიერო განათლების მიღების მოტივაცია და პერსპექტივები

სალომე ზირაქაძე ნია წულაძე

კვლევის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში სასულიერო განათლების მიღების მოტივაცია და სამომავლო პერსპექტივების გამოვლენა.
ვფიქრობთ, ჩვენი კვლევით დიდ სიახლეს შევთავაზებთ მკითხველს, რადგან აღნიშნულ თემაზე სოციოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა.
ნაშრომი ძირითადად აღწერს და იკვლევს ინფორმაციას თბილისის სასულიერო სემინარია/აკადემია/საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტების ჩაბარების მოტივაციებს, სამომავლო გეგმებს და არსებულ მდგომარეობას.

ნაშრომს ახლავს საილუსტრაციო მასალა ჩანართების სახით.

  • Ø თეოლოგიური განათლების მოკლე ისტორია საქართველოში

ადრეული საუკუნეების განმავლობაში საქართველოში საეკლესიო მამები მხოლოდ მთარგმნელები და კომენტატორები იყვენენ. ორიგინალური ტიპის თეოლოგიური აღმოჩენა არც ერთ მათგანს  არ განუხორციელებია. თუმცა სწორედ მათ განახორციელეს გარკვეული ცოდნის დაგროვება ამ სფეროში. ხოლო მთარგმენლობითი მოღვაწეობის შედაგად კულტურათა ცვლა და ქართული ეკლესიის მსოფლიო ქსელში ინტეგრირება მოახდინეს. საუკუნეების განმავლობაში სასულიერო პირების განათლებას სხვადასხვა მონასტერთან (გელათი,იყალთო და ა.შ.) არსებული საგანმანათლებლო ცენტრები უზრუნველყოფდნენ, რომლებიც მეტნაკლებად პასუხობდნენ თანადროულ მოთხოვნებს. 1748 წლის 13 ნოებერს, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის ინიციატივით, საქართველოს საეკლესიო კრებამ მღვდლად კურთხევისათვის სასულიერო განათლების ქონა აუცილებელ ვალდებულებად დაადგინა. 1755 წელს ანჩისხატის ეზოში პირველი სასულიერო სემინარია გაიხსნა, რომელსაც სხვა ქალაქებში ასეთივე სასწავლებელბის გახსნა მოჰყვა. 1817 წელს რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებამ ახალი, რუსული ყაიდის სასულიერო სემინარია გახსნა, რომელთანაც დაკავშირებული ამბები მეტნაკლებად ცნობილია(ლაღიაშვილი, სტალინი). 1917 წლის ავტოკეფალიის აღმდგენელ საეკლესიო კრებაზე არ დაამტკიცეს სასულიერო განათლების ქონა სამღვდელო ხარისხის მოპოვების აუცილებელ წინაპირობად, რამაც დიდწილად განსაზღვრა ამ საკითხისადმი დამოკიდებულება შემდგომ პერიოდში. კრების მიერ განსაზღვრული სამომავლო გეგმები სასულიერო სასწავლებლების გახსნასთან დაკავშირებით საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარებამ მთლიანად გამორიცხა. 1963 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის თაოსნობით კლავ დაარსდა სასულიერო სემინარია, რომლის პირველ რექტორად შემოქმედის ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი) დანიშნა. 1988 წელს სასულიერო სემინარია თბილისში გადმოვიდა, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით სასულიერო აკადემია და ორი საღვთისმეტყველო მიმართულების ინსტიტუტი დაფუძნდა.

კვლევის სფეროს აღწერა და კვლევის აქტუალურობა

2003 წლიდან  საგრძნობლად შეიმჩნევა სასულიერო სემინარია/აკადემიაში ჩაბარების მსურველთა რაოდენობის ზრდა, საინტერესოა  რა კონკრეტული  მიზეზები იწვევს აღნიშნულ  ცვლილებას. თემის აქტუალორბას ასევე ამძაფრებს საზოგადოების მწვავე ინტერესი რიგ ფაქტორებთან დაკავშირებით:

1.ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა

2.სტუდენტების „პროფესიული“ მომავლის ეჭქვეშ დაყენება

3.სასულიერო პირების თეოლოგიური განათლების არასანდოობის ხარისხი

კვლევის კონცეპცია და ჰიპოთეზა

კვლევის მიზანი: სასულიერო განათლების მიღების მოტივაციის გამოვლენა.

საკვლევი კითხვები:

  • უზრუნვლყოფს თუ არა სასულიერო სემინარია – აკადემია საკუთარ სტუდენტებს სოციალური პირობებით?
  • ნიშნავს თუ არა სასულიერი სემინარია/ აკადემიაში/ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში                   სწავლა საზოგადოებაში მეტად ინტეგრაციას?

კონცეფცია/ჰიპოთეზა:

სოციალური ფაქტორები გავლენას ახდენს აბიტურიენტის არჩევანზე გახდდეს სასულიერო სემინარიის სტუდენტი.

კვლევის მეთოდოლოგია და მეთოდები

სოციალურ კვლევბში დამკვიდრებული ტენდენციის თანახმად თვისებრივი კვლევა მიზნად ისახავს საკვლევი საკითხის სიღრმისეულად შესწავლას – კვლევის რესპონდენტების დამოკიდებულებების, მოტივაციებისა თუ პრეფერენციების სიღრმისეულ კვლევას. რაოდენობრივი კვლევისგან განსახვავებით, თვისებრივი კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები არ ექვემდებარება სტატისტიკურ დამუშავებას.  მისი შედეგები არ არის რეპრეზენტატული , თუმცა თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია შესაძლებელს ხდის საკვლევი საკითხის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვებას. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ, თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი ტექნიკა, სიღრმისეული ინტერვიუ. რადგან ისეთი თემა როგორიც  არჩევანს, გადაწყვეტილებებს, დამოკიდებულებებს, მოტივაციებს, პოზიციებს  ეხება, ყველაზე რელევანტურად სიღმისეული ინტერვიუს მეთოდი მივიჩნიეთ.

სიღრმისეული ინტერვიუს დროს რესპონდენტები ღიად და  თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს, იდეებს, გრძნობებს, ფასეულობებს, ფიქრებსა და დამოკიდებულებებს.

კვლევამ მოიცვა 46  რესპოდენტი. ინტერვიუს საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 50-60 წუთამდე.

ველის ჩატარების  პერიოდი:   2013 წლის 1 მაისი  -2012 წლის 30 ივნისი .

კვლევის ჩატარების აღწერა, კვლევის ადგილი, დრო, კვლევითი ჯგუფი, ფუნქციების განაწილება, სხვა

კვლევის ფარგლებში სოციალურ ველზე მუშაობდა 2 ინტერვიურიინტერვიუების ჩატარების ადგილად ავირჩიეთ საგანმანათლებლო ცენტრები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.  რიგი მიზეზების გამო არ მოხერხდა სასულიერ სემინარია/აკადემიის შენობაში მისვლა. აღნიშნული სასწავლებლის რესპონდენტები საკუთარი ინიციატივით მოდიოდნენ ილიას უნივერსტეტში. ინტერვიუების ჩატარება მოხდა ამავე უნივერსტეტის აუდიტორიაში,   ჩაწერსითვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის  გამოყენებით.

ველის ჩატარების პერიდოში იკვეთება ხელისშემშლელი ფაქტორები. ერთ-ერთი დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი არის _ 17 მაისის მოვლენები დაემთხვევა ჩვენი ველის პერიოდთან.  ამ ფონზე აგრესიულად განწყობილი რესპონდენტები უარს აცხადებენ ინტერვიუზე. მიაჩნდათ, რომ ჩვენ შემოვლითი გზებით ინფორმციის მოპოვება გვსურდა 17 მაისის მოვლენებზე და არა ზოგადად იმ პრობლმებზე რაც არსებობს სასულიერო განათლების სფეროში.  ჩვენ როგორც მკვლევარებმა,  გადავწყვიტეთ რესპონდენტების მოსაძიებლად გამოგვეყენებინა სოციალური ქსელი ‘’Facebook’’.,

“Facebook” რომელიც კომპიუტერის მომხმარებელთა სოციალურ ქსელს წარმოადგენს, ფართოდ გამოიყენება ინფორმაციის გასავრცელებლად. ინფორმაციის გამცემი ათავსებს ინფორმაციას – როგორც ვერბალურს, ასევე ვიზუალურს (ფოტოები, ვიდეო) ან აუდიოს (მუსიკალური ჩანაწერები) – ფეისბუკზე, ადამიანთა გარკვეული წრისათვის მას ხელმისაწვდომს ხდის და განთავსებულ ინფორმაციაზე ვერბალურ უკუკავშირს, ანუ რეაქციას იღებს. ამ ინფორმაციის გაცნობა ქსელის ნებისმიერ წევრს და ამ წევრთა ქსელების ყველა მონაწილეს შეუძლია. სოციალური ქსელების გამოყენება ნაცნობთა თუ პროფესიულ ან მომხმარებელთა წრეებში ინფორმაციის გავრცელების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

აღნიშნულ ქსელში არსებობს ჯგუფი „თეოლოგიური საკითხებით დაინტერესებული კლუბი“ . ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების სიაში  აგნიშნული საკითხებით დაინტერესებლი პირების გარდა გაწევრიანებული არიან სემინარია/აკადემიის სტუდენტები. რესპოდენტების მოძიების მიზნით გადავწყვიტეთ მიგვემართა ამ ჯგუფისთვის და გაგვეცნო ჩვენი კვლევის მიზანი. შეთავაზებამ  არადექვატური რეაქციები გამოავლინა კვლესთან მიმართებაში. რის საილუსტრაციოდაც მოგვყავს სოციალურ ქსელში დაფიქსირებული კომენტარები.  რესპონდების მოძიების პერიოდში გამოიკვეთა სტეროტიპული დამოკიდებულება ილიას უნივერსიტეტის და შესაბამისად მისი სტუდენტების მიმართ.

საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტებს აგრეთვე სოციალური ქსელის მეშვეობით დავუკავშირდით. მათი დამოკიდებულება კვლევასთან მიმართბეაში შედარებით ლოიალურია, ვიდრე სემინარია აკადემიიის სტუდნეტების დამოკიდებულება.  საღვთისემტყველო ინსტიტუტის, შენობის არარსებობის  და ფართის სიმცრისი გამო გადანაწილებულები არაინ სამ სხვადსხვა შენობაში, ნაწილს ლექციები უტარდებათ სამების საკათედრო ტაძარში,  ასევე სასულიერო/სემინარიის შენობაში სიონთან, ხოლო მეოთხე კურსის სტუდენტების ნაწილი, კერძოდ კი ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები განთავსებულენი არაინ ყოფილი მეცხრე საავადმყოფოსთან არსებული ანდრია პირვლწოდებულის ეკლესიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათთან შეხვედრა მოხდა ამავე ტერიტორიის ეზოში, რის შემდეგაც გადავინაცვლეთ უშუალოდ აუდიტორიაში. გავეცანით გამოცდის ჩატარების სტილს და სტუდენტების განათლების დონეს, ასევე დაკვირვების მიზნით გავეცანით არსებული შენობის ინვენტარს.

იქიდან გამოდინარე რომ ჩვენი ერთ-ერთი საკვლევი ჯგუფი იყო  სემინარია/აკადემიის კურსდამთავრებულები რომლებიც ეხლა იღებენ/მიიღეს დასავლური სასულიერო განათლება, მათთან კომუნიკაციის დასამყარებლად გამოვიყენეთ “Skype”.

კომპიუტერული ტექნიკის განვითარებამ კომუნიკაციის ახალი სახეების გამოყენება გახადა შესაძლებელი. ერთ-ერთ ასეთ შესაძლებლობას სკაიპი წარმოადგენს. კომპიუტერზე ვიდეოკამერის, მიკროფონისა და დინამიკების დაყენების შემთხვევაში, იგი სმენით არხთან ერთად, ვიზუალური არხის გამოყენების საშუალებასაც იძლევა. ასევე შესაძლებელია სკაიპით განხორციელებული კომუნიკაციის კომპიუტერში შენახვა.

საქართველოში მოღვაწე ექსპერტ-თეოლოგებთან ინტერვიუს ჩაწერა  მოხდა მათ სამუშაო გარემოში, პირისპირი ინტერვიუს  სახით. აღნიშნული სფეროს ექსპერტებმა დამხმრე საშაულებად გადმოგვცეს ტექსტური მასალები და სხვადსხვა ლიტერატურა.

კვლევის ფარგლებში შემდეგ საკვლევ ჯგუფს წარმოდგენს სასულიერო პირები, მათთან გასაუბრება მოხდა იმ ეკლესიების ეზოში სადაც მსახურობენ. შევარჩიეთ ოპტიმალური დრო , როდესაც არ მიმდინარეობდა ღვთისმსახურება ტაძარში და შესაბმისად სასულიერო პირებმა დრო დაგვითმეს აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ. მათი  შერჩევის არგუმენტის გასამყარებლად მოვახდინეთ მიზნობრივი შერჩევა, თეოლოგიური განათლების მიხედვით. ორივე სასულერო პირს გააჩნია სემინარია აკადემიის განათლება რაც ჩვენი კვლევის კითხვებს და ამოცანებს  ეხმიანება.

საკვლევი ჯგუფი

რესესპოდენტთა გამოკითხვა ჩატარდა სხვადასხვა საგანმანთლებლო ცენტრებში  პირისპირ ინტერვიუს მეთოდის სახით, რომელიც იძლევა მრავალმხრივ უფრო სანდო ინფორმაციას. ერთის მხრივ შერჩევის დიზაინის და კრიტერიუმების დაცვა უფრო ადვილია შესაბამისად კვლევის სანდოობის ხარისხი მაღალია. მეორეს მხრივ, პირისპირ ინტერვიუს დროს კომუნიკაცია ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის უფრო სრულფასოვანია.

კვლევის ინსტუმენტს წამოადგენს კითხვარი-გზამკვლევი (Guide).იხ დანართი

შერჩევა: რესპოდენტები შერჩეულ იქნენ  თოვლის გუნდის მეთოდით, თუმცა დაცული იქნა  შესაბამისი კრიტერიუმები. კვლევის მიზნიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, შერჩეულნი იყვნენ,   სხვდასხვა ასაკობრივი ჯგუფის  რესპონდენტები.

გეოგრაფიული ლოკაცია – თბილისი

მთავარი მიგნებები და შედეგები

სასულიერო სემინარია/აკადემიაში მისაღები გამოცდები

2013-2014 სასწავლო მისაღებ წლამდე სასულიერო სემინარია აკადემიაში სწავლის მსურველები მხოლოდ შიდა მისაღებ გამოცდებს აბარებდნენ.  წელს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც  საბაკალვრო პროგრამაზე _ სასულიერო სემინარიისა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ჩაბარების მსურველები _ შიდა ჩასაბარებელ გამოცდებთან ერთად  მონაწილეობას იღებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში და აბარებენ მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერეატურას.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოწოდებულია მოამზადოს საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისთვის საჭირო სასულიერო და სამეცნიეო კადრები.  თბილისის აკადემიისა და სემინარიის სტუდენტი შეიძლება გახდეს ეკლესიურად მცხოვრები მართლმდაიდებელი ქრისტიანი, რომლეიც წარმატებით ჩააბარებს მისაღებ გამოცდბეს.

დასაწყისითვის გვსურს განვმარტოთ სასულიერო სემინარიასა და სასულიერო აკადემიას შორის განსხვავება. სასულიერო აკადემია უფრო მაღალი საფეხურია, ვიდრე  სემინარია.  აკადემიაში ისწავლება სამაგისტრო პროგრამა, ხოლო სემინარიაში კი საბაკალავრო.  სემინარია/აკადემიაში სწავლობენ მხოლოდ მამრობითი სქესის წარომადგენლები თეოლოგიის პროგრამაზე.

თბილისის სასულიერო სემინარია/აკადემიასთან არებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტიში ისწავლება საბაკალავრო პროგრამა.  არ არის შეზღუდული სქესთა ბალანსი, ფაკულტეტებიც რამდენიმეა: კერძოდ  ქრისტიანული ფსიქოლოგია ; ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა ; ხატწერა;  დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია.

2013-2014 სასწავლო სწლისათვის მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  – ატესტატის მფლობელნი, ან მასთან გათანაბრებული პირები. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარდება მხოლოდ, ქართული ენა და ლიტერატურა. აბიტურიენტები

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2013-14 სასწავლო წლისათვის

ასევე აცხადებს მიღებას თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.

მაგისტრატურაში (აკადემიაში) მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან უმაღლესი

საერო და სასულიერო განათლების მქონე პირები (მხოლოდ მამაკაცები).

შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში: წმინდა წერილი (ზეპირი); ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი); საქართველოს ისტორია (ზეპირი); ქართული ენა და ლიტერატურა (წერა); უცხო ენა.

სასულიერო სემინარია/აკადემიაში ჩაბარების მოტივაციები:

კვლევის  შედეგების თანახმად, სტუდენტების მოტივაციები სამ კატეგორიად დავყავით, მათი მოქმედების ტიპებს კარგად შეესაბამება მაქს ვებერის სოციალური მოქმედების კლასიფიკაცია.

  • სასულიერო სემინარიაში ჩამბარებელთა მოტივაცია _ მიზან-რაციონაური
  • სასულიერო აკადემიაში ჩამბარებელთა მოტივაცია  _  ღირებულებით-რაციონალური
  • საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ჩაბარების მოტივაცია _  აფექტურ-ემოციური

ნათლად იკვეთება, რომ სასულიერო სემინარიის გამოკითხული რესპონდენტების ნაწილს ახასითებთ მიზან-რაციონალური მოქმედება, განსაზღვრული აქვთ მკაფიოდ თავიანთი მიზანი და სამომავლო გეგმები.

‘’სემინარიაში რომ ჩავაბარე დაახლოებით მქონდა ჩემი გადაწყვეტილება გაცნობიერებული, პირველი კურსის დასრულების შემდეგ კი ვიცი ზუსტი პასუხი კითხვაზე, რატომ სემინარია. მაინტერესებს ეს სფერო, მაინტერესებს ის კითხვები რაც მხოლოდ ბიბლიის კითხვით ვერ შევავსე’’ გიორგი 21 წლის

გამოკითხული რესპონდეტების მცირე ნაწილი სასულიერო სემინარიაში ჩაბარების ძირითად მიზეზს ვერ ასახელებს, რადგან ისინი თვლიან რომ სრულიად გაუაზრებლად აირჩიეს ეს სფერო სხვადასხვა მიზეზების გამო.

’’არც მაშინ მქონდა ზუსტი მიზეზი რატომ ვაბარებდი და ეს არც ეხლა მაქვს ჩამოყალიბებული, რავიცი სადმე ხომ უნდა მესწავლა…თუ რატომ სემინარია? აქ ცხოვრებას უკეთ ვისწავლი’’ნიკოლზი 22წლის

განსხვავებები შეიმჩნევა სასულიერო აკადემიის სტუდენტბში, მათ      რაციონალურად ჩამოყალიბებული  მიზანი აქვთ. ვებერისეულ კლასიფიკაცის მიხედვით, აღნიშნული სტუდენტების მოქმედების ტიპს კარგად აღწერს -ღირებულებითი რაციონალური მოქმედება, რომელიც დაფუძნებულია თვითკმარი ღირებულებების (რელიგიური, ეთიკური, ესთეტიკური) უპირობო რწმენაზე. ამოკითხული რესპონდეტების უმეტესობა უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა, ისინი სასულიერო აკადემიაზე არჩევნის შეჩერებას  მხოლოდ ორი გარემოებით ხსნის. უმეტესობას სურს მიიღოს სასულიერო განათლება და თეოლოგიური საკითხები შეისწავლოს  სიღრმისეულად, მიცრე ნაწილს  კი სამომავლოდ საკუთარი თავი სასულიერო პირად წამოუდგენია. ასეთი რციონალური მიზანები, ალბათ იმით აიხსნება რომ  არცერთი გამოკითხული რესპონდენტი არ იყო 27 წელზე ნაკლები ასაკის, მათ უკვე დამთავრებული ქონდათ სასულიერო სემინარია და მეტ- ნაკლებად ერკვეოდნენ არსებულ მდგომარეობაში.

‘’მე 29 წლის ვარ, პროფესიით ჟურნილისტი, მაგრამ 24 წლის ასაკში აღმოვაჩინე რომ სასულიერო სემინარიაში  სწავლა მსურდა, ჩავაბარე და როდესაც სემინარია დავამთავრე აკადემიაში ჩავირიცხე, რა თქმა უნდა მაქვს მიზანი, არჩევანი უკვე გავაკეთე და შედეგებისთვის ვიბრძვი, მსურს სასულიერო პირი გავხდე და ამისთვის ვიღებ განათლებას, ვფიქრობ დოქტორანტურაშიც გავაგრძელებ სწავლას.“ გიორგი 29 წლის

გამოკითხვისას აღმოჩნდა რომ, არსებობენ რესპოდენტები, რომლემაც მიატოვეს საერო სასწავლებლები და გადავიდნენ სასულიეროში. ამის მთავარ მიზეზად კი ასახელებენ სასულირო ცოდნის მეცნიერულად მიღების მოტივაციას.

„1-ელ კურსზე ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტში სწავლა მივატოვე და გადავედი სასულიერო სემინარიაში, ამის მთავარი მოტივაცია  გახლავთ სასულიერო სეავლებისამი ინტერესეი. ამაჟამად კი აკადემიაში ვსწავლობ. “ გიორგი 24 წლის

სულიერო სემინარია, აკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის  სტუდენტების უმეტესობას (ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტი) საერთოდ არ აქვთ ფორმულირებული თავიანთი მიზნები, არ  გააჩნიათ არგუმენტები თუ რატომ  აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება და არა სხვა. ძირითადად ამ სასწავლებელში აღინიშნება ჩაბარების მოტივაციის შემდეგი ფაქტორები:  მშობლის, მოძღვრის რჩევა აღნიშნულ სასწავლებელზე.  გადაწყვეტილება მიღებული იქნა ოჯახის ტრადიციებზე დაყრდნობით.

„ბავშვობიდან  მთელი ოჯახით დავდიოდით ეკლესიაში, სწორედ ეს იყო ერთ_ერთ ფაქტორი ჩამებარებინა საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. ამასთანავე სამეგობრო წრეც ამ ინსტიტუტში სწავლობდა და თეოლოგიაც მაინტერესებდა „ ნათია 21 წლის

საინტერესო კოლერაციები შეიძლება დავინახოთ ასევე სტუდენტებს შორის, ვინც თბილისში ცხოვრობს და მათ შორის ვინც რაიონიდანაა ჩამოსული. ისინი ვინც რაიონიდან სასწავლებლადაა ჩამოსული,  დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთნებიან,  არის ძირითადი მიზეზი თუ რატომ აირჩიეს სასულიერო განათლების მიღება. როგორც ყველას მოგეხსენებათ, აღნიშნულ სასწავლებელში სწავლა უფასოა. კვლევის შედგების  მიხედვით,  ჩაბარების მოტივაციებში იკვეთება სამი ძირითადი ასპექტი:

  • ფინანსური მხარე
  • სფეროსადმი ინტერესი
  • ალტერნატიული გზა

რესპონდეტები ღიად საუბრობენ იმ  შეღავათებზე, რომელსაც სასულიერო სემინარია/აკადმია სტუდენტებს სთავაზობს.

’’მე რაიონიდან ვარ ჩამოსული, ნამდვილად არ აქვს ჩემს მშობლებს იმის ფული რომ 2250 ლარი სწავლაში გადამიხადონ, თავი თვიდან თვემდე ძლივს გამაქვს, ძალიან მეხმარება უფასო სამგზავრო ბარათი, ხშირად კვებითაც სემინარიაში ვიკვებები, პრეტენზიები როგორ შეიძლება მქონდეს როდესაც სრულიად უფასოდ ვიღებ განათლებას, ხარისხი აქ მეორე ხარისხოვანია’’ ნათია 20 წლის .

გამოკითხული რესპონდეტების ძალიან მცირე ნაწილის წარმოადგენენ ის სტუდენტები, რომლეთაც თეოლოგიური განათლების მისაღებად სემიანრია/აკადემიაში ჩააბარეს. მათი აზრით, საქართველოში სხვა სასულიერო  სასწავლებელი არ არსებობს, შესაბამისად სასეავლებლის არჩევნის საშუალება არ ჰქონდათ.

‘’რადგან  მაინტერესებს თეოლოგია, უფრო სიღრმისეულად მსურს შევისწავლო ეს საკითხი, ამიტომ არჩევანი არც მქონია , სად თუ არა სასულიერო აკადემიაში ? არ აქვს სხვა სასწავლებლებს ეს სფერო განვითარებული.’’ ზაზა 25 წლის

საინტერესოა იმ სტუდენტების აზრი, ვისაც  საღვთისმეტყველო ინსტიტუტში  ჩაბარება, ასე ვთქვათ იძულების წესით და სრულიად გაუაზრებლად მოუწიათ.

’’ეროვნულ გამოცდებზე ჩავიჭერი, სწორედ მაგ ზფხულ ჩარიცხეს პატრიარქის კურთხევით ყველა ვისაც სურდა სწავლის გაგრძელბა საღვთისმეტყველო ინსტიტუტში , არ მიფიქრია ბევრი და არჩევანი მეც მანდ შევაჩერე.’’ნანა 22 წლის

‘’ეკონომიურზე ვაბარებდი ჯავახიშვილში, მაგრამ ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი ვერ გადავლახე, იმისთვის რომ ჯარში არ წავსულიყავი გადავწყვიტე აქ მესწავლა’’

გელა 21 წლის

რა ხდება დღეს

გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობა სწავლის ხარისხისადმი დამოკიდებულებას  ღიად არ აფიქსირებს, თუმცა ნაწილი აღნიშნავს რომ მათთვის მისაღებია  სწავლების ხარისხი.   ამ ფაქტს არგუმენტირებულად ვერ ადასტურებენ, რაც მათი პასუხების სანდოობაში ეჭვს  იწვევს.

‘’კმაყოფილი ვარ სწავლის ხარისხით, უკეთესი არ არის საქართველოში, კარგი პედაგოგოები გვყავს და საინტერესო საგნებს გვასწავლიან’’ ლაშა 21 წლის.

საღვთისმეტყველო  ინსტიტუტის სტუდენტების უმეტესობამ არჩევანი რელიგიათმცოდნოებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე იმიტომ შეაჩერეს, რომ მათი აზრით ორივე სფეროს ეუფლებიან. სასულიეროსფეროში  თუ არა , ფსიქოლოგად მაინც ეიმედებათ დასაქმება.

‘’საქართველოში ერთადერთია რელიგიათმცოდენობის და ფსიქლოგიის ფაკულტეტი, რითაც მე ვამაყობ, რელიგიის საკითხებსაც ვსწავლობ და ასევე ვეუფლები ფსიქოლოგიას, მომავალში ძალიან მინდა ვიმუშაო ფსიქოლოგად. ამიტომ ეს ფაკულტეტი ჩემითვის არის ზედგამოჭრილი, თან ამაში თანხას არ ვიხდი.’’ თინა 21 წლის

ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის დასაქმების პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია საქართველოში.  თუმცა საღვთისმეტყეველო ინსტიტუტის სტუდენტების ‘’ბედი’’  სრულიად გაურკვევლია.  წლევანდელ წლამდე  არ გააჩნდათ აკრედიტაცია.

‘’მე არ ვიცი ჩემი განათლება აკმაყოფილებს თუ არა სხვა უმალესი სასწავლებლების დონეს.მე მაქვს დაურწმუნებლობის განცდა, მსურს მგისტრატურაში სწვალის გაგრძელება, არვიცი რამდენად მომეცემა ამის შესაძლებლობა რადგნა აკრედიტერბული სასწავლებელი არ  მექნება დამთავრებული, საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრი ზედმეტია, იქ ისთი მოთხოვნებია   მე ვინ მიმიღებს.’’ ნინო 22 წლის

სამომავლო  პერსპექტივები

დასაქმების პერსპექტივის მიხედვით, სტუდენტები  საკუთარი თავს მოაზრებენ სკოლაში მასწავლებლად, ან ეკლესიებში

‘’ყველაზე დიდი დიდი ვიმუშაო სკოლაში ფსიქოლოგად, მაგრამ რადგან არაკრედიტირებული ყოფილა ესეც სადაო საკითხია, ამიტომ მითხრეს რომ შემიძლია მესანთლედ ვიმუშაო ეკელსიაში’’ მადონა/22 წლის

აღსანიშნავია, სტუდენტების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. მამრობითი სქესის წარმომადგენლების უმეტესობა ფიქრობს , რომ საღვთისმეტყველო  ინსტიტუტის სტუდენტი  გოგონების  შანსი გახდეს მღვდილის  მეუღლე უფრო დიდია , ვიდრე სხვა  კურსდამთავრებულის.ამ ფაქტს გამოკითხული რესპონდეტების უმრავლესობა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვმს.

‘’ ბევრი გოგო აქ სწავლობს იმიტომ, რომ გახდეს ფოფოდია, ანუ მღვდლის ცოლი.’’გიორგი 21 წლის .

გამოკითხული რესპონდენტების  მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს რაციონალურად ჩამოყალიბებული ინფორმაცია, თუ როგორ ხედავს  მომავალს.

‘’არ ვიცი ჩემი მომავალი როგორი იქნება, ღვთის წყალობით იმედია ყველაფერი კარგად ’’ გვანცა/21 წლის .

განსხვავებები შეიმჩნევა სასულიერო  აკადემიის სტუდენტების მოტივაციებს და დანარჩენი ორი სასწავლებლის სტუდენტების სამომავლო გეგმებს შორის. სასულიერო აკადმემიის სტუდენტებს მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული  თავიანთი მიზანი და მათი უმეტესობა  უახლოესი 5 წლის გეგმებსაც გვაცნობს.

‘‘ჩაბარებითანაცე განოიერებული მქონდა  თეოლოგიის არსი, ეხლა იმ ეტაპზე ვარ როდესაც ბაზისურ ცოდნას ვაგროვებ საქართვეოში, ვსწავლობ ენებს და ვაპირებ წასვლას საზღვარგარეთ . გერმანია ან საბერძნეთი, ალბათ უფრო გერმანია, ზუსტად ვიცი რომ აკადემური კუთხით წავალ ამ სფეროში’’სანდრო/23წლის

სასულიერო სემინარია/აკადემიის სტუდენტების ძალიან მცირე ნაწილს სურს გახდეს სასულიერო პირი, რაც ორი განსხვავებული ფაქტორით აიხსნება. პირველი_  შინაგანი მოწოდების,   და მეორე_ პრესტიჟის საფუძველზე.

’მინდა რომ გავხდე სასულიერო პირი თან ამის დიდი შანსიც მაქვს, რადგან ბიძაჩემი არის მღვდელი. მღვდლობა პირველ რიგში იმიტომ მინდა, რომ ღვთის და ხალხის სამსახურში ვიყო, თან ესეც ერთგავრი პროფესია და საკმაოდ დაფასებული’’ ლევანი/22წლის

სტუდენტების  ინტერესი სასულიერო განათლებაზე დახარჯული თანხის მიმართ

კითხვაზე აკმაოყოფილებს თუ არა სასწავლებელი სწავლის ელემენტარულ პირობებს რესპოდენტების  ნაწილი ღიად არ ასახელებდა თავის პოზიციას, ნაწილმა კი ,დააფიქსირეს  უკმაყოფილების მაღალი ხარისხის დონე:

„სად მიდის ამდენი ფული როდესაც ვსწავლობთ დანგრეულ შენობაში,ახალ შენობას მეცხრე საავადმოყოს ადგიზლე უკვე აშენებენ 3 წელია, არადა არ გადავედით, არც სარემონტო სამუშაოები სრულდება. აუდიტორიები მოუწესრიგებელია, არც კომპიუტერები გვაქვს, არც ქსეროქსი დგას, ბიბლიოთეკაზე ხომ ზედმეტია საუბარი… სად მიდის ამდენი ფული ალბათ ლექტორების ჯიბეში და ჩვენი საყვარელი რექტორის ჯიბეში. არამგონია ამაზე ინფორმაცია ჰქონდეს საპატრიარქოს, თორემ ის აუცილებლად გამოიკვლევდა ამ ფაქტს და აუცილებლად მიიღებდა ზომებს. არ ვჩუმდები  და ამ ხარჯებზე ხმას ვიღებ! რატომ გავჩუმდე, რადგანაც მამაომ მომცა კურთხევა რო გავჩმდე?!  არა, ამაზე არ გავჩუმები! ჯერ ამდენი წელი გვატყუებდნენ არააკრედიტებული ყოფილა’’ თეკლა 22 წლის

თუმცა, იყო განსხვავებული მოსაზრებებიც:

“უფასოდ სწავლობ და რა შენ აკრედიტაციაც გინდა? აბა რომელ სხვა უნივერსიტეტში ისწავლიდი უფასოდ? ივლდი საპატრიარქოს შენობაში, შეჭამ იქაურ ბუფეტში და საერთოდ იცხოვრებ იქ!“ ნანა21 წლის

სტუდენტების მოლოდინი ახალ სასწავლო შენობაზე

თბილისის სასულიერო სემინარია/აკადემიის და მასთან არებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტები  ახალ სასწავლო შენობაზე იმედგაცრუებულ  მოლოდინს გამოიხატავენ.  ჩარიცხვის დღიდან ელიან ახალ შენობაში გადასვლას, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა ყოველგვარი სასწავლო ინვენტარით.

” შენობის არქონის გამო რამდენიმე ცვლაში ვართ, ძალიან პატარა აუდიტორიებია ვერ ვეტევით, ეხლა ველოდებით  მე-9 საავადმყოფოს შენობაში გადასვლს, სექტემბერში უნა ყოფილიყო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. შენობა გასარემონტებელია და  იმედია ოდესმე იქნება ეს პრობლემა მოგვარებული’’ნიკა 20 წლის

გამოიკვეთა კრიტიკულად განწყობილი რესპოდენტებიც, რომელებმაც მაღალი ემოციურობის ფონზე დააფიქსირეს პოზიცია:

„ განათლება კი მივიღე და მე ამის კმაყოფილი ვარ. მე მინდა რომ უნივერსიტეტს გააჩნდეს ელემენტარული პირობები. მე არ მაქვს  5 – 6 ლარი,  რომ ყოველდღიურად ქსეროქსი გავაკეთო. კომპიუტერების ოთახი რომ გვქონდეს ვივლიდი და ვიმეცადინებდი, მაგრამ არ გვაქვს! წარმოიდგინე ეხლა , გლდანში ვცხოვრობ და რამდენი დრო, ენერგია და ფინანსები უნდა დავხარჯო, რომ ჯერ აქ მოვიდე შემდეგ საპატრიარქოში წავიდე. უნივერსიტეტს უნდა გააჩნდეს სწავლის ელემენტარული პირობები!!’’ნინო/21წ.

სასწავლებლის აკრედიტაციის შესახებ

საქართველოს მეცნიერებათა და განათლების სამინისტროს მონაცემების მიხედვით სასულიერო სემინარია/აკადემიას ოფიციალურად მინიჭებული აქვს აკრედიტაციის ხარისხი. შესაბამისად სასწავლებლის სტუდენტებს შეუძლიათ სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში.  ოფიციალურად არ არის გამოქვეყნებული ინფომაცია საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის აკრედიტაციის შესახებ. თუმცაღა, არსებობს მაგისტრატურაზე ჩაბარების იმ სტუდენტების სია რომლებიც 2013 წელს გადის ეროვნულ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე.

აქვე ღვნიშნავ რომ 2013 წლამდე საღვთისმეტყველო ისტიტუტს არ ჰქონია გავლილი აკრედიტაცია. ერთ-ერთი  რესპოდენტი აღნიშნავს:

„ძალიან საინტერესო ფაკულტეტზე ვსწავლობ, კონკრეტულად კი ფსიქოლოგიამ დამაინტერესა. მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა მაგისტრატურაზე, მაგრამ უცხოეთში სწავლის გაგრძელებაზეც კი ზედმეტია საუბარი საუბარი ამისთვის ინსტიტუტმა უნდა გაიაროს აკრედიტაცია. როგორც ვიცი სემინარია-აკადემიამ გაიარა და რა უცნაურია, ბარემ ამ „არსებულსაც გაევლო.. თუ არადა მე ვგრძნობ კონსპექტური დონის ცოდნას, რომეზეც გაჩერევა ჩემი შინაგანი რესურსების დაბლოკვას გამოიწვევს და მუდმივად დამტანჯავს შეგრძნება რომ რაღაც დავაკკელი და თუკი ეს სფერი ჩემი არ არის შესაბამის გარემოში სწავლა მიმახვედრებდა რომ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობა და გავაგრძელებდი ძიებას. იუმორით აღვნიშნავ რომ უამრავი საგნიდან ვიცი ცოტ-ცოტა ყველაფერზე.“ ნინო 21 წლის

კვლევის შფასება და მეთოდოლოგიური რეკომენდაციები და შენიშვნები

მკველვარები, რომელბიც   დაინტერესდებიან და მომავალში დააპირებენამ თემის კვლევას ისევ და ისევ გვსურს შევახსენოთ ის ხელისშემშლელი ფაქტოები, რისი გათვალისიწნებაც ჩევნი კვლევის დროს არ/ვერ მოხერხდა რიგი მიზეზების გამო. რაც შეეხება კონკრეტულად კველვის მეთოდოლოგიის, თვისებრივი მეთოდის ტექნიკებმა კარგად იმუშავა ,მივიჩნევთ რომ სიღრმისეული ინფორმაცია მოვიპოვეთ საკვლევი საკითხის შესახებ. რესპოდენტების შერჩევასთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე რჩევა, პირევლი _  რეპოსნდენტები თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს შერჩეული სასულიერო სემინარია, აკადემია და საღვთისმეტყველო ინსტიტუტიდან (ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან ბევრი სტუდენტეისგან უარი მივიღეთ, ბოლო დროს განვვითარებული მოვლენების გამო ) ბალანსისი დაცვა ჩვენი აზრით აუცილებელია რადგან ძირითადი მიგნენები და კოლერეციები უფრო თვალსაჩინოდ გამოიკვეთოს. ასევე ძალიან საინტერესო იქნება თუ ჩატარდება რამდენიმე ფოკუს-ჯგუფი სადაც სხვადასხვა იდენტობის მქონე სტდუენტები იქნებიან მოწვეულნი.

ჩვენი ველის დაგეგმის პერიოდში  ვერ გმოხდა მნიშვნელოვანი იმ ფაქტის გათვალისწინება რომ სტდუდენტების აკდემიური კალენდარი გაწერილი იყო შემდეგნაირად. მათ აღდგომის დღესასწაულზე 2კვირიანი დასვნება ჰქონდათ, ამ დროს რეპოდენტების ძირითადი ნაწილი ტოვება თბილისს და  მიდოდა რაიონებში, ხოლო მაისის ბოლო კვირას კი უკვე გამოცდები დაეწყოთ. ამ  ფაქტმა ასევე ხელი შეგვიშალა სტუდენტების მობილიზაციაში.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხელისშემშლელი ფაქტორების გათვალისიწინებით ველის ჩატარების პროცესი ძალიან გართულდა. მომავალ მკვლევაებს გვსურს ვურჩიოთ ეს მიზერული დამაბრკოლებელი პირობები აუცილებად წინასწარ გაწერონ დეტალურ.

დასკვნა

დასავლური სასულიერო განათლების მქონე ექსპერტების შეფასება საქართველოში სასულიერო განათლების მიღებასთან დაკავშირებით უფრო კრიტიკულია , ვიდრე საქართველოში მცხოვრები ექსპერტ თეოლოგების. თითქმის ყველა საზოგადოებრივი პრობლემის ინტერპრეტირება თეოლოგიური თვალსაწიერიდან  ხდება, სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  სასულიერო განათლების ხარისხის ამაღლება.

ექსპერტები შეშფოთებას გამოხატავენ, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სასულიერო პირის ხელდასხმის აუცილებელი პირობა არ წარმოადგენს საქართველოში თეოლოგიური განათლების მიღებას.  სტუდენტების  აზრით, სასულიერო პირად გახდომისათვის არ არის აუცილებელი წინაპირობა სასულიერო განათლების დაეუფლება. ამ არგუმენტის გასამყარებლად  სასულიერო პირის დასახასიათებლად ისეთი თვისებები მოჰყავთ, როგორიცაა ჰუმანურობა და სიმშვიდე.  მიაჩნიათ, რომ სფეროში არაინფორმირებულობის ფონზეც შეუძლიათ გახდნენ სასულიერო პირები. აღნიშნული ფაქტი გაუმართლებელია, რაც სტუდენტების მოტივაციის დონეს აფერხებს .

სასულიერო პირების დამოკიდებულება ამბივალენტურია საკვლევს საკითხთან დაკავშიებით, მიაჩნიათ, რომ აღნიშნული განათლება არ უნდა იყოს ნიშა, გახდე სასულიერო პირი. თუმცაღა მისასლმებელია, როდესაც სასულიერო პირს სემინარია და აკადემია აქვს დამთავრებული.

კვლევის ჰიპთეზა გამართლებულია, სოციალური ფაქტორები მართლაც ახდენს გავლენას სტუდენტების არჩევანზე მიიღონ სასულიერო განათლება. სტუდენტების უმრავლესობა, არ ისწავლიდა ამ კონკრეტულ სასწავლებელში, რომ არა მისი „მომხბლავი“ პირობები.

ბიბლიოგრაფია და წყაროები:

v  სანდრო ვარდოსანიძე;  თბილისის სასულიერო სემინარია/აკადემია თბილის 2009 წელი

  1. 1. http://tsas.ge/ უკანასკნელად იქნება გადამოწმებული  4.07.2013 წელი
  2. http://church.ge/index.php?showtopic=9528 უკანასკნელად გადამოწმებული იქნა 30.06.2013 წელი
  3. 3. http://www.azrebi.ge/index.php?pid=1456 –‘’სასულიერო სემინარია, პროტესტი, „მართლმადიდებლური სექტანტობა“ და ქრისტიანული ღირებულებები’’ -უკანასკნელად გადამოწმებული იქნება 2.06.2013 წელი
  4. 4. http://sovlab.ge/node/362 -სასულიერო სემინარიის შესახებ- უკანასკნელად გადამოწმებული იქნა 24.06.2013 წელი
  5. 5. http://transparency.ge –მოკლე მიმოხილვა საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ-უკანასკნელად გადამოწმებული იქნა 3.07.2013 წელი
  6. 6. http://netgazeti.ge -თეოლოგიის დასასრული საქართველოში-უკანასკნეად გადამოწმებული იქნა 4.07.2013 წელი
  7. 7. http://theologymg.wordpress.com/ უკანასკნელად გადამოწმებული იქნა  4.07.2013 წელი
  8. http://ocindale.blogspot.com/2012/01/blog-post_15.html უკანასკნელად გადამოწმებული იქნა 4.07.2013 წელი
  9. 9. http://www.patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=743 უკანასკნელად იქნება გადამოწმებული  4.07.2013 წელი

10.  http://www.nplg.gov.ge უკანასკნელად გადამოწმებული იქნა 2.07.2013 წელი

11.  http://yvelaperi2010.blogspot.com/2010/08/blog-post.html უკანასკნელად გადამოწმებული იქნა  4.07.2013 წელი

12. http://www.patriarchate.ge უკანასკნელად  გადამოწმებული იქნა 1.07.2013 წელი

13. http://www.mes.gov.ge/content.php?id=1855 აკრედიტირებულ სასწავლებელთა სია უკანასკნელად გადამოწმებული იქნა2.07.2013

14. http://netgazeti.ge/GE/105/opinion/15910/ უკანასკნელად გადამოწმებული იქნა5.07.2013

15. http://www.geotimes.ge/index.php/css/?m=home&newsid=10683 უკანასკნელად გადამოწმებული იქნა2.07.2013

16. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2-civil2-01-1–0-10-0–0-0—0prompt-10–..-4—-4—0-0l–11-ru-10—10-ka-50–00-3-help-00-0-00-11-1-1utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=CL1.16.4&d=HASH26ad1b542a613ff010d6a1.2 _უკანასკნელად გადამოწმებული იქნა2.07.2013

დანართი 1. კვლევის ინსტრუმენტი

გაიდი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების  მიერ ტარდება კვლევა, რომლის მიზანია აღიწეროს  სასულიერო სემნარიის სტუდენტბის ის რიგი მიზეზები, მოლოდინები და შეფასებები  თუ რატომ აირჩია ეს სფერო და კონკრეტული სასწავლებელი.

ამ სფეროში კვლევა ამ კუთხით  არ ჩატარებულა.. თქევნი შეხედულებები და მოსაზრებები იქნება მნიშვნელოვანი   საზოგადოებაში მართებული აზრის ჩამოსაყალიბებლად.ზოგადად საინტერესოა  თქვენი პრობლემების და მოსაზრებიებს თქვენეული ხედვა, პრობლემის დასმა და რეკომენდაციების შემუშავება პრობლემის მოსაგვარებლად.

კვლევაში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია, შეგიძლიათ რომელიმე კითხვას არ უპასუხოთ თქვენი სურვილისამებრ….

სტუდენტების კითხვარის ბლოკი:

1.რომელ კურსზე სწავლობთ?

2.რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?

3. რამდენი წლის იყავით როდესაც ჩააბარეთ?

4.რამ განაპირობა თქვნი პროფესიის  არჩევანი?

5.მიიღო თუ არა ვინმემ მონაწილეობა თქვნი პროფესიის არჩევაში და თუ კი ვინ იყო ეს პირობვენება?

6.ჩარევა იყო რა სახის? ეს იყო თხოვნა, რჩევა,თუ მოთხოვნა?

7.მოახდინა თუ არა პროფესიის არჩევანზე ოჯახმა ზეგავლენა?(ემოციები, გრძნობები, დამოკიდებულებები)

8.შეგიძლიათ გაიხსენთ როდის მიიღეთ გადაწყვეტილება, პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით?

9.რა ასაკში მიიღეთ ეს გადაწყვეტიელბა?

10.სანამ საბოლოოდ ჩამყალიდებდბდოიდით  ალბათ, გქონდათ შერჩეული პროფესიის რამოდენიმე ვარიანტი,  იქნებ გაიხსენეთ რა ვარიანტები იყო ….

11.რით მოგწონდათ თვითოეული მათგანი, რატომ უარყავით  თითოეული მათგანი.

12.ეხლა რომ წარმოიდგინოთ, რომელ პროფესიიაზე იგრძნობდით უკეთ თავს?

13.სად ჩააბარებდით სხვაგან , რომ არა სემინარია/აკადემია?

14.სასულიერო სემინარიაში ჩაბარება მხოლოდ სასულიერო ცოდნის მისაღებად გადაწყვიტეთ, თუ იყო აქ რაიმე სხვა დაინტერესება? თუ კი როგორი?

15.როდესაც აბარებდით სასულიერო სემინარიაში რა იყო თქვენთვის მიმზიდველი?

16.გთხოვთ ჩამოთვალოთ, ყველა ის ფაქტორი რამაც ზეგავლენა მოახდინა თქვენს არჩევანზე….

17.განვიხილოთ თითოეული მათგანი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით…..

18.ფინანსურ  ფაქტორზე რას იტყვით ….?

19.თუ იყო ის ფაქტორი მნიშვნელოვანი, რომ სწავლა არის უფასო? რატომ?

20.სოციალური  გარემოს უზრუნველყოფის გამო……?

21.გთხოვთ გაიხსენოთ თქვენი არჩევანზე ხომ არ იქონია გავლენა ვინმეს რჩევამ? მაგალითად მეგობრის?მშობლის? ნათესავის ?მოძღვრის?

22.სასულიერო პირების რჩევა-დარგიბამ?

23.უზრუნველყოფილი არიან თუ არა თქვენი მეგობრები ფინანსური მხარდაჭერით?

24.თუ კი ვისგან არიან უზრუნველყოფილნი?

25.თუ არა რატომ არ ეძებენ ალტერნატიულ გზებს?

26.რა არის იმის მიზეზი, რომ დამოკიდებუნი არიან მშობლებზე/ნათესავებზე…?

27.გთხოვთ მოგვიყვეთ, უშუალოდ თქვენთ  შემთხვევაში ვინ უგზრუნველგყოფთ ფინანსურად?

28.რატომ ხართ დამოკიდებული მშობლებზე და არ იძიებ ალტერნატიულ გზებს?

29.გაქვთ თუ არა რაიმე ფინანსური შეღავათები და პრივილიეგიები უნივერიტეტიდან?

30.თუ კი რა სახის?

31.გარადა ამის რა სახის მხარდაჭერას იღებთ უნივერსიტეტიდან?

სოციალური გარემოს აღწერა  სემინარია/აკადემია

ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეფასება ხდება სხვადასხვა ინდიკატორების გათვალისწინებით. თქვენ თუ შეგვიძლიათ აგვიღწეროთ ეს პროცესი.როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი სასულიერო სემინარიაში/აკადემიაში?

გთხოვთ  მოვიყვეთ, როგორია  ერთ სასწავლო დღე სემინარიაში………………

32.როგორ იწყება თქვენი დილა სასულიერო სემინარიაში?

33.როგორია შეფასების სისტემა სასულიერო სემინარიაში/აკადემიაში?

34. დღის რა მონაკვეთს ატარებთ სასულიერო სემინარიაში/აკადემიაში?

35.რამდენად ხშირად სარგებლობთ ბიბლიოთეკით?

36. თუ ეცნობით დამატებით ლიტერატურას და რა სიხშირით?

37.თუ იმართება დისკუსიები/კონფერენციები და იღებთ თუ არა მონაწილეობას?

38. თუ გაქვთ კომპიუტერული დარბაზი?

39.რა სიხშირით იყენეთ კომპიუტერებს?

40. ძირითადად რა სახის ინფორმაციას იძიებთ ინტერნეტის საშუალებით?

საზოგადოების ინტეგრაცია/ჩართულობა

1.თქვენი აზრით, ნიშნავს თუ არა აკადემიაში ჩაბარება საზოგადოებაში ნაკლებ ინტეგრირებას?

2.თუ კი რაში ვლინდება ეს ?

3.არიან თუ არა ეს სტუდენტები ნაკლებად ჩართულნი სოციალურ პროცესებში?

ახლანდელი რწმენა-წარმოდგნები:

  1. რას აკეთებთ თავისუფალ დროს ?
  • როგორ ერთობიან თქვენი მეგობრები?
  • რასთან ასოცირდება თქვენთვის გართობა?
  • გაიხსენეთ  ის ადგილები  სადაც თავისუფალ დროს ატარებთ?
  1. თქვენთვის დასაშვებია პირადი ურთიერთობების ქონა ამ ეტაპზე?
  • თუ კი , მაშინ პირადი ურთიერთობები სწავლათან მიმართებაში ჰარმონიულია თუ გაბრკოლებთ?
  1. კვირაობით როდესაც ეკლესიაში წირვაზე დავდივართ ხშირად შევსწრებივარ ფაქტს რომ ადამიენბს აცვიათ  არაშესაფერისად, რაც საზოგადებისგან ხდება კრიტიკის საგანი. თქვენ რას ფიქრობთ ამ ფაქტზე?

4.როგორია თქვენი ხედვა, სხვა მრწამსის ადამიანი უნდა შედიოდეს თუ არა  მართლამიდედებელ ეკლესიაში?

5.გარდა ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითისა, რა სოციალურად „შეუსაბამო“  ფაქტს გაიხსენებდით?

ყველა ადამიანს, რომელიც ირჩვს საგანმანათლებლო დაწესებულებას და პროფესიას ნაწილობრივ მაინც აქვს  მოლოდინები, რომლებიც ან მართლდება ან არა… ვისაუბროთ თქვენს მოლოდინებზე, რა იყო სანამ მიიღებდით გადაწყვეტილებას, რა სიტუაციაა ეხლა და რის შეცვლას ისურვებდით?

მომავალი >>  მოლოდინები:

1. გაიხსენეთ ის მოლოდინები, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაბარებმდე გქონდათ? რამდენად გამართდა ან არა ისინი?

2.წარმოიდგინეთ რომ აბარებთ უნივერსიტეტში, რას პროფესიას აირჩევდით? დააკონკრეტეთ, რატომ?

3.რომ არ სწავლობდეთ სასულიერო აკადემიაში , სად ისწავლიდით? რატომ მანდამაინც სასულიერო აკადემია?

4.რამოდენიმე კითხვის წინ მესაუბრეთ მოლოდინებზე, თქვენი აზრით შეეფერება თუ არა სასულიერო სემინარიის სწავლის ხარისხი თქვენს მოთხოვნილებებს?

5.რას შეცვლიდით სწავლის ხარისხის/ტექნიკური აღჭურვილობის/აკადემიური პერსონალის/ან რაიმე მიზეზის/ გასაუმჯობესებლად.

6. თუ ეცნობით დამატებით ლიტერატურას და რა სიხშირით?

  • ეს საუნივერსიტეტო მასალით არის გათვალისწინებული თუ თქვენი პირადი ინტერესის ხარჯზე.

7.როგორ მიმდინარეობს სწავლის პროცესი…

  • აღმიწერეთ სალექციო-სასემინარო საათი. იმართება თუ არა დისკუსიები. იყენებთ თუ არა კომპიუტერს/ინტერნეტ მასალას?

8. ისურვებდით თუ არა სწავლას რომელიმე სასულიერო სემინარიაში/სასულიერო სასწავლებელში? რომელი ქვეყნის სასწავლებელს გაიხსენებდით ?

9.გაქვთ თუ არა ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელიმე ქვეყნის სასულიერო სემინარიებზე/სასულიერო სასწავლებლებზე  .

  • თუ კი რატომ? რა უპირატესობები აქვს თქვენი აზრით იქ სწავლას
  • თუ არა რატომ? ხომ არ არის ენის  არცოდნის ბარიერი?

10.როგო ფიქრობთ, გაქნსხვავდება თუ არა საქართველოში და რომელიმე სხვა(რომელიც უკვე ჩამოთვალა) ქვეყნის სასულიერო სემინარიაში სწავლის ხარისხი? თუ არა რატომ

11.სემინარიის დამთავრების შემდეგ როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება რა როლი უჭირავს  თქვენს პროფესიას  მომავალ გეგმებში?

  • დაახლოებით 3-5 წლის შემდეგ როგორ და სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი
  • 15 წლის შემდეგ, დაახლოებით 35 წლის ასაკში როგორ ხედავთ საკუთარ მომავალს. რა იქნება თქვენი საქმიანობა?

სასულიერო პირის კითხვარის  ბლოკი:

  1. როგორ დაახასიათებდით სასულიერო სემინარიას?
  2. თქვენი აზრით, რამდენად ხარისხიან განათლებას იღებენ სასულიერო სემინარიის სტუდენტები?  რაში გამოიხატება ეს ?
  3. როგორ შეაფასებდით სტუდენტების კამყოფილებას/უკმაყოფილების დონეს?
  4. შეესაბამება თუ არა სასწავლებლის ხარისხი, სტუდენტების და მოთხოვნილებას?
  • არსებული პირობების  გასაუმჯობესებლად რა არის საჭირო?
  • დამატებით უნდა ისწავლებოდეს თუ არა საგანი/კურსი? თუ კი რომელი?
  1. როგორ ფიქრობთ ჰარმონიაშია თუ არა, სწავლებისა და აკადემიური პერსონალის ხარისხი?
  2. როგორია თქვენი აკადემირუი ხარისხი, რა კურსს კითხულობთ?
  3. რას ფიქრობთ სტუდენტების არჩევანზე _ გახდნენ სასულიერო სემინარიის სტუდენტები,  არის ნამდვილად პირადი მოწოდება თუ მატერიალური ფაქტორით დაინტერესება?
  4. მოდით, ჩვენი საუბარი ეკლესიის კუთხით განვიხილოთ, მაგალიად რას ნიშნავს ეკლესიისთვის შეუფერებლად ჩაცმული ადამიანი?
  • თქვენი აზრით, ეკლესიაში  შეუფერებლად  ჩაცმული  არ უნდა შედიოდეს ეკელსიაში   მრევლი?
  • ამის საწინააღმდეგოდ არის თუ არა  რაიმე მექანიზმი?
  1. და რას ფიქრობთ,  სხვა მრწამსის ადამიანზე , რომელიც შედის ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში? დასაშვებია თუ არა ეს ფაქტი?
  • თქვენი ხედვა როგორია სხვა მრწამსის ადაიანზე, რომელიც შეუფერებლად ჩაცმული შედის მართლმადიდებლურ ეკლესიაში? (დასათვალიერებლად, კულტურის გასაცნობად)

დიდი მადლობა!

დანართი 2. კვლევის პრეზენტაცია

კვლევის პრეზენტაცია _ ონლაინ ლინკი:

http://prezi.com/jvvqvmstweor/present/?auth_key=n6xf66t&follow=ctl-ysd5gjr3&kw=present-jvvqvmstweor&rc=ref-46275387

გამოსაწერი ლინკი:

http://allshares.ge/download.php?id=63959B0995