გერმანულენოვანი მხატვრული ლიტერატურის ქართული თარგმანები
ლიტერატურული თარგმანი ლიტერატურის კულტურათშორისი რეცეფციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმაა, რადგან თარგმნის შედეგად უცხოენოვანი ლიტერატურული ტექსტები ხელმისაწვდომი ხდება არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც. იმის მიხედვით, რა ითარგმნება, შეგვიძლია გავარკვიოთ კულტურათშორისი ურთიერთობების სიღრმე და ინტენსივობა, ვიმსჯელოთ უცხო ქვეყნის ლიტერატურის ადგილობრივ რეცეფციაში არსებული პრობლემებისა და მიღწევების შესახებ. უცხოური ლიტერატურის რეცეფციის შესწავლის საწინდარი კი უცხო ენიდან თარგმნილი ლიტერატურის ბიბლიოგრაფიის არსებობაა. ერთადერთი ბიბლიოგრაფია, შედგენილი ლალი ქეცბა-ხუნდაძის მიერ, მოიცავს 1852-2002 წლებს. უკანასკნელ ათწლეულებში განხორციელებული თარგმანების ამსახველი ნარკვევი არ მოიპოვება.
წინამდებარე საბაკალავრო ნაშრომის მიზანია გერმანულენოვანი მხატვრული ლიტერატურის 2003-2013 წლებში შესრულებული ქართული თარგმანების ბიბლიოგრაფიის შედგენა, ამის საფუძველზე, გერმანულენოვანი ლიტერატურის ქართული რეცეფციის თავისებურებების აღწერა-შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
წინამდებარე ნაშრომით გათვალისწინებულია ყველა იმ გერმანულენოვანი ნაწარმოების მოძიება, თავმოყრა და სისტემატიზაცია, რომლებიც ითარგმნა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და გამოიცა დამოუკიდებელ წიგნად, კრებულში ან პერიოდულ გამოცემებში (ლიტერატურულ ჟურნალებსა და ჟურნალ-გაზეთების ლიტერატურულ რუბრიკებში). ამისთვის გამოვიყენებთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სხვა ბიბლიოთეკების კატალოგებში მოძიებულ მონაცემებს, უკანასკნელ ათწლეულში გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებსა და გამომცემლობების კატალოგებს. ბიბლიოგრაფიაში შეტანილი იქნება ინფორმაცია არა მხოლოდ ორიგინალის ენიდან არამედ სხვა ენებიდან შესრულებული თარგმანების შესახებაც.
განხორციელებული კვლევის შედეგად დაინტერესებული მკითხველებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ცნობები საქართველოში გამოქვეყნებული გერმანულენოვანი ლიტერატურის ქართული თაგმანების შესახებ. ასევე მიგვაჩნია, რომ ბიბლიოგრაფია გამოსადეგი იქნება საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების გერმანისტი სტუდენტებისა და ლექტორებისათვისაც, და მათთვის, ვინც დაინტერესებულია გერმანულენოვანი ლიტერატურით.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ნაშრომში გამოიყოს ექვსი თავი.
პირველი თავი დაეთმობა კვლევის თეორიულ ჩარჩოს – რეცეფციის ისტორიის ძირითადი კატეგორიებისა და მიდგომების მიმოხილვას.
ნაშრომის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე თავებში წარმოდგენილი იქნება ბიბლიოგრაფია. ამ უკანასკნელში მონაცემები გერმანულენოვანი ლიტერატურული ტექსტების თარგმანების შესახებ რამდენიმე პრინციპის მიხედვით იქნება დალაგებული, სახელდობრ: ბიბლიოგრაფიის პირველ ნაწილში მოცემული იქნება ცალკეულ წიგნებად გამოქვეყნებული გერმანულენოვანი ლიტერატურული ტექსტების თარგმანების ნუსხა, დალაგებული ავტორთა გვარების მიხედვით. ქართულ ენაზე მივუთითებთ ტექსტის სათაურსა და ჟანრს (რომანი, ნოველა, მოთხრობა, ლექსი, ზღაპარი), მთარგმნელის სახელსა და გვარს, წიგნის გამოცემის ადგილს, გამომცემლის დასახელებასა და თარიღს. ბიბლიოგრაფიის მომდევნო ნაწილებში წარმოდგენილი იქნება არამხატვრული ლიტერატურის ქართული თარგმანების ჩამონათვალი, ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული გერმანულენოვანი მხატვრული ლიტერატურის ქართული თარგმანებისა (ჟურნალების გამოცემის ნომრებითა და თარიღებით) და გერმანული ლიტერატურის ისტორიასა და კრიტიკასთან დაკავშირებული ქართული გამოცემების ჩამონათვალი.
ნაშრომის ბოლო თავში კი ვეცდებით, შევაფასოთ შეგროვებული მონაცემები და მათი განზოგადების გზით გავარკვიოთ გერმანულენოვანი ლიტერატურის ქართული თარგმანის რეცეფციის თავისებურებები უკანასკნელი ათლწეულის განმავლობაში.
დასკვნაში შევაფასებთ გერმანულ-ქართული ლიტერატურული თარგმანის აქტუალურ მდგომარეობას და შევიმუშავებთ რეკომენდაციებს მომავალ თარგმანებთან დაკავშირებით.
- ლიტერატურული თარგმანი როგორც ლიტერატურის რეცეფციის კულტურათშორისი ფორმა
ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევის ყურადღების ცენტრში ათწლეულების მანძილზე მოქცეული იყო მხოლოდ ავტორი და ტექსტი. თუმცა კომუნიკაციურ კონტექსტში (ავტორი – ტექსტი – მკითხველი), რომელშიც მოქცეულია ლიტერატურული ტექსტები, მკითხველსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამ დაკვირვების შედეგად ლიტერატურათმცოდნეობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, სახელდობრ, წარმოიქმნა რეცეფციის თეორია.
რეცეფციის თეორია არის კრებითი სახელი ყველა იმ კვლევითი მიდგომისა, რომლებიც ემსახურება ლიტერატურულ ტექსტსა და მკითხველს შორის არსებული ურთიერთმიმართების შესწავლას. რეცეფციის თეორიამა და კვლევამ გავლენა მოახდინა ნაწარმოების ცნებასა და ინტერპრეტაციის გაგებაზე. მკითხველისა და კითხვის პროცესის მიმართ დაინტერესება ავსებს და გარდაქმნის ლიტერატურათმცოდნეობის ტრადიციულ სფეროს, რეცეფციის თეორიის იმპულსები დღეს უკვე სხვა, უფრო ახალ მიდგომებშიც გვხვდება როგორც ბუნებრივად ინტეგრირებული კომპონენტი, მაგრამ 1967 წელს, როდესაც ეს თეორია იქმნებოდა, ეს იყო ერთგვარი გამოწვევა.
რეცეფციის თეორიაში გამოიყოფა ორი მიმართულება: რეცეფციის ესთეტიკა და რეცეფციის ისტორია. რეცეფციის ესთეტიკა იკვლევს ლიტერატურულ ტექსტებში იმპლიციტური მკითხველის როლს, ე.ი. იმ სტრუქტურებს, რომლებიც განსაზღვრავს მკითხველის მიერ ტექსტის აღქმასა და გაგებას. რეცეფციის ისტორია კი იკვლევს ლიტერატურული ტექსტების აღქმას მკითხველთა ფართო წრის მიერ სხვადასხვა ეპოქაში. რეცეფციის ესთეტიკისგან განსხვავებით, რომლის მიზანიც ტექსტის კვლევაა, რეცეფციის ისტორიის ყურადღება უწინარესად ლიტერატურულ-ისტორიული კონტექსტის შესწავლისკენაა მიმართული.
რეცეფციის ისტორიის მთავარი თეორიული კატეგორიაა ე.წ. „მოლოდინის ჰორიზონტი“, რომელიც კონსტანცის ლიტერატურათმცოდნეობითი სკოლის ერთ-ერთმა გამოჩენილმა წარმომადგენელმა, ჰანს რობერტ იაუსმა დაამკვიდრა ლიტერატურის თეორიაში. მოლოდინის ჰორიზონტი განიმარტება როგორც ნაწარმოების აღქმა და გაგება მოლოდინთა ობიექტივირებადი სისტემის ფარგლებში. რეცეფციის ისტორიული კვლევისთვის ამოსავალია დებულება, რომლის მიხედვითაც, თითოეული ლიტერატურული ნაწარმოებისთვის შესაძლებელია მოლოდინის ჰორიზონტის რეკონსტრუქცია. ეს უკანასკნელი განპირობებულია ჟანრების შესახებ წინარე ცოდნით, უკვე ცნობილი ნაწარმოებების ფორმითა და თემატიკით და პოეტურსა და ყოველდღიურ მეტყველებას შორის განსხვავებით ნაწარმოების გამოქვეყნების მომენტში. ლიტერატურული ნაწარმოები (განსაკუთრებით, თუ იგი ლიტერატურის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი და ინოვაციურია) ყოველთვის აღუძრავს მკითხველს გარკვეულ მოლოდინს, მაგრამ შემდეგ საფეხურებრივად არღვევს მას, რითაც ხელს უწყობს ახალი ლიტერატურული კონვენციების დამკვიდრებას.
რეცეფციის ისტორიული კვლევა მიმართულია იმისკენ, რომ ე. წ. რეცეფციის დოკუმენტების (რეცენზიები, წერილები და ა.შ.) შესწავლის საფუძველზე წარმოჩნდეს მოლოდინის ჰორიზონტის სხვადასხვა წახნაგი. რეცეფციის ისტორიულ კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ დოკუმენტების შესწავლას, რომლებიც ლიტერატურული ნაწარმოების რეცეფციის, მათი წაკითხვისა და ეპოქალურ თავისებურებებს წარმოაჩენენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეცეფციის ისტორიულ კვლევაში იგულისხმება მეორადი ან დამხმარე ტექსტების კვლევა.
რეცეფციის ისტორიული კვლევა შეიძლება იყოს ორიენტირებული ტექსტზე, ავტორზე ან ლიტერატურულ სისტემაზე. მისი მთავარი ამოცანაა, გაარკვიოს ვინ, რას, როდის, რატომ და როგორ კითხულობდა და იგებდა. თუმცა რეცეფციის ისტორიული კვლევა უმეტესად მკითხველზეა მიმართული. მის ფარგლებში განსაკუთრებით საყურადღებოა კითხვის პროცესი, როგორც კომუნიკაციური აქტი და კულტურული პრაქტიკა. კითხვის და კითხვითი ქცევის შესწავლა მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთ საკითხებთან, როგორებიცაა წერა-კითხვის ცოდნა, განათლების დონე, მყიდველობითუნარიანობა, პუბლიცისტიკა და საგამომცემლო და საბიბლიოთეკო საქმე, რადგან რეცეფცია ლიტერატურის, როგორც სოციალური სისტემის განუყოფელი და საკვანძოკომპონენტია.
რეცეფციის დოკუმენტებს განეკუთვნება ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, ანოტაციები, დღიურები, გადამუშავებები, მიმოწერა. ამგვარი დოკუმენტები განიხილება შესაბამისი კონტექსტის ფარგლებში. რეცეფციის პროცესის რეკონსტრუქციისათვის საჭიროა წყაროების კრიტიკა, რაც მოითხოვს ცოდნას დოკუმენტების შექმნის თავისებურებების შესახებ.
წინამდებარე ნაშრომში ლიტერატურული თარგმანი განიხილება როგორც ლიტერატურის რეცეფციის კულტურათშორისი ფორმა, ხოლო კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების ქართულენოვანი თარგმანები – როგორც კულტურათშორისი რეცეფციის დოკუმენტები, რომლების საფუძველზეც შესაძლებელია გერმანულენოვანი ლიტერატურის ქართული რეცეფციის თავისებურებების რეკონსტრუქცია და ქართველი მკითხველის მოლოდინის ჰორიზონტის დადგენა.
- ცალკეულ წიგნებად გამოცემული გერმანულენოვანი მხატვრული ლიტერატურის თარგმანების ჩამონათვალი ქართულ ენაზე (2003-2013)
- პოეზია
- ადამიანის სულის დაბადება: გერმანული ლექსები. 2010. გერმანულიდან თარგმნა ნატო თხილავამ. რედაქტორი: ნინო ბაქანიძე, ბესო კალანდაძე. თბილისი.
- ანგელუს, სილეზიელი. (შეფლერი იოჰან, 1624-1677). ქერუბიმული მოგზაური: ლექსად თქმული მახვილგონივრული აზრები. გერმანულიდან თარგმნა მარიამ ქსოვრელმა. თბილისი: სიესტა.
- ბახმანი, ინგებორგ. რჩეული. გერმანულიდან თარგმნა ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანმა.რედაქტორი: მზია გელაშვილი. პროექტის ავტორი: ნაირა გელაშვილი. თბილისი: კავკასიური სახლი.
- ბახმანი, ინგებორგ.
- ბუში, ვილჰელმ.მაქსი და მორიცი: ბიჭების ამბავი შვიდ ოინად. გერმანულიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ნათელა ხუციშვილმა. რედაქტორი: დიანა შალამბერიძე. 1-ლი ქართული გამოცემა. თბილისი: ნანა შალამბერიძის გამომცემლობა.
- ბუში, ვილჰელმ.ტყაპი და ტყლუპი (პლიში და პლუმი).ქართულ და გერმანულ ენებზე. გერმანულიდან თარგმნა ნათელა ხუციშვილმა. რედაქტორი: დიანა შალამბერიძე; 1-ლი ქართული გამოცემა. თბილისი: ნანა შალამბერიძის გამომცემლობა.
- გელაშვილი, ნაირა.თხზულებანი 20 ტომად. გამოც. რედაქტორი: ლეილა სიხარულიძე, რუსუდან კაიშაური. თბილისი: კავკასიური სახლი, 2010.
ტ.10; გერმანისტიკა, რაინერ მარია რილკე. 2012. შინაარსი: „მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერები“, ლექსები პროზად; რეკვიემები; ლექსები; რილკეს შესახებ
ტ.11; გერმანისტიკა, 2012 [გეორგ ჰაიმი, გეორგ თრაქლი, ელზე ლასკერ-შიულერი]
- გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია.2008გერმანულიდან თარგმნა მარიამ ქსოვრელმა. თბილისი: სიესტა.
- გოეთე, იოჰან ვოლფგანგ. მგზავრის ღამეული სიმღერა: ერთი შედევრის სამოცდაათი ქართული თარგმანი. შეადგინა და ბოლოსიტყვაობა დაურთო: გურამ ჭოხონელიძემ. თბილისი: ინტელექტი.
- გოეთე, იოჰან ვოლფგანგ.
- გრუბერი, მარიანა. ვართ თუ არა, მე ეს არ ვიცი. ლექსები გერმანულ და ქართულ ენებზე. შინაარსი: „არ მსურს მოვყვე“, „გახსენება“, „აუცილებელი სიჩქარე“ და სხვ. გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ. თბილისი: უნივერსალი.
- ენცენსბერგერი, ჰანს მაგნუს. ქვეყნის ენა. კრებულიდან ლექსები, 1955-1970. შინაარსი: „უტოპია“, „შოთხვების გამარჯვება“. უფროსკლასელთა საკითხავ წიგნში: „მგლების დაცვა კრავებისგან“, „ქვეყნის ენა“ და სხვ. გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ, თბილისი: საარი.
- ენცენსბერგერი, ჰანს მაგნუს. მგლების დაცვა კრავებისგან. გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ. თბილისი: ლევან კავლელის გამომცემლობა.
- ენცენსბერგერი, ჰანს მაგნუს. პოეტური და თეორიული[რამდენიმე ლექსი, ორი ესსე და ვოლფ ლეპენიესის წერილი ჰ.მ. ენცენსბერგერზე] მთარგმნელი ბესიკ ადეიშვილი, დათო ბარბაქაძე, თამარ კოტრიკაძე და სხვ. 1-ლი გამოცემა. თბილისი: თვითგამოცემა: დათო ბარბაქაძე.
- კაშნიცი, მარი ლუიზე. ლექსები. გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ღვინეფაძემ. თბილისი: ლოგოს პრესი.
- ლედებური, ბენედიქტ. კუბურები.[პოეზია, ესსეები] შინაარსი: ლექსები: „წარმოსახვის ქცევა სიბრტყედ“, „სამსჯავრო“, „ღამეს“, „წითელი ნეკნები“, „ჩაბერვა“, „თეთრი დროშები“, „ქარიშხლის შემდეგ“, „ნანგრევები“, „ნიმფა“ და სხვ. ესსეები: „თარგმანი და პოეტიკა“, „ეთიკა, ფული, პოლიტიკა და პოეტიკა“ და სხვ. მთარგმნელი გია ჯოხაძე და სხვ. შემდგენელი და გამომცემელი დათო ბარბაქაძე. თბილისი: მერწყული.
- ლუბომირსკი, კარლ.
- მაისტერი, ერნსტ. ლექსები. შინაარსი: „ადამიანთა მონოლოგი“, „სიბნელე“, „სიგრილე“, „ყველაფერი საკუთარ თავს დაფუძნებია“, „მელანქოლია“, „ყვირილის პირველი გადაღება“, „დიდი ხუთშაბათი“ და სხვ. გერმანულიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო დათო ბარბაქაძემ. თბილისი: პოლილოგი: უნივერსალი.
- მაისტერი, ერნსტ. უბრალო შესაქმე. შინაარსი: „ადამიანთა მონოლოგი“, „მოკაკვული“, „სიბნლე“, „სიგრილე“, „თევზის დაქუცმაცება“, „წარმოთქვამს ბავშვი“, „ახლა“, „ლურჯი ფერი“ და სხვ. გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ. თბილისი: ლევან კავლელის გამომცემლობა.
- მარგველაშვილი, გივი.მე წიგნის გმირი ვარ[ლექსები და ლექსები პროზად] შინაარსი: „ისააკის გაქცევა ბეთლემში“, „განდევნა დროიდან, როგორც ეს წმინდა წერილშია აღწერილი“, „წიგნის გმირების დროული გადასახლება“, „მეცხრე საათის წინ“, „პირადობის გარეშე“, „აღქმის ჯვარზე“ და სხვ. გერმანულიდან თარგმნა და წინათქმა დაურთო ნაირა გელაშვილმა. თბილისი: კავკასიური სახლი.
- XX ს-ის გერმანულენოვანი პოეზიიდან: გეორგ თრაკლი, ჰანს არპი, ერნსტ მაისტერი, პაულ ცელანი, ჰანს მაგნუს.გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ. 1-ლი გამოცემა. თბილისი: თვითგამოცემა.
- მიხელსენი, ფრიდერიკე. ლექსები [და პროზა] გერმანულ-ქართულად. გერმანულიდან თარგმნა ვლადიმერ ხვიტიამ. რედაქტორი: ია ტაბატაძე-ხვიტია. თბილისი: აწმყო.
- ნოვალისი.ღამის ჰიმნები. გერმანულიდან თარგმნა და კომენტარი დაურთო კონსტანტინე ბრეგაძემ. თბილისი: მერიდიანი.
- რილკე, რაინერ მარია. გვრინი კორნეტ ქრისტოფ რილკეს სიყვარულსა და სიკვდილზე. მთარგმნელი ვახუშტი კოტეტიშვილი; მაკეტი და გრავიურა ლევან მეხუზლა; პარტიტურა: ფრანკ მარტინი. თბილისი.
- რილკე, რაინერ მარია.
- რილკე, რაინერ მარია.
- როთფუსი, ული. ქვათა სუნთქვის შესახებ [ლექსები]. გერმანულიდან თარგმნა ლულუ დადიანმა. 1-ლი გამოცემა. თბილისი: უნივერსალი.
- ცელანი, პაულ.2005 სიმღერა უდაბნოში[ლექსები ქართ. და გერმ. ენ.] გერმანულიდან თარგმნა ზვიად რატიანმა; რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი. 1-ლი ქართული გამოცემა. თბილისი: დიოგენე.
- ხვიტია, ვლადიმერ. ლექსები, თარგმანები [რუსულიდან და გერმანულიდან] 1-ლი გამოცემა.შინაარსი: პაულ ცელანი; ჰერმან ჰესე; გეორგ თრაქლი; თბილისი: აწმყო.
- ხობოტი, მანფრედ. იდუმალი ლანდშაფტი, [ლექსები] გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ, წინასიტყვაობა: დათო ბარბაქაძე. თბილისი: პოლილოგი.
- პიესები
- ბახმანი, ინგებორგ.რჩეული. გერმანულიდან თარგმნა ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანმა, რედაქტორი მზია გელაშვილი, პროექტის ავტორი: ნაირა გელაშვილი. თბილისი: კავკასიური სახლი.
- ბიუხნერი, გეორგ. თხზულებანი. ქართულად და გერმანულად. გერმანულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარი დაურთო ზურაბ აბაშიძემ. რედაქტორი: მანანა აბაშიძე, ავთანდილ ვართაგავა. თბილისი: მერიდიანი.
- გოეთე, იოჰან ვოლფგანგ. მოქალაქე გენერალი: კომედია 1 მოქმედებად. გერმანულიდან თარგმნა: გიორგი ჯაბაშვილმა. რედაქტორი: ნ. იაშვილი. თბილისი: ახალი საქართველო.
- გუცკოვი, კარლ. ოთხი პიესა. გერმანულიდან თარგმნა ია რეხვიაშვილმა. რედაქტორი: რევაზ მიშველაძე. თბილისი: უნივერსალი.
- თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგია.რედაქტორი: მაია ფალავანდიშვილი. მთარგმნელი: მაია ფალავანდიშვილი, შორენა შამანაძე, ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი და სხვ. შინაარსი: შეუხედავიკაცისამბავი -მარიუსფონმაიენბურგი; ქალიწარსულიდან-როლანდშიმელპფენიგი; ჩვენიმშობლებისსექსუალურინევროზი-ლუკასბერფუსი; უკანასკნელიცეცხლი-დეალოჰერ; ჩვენარგვძინავს-ქეთრინროგლა; Norway-today-იგორბაუერსიმა; ყვითელიდღეები; ალუბლისყვავილებიმამისსიზმარში-დანიელაჯანჯიჩ. საქართველო-გერმანიის საზოგადოება. თბილისი: პოლიგრაფი.
- თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგია. რედაქტორი: ირაკლი სამსონაძე. პროექტის ავტორი: თამარ კიკნაველიძე, მაია კუდავა. ნინო ხარატიშვილი, ფოლკერ შმიდტი, ლუკას ბერფუსი, მარიუს ფონ მაიენბურგი. შინაარსი: ოქროსდრაკონი;როლანდშიმელპფენიგი; სახელადგოსპოდინი;ფილიპლიოლე; ცხოვრებარუზველტისმოედანზე;დეალოერი; მოლიერისბერენისი;იგორბაუერსიმა, რეჟანდევინიე. მთარგმნელი: ოთარ ყარალაშვილი და სხვ. თბილისი: არტანუჯი.
- როთფუსი, ული. გერტრუდე, საზღვარზე ფეხით მავალი: დრამატული ეპიზოდები ერთი მაწანწალას ცხოვრებიდან. მთარგმნელი: ელეონორა გვრიტიშვილი. თბილისი: ცოდნა.
- რომანები
- ბერნჰარდი, თომას. სარდაფი. გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: ნინო ბაქანიძე და სხვ. თბილისი: არილი.
- ბიოლი, ჰაინრიხ. უკაცო სახლი. მთარგმნელი: თენგიზ პატარაია. თბილისი: ინტელექტი. (ნობელის პრემიის ლაურეატები).
- ბრუნსი, ვიბკე. მამაჩემის ქვეყანაერთი გერმანული ოჯახის ისტორია ; გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა. რედაქტორი: მაია ჯალიაშვილი. თბილისი: იბისი.
- გლათაუერი, დანიელ. უებარია ჩრდილოეთის ქარის წინააღმდეგ და ყოველი მეშვიდე ტალღა. რომანი. გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: მაია ჯალიაშვილი. თბილისი: იბისი.
- გოეთე, იოჰან ვოლფგანგ. არჩევითი ნათესაობა. გერმანულიდან თარგმნა: ნელი ამაშუკელმა. 1-ლი გამოცემა. თბილისი: ოთარ ყარალაშვილი.
- გოეთე, იოჰან ვოლფგანგ. ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი; არჩევითი ნათესაობა. მთარგმნელი: კონსტანტინე გამსახურდია, ნელი ამაშუკელი; რედაქტორი: ელენე სალარიძე. თბილისი: პალიტრა წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ].
- გრასი, გიუნტერ. თუნუქის დოლი. გერმანულიდან თარგმნეს: ნატალია ნადირაშვილმა და ეკატერინე რაისნერმა. თბილისი: ფავორიტი-პრინტი, 2012.
- გრასი, გიუნტერ.2011 დედალი ვირთაგვა. მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
- გრილი, ეველინ.I-ლი გამოცემა. თბილისი: ხირონი.
- გრილი, ეველინ. 2010 ბინა. გერმანულიდან თარგმნა მზია გალდავაძემ. რედაქტორი: ნაირა მაჭარაშვილი. მე-2 გამოც. თბილისი: „მწიგნობარის“ გამომცემლობა და სტამბა.
- დობლინი, ალფრედ. ბერლინი, ალექსანდერპლაცი: ფრანც ბიბერკოპფის თავგადასავალი. გერმანულიდან თარგმნა: დონარა (დოდო) თოფურიამ; წინასიტყვაობა: ირაკლი ლომოური. თბილისი: პალიტრა კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ.)
- ვალზერი, მარტინ. შეყვარებული კაცი. გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: მაია ჯალიაშვილი. I-ლი ქართული თარგმანი. თბილისი: იბისი.
- ვალზერი, რობერტ. და-ძმა ტანერები. გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა, რედაქტორი: მაია ჯალიაშვილი. I-ლი ქართული თარგმანი. თბილისი: იბისი.
- ვერნერი, მარკუს. უფსკრულის პირას. გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: მარიკა ჯანიკაშვილი. I-ლი ქართული თარგმანი. თბილისი: იბისი.
- ვოლფი, კრისტა. მედეა: ხმები. გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა. რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი. თბილისი: იბისი.
- ზიუსკინდი, პატრიკ. სუნამო: ამბავი ერთი მკვლელისა. მთარგმნელი: ნატალია ნადირაშვილი, ეკა რაისნერი. რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი, ლალი ქადაგიძე. 1-ლი ქართული გამოცემა. თბილისი: დიოგენე.
- ზუტნერი, არტურ. აჭარლები. გერმანულიდან თარგმნა: რუსუდან ღვინეფაძემ. რედაქტორი: მაკა ძოწენიძე; ენციკლოპედია აჭარის მთ. სამეცნ. რედაქცია. 1-ლი ქართული გამოცემა. თბილისი: ინტელექტი.
- იელინეკი, ელფრიდე.
- იელინეკი, ელფრიდე. პიანისტი ქალი. გერმანულიდან თარგმნა: ლაშა დადიანმა. თბილისი: ინტელექტი. ( ნობელის პრემიის ლაურეატები)
- იელინეკი, ელფრიდე. საყვარლები. გერმანულიდან თარგმნა: ანა კორძაია-სამადაშვილმა. რედაქტორი: გიორგი დარსალია. თბილისი: არეტე.
- კაიზერი, გლორია. ანიტა გარიბალდი. გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: მაია ჯალიაშვილი. თბილისი: იბისი.
- კაფკა, ფრანც.
- კაფკა, ფრანც.
- მანი, თომას. ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება. გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ. თბილისი: ინტელექტი. (ნობელის პრემიის ლაურეატები. საგამომცემლო პროექტის ავტორი: კახმეგ კუდავა.)
- მანი, თომას. ბუდენბროკები: ერთი ოჯახის გადაშენების ამბავი [რომანი 2 ტომად] მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე. რედაქტორი: ლია შარვაშიძე. თბილისი: პალიტრა წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ.]
- მარგველაშვილი, გივი. კაპიტანი ვაკუში. წ.1: გერმანიაში: (შემოკლებული ვარიანტი) ავტორიზებული თარგმანი გერმანულიდან კარლო ჯორჯანელისა, თბილისი: კავკასიური სახლი.
- მერსიე, პასკალ. ღამის მატარებელი ლისაბონისკენ.გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: მარიკა ჯანიკაშვილი. 1-ლი ქართული თარგმანი. თბილისი: იბისი.
- მითგუჩი, ანა.
- მიულერ, ჰერტა. გულის მხეცი. გერმანულიდან თარგმნა: დიმიტრი გოგოლაშვილმა. რედაქტორი: ნატო ჯანელიძე. თბილისი: სიესტა.
- მუზილი, რობერტ.
- ნაგენკიოგელი, პეტრა.
- პრესლერი, მირიამ. ბედნიერებას ფიანდაზები უნდა დაუფინო.გერმანულიდან თარგმნა: ნარგიზა ფხაკაძემ, რედაქტორი: ნანა დუმბაძე. თბილისი: უნივერსალი.
- რანკი, ჰაინერ. მწვანე მოჩვენება. მთარგმნელი: ნოდარ ძოწენიძე. რედაქტორი: მანანა ღოღობერიძე. თბილისი: პალიტრა L.
- რემარკი, ერიხ-მარია. დასავლეთის ფრონტი უცვლელია. გერმანულიდნ თარგმნა: ნატალია ჯანელიძემ; მთავარი რედაქტორი: ნათია ნაცვლიშვილი; რედაქტორი: ელენე ჩაბრაძე. თბილისი: ლაბირინთი.
- რემარკი, ერიხ-მარია. ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა. გერმანულიდან თარგმნეს: კარლო და გიორგი ჯორჯანელებმა; წინასიტყვაობა: ირაკლი ლომოური. თბილისი: პალიტრა კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ.)
- რემარკი, ერიხ-მარია. სამი მეგობარი. გერმანულიდან თარგმნა თინათინ დიდებულიძემ. თბილისი: ელფი.
- რემარკი, ერიხ-მარია. ტრიუმფალური თაღი. მთარგმნელი: აკაკი გელოვანი; რედაქტორი: მაია ალუდაური. თბილისი: პალიტრა წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ.)
- რემარკი, ერიხ მარია. ტრიუმფალური თაღი. მთარგმნელი: აკაკი გელოვანი; რედაქტორი: მარინე სოხაძე; წინასიტყვაობა: აკაკი გელოვანი. თბილისი: „საქართველოს მაცნეს“ გამომცემლობა და სტამბა.
- რობაქიძე, გრიგოლ. მცველნი გრაალისა. გერმანულიდან თარგმნა: თამარ კოტრიკაძემ. თბილისი: არტანუჯი.
- რობაქიძე, გრიგოლ. 3 რომანი [მეგი-ქართველი გოგონა, ქალღმერთის ძახილი, მცველნი გრაალისა] გერმანულიდან თარგმნა: ნანა გოგოლაშვილმა. თბილისი: არტანუჯი.
- საიდი, ყურბან. ალი და ნინო. მთარგმნელი: მაია მირიანაშვილი; რედაქტორი: ნინო ბაქანიძე, ანა ჭაბაშვილი; წინასიტყვაობა: ბიძინა მაყაშვილი. მე-2 გამოცემა. თბილისი: დიოგენე.
- ფოიხტვანგერი, ლიონ. გოია. გერმანულიდან თარგმნა: თამარ ყიფიანმა; ლექსები თარგმნეს: მამუკა წიკლაურმა და შუქრი მირცხულავამ. თბილისი: „ საქართველოს მაცნეს“ გამომცემლობა და სტამბა.
- ფრიში, მაქს.
- შლეგელი, ფრიდრიხ და დოროთეა. ამბავი სასწაულმოქმედი მერლინისა. გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი მაია ჯალიაშვილი. თბილისი: იბისი.
- შლინკი, ბერნჰარდ. როცა უკითხავდა.გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი. 1-ლი ქართული გამოცემა. თბილისი: იბისი.
- შლინკი, ბერნჰარდ. წამკითხველი. გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა. რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი. თბილისი: იბისი.
- შნაიდერი, რობერტ. 2012 სიკვდილის ძმა. გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: მარიკა ჯანიკაშვილი. თბილისი, იბისი.
- შნიცლერი, არტურ.
- შტაინ-ფიშერი, ეველინე. სასიამოვნო შეგრძნება მუცელში. გერმნულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა. რედაქტორი: მაია ჯალიაშვილი. თბილისი: იბისი.
- შტამი, პეტერ.
- შტამი, პეტერ. შეუცნობი ბუნება. გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა, რედაქტორი: მარიკა ჯანიკაშვილი. 1-ლი ქართული თარგმანი. თბილისი: იბისი.
- შტაინვენდტნერი, ბრიტა.
- შტიფტერი, ადალბერტ.
- ჩიდოლუე, დაგმარ. ლედი პანკი. გერმანულიდან თარგმნა: ნარგიზა ფხაკაძემ. რედაქტორი: ნანა დუმბაძე. თბილისი: უნივერსალი.
- ცე, იული. არწივი და ანგელოზი.გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი. თბილისი: იბისი.
- ცე, იული. თამაში. გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: მაია ჯალიაშვილი. 1-ლი ქართული თარგმანი. თბილისი: იბისი.
- ცვაიგი, შტეფან.
- ცვაიგი, შტეფან.
- ცვაიგი, შტეფან.
- ჰაინი, კრისტოფ. დაკარგული მიწა.გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი. 1-ლი ქართული გამოცემა. თბილისი: იბისი.
- ჰაინი, კრისტოფ. უცხო მეგობარი.გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი. თბილისი: იბისი.
- ჰაუფი, ვილჰელმ. ლიხტენშტაინი. გერმანულიდან თარგმნა: თინათინ დიდებულიძემ. თბილისი: ელფი.
- ჰესე, ჰერმან. დამსვენებელი: ჩანაწერები ჩემი ბადენში მკურნალობის თაობაზე. გერმანულიდან თარგმნა: ნანა გოგოლაშვილმა. თბილისი: ინტელექტი. (ნობელის პრემიის ლაურეატები).
- ჰესე, ჰერმან. დემიანი: ემილ ზინკლერის ახალგაზრდობა. გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: ელზა ახვლედიანი. თბილისი: იბისი.
- ჰესე, ჰერმან. დემიანი: ემილ ზინკლერის ახალგაზრდობა. გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა; 1-ლი ქართული თარგმანი. თბილისი: იბისი.
- ჰესე, ჰერმან. ნარცისი და გოლდმუნდი. გერმანულიდან თარგმნა: მარიამ ქსოვრელმა. თბილისი: სიესტა.
- ჰესე, ჰერმან. ტრამალის მგელი. გერმანულიდან თარგმნა: ნანა გოგოლაშვილმა. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
- ჰესე, ჰერმან. ტრამალის მგელი. გერმანულიდან თარგმნა: ნანა გოგოლაშვილმა. რედაქტორი: მარი ნებიერიძე. თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. (მსოფლიო ლიტ-ის შედევრები და ბესტსელერები.)
- მოთხრობები
- აბედი, იზაბელ. სამყარო მოჩვენებათა სახლქვეშ. გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: მარიკა ჯანიკაშვილი. თბილისი: იბისი.
- ამერიკა არ არსებობს: გერმანული გროტესკის მცირე ანთოლოგია.ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება; რედაქტორი: როსტომ ჩხეიძე; მთარგმნელი: გიორგი, ლევან და რუსუდან ბრეგაძეები. თბილისი: სტამბა „ომეგა თეგი“.
- ბიოლი, ჰაინრიხ.კატარინა ბლუმის შელახული ღირსება ანუ როგორ იბადება ძალმომრეობა და სადამდე მივყავართ მას. გერმანულიდან თარგმნა: თამარ ჯანელიძემ; მთავარი რედაქტორი: მაია ალუდაური. თბილისი: პალიტრა
- ბრეხტი, ბერტოლდ. მოთხრობები. გერმანულიდან თარგმნა: ხათუნა თოდუამ. თბილისი: ინტელექტი.
- გრასი, გიუნტერ. კიბორჩხალას ნაბიჯით. გერმანულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარი დაურთო ნანა გოგოლაშვილმა. თბილისი: დედნის სათ.: Im Krebsgang.)
- გრასი, გიუნტერ.ჩემი საუკუნე. გერმანულიდან თარგმნა: ლაშა დადიანმა; რედაქტორი: მაყვალა ქურდაძე; წინასიტყვაობა: ნანა ჯანელიძე; თბილისი: ინტელექტი. (ნობელის პრემიის ლაურეატები) [წიგნში აგრეთვე: ამონარიდები გიუნტერ გრასის სანობელო ლექციიდან. 1999 წელი]
- გრუბერი, მარიანე.
- დიურენმატი, ფრიდრიხ.
- ვალზერი, რობერტ.იაკობ ფონ გუნთენი. გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: მარიკა ჯანიკაშვილი. თბილისი: იბისი.
- ვალზერი, რობერტ. ორი მოთხრობა: „გასეირნება“, „მარია“. გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი. თბილისი: იბისი.
- ველში, რენატე.
- ზიუსკინდი, პატრიკ. სამი ამბავი და ერთი დაკვირვება. გერმანულიდან თარგმნა: რუსუდან ბეჟაშვილმა. თბილისი: ლოგოს პრესი.
- კაფკა, ფრანც.
- კაფკა, ფრანც.
- მაიერი, კონრად ფერდინანდ. მოთხრობები. გერმანულიდან თარგმნა: მაია გოგოლაძემ. 1-ლი გამოცემა. თბილისი: სიტყვა.
- მანი, თომას. იმედის გაცრუება; პატარა ბატონი ფრიდემანი; სასაფლაოს გზა; ბედნიერება; მძიმე საათი; სიკვდილი ვენეციაში. მთარგმნელი: დ. კოკაია-ფანჯიკიძე და სხვა. რედაქტორი: მანანა ღოღობერიძე. თბილისი: პალიტრა
- მანი, თომას.ორი მოთხრობა: შეცვლილი თავები; სჯულისდება. გერმანულიდან თარგმნეს ზურაბ ჩხენკელმა და ირაკლი სურგულაძემ.თბილისი.
- მანი, თომას. შეცვლილი თავები. გერმანულიდან თარგმნა: გოდერძი რუხაძემ. თბილისი: ნეკერი.
- მუზილი, რობერტ.
- მუზილი, რობერტ.
- პლენცდორფი, ულრიხ. ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანი. გერმანულიდან თარგმნა: დალი ფანჯიკიძემ. თბილისი: ანბანი.
- პროისლერი, ოტფრიდ. ყაჩაღი ჰოცენპლოცი. გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: მარიკა ჯანიკაშვილი. თბილისი: იბისი.
- რილკე, რაინერ მარია.
- როთფუსი, ული. ნაძვების მკვლელი.გერმანულიდან თარგმნა ლულუ დადიანმა. თბილისი: უნივერსალი.
- შნიცლერი, არტურ.2013ბენეფისი: 13 მოთხრობა.შინაარსი: წარმოდგენას დიდი მთავარი ესწრება; სხვა; ვაჟიშვილი; ბრძენის ცოლი; მკვდრები არ ლაპარაკობენ; ბენეფისი და სხვ. გერმანულიდან თარგმნა, შეადგინა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო დავით კაკაბაძემ; რედაქტორი: ცისანა ნიკოლაიშვილი. 1-ლი გამოცემა. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
- შპიტერელი, კარლ.
- შტრაიტი, იაკობ.
- შტრიტტმატტერი, ერვინ. პონი პედრო. გერმანულიდან თარგმნა: ნაზი იმნაიშვილმა. თბილისი: სვეტი.
- შტინგლი, გიუნტერ.
- ცვაიგი, შტეფან.
- ჰაუერი, ელიზაბეთ.
- ჰაუფი, ვილჰელმ. ცხვირა ჯუჯა.[ადაპტირებული წიგნი საშ. კლასების მოსწავლეებისთვის] შემდგენელი: რ. საბანაძე თბილისი: საქართველოს მაცნე.
- ჰესე, ჰერმან. აუგუსტუსი. გერმანულიდან თარგმნა: მაია მირიანაშვილმა; რედაქტორი: მალხაზ აფრიდონიძე, ნინო ბაქანიძე. თბილისი: იბისი.
- ჰესე, ჰერმან.მცირე პროზა. გერმანულიდან თარგმნა: რუსუდან ბეჟაშვილმა; რედაქტორი: მილიცა ჯაფარიძე. თბილისი: მერანი.
- ჰოფმანსტალი, ჰუგო ფონ. L.
- ესსეები, ნარკვევები
- მიულერი, ჰერტა. მეფე დაიხრება და კლავს. გერმანულიდან თარგმნა: ნანა გოგოლაშვილმა; წინათქმა: ლევან ცაგარელი. თბილისი: ინტელექტი. (ნობელის პრემიის ლაურეატები).
- რობაქიძე, გრიგოლ. ადოლფ ჰიტლერი: უცხოელი მწერლის თვალით. გერმანულიდან თარგმნა და კომენტარი დაურთო დალი ფანჯიკიძემ; რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია; ბოლოთქმა: როსტომ ჩხეიძე. თბილისი: არტანუჯი.
- რობაქიძე, გრიგოლ. მუსოლინი, მზიურნიშნეული. გერმანულიდან თარგმნა და კომენტარი დაურთო ნანა გოგოლაშვილმა; რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია. თბილისი: არტანუჯი.
- რობაქიძე გრიგოლ.Pro domo suae.გერმანულიდან თარგმნა მანანა კვატაიამ. თბილისი: არტანუჯი.
- შუმანი, კარლ.
- შპენგლერი, ოსვალდ. ევროპის დაისი [წერილი], კულტურის შესახებ. ნიკოლოზ ბერდიაევი; წინათქმა: არტურ ხიუბშერი; თარგმნა: ნუგზარ კუჭუხიძე; რედაქტორი: ელგუჯა თავბერიძე. ქუთაისი: საგამომცემლო ცენტრი ქუთაისის ს.ს „მანდარიას სტამბა“.
- კრებულები
- ბიუხნერი, გეორგ. თხზულებანი. ქართულად და გერმანულად: (სრული კრებული). გერმანულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარი დაურთო ზურაბ აბაშიძემ; რედაქტორი: მანანა აბაშიძე, ავთანდილ ვართაგავა. შინაარსი: ლენცი (ნოველა); დანტონის სიკვდილი (დრამა); ლეონსი და ლენა (კომედია); ვოიცეკი (დრამატული ფრაგმენტი) და სხვ. თბილისი: მერიდიანი.
- ვაგნერი, რიჰარდ.მოთხრობები, წერილები, ესეები. მთარგმნელი: გიორგი მაჭუტაძე, რუსუდან ღვინეფაძე; რედაქტორი: რუსუდან გორგაძე. შინაარსი: „მომლოცველობა ბეთჰოვენთან“, „აღსასრული პარიზში“, „რიჰარდ ვაგნერისა და მატილდა ვეზენდონკის მიმოწერიდან“ და სხვა. საქართველოს რიჰარდ ვაგნერის საზოგადოება. 1-ლი გამოცემა. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
- ვისდეი, ანკა.
- ზოიფერი, იურა.
- მე-20 საუკუნის ავსტრიული ლირიკა. იდეის ავტორი და ხელმძღვანელი: დათო ბარბაქაძე.
ტ.1. ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი, რიხარდ ფონ შაუკალი/ წინასიტყვაობა: დათო ბარბაქაძე. მთარგმნელი: გივი ალხაზიშვილი, დავით ახალაძე, დალილა ბედიანიძე და სხვ. თბილისი: საარი. 2006.
ტ.2. გეორგ თრაკლი/ წინასიტყვაობა: ჰანს ვაიქსელბაუმი; მთარგმნელი: კონსტანტინე გამსახურდია და სხვ. თბილისი: საარი. 2006.
ტ.3. რაინერ მარია რილკე: ლექსები გერმანულ და ქართულ ენებზე. მთარგმნელი ჯემალ აჯიაშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, გივი ალხაზიშვილი და სხვ. თბილისი: საარი. 2007.
ტ.4. ანტონ ვილდგანსი, ალბერტ ერენშტაინი, ფელიქს ბრაუნი. მთარგმნელი: მაია ბადრიძე, დალილა ბედიანიძე, ნანა გოგოლაშვილი და სხვ. თბილისი: საარი. 2007.
ტ.5. ფრანც ვერფელი; ალექსანდერ ლერნეტ-ჰოლენია. მთარგმნელი: ეკატერინე კიკალიშვილი და სხვ. თბილისი: პოლილოგი. 2010.
ტ.6. იოზეფ ვაინჰებერი/ წინასიტყვაობა: ფრიდრიხ ზახერი. მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე და სხვ. თბილისი: პოლილოგი. 2009.
ტ.7. ალმა იოჰანა კიონიგი, პაულა ფონ პრერადოვიჩი, ერიკა მიტერერი. მთარგმნ.: დათო ბარბაქაძე, ბექა ბარქაია, ლულუ დადიანი, გია ჯოხაძე. თბილისი, „უნივერსალი“, 2010.
ტ.11. პაულ ცელანი. მთარგმნ.: დათო ბარბაქაძე. თბილისი, დათო ბარბაქაძე, 2011.
ტ.12. ინგებორგ ბახმანი. თბილისი, „პოლილოგი“, 2010.
ტ.13. ქრისტინე ლავანტი, ქრისტინე ბუსტა. წინასიტყ.: ვილანდ შმიდი, დათო ბარბაქაძე. მთარგმნ.: ლულუ დადიანი და სხვ. თბილისი, „პოლილოგი“, 2008. ტ.14. ჰანს კარლ არტმანი. წინასიტყვ.: დათო ბარბაქაძე; მთარგმნ.: ბესიკ ადეიშვილი და სხვ. თბილისი, „პოლილოგი“, 2008.
- მესამე თაობა: თანამედროვე ავსტრიული ლიტერატურა. მეორე ტომი. თბილისი: ენა და კულტურა.
- რილკე, რაინერ მარია.
ტ.1. ლექსები; წერილები რილკეს შესახებ. შინაარსი: ადრეული ლექსები, კრებულიდან „ჟამნი“.
ტ.2. ლექსები; წერილები რილკეს შესახებ; შინაარსი: კრებულიდან „ახალი ლექსები“, რეკვიემები; კრებულიდან „მარიამის ცხოვრება“; დუინური ელეგიები დ სხვ.
ტ.3. პროზა. შინაარსი: მოთხრობები: პიერ დიუმონი, ბაღჩაში. ესკიზი, ოჯახური დღესასწაული; ბებრები; იდუმალი თანხლება; თაობები და სხვ.
ტ.4. წერილები ხელოვნების შესახებ. შინაარსი: ვორპსვედე; როდენი; წერილები სეზანზე; წერილები ახალგაზრდა პოეტს და სხვ.
ტ.5. პირადი მიმოწერიდან. თბილისი: კავკასიური სახლი.
- ცვაიგი, შტეფან. L.
- ცალკეულ წიგნებად გამოცემული გერმანულენოვანი არამხატვრული ლიტერატურის თარგმანების ჩამონათვალი ქართულ ენაზე: ისტორიული და სამეცნიერო ლიტერატურა, მემუარები, მოგონებები, დღიურები
- ალბერტ-ლაზარდი, ლუ.
- ზელიგი, კარლ.
- ირტენკაუფი, დომინიკ.წერილები საქართველოდან. გერმანულიდან თარგმნა ირინე ჭოღოშვილმა; წინასიტყვაობა: ბელა წიფურია; ბოლოთქმა: დათო ბარბაქაძე. თბილისი: პოლილოგი: უნივერსალი.
- კანეტი, ელიას.
- კანი, ოლივერ. ნომერი პირველი. პროექტის ავტორი: ზვიად კვარაცხელია; მთარგმნელი: ეკატერინე რაისნერი, ნატალია ნადირაშვილი. თბილისი: არტანუჯი.
- ლეონიძე, ლევან. დღიურები. ლევან ლეონიძე, მარია ჰოფმანი. შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნინო ჩხიკვიშვილმა; მარია ჰოფმანის დღიური თარგმნა მაია უნაფქოშვილმა; რედაქტორი: თამაზ ნატროშვილი. თბილისი: ინტელექტი.
- ფრანკი, ანა. ანა ფრანკის დღიური, 12 ივნისი 1942-1 აგვისტო. მთარგმნელი: ნელი ამაშუკელი; თბილისი: საქართველოს მაცნე.
- ფრანკი, ანა. უკანა სახლი დღიური წერილების სახით, 12 ივნისი 1942-1 აგვისტო 1944. შედგენილია ოტო ფრანკისა და მარიამ პრესლერის მიერ. მთარგმნელი: დავით ღოლიჯაშვილი; რედაქტორი: გაგა ლომიძე. 1-ლი ქართული გამოცემა. თბილისი:
- შპეერი, ალბერტ. მოგონებები. თარგმნა მანანა პაიჭაძემ; რედაქტორი: რუსუდან სულაკაური. თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი.
- ჰამბურგერი, კეტე.
- ჰოფმანი, ბანეშ.აინშტაინი: შემოქმედი და მეამბოხე. თარგმნა დათო ბარბაქაძემ; რედაქტორი: რ. სულაკაური. თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი.
- ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული გერმანულენოვანი მხატვრული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია (2003-2013)
- პოეზია
- აიხენდროფი, ოზეფ ფონ.გატეხილიბეჭედი; მონატრება; დილისლოცვა; მხიარულიმოგზაური; ჩიტებო, ტყეებში; მუსიკოსები. (ლექსები). გერმანულიდანთარგმნამარიამქსოვრელი-ხართიშვილმა. თბილისი: ხელეური. N 4.
- არტმანი, ჰანს კარლ. პოეტურიაქტისრვაპუნქტიანიპროკლამაცია; დაღუპულიმეგობრისდატირება; მანიფესტი; ვილანდშმიტისშესახებ. გერმანულიდანთარგმნათამარკოტრიკაძემ. თბილისი: ლიტერატურა-ცხელი შოკოლადი. აპრილი, N 4(34).
- აუსლენდერი, როზა. (პოეზია) გერმანულიდანთარგმნახათუნაპატაშურმა. თბილისი: ხელეური. N 3.
- ბახმანი, ინგებორგ.ქვეყნის, მდინარისადატბებისშესახებ. (ლექსი)გერმანულიდანთარგმნალულუდადიანმა. თბილისი: ჩვენი მწერლობა. 22 მარტი, N 6(188).
- ბახმანი, ინგებორგ.CURRICULUM VITAE; ბუნდოვნადთქმული; გაგრძელებულიდრო; ხედაბურბუშელა; ადრიანიშუადღე; ყველადღე; უსტარი; ვარდებისჭექა–ქუხილში; ჩემიფრინველი. (ლექსები). გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ. თბილისი: ჩვენი მწერლობა. 14 მაისი, N 10(114).
- ბახმანი, ინგებორგ.თეთრიდღეები; ერთიკუნძულისსიმღერები; ჩრდილებივარდებიჩრდილები; ნაცრისფერიდღეებისშემდეგ; რომავიხედე; შუაზაფხულში; გაუცხოება; ჯერკიდევვშიშობ. გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ. თბილისი: ჩვენი მწერლობა. 15 ოქტომბერი, N 21(125).
- ბენი, გოთფრიდ. გერმანულიდანთარგმნახათუნაპატაშურმა. თბილისი: ხელეური. N3.
- ბენი, გოტფრიდ. 2013. ვარდები. (ლექსები). გერმანულიდან თარგმნა ნინო მჭედლიშვილმა. თბილისი: მწერლის გაზეთი. 1-31 ოქტომბერი. N 8.
- ბიკელი, მარგო. ბავშვისდაბადება; რამდენიდრო; რაცუფრო; გამოიყენე; პურივაცხოთ; ცოტაოდენი; ცხოვრებას; გოლგოთისგზაზე; არისმომენტი; ვიდრეუკანასკნელად, გუშინწინდლიდან; მომხიბვლელობა; მხოლოდ; დატყვევებული; არისმომენტი; ჩამავალი;ცხოვრების; გაყინული; სიყვარული; თუგწამს; მოვადღე; დაუთოვლილი; ნუდაიჯერებ. (ლექსები). გერმანულიდან თარგმნა თინა თუშმალიშვილმა. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. N 5(32)
- ბირმანი, ვოლფ.შტაზი; დართულიშენიშვნადაგადათქმა; მონმარტრისსასაფლაოზე; რეალიზმიბრეხტთან; ბალადამარჩენალზე. (ლექსები) გერმანულიდან თარგმნა ნათელა ხუციშვილმა. თბილისი: ჩვენი მწერლობა. N 16.
- ბორხერტი, ვოლფგანგ.ლეგენდა; წვიმა. (ლექსები). გერმანულიდან თარგმნა თამარჯიქიამ. ქუთაისი: პოეზიის დღე. 17 დეკემბერი, N 10.
- ბრაუნი, ფელიქს. N 14.
- ბრაუნი, ფელიქს.შემოდგომისოდა; ოდაწყლისპირას; წვდომა; სიტყვა; გულისძგერა. გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ. თბილისი: ჩვენი მწერლობა. 12 მაისი, N 10.
- ბრენტანო, კლემენს მარია. სამყაროჩემი; აბა, მშვიდობით; გესმისშენ; მსურდაპატარა და სხვ. (ლექსები). თბილისი: ხელეური. N 2.
- ბუსტა, ქრისტინე. თბილისი: ლიტერატურა-ცხელი შოკოლადი. თებერვალი, N 32.
- გოეთე, იოჰან ვოლფგანგ. გერმანულიდანთარგმნაავთანდილწილოსანმა. თბილისი: ჩვენი მწერლობა. 18 ოქტომბერი, N21(203).
- გოეთე, იოჰან ვოლფგანგ., N 1.
- ენცენსბერგერი, ჰანს მაგნუს.ფრანკონულიალუბლისბაღიიანვრისთვეში; ქვეყნისენა; ლექსილექსებისარმკითხველთათვის; ლიქენთუწყება. (ლექსები). გერმანულიდან თარგმნეს ბესიკ ადეიშვილმა და დათო ბარბაქაძემ. თბილისი: ლიტერატურა-ცხელი შოკოლადი. იანვარი N 31.
- ენცენსბერგერი, ჰანს მაგნუს. თბილისი: ლიტერატურა-ცხელი შოკოლადი. იანვარი, N 31.
- ზაქსი, ნელი. ნაშუაღამევისგუნდი; მიტოვებულინივთებისგუნდი; ტოლჩანანგრევებში; ნახევრადჩამწვარისინათლე; ფეხსაცმელი; გუნდი; თავდახსნილთაგუნდი; ყარიბთაგუნდი; ობოლთაგუნდი; მკვდართაგუნდი; აჩრდილთაგუნდი; ქვათაგუნდი; ვარსკვლავთაგუნდი; უხილავინივთებისგუნდი; ღრუბელთაგუნდი; ხეთაგუნდი; ნუგეშისმცემთაგუნდი; არშობილთაგუნდი; წმინდამიწისხმა. (ლექსები). გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ. თბილისი: ახალი თარგმანები, ლიტერატურული ალმანახი. იანვარი-მარტი, N 4.
- თანამედროვეგერმანულენოვანიპოეზიისმოზაიკა. ლექსები. გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. თებერვალი N 2.
- ლავანტი, ქრისტინე.სასოწარკვეთისბორბალს; სამყარომშუქიმოჰფინა; ჯერარასდროს; ჩემსპირველქმნილძილს; დიახ – სწორედ; შენშეგწევსძალა; ერთივარსკვლავი; გულუბრყვილობის; ერთხელმომეცა; რადგსურს; ჩაქოლილივარ; ნუთუწითელისაათები; ხმადაკარგული; ჩემიხმა; ო, მომეცძალა; წითელიდაშავი; ალერსისნაცვლად; ისეეკვრიან; გამქელე; არვიმსახურებ; შემოქმედო; ისეუკუღმა; ცადდაკარგულო;ვინმოიგონა.(ლექსები). გერმანულიდანთარგმნესთამარკოტრიკაძემდავასილგულეურმა. თბილისი: ლიტერატურა-ცხელი შოკოლადი. აპრილი N 4(34).
- ლავანტი, ქრისტინე. Ich will das Brot mit den Irren teilen;Was mir vom ganzen Denken blieb;Trozdem der Himmel ein Bleisarg wird. (ლექსები) გერმანულიდან თარგმნავასილგულეურმა ; პწკარედულითარგმანითამარკოტრიკაძისა. მიუნხენი: ქართული, გერმანიის ქართული სათვისტომო. მარტი-აპრილი, N 2(33).
- მაიერი, კონრად. მშრალინიჩბები; ჩემოჩრდილბნელოწაბლისხევ. (ლექსები)გერმანულიდანთარგმნაამირანსვიმონიშვილმა. თბილისი: ჩვენი მწერლობა. 24 აგვისტო, N 17(173).
- მაირიოკერი, ფრიდერიკე. მოწოდება; “ხანდახანრაღაცუცაბედი…”; იანისრიცოსისლექსებისწაკითხვისშემდეგ; გადახრები; ბრტყელიფერდობი, ბიულეტენი; ბზობა; გაზაფხულისამოსუნთქვა; ერნსტიანდლისადმი; ცხოვრებისერთიმონაკვეთისმიმოხილვა; პრელუდიაასლანგიულტეკინისათვის, მკერავისთვის; დედაჩემიშიშველმკლავება; მელანქოლია, ანუამდღისმე-3 ლექსი; ვითანარქიისშავიდროშა; ზამთრისეულიბედნიერება; დიდედადაშვილიშვილი, ანუძველიფოტოსთვალიერებისას; ბადელსტერიმოგონებადაწინასწარჭვრეტა; ყაყაჩოშუაქალაქში; ცხოვრებისბრჭყალთატყვეობაში; იგივეობა; ლერწმისხავსი 85; აკლდამა; ლექსიეპიგრაფით; ისევდედამიწარადგანსაყრდენია; უდროოდგარდაცვლილბულბულზეთქმული; ჰიოლდერლინისკოშკი, ნეკართან, მაისში; შეპყრობილობისასაკი. გერმანულიდანთარგმნესგაგანახუცრიშვილმა, დათობარბაქაძემ, ნიკაჯორჯანელმა, ლულუდადიანმა. თბილისი: ახალი საუნჯე. ოქტომბერი, N 6.
- მარტი, კურტ. მემასწავლიდნენ; ნუგეში; პურიღვინო; ლექსიბუზისთვის; ხატი; ზაფხულისსიკვდილი. გერმანულიდან თარგმნა ბელა სურგულაძემ. თბილისი: კალმასობა. N 5.
- მერო,სოფიო.
- ნოვალისი. ღამისჰიმნები. გერმანულიდანთარგმნაკონსტანტინებრეგაძემ. ივნისი, N 6.
- რილკე, რაინერ–მარია. 2006. ელეგია. ცდუნება. ბერბიჭა. (ლექსები). გერმანულიდან თარგმნა ლულუ დადიანმა. თბილისი: კალმასობა. N 4.
- რილკე, რაინერ მარია.ხმები; ბრმისსიმღერა; თვითმკვლელისსიმღერა; იდიოტისსიმღერა; ადამი; ევა; აპოლონისარქაულიტორსი; მარტოობა; ივდითისდაბრუნება; პატარასახლი; შემოდგომა; ბრმა. (ლექსები). გერმანულიდან თარგმნა ნატო ინგოროყვამ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. N 6(33).
- რილკე, რაინერ მარია.გერმანულიდანთარგმნაამირანსვიმონიშვილმა. თბილისი: ჩვენი მწერლობა. 24 აგვისტო, N 17(173).
- რილკე, რაინერ მარია. ივდითისდაბრუნება; აპოლონისარქაულიტორსი; მარტოობა. გერმანულიდან თარგმნა ნატო ინგოროყვამ. თბილისი: ახალი თარგმანები, ლიტერატურულიალმანახი. N 7.
- რილკე, რაინერ-მარია. N 1.
- შტორმი, თეოდორ.გერმანულიდანთარგმნახათუნაპატაშურმა. თბილისი: ხელეური. N 3.
- ცეზარი, ინგო.უფრთოდ; დატყვევება; სრულიადუცხოთაშესახებ; გრძელიდანები; შუშისანგელოზები. (ლექსები). გერმანული თარგმნა დათო ბარბაქაძემ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. ოქტომბერი, N 10(73).
- ცელანი, პაულ. 2005. ლექსები. შინაარსი: ლანდშაფტისჩანახატი; Madona; ანაბაზისი; ნავსადგური; Coagula; Gire The Word; Lyon; Les Archers; არავისადმიკრულილოყით; შეგიძლიათოვლით; არდასიზმრებულთამიერნადენი; კარისღრიჭოში; მდინარეებშიჩრდილოეთითმერმისისა, შენიგვიანისახისწინაშე; დარდსწრაფნიგანმჭოლ; რიცხვებიწნული; სავალნიშენიხელისმტევნის; სიფხიზლისმიერ; ძაფებიმზისა; სიტყვისნატანი, ვულკანური; გზამოშანთული; პასექისკვამლი, მაღლამსრბოლიშინაგანნაგზევით; ლიხტენბერგისნამემკვიდრევი. გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ. თბილისი: კალმასობა. N 1.
- ჰაიდერი, ჰანს.გერმანულიდანთარგმნესთამარკოტრიკაძემდავასილგულეურმა. თბილისი: ლიტერატურა-ცხელი შოკოლადი. აპრილი, N4 (34).
- ჰესე, ჰერმან.დათმობა; მაინცგვწყურია; უკანასკნელიმოთამაშე. (ლექსები) გერმანულიდანთარგმნალევანბრეგაძემ. თბილისი: აფრა. N 19.
- პროზა
- ბაუერი, ვოლფგანგ.N 21.
- ბახმანი, ინგებორგ. N 3-4.
- ბახმანი, ინგებორგ. 2007-2008. სიზმრების მაღაზია. (რადიოპიესა). გერმანულიდან თარგმნა ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანმა. თბილისი: აფრა. N 13.
- ბეკერი, გუსტავო ადოლფო.N 17(43).
- ბერგერი, კლემენს. დამარჯვენაყურიჩამოათალა.(რომანი)გერმანულიდანთარგმნა ლანაშეყილაძემ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. ნოემბერი, N 11.
- ბერგი, სიბილე.
- ბერშაიდი, თომას. თარგმნაირმაბერშაიდ-ქიმერიძემ. თბილისი: ჩვენი მწერლობა. N 6(32).
- ბერშაიდი, თომას. ერმანიისქართულისათვისტომოსორგანო. მაისი-ივნისი, N 3(16).
- ბილერი, მაქსიმ..თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. ოქტომბერი, N 10(109).
- ბიოლი, ჰაინრიხ.გერმანულიდანთარგმნახათუნათოდუამ. თბილისი: ჩვენი მწერლობა. 4 მაისი, N 9(165).
- ბიოლი, ჰაინრიხ.დაუპატიჟებელისტუმრები; გზადხიდზე. (ნოველა) გერმანულიდანთარგმნახათუნათოდუამ. თბილისი: ჩვენი მწერლობა. 6 სექტემბერი, N 18(200).
- ბიხსელი, პეტერ.შინაარსი:ახსნა; ნოემბერი; კაცები. გერმანულიდან თარგმნა ლანა შეყილაძემ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. ივნისი, N 6.
- ბოსჰარტი, იაკობ.თარგმნა გურანდადავითაშვილი-ჩიგოგიძემ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. ოქტომბერი N 10.
- ბრეხტი, ბერტოლტ.უღირსიდედაკაცი. (ესე) გერმანულიდან თარგმნაიეშუაჰანოცრიმ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. ნოემბერი, N 11(110).
- ბრონენი, ბარბარა.
- გეორგე, შტეფან.
- გოეთე, იოჰან ვოლფგანგ.Scripta manent. საქართველო. N 1.
- გოეთე, იოჰან ვოლფგანგ.
- გრასი, გიუნტერ.
- გრიმი, პეტერ.
- დიურენმატი, ფრიდრიჰ.N 1(16).
- დიურენმატი, ფრიდრიჰ. N 23(75); 21 ნოემბერი, N 24 (76); 5 დეკემბერი, N 25 (77); 19 დეკემბერი, N 26 (78).
- დობლინი, ალფრედ. ფრანცბიბერკოპფისთავგადასავალი, რადიოპიესარომანის, “ბერლინი. ალექსანდრესმოედანი” მიხედვით. გერმანულიდან თარგმნა ნანა ჭიღლაძემ. თბილისი: ახალი თარგმანები. N 5.
- დობლინი, ალფრედ.მოცეკვავედასხეული; აფრიანინავი. (მოთხრობები)გერმანულიდან თარგმნათამარჯანელიძემ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. ოქტომბერი, N 10(109).
- ვალზერი, მარტინ.
- ველერსჰოფი, დიტერ.
- ვოლფი, კარლ.პირველადიყოდაო; ჩემსსახლს; ბედნიერება; ქამელეონი; ფოთოლ–ფოთოლ; თვალნიდამზერანი; ჩვენგვაბრმავებს; ფეხსაცმლისგამოცვლა; კვიპაროსები. გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ. თბილისი: ჩვენი მწერლობა. N 17.
- ვოლფი, ევიტა.
- ზედერმანი, პერმა.N 1(13).
- ზიუსკინდი, პატრიკ.
- ზიუსკინდი, პატრიკ.
- იელინეკი, ელფრიდე.
- კაფკა, ფრანც. შინდაბრუნება; გამოცდა. (მოთხრობები). თარგმნა ხათუნაპატაშურმა. თბილისი: არმაღანი. N 1.
- კაფკა, ფრანც.ბავშვებიშარაგზაზე; ნიღაბახთილითაღლითი; მოულოდნელიგასეირნება; განზრახვანი; გასეირნება; მარტოხელასუბედურება; ვაჭარი; მზერისუქმიფარფატი; გზადშინისკენ; მორბენალიდამადევარი; მგზავრი; ტანსაცმელი; უარი; მხედარს – განსჯისთვის; ქუჩაშიგამავალიფანჯარა; სურვილი,იყოინდიელი; ხეები; როდესაცუბედურიხარ; ევროპლანიბრეშიაში. (მოთხრობები). თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. მაისი, N 5.
- კაფკა, ფრანც.
- კაფკა, ფრანც.კანონისწინ; იმპერატორისუწყება. (მოთხრობები)გერმანულიდან თარგმნა დავითკირკიტაძემ.თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. ოქტომბერი, N 10(109).
- კაფკა, ფრანც. თბილისი: ჩვენი მწერლობა. 24 დეკემბერი. N 17(173).
- კაფკა, ფრანც.შინაარსი:მესაჭე; სირბილითჩავლილნი; გზაშინისაკენ; გამგზავრება; ძველიჩანაწერიდან; გაფანტულიმზერაფანჯრიდან; შინდაბრუნება. გერმანულიდანთარგმნესსერგოოქროპირიძემდადევიბერძენიშვილმა. თბილისი: ახალი საუნჯე. ნოემბერი, N 7.
- კაშნიცი, მარი ლუიზე. გერმანულიდანთარგმნარუსუდანბეჟაშვილმა. თბილისი: ჩვენი მწერლობა. 24 აგვისტო, N 17(173).
- კიონეკე, ოლე.გერმანულიდანთარგმნესსუსანეკიმმადარუსუდანმამფორიამ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. ოქტომბერი, N 10(73).
- ლავანტი, ქრისტინე.N 13(39).
- ლანგე-მიულერი, კატია. N 4.
- ლასკერ-შიულერი, ელზე.
- ლაჰერი, ლუდვიგ. Scripta manent. საქართველო. N 2.
- მაირიოკერი, ფრიდერიკე.
- მაირიოკერი, ფრიდერიკე.ერნსტიანდლიდამისიმოვალეობაღმერთებისწინაშე. (ესსე) გერმანულიდანთარგმნაშორენაშამანაძემ. თბილისი: ახალი საუნჯე. ოქტომბერი, N 6.
- მაირიოკერი, ფრიდერიკე. 2013 სამი სიტყვა. (ესსე) გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ. თბილისი: ახალი საუნჯე. ოქტომბერი, N 6.
- მანი, თომას.
- მანი, თომას.
- მანი, თომას.გერმანულიდანთარგმნესნანაგოგოლაშვილმადაირაკლისურგულაძემ. თბილისი: საგურამო. N 1, 2, 3, 4, 5.
- მიულერი, ანდრე.
- მიულერი, ჰერტა.გერმანულიდანთარგმნანინოტოფაძე-შტოკერმა. თბილისი: ჩვენი მწერლობა. 27 იანვარი, N 2(158).
- მიულერი, ჰერტა.
- მუზილი, რობერტ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. ნოემბერი, N 11.
- მუზილი, რობერტ.
- ნოივირტი, ბარბარა.N 23.
- პერუცი, ლეოპოლდ. -XXI. ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი. N 3.
- პლენცდორფი, ულრიჰ.N 6(33).
- პოპი, ფრიც.N 4.
- პოპი, ფრიც.
- რაინეკერი, ჰერბერტ.
- რილკე, რაინერ მარია. ამბავიქვასმიყურადებულიკაცისა; ამაყიქალბატონიდამათხოვარი. (მოთხრობები) გერმანულიდანთარგმნათემურხანთაძემ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. N 9(84).
- რინზერი, ლუიზე. არავითარიშემამსუბუქებელიგარემოებანი, გეთაყვა.გერმანულიდანთარგმნარუსუდანბეჟაშვილმა. თბილისი: ლიტერატურა და ხელოვნება. დეკემბერი N 12(48).
- რობაქიძე, გრიგოლ.
- რობაქიძე, გრიგოლ.N 1.
- რობაქიძე, გრიგოლ.N 19.
- რუჩკი, მიხაელ. მუზეუმიყველგანაა : დაკვირვებანიდღევანდელბერლინში. (ესსე) გერმანულიდანთარგმნანათიამიქელაძემ. თბილისი: აფრა. N 19.
- ტუხოლსკი, კურტ.
- ფოიხტვანგერი, ლიონ.Scripta manent. საქართველო. N 1.
- ფრიდელი, ეგონ. 2007-2008. გოეთე: გროტესკი ორ სურათად. გერმანულიდან თარგმნა ნათელა ხუციშვილმა. თბილისი: აფრა. N 13.
- ფრიდმანი, რალფ.ერთსადაიმავედროსყოფნა–არყოფნა, რაინერმარიარილკესადამხატვარლუალბერტ–ლაზარდისურთიერთობა. (გერმ. ლიტ) გერმანულიდანთარგმნალულუდადიანმა. თბილისი: საუნჯე. N 5-6.
- ფრიში, მაქს.HOMO FABER (რომანი). გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. დასაწყისი იხილეთ N 3-7. N 4(19), N 8(23)
- შაუკალი, რიჰარდ ფონ.
- შლინკი, ბერჰარდ. N 3(27). დასაწყისი იხილეთ N 1,2/2008.
- შლინკი, ბერნჰარდ.
- შლინკი, ბერნჰარდ.
- შნიცლერი, ართურ.
- შტაინბერგი, ვერნერ.
- ჩოკორი, ფრანც თეოდორ.
- ჰაიზე-ერნსტი, კორნელია.
- ჰაუერი, ელიზაბეთ.N 2.
- ჰერმანი, იუდიტ. წითელიმარჯნისსამაჯური. (მოთხრობა)გერმანულიდანთარგმნალანაშეყილაძემ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. დეკემბერი, N 12(99).
- ჰესე, ჰერმან.სამიამბავიკნულპისცხოვრებიდან. (მოთხრობა) გერმანულიდან თარგმნა იეშუაჰანოცრიმ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. ნოემბერი, N 11(110).
- ჰესე, ჰერმან.გერმანულიდან თარგმნა თემურ ხანთაძემ. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. ივლისი, N 7.
- ჰესე, ჰერმან. N 1.
- ჰესე, ჰერმან.
- ჰესე, ჰერმან.
- ჰესე, ჰერმან.ახალი თარგმანები, ლიტერატურული ალმანახი. იანვარი-მარტი, N 4.
- ჰესე, ჰერმან.
- ჰესე, ჰერმან. 2007-2008. ზიდჰართა. (რომანი) ნაწილი მეორე თავი პირველი. თბილისი: აფრა. N 13.
- ჰილდესჰაიმერი, ვოლფრანგ. ღიანაცრისფერისაგაზაფხულოპალტო. (სატირა) გერმანულიდან თარგმნადარეჯანდვალმა. ქუთაისი: პოეზიის დღე. 17 დეკემბერი, N 10.
- ჰოფმანსტალი, ჰუგო ფონ.
- ჰოფმანსტალი, ჰუგო ფონ.
- ჰოფმანსტალი, ჰუგო ფონ. 672-ეღამისზღაპარი.(რომანი) გერმანულიდან თარგმნა ნანანოზაძე-ჯუღაშვილმა. თბილისი: ლიტერატურული პალიტრა. დეკემბერი N 12(99).
- გერმანულენოვანი ლიტერატურის ისტორია და კრიტიკა
- ბაქანიძე, ნინო.
- ბოკუჩავა, მარინა.
- ბრეგაძე, კონსტანტინე. 2012 გერმანული რომანტიზმი, ჰერმენევტიკული ცდანი. რედაქტორი: მანანა პაიჭაძე. თბილისი: მერიდიანი.
- ბრეგაძე, კონსტანტინე.
- ბრეგაძე, კონსტანტინე.
- ბურდული, ია. პატრიკ ზიუსკინდის ნარატივში. რედაქტორი: ირმა რატიანი. თბილისი: მერიდიანი.
- გაგნიძე, ნუგეშა.
- გელაშვილი, ნაირა.
- გელაშვილი, ნაირა.
- გელაშვილი ნაირა.
- გელაშვილი ნაირა.
- გვრიტიშვილი, ელეონორა.
- დანელია, როზეტა.
- ზაქარაძე, ლალი.
- თეთრუაშვილი, ლეილა.
- თხილავა, ნატო.
- ინჯია, თამარ.
- ირემაძე, თენგიზ.
- კავთიაშვილი, ვენერა.
- კავთიაშვილი, ვენერა.
- კვირიკაძე, ნინო.
- ნასარიძე, ნათია. ქუთაისი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- ნინუა, ეთერ.
- ნიჟარაძე, თეონა. II ნახევრის გერმანულენოვან მხატვრულ პროზაში; მეტაფორების კოგნიტიური კლასიფიკაცია. დის. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი, 10.02.04. სამეცნიერო ხელმძღვანელი: მანანა პაიჭაძე. თბილისი: თსუ.
- შიოლაშვილი, ირმა.
- შურღულაია, ირაკლი.
- შუხარტი, მალტე.
- ჩიგოგიძე, ერეკლე.
- წიკლაური, ნესტან.
- ხაჭაპურიძე, თენგიზ.
- ხაჭაპურიძე, თენგიზ.
- ხაჭაპურიძე თენგიზ.
- გერმანულენოვანი ლიტერატურის ქართული რეცეფციის თავისებურებები
- მირიანაშვილი მაია; (33)
- ბარბაქაძე დათო; (21)
- ფანჯიკიძე დალი; (16)
- კოტრიკაძე თამარ; (13)
- გოგოლაშვილი ნანა; (11)
- გალდავაძე მზია; (8)
- დადიანი ლულუ; (7)
- პატაშური ხათუნა; (7)
- ჯორჯანელი კარლო; (5)
- ღვინეფაძე რუსუდან; (4)
- ხანთაძე თემურ;(4)
- კოტეტიშვილი ვახუშტი; (3)
- ხუციშვილი ნათელა; (3)
- ბეჟაშვილი რუსუდან; (3)
- კალანდარიშვილი ნონა; (2)
- ბადრიძე მაია; (2)
- კორძაია-სამადაშვილი ანა; (2)
- თოფურია დოდო; (2)
- თხილავა ნატო; (2)
- ფიცხელაურ-ფარჯიანი ასმათ; (2)
- შტოკერი ნინო; (2)
- ბერიძე ლალი; (2)
- იაშვილი ლევან; (2)
- ბანძელაძე ონისე; (2)
- თოდუა ხათუნა; (2)
- ქიმერიძე ირმა; (2)
- ქსოვრელი მარიამ; (1)
- დადიანი ლაშა; (1)
- დიდებულიძე თინათინ;(1)
- ხაჭაპურიძე თენგიზ;(1)
- ფხაკაძე ნარგიზა; (1)
- ხვიტია ვლადიმერ;(1)
- ამაშუკელი ნელი; (1)
- აბაშიძე ზურაბ; (1)
- ნადირაშვილი ნატალია; (1)
- რაისნერი ეკატერინე; (1)
- შეყილაძე ლანა; (7)
- სურგულაძე ბელა; (1)
- ყარალაშვილი ოთარ; (1)
- გვრიტიშვილი ელეონორა; (1)
- კანჯიანო რუსუდან; (1)
- ჭოხონელიძე გურამ;(1)
- ადეიშვილი ბესიკ; (1)
- გოგოლაშვილი დიმიტრი; (1)
- ძოწენიძე ნოდარ; (1)
- ჯანელიძე ნატალია; (1)
- გელოვანი აკაკი; (1)
- ნოზაძე ნანა; (1)
- ბეწუკელი ელისო; (1)
- ყიფიანი თამარ; (1)
- ბრეგაძე გიორგი; (1)
- ჯანელიძე თამარ; (1)
- თოდუა ხათუნა; (1)
- რუხაძე ნოდარ; (1)
- ჯოხაძე გია; (1)
- გელაშვილი ნაირა;(1)
- გოგოლაძე მაია; (1)
- ჩხენკელი ზურაბ; (1)
- რუხაძე გოდერძი;(1)
- პატარაია თენგიზ; (1)
- ხუციშვილი ნათელა; (1)
- ბრეგაძე კონსტანტინე; (1)
- გამყრელიძე ოთარ; (1)
- რატიანი ზვიადი; (1)
- ბერიძე ლევან; (1)
- კაკაბაძე დავით; (1)
- მამულაშვილი მიხეილ; (1)
- შამანაძე შორენა; (1)
- კვატაია მანანა; (1)
- რეხვიაშვილი ია; (1)
- ფალავანდიშვილი მაია; (1)
- კუჭუხიძე ნუგზარ; (1)
- ალხაზიშვილი გივი; (1)
- გამსახურდია კონსტანტინე; (1)
- ჭოღოშვილი ირინე; (1)
- პაიჭაძე მანანა; (1)
- ხანთაძე თემურ; (1)
- წერედიანი დავით; (1)
- ინგოროყვა ნატო; (1)
- გოგოლაშვილი მაკა; (1)
- კირკიტაძე დავით; (1)
- სვიმონიშვილი ამირან; (1)
- რუხაძე ნოდარ; (1)
- მჭედლიშვილი ნინო; (1)
- თუშმალიშვილი თინა; (1)
- ჯიქია თამარ; (1)
- წილოსანი ავთანდილ; (1)
- ჯამბურია გიორგი; (1)
- შამანაძე შორენა; (1)
- კაკაბაძე დავით; (1)
- ჩხეტიანი გურამ. (1)
ნაშრომის ამ ნაწილში წარმოდგენილი იქნება სტატისტიკური მონაცემები. უკანასკნელ ათწლეულში შესრულებულ თარგმანებზე დაყრდნობით შევეცედებით შევაფასოთ მონაცემები და გავარკვიოთ გერმანულენოვანი ლიტერატურის ქართული თარგმანის რეცეფციის თავისებურებები.
სტატისტიკურ მონაცემებში მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოვყოთ შემდეგი საკითხები: რომელი გამომცემლობები აქტიურობენ ყველაზე მეტად, რომელ ლიტერატურულ ჟანრს ენიჭება უპირატესობა, ძირითადად რომელი ენიდან ხორციელდება თარგმანები, რომელი ეპოქის მწერლებს ენიჭება უპირატესობა და ბოლოს, რეკომენდაციები მომავალ თარგმანებთან დაკავშირებით.
მონაცემების შეგროვებისას აღმოჩნდა, რომ გერმანულენოვანი მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის გამომცემლობას „იბისი“, ამ გამომცემლობაში 30 წიგნი არის დაბეჭდილი, შემდეგ მოდის გამომცემლობა „ინტელექტი“ 13 გამოცემული წიგნით, რომელსაც ერთი წიგნით ჩამორჩება „პალიტრა L”, 11 წიგნი გამოსცა „მერიდიანმა“, 10 – „უნივერსალ“-მა და 9 – „კავკასიურმა სახლმა“. გამომცემლობა „დიოგენე“-მ საერთო ჯამში 8 გერმანულენოვანი წიგნი გამოსცა. „არტანუჯი“ 7 წიგნს მოითვლის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“-მ 6 წიგნი შესთავაზა მკითხველს. „მწიგნობარმა“ და „საქართველოს მაცნემ“ – 5. თანაბარი რაოდენობის (4) წიგნები გამოსცეს „სიესტა“-მ, „აწმყო“-მ და „ნეკერმა“. ხოლო რაც შეეხება „ლევან კავლელის გამომცემლობას“, „გამომცემლობა საარს“, „წიგნის სახელოსნოს“ და გამომცემლობა „ელფს“, მათ მიერ გამოცემული წიგნების რაოდენობა შეადგენს სამს. შემდეგმა გამომცემლობებმა ორ-ორი წიგნი შემოგვთავაზეს. ესენია: „LINK”, “სფინქსი“, „ხომლი“, „ლოგოს პრესი“, „პოლილოგი“, „ზეკარი“, „ახალი საქართველო“, „ცოდნა“, „ნანა შალამბერიძის გამომცემლობა“ და „დათო ბარბაქაძის თვითგამოცემა“. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ გამომცემლობებს, მათ მიერ გამოცემული წიგნების რაოდენობა შეადგენს ერთს; ასეთებია „მერწყული“, „პოლიგრაფი“, „ანბანი“, „არეტე“, „პეგასი“, „სიტყვა“, „მერანი“, „აგორა“, „ენა და კულტურა“, „დია“, „გოეთეს ინსტიტუტის გამომცემლობა“, „სვეტი“, „ლაბირინთი“, „ხირონი“.
გამომცემლობა |
გამოცემული წიგნი |
„იბისი“ |
30 |
„ინტელექტი“ |
13 |
“პალიტრა L” |
12 |
“მერიდიანი“ |
11 |
„უნივერსალი“ |
10 |
„კავკასიური სახლი“ |
9 |
„დიოგენე“ |
8 |
„არტანუჯი“ |
7 |
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ |
6 |
„მწიგნობარი“, „საქართველოს მაცნე“ |
5 |
„სიესტა“, „აწმყო“, „ნეკერი“ |
4 |
„ლევან კავლელის გამომცემლობა“, „საარი“, „წიგნის სახელოსნო“, „ელფი“ |
3 |
„LINK”, “სფინქსი“, „ხომლი“, „ლოგოს პრესი“, „პოლილოგი“, „ზეკარი“, „ახალი საქართველო“, „ცოდნა“, „ნანა შალამბერიძის გამომცემლობა“, „დათო ბარბაქაძის თვითგამოცემა“. |
2 |
„მერწყული“, „პოლიგრაფი“, „ანბანი“, „არეტე“, „პეგასი“, „სიტყვა“, „მერანი“, „აგორა“, „ენა და კულტურა“, „დია“, „გოეთეს ინსტიტუტის გამომცემლობა“, „სვეტი“, „ლაბირინთი“, „ხირონი“. |
1 |
ცხრილი 1. გამომცემლობების სტატისტიკა
მონაცემების შეგროვების საფუძველზე დადგინდა, რომ ყველაზე პოპულარული ჟანრი არის რომანი, 171 წიგნიდან 69 წიგნი სწორედ ამ ჟანრს განეკუთვნება, შემდეგ მოდის მოთხრობები (38) და პოეზია (30). ისტორიული ლიტერატურა, მემუარები, მოგონებები და დღიურები 11 გამოცემას აერთიანებს. ესსეებსა და ნარკვევებს 7 წიგნი დაეთმო, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა პიესები (6).
ჟანრი |
გამოცემული ერთეულების რაოდენობა |
რომანი |
69 |
მოთხრობა |
38 |
პოეზია |
30 |
ისტორიული ლიტერატურა, მემუარები, მოგონებები, დღიურები |
11 |
ესსეები და ნარკვევები |
7 |
პიესა |
6 |
ცხრილი 2. ჟანრების სტატისტიკა
მოგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ უკანასკნელ ათწლეულში ქართველმა მთარგმნელებმა უპირატესობა მიანიჭეს ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰერმან ჰესეს ნაწარმოებებს, ავსტრო-გერმანელი პოეტი და ნოველისტი რაინერ მარია რილკე ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს, XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს გერმანულენოვან მწერალისა და ნოველისტის ფრანც კაფკას ნამუშევრებს დღესაც აქტიურად თარგმნიან ქართველი მთარგმნელები. გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის იოჰან ვოლფგანგ გოეთესადმი ინტერესი საქართველოში XIX საუკუნეში გამოვლინდა და კვლავ იზრდება, რასაც მოწმობს პოეტის ნაწარმოებთა თარგმანები, იგი დღესაც აქტუალურია. ასევე უხვად მიეწოდება ქართველ მკითხველს თომას მანის შემოქმედება. ყველაზე უფრო თარგმნადი მწერლების რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე: რობერტ მიუზილი, ერიხ მარია რემარკი, ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი, ინგებორგ ბახმანი, გიუნტერ გრასი, შტეფან ცვაიგი, პატრიკ ზიუსკინდი, თანამედროვე ავსტრიელი რომანისტი, დრამატურგი და პოეტი ელფრიდე იელინეკი, ალფრედ დობლინი და სხვა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული თარგმანების აბსოლუტური უმრავლესობა განხორციელებულია ორიგინალის ენიდან. მხოლოდ რამდენიმე თარგმანი იყო შესრულებული რუსულიდან, ინგლისურიდან და ფრანგულიდან.
ბიბლიოგრაფიის სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე აშკარაა, რომ ქართველი მთრაგმნელების უმრავლესობა გერმანულენოვანი ლიტერატურის კლასიკოსების – სახელდობრ თომას მანის, ჰერმან ჰესეს, რობერტ მუზილის, ფრანც კაფკას ნაწარმოებებს ანიჭებს უპირატესობას. თანამედროვე გერმანულენოვანი მწერლების (მაგალითად, თომას ბერნჰარდისა და მარტინ ვალზერის) მხოლოდ თითო-თითო ნაწარმოები არის წარმოდგენილი ქართულ ენაზე.
გაანალიზებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია მოქმედ მთარგმნელთა რანჟირებული სიის შედგენაც. წინამდებარე სიაში მთარგმნელთა სახელები და გვარები ჩამოთვლილია შესრულებული თარგმანების რაოდენობის (და ამრიგად, მთარგმნელობითი საქმიანობის ინტენსივობის) მიხედვით (პრინციპით: 1 – ყველაზე მეტი თარგმანი, 91 – ყველაზე ნაკლები).
გერმანულენოვანი ლიტერატურის ქართული რეცეფციის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ მთარგმნელთათვის დაწესებული ლიტერატურული პრემიებიც. ლიტერატურული პრემია საბა 2003 წელს დაარსდა, მისი მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. ლიტერატურული პრემიის ასევე გადაეცემათ მთარგმნელებსაც. მაგალითად 2012 წელს საუკეთესო თარგმანად დასახელდა დავით წერედიანის თარგმანი იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ფაუსტისა. 2006 წელს ნომინანტი იყო რუსუდან ღვინეფაძე მარი ლუიზე კაშნიცის ლექსების თარგმანისათვის. 2003 წელს ასევე ნომინანტი იყო კარლო ჯორჯანელი თომას მანის დოქტორი ფაუსტუსის თარგმნის შესრულებისთვის.
მთარგმნელებს ასევე აჯილდოვებს ლიტერატურული პრემია „გალა“, რომელიც 2007 წელს დაარსდა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა და მისი მიზანია საუკეთესოწიგნების, კინოსცენარებისდასაუკეთესოლიტერატურულიპროექტებისგამოვლენაშვიდინომინაციისმიხედვით. 2008 წელს პრემია „გალა“ საუკეთესო თარგმნისათვის გადაეცა მაია ბადრიძეს, რომელმაც თარგმნა რობერტ მუზილის უთვისებო კაცი.
დასკვნა და რეკომენდაციები
განხორციელებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 2003-2013 წლებში გერმანული ენიდან ქართულად ითარგმნა 171 წიგნი, ჟურნალ-გაზეთებში გამოიცა გერმანულენოვანი ნაწარმოებების 132 თარგმანი, გერმანულენოვანი ლიტერატურის ისტორიასა და კრიტიკას დაეთმო 32 ქართულენოვანი მონოგრაფია, გერმანული ლიტერატურის თარგმნის საქმეში მონაწილეობას იღებდა 91 მთარგმნელი და გერმანულენოვანი ლიტერატურის თარგმნის წასახალისებლად გაიცა 3 ლიტერატურული პრემია.
მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ უკანასკნელ წლებში ითარგმნა გერმანული მოდერნიზმის რამდენიმე ძალიან ღირებული ნაწარმოები, მათ შორის ალფრედ დობლინის ბერლინი: ალექსანდერპლაცი და რობერტ მუზილის უთვისებო კაცი, გამოიცა რაინერ მარია რილკეს შემოქმედების დიდი ნაწილი და თომას მანის აქამდე უთარგმნელი ნაწარმოებები. ასევე გამოიკვეთა, რომ თარგმნილი ტექსტების ჟანრებს შორის დომინანტური ადგილი უკავია რომანებს, ყველაზე მეტად უგულებელყოფილი კი დრამატული გვარი აღმოჩნდა. ანალოგიური სურათია სამეცნიერო მონოგრაფიებშიც: მათი უმრავლესობა გერმანულენოვანი ლიტერატურის კლასიკოსების შემოქმედების კვლევას ეთმობა. ყოველივე ეს განაპირობებს იმას, რომ ქართველი მკითხველის მოლოდინის ჰორიზონტი დღემდე განისაზღვრება გერმანულენოვანი ლიტერატურის აწ უკვე კლასიკოსებად აღიარებული ფიგურებით (ი.ვ.გოეთე, თომას მანი, ჰერმან ჰესე, ფრანც კაფკა, რაინერ მარია რილკე…). მეორე საუკუნის მეორე ნახევრის ავტორების (ინგებორგ ბახმანი, პაულ ცელანი, გიუნთერ გრასი, მაქს ფრიში, ფრიდრიჰ დიურენმატი, მარტინ ვალზერი, თომას ბერნჰარდი, პატრიკ ზიუსკინდი…) ნაწარმოებები კი ძალზე მწირად არის თარგმნილი. კიდევ უფრო მცირერიცხოვანია გარდატეხის ხანის ლიტერატურის თარგმანები (ბერნჰარდ შლინკი, ელფრიდე იელინეკი, ქრისტა ვოლფი,…).
თანამედროვე გერმანულ-ქართულ ლიტერატურულ თარგმანში სრულიად უგულებელყოფილია უკანასკნელი ათწლეულების გერმანულენოვანი ბესტსელერები (მაგალითად, დანიელ კელმანის რომანი პოპულარობა), ექსპერიმენტული ლიტერატურა (მაგალითად, ჰაინრიჰ ბიოლის თანამედროვის, ვოლფგანგ კოეპენის რომანები), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელოვანი და დევნილი მწერლების შემოქმედება (უვე იონსონი, ჰაინერ მიულერი…)და მეოცე საუკუნის გერმანულენოვანი დრამატურგების შემოქმედება (თომას ბერნჰარდი, ბოთო შტრაუსი, პეტერ ვაისი…).
იმისთვის, რათა ქართველი მკითხველის მოლოდინის ჰორიზონტი გერმანულენოვანი ლიტერატურის მიმართ გაფართოვდეს და მიუახლოვდეს ამ ლიტერატურის აქტუალურ ტენდენციებს, საჭიროა სათარგმნი ლიტერატურის შერჩევისას მეტი აქცენტი გაკეთდეს შედარებით უფრო თანამედროვე ლიტერატურაზე (მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი, გარდატეხის ხანა, პოსტმოდერნისტული მწერლობა, ლიტერატურული ექსპერიმენტები). ამასთან, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიტერატურული მემკვიდრეობისა და გარდატეხის ხანის გერმანული ლიტერატურის თარგმნამ შეიძლება ბიძგი მისცეს ქართული და გერმანულენოვანი ლიტერატურის შედარებით კვლევებს კოლონიური და პოსტკოლონიური კუთხით. თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგების შემოქმედების თარგმნა კი ხელს შეუწყობს გერმანულენოვანი პიესების დადგმას ქართული თეატრის სცენაზე და მათ რეცეფციას ქართველი მაყურებლის მიერ.
გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები
ქართულენოვანი წყაროები:
- ფანჯიკიძე, დალი. 1999. ქართული თარგმანის ისტორიის საკითხები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა; გვ. 90.
- ფანჯიკიძე, დალი. 2002. ენა, თარგმანი, მკითხველი. რედაქტორი: ლილი მჭედლიშვილი. თბილისი: საგამომცემლო სახლი თბილისში.გვ. 52-78
- ფანჯიკიძე, დალი. 1995. თარგმანის ახალი თეორიები და სტილის ეკვივალენტობის პრობლემა. რედაქტორი: ნ. სუხიტაშვილი. თბილისი: განათლება.გვ. 68-80.
- ფანჯიკიძე დალი. 1988. თარგმანის თეორია და პრაქტიკა. თბილისი: განათლება.
- ქეცბა-ხუნდაძე, ლალი. 2005. გერმანულენოვანიმხატვრულილიტერატურისქართულითარგმანებისბიბლიოგრაფია=Deutschsprachige Literatur in Georgischer Ubersetzung Bibliografie (1852-2002). თბილისი: გოეთეს ინსტიტუტი.
გერმანულენოვანი წყაროები:
- Baasner, Rainer. Zens Maria. 2001. Methoden und Modelle der Literaturwissenschaft, Eine Einführung. 2. Überarbeitete und erweiterte Auflage. Berlin: Erich Schmidt. S 179-188.
- Köppe, Tilmann, Simone Winko. 2008. Neuere Literaturtheorien. Eine Einführung. Stuttgart, Weimar: Metzler. S 85-86.
ინტერნეტ-წყაროები: