ბრემ სტოკერის დრაკულა როგორც ჰანიბალის თავდაპირველი ამბავი
ჰანიბალ ლექტერი არის თომას ჰარისის წიგნების: ჰანიბალი, კრავთა დუმილი, წითელი დრაკონი – მთავარი პერსონაჟი. თომას ჰარისისა და ბრემ სტოკერის პერსონაჟს, დრაკულას, შორის არის მკრთალი, მაგრამ საკმაოდ გამოკვეთილი მსგავსებები. ამ ნაშრომის მიზანია: ეს მსგავსება გადმოიტანოს წინა პლანზე, დააკავშიროს ეს პერსონაჟები(და, ზოგადად, ტექსტები) და მკითხველს ახალი კუთხით დაანახოს ორი ფანტასტიკური სამყარო.
უწინარესად, უნდა გამოიკვეთოს მთავარი მსგავსებები მოცემულ ტექსტებს შორის – ინსტინქტები, რომელთა საშუალებითაც მიიღწევა მძაფრი სიუჟეტი და იქმნება დამაჯერებელი ანტაგონისტის(უმეტესწილად ბოროტმოქმედის) სახე: თავდასხმა და გაქცევა (ლათ. Crimen) – საკუთარი ან სხვა ჯიშის მტრებთან კონფლიქტის შედეგად; გამოკვება (ლათ. Fructus) – საკვების მოპოვება და მემკვიდრეობის აღზრდა; გამრავლება (ლათ. Sexus) – მიმზიდველი პარტნიორის შერჩევა(კოხი 1993,