ქართველი და უცხოელი სტუდენტების სოცი-კულტურული განწყობები და სტერეოტიპები

თიკო ჯინჭარაძე,  გუგა ჯუღელი,  მაია ჯამბაზიშვილი, მარი ჯაიანი

აღნიშნული კვლევის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს სიღრმისეული შესწავლა  ერთი მხრივ, იმის, თუ  როგორ აღიქვამენ უცხოელი სტუდენტები ქართულ სოციო-კულტურულ გარემოს, როგორ მიმდინარეობს ქართულ სოციო-კულტურულ გარემოში მათი ადაპტაციისა და ინტეგრაციის პროცესი. ხოლო, მეორე მხრივ,    როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველ სტუდენტებს უცხოელ  სტუდენტებისადმი და რა ხდება მათთვის კულტურული შოკის გამომწვევი ძირითადი მიზეზები.

 

კვლევის საწყის ეტაპზე წინასწარი სამუშაო  ჰიპოთეზები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • უცხოელი სტუდენტებს, გრძნობენ რა თავს საკმაოდ  “უცხოდ”  ქართულ სოციუმში,   ვერ  ახერხებენ მასში ინტეგრაცია;
  • ქართველი სტუდენტების გარკვეული ნაწილი სტერეოტიპულად აღიქვამს უცხოელ სტუდენტებს;

კვლევის აქტუალურობა და რელევანტურობა გამომდინარეობს იქიდან , რომ უცხოელი სტუდენტების რიცხვი დღითიდღე იზრდება საქართველოში, ასევე იზრდება პირდაპირი/არაპირდაპირი ურთიერთობები, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია – კვლევების სიმწირე, არარსებობა. მულტიკულტურალიზმიკი კიდევ ერთელ ცხადყოფს ჩვენი კველვის აქტუალურობას რადგან, მულტიკულტურალიზთან დაკავშირებული პრობლემატიკა მეოცე საუკუნის მეორენახევრისა და ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთიყველაზე აქტუალური სფეროა, XX  საუკუნეში ჩამოყალიბებულ საერთაშორისო სისტემაზე ზედაპირული დაკვირვებაც  საკმარისია იმის ნათელსაყოფად, რომ თანამედროვე ეპოქის სახელმწიფოთა უმრავლესობა კულტურულად ჰეტეროგენულია, ანუ „მულტიკულტურულია“. და ბოლოს ქსენოფობისს განცდა უცხო კულტურაში. რომელიც ორივე მხარისთვის საკმაოდ სესნსიტიური საკითხია, როოგორც მასპინძელი კულტურა და საზოგადოება განიცდის გარკვეულ საფრთხეებს უცხო კულტურასთან ურთიერთობისას, ისე უცხო კულტურის წარმომადგენელებიც გრძნობენ თავს საფრთხეში, რადგან მათი კულტურა და ტრადიციაები დისბალანს განიცდის სხვა კულტურულ–სოციალურ გარემოში.

კვლევის აქტუალურობაზე საუბრისას, ჩვენ დავეყრდენით სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც კიდევერთხელ  ხაზს უსვამს  ჩვენი კვლევის აქტუალურობას:

  • 2009 წელს 832 უცხოელი სტუდენტი სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში;
  • 644 უცხოელი სტუდენტი მხოლოდ თსსუ-ში;
  • 27 ქვეყნიდან ჩამოსული 1000-ზე მეტი ჩამოსული სტუდენტი (2011წელი);  (www.polity.ge)

არსებული კვლეცა კომპლექსურია, რადგან გვაინტერესბდა როგორი დამოკიდებულება და ურთიერთობა აქვთ ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ერთმანეთთან, ამიტომ გადავწყვიტეთ კველვა შედარებითი ხასიათის ყოფილიყო, სადაც შესაძლებელი გახდებოდა კორელაციების დანახვა . მხოლოდ ერთი მხარიდან დანახული რეალობა და აღქმა ვერ ჩაითველებოდა ვალიდურად  და რელვანტურად. კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდით, ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებთან, ასევე ჩარატდა ფოკუს ჯგუფი ქართველ სტუდენტებთან, სადაც გამოვიყენეთ პროექციული ტექნიკებიდან ერთ-ერთი – „ღრუბლიანი ნახატები“, კვლევის ინსტრუმენტად ასევე გამოვიყენეთ  არასტრუქტურირებული კითხვარი. რესპოდენტები სხვადასხვა ქვენყნებიდან ჩამოსული სტუდენტები იყო, რომლებსაც მინიმუმ 6 თვე აქვთ საქართველოში გატარებული, რადგან ამ დროის განმავლობაში ყველა იმ ეტაპს განიცდიან  ,რასაც კულტურული შოკი ჰქვია  და უცხო სოციალურ–გარემოში მოხვედრილი ადამინაი განიცდის.

გადავიდეთ უშუალოდ მიღებული შედეგების განხილვაზე:

რატომ გააკეთეთ არჩევანი საქართველოზე?

ლოგიკურია, ეს ის კითხვაა, რომელიც თავიდანვე გაუჩნდებოდა სოციოლოგს, და არა მარტო  სოციოლოგს, რიგით საზოგადოების წევრს, რიგით სტუდენტს. საინტერესოა რატომ გააკეთეს არჩევანი უცხოელმა სტუდენტებამა, რომლებიც ასე აქტიურად სტუმრობენ საქართველოს განათლების მიღების სურვილით.პირველ რიგში თურქი სტუდენტები ტერიტორიულ სიახლოვეს, მეზობლობას ასახელებენ, შემდეგ ახალი კულტურის, ტრადიციების შეცნობის სურვილის, რომლებიც გაუცნობიერებლად ჩნდება მათში, ვერ ხსნიან  და ვერ ასაბუთებენ, რა შეიძლება იყოს ახალი კულტურა, ახლი ტრადიცია, უბრალოდ ხვდებიან რომ უცხო ქვეყანაში სწავლას აუცილებლად მოყვება ახლაიკულტური.საქართველოზე არჩევნის გაკეთებისას პრიორიტეტი ენიჭება სასწავლო პირობების ხელშემწყობ ფაქტორებს:

  • ,,კარგი უნივერსტეტი(სამედიცინო უნივერსიტეტი)“
  • ,,დაბალი ფასი“
  • ,,დაბალი გამსვლელი ბარიერი“

საინტერესოა, რომ სტუდენტებს არანაირი მოსაზრება არ ჰქონდათ საქართველოზე, გამოკითხულთა უმრავლესობა ასახელებს, რომ ,,არანაირი ინფორმაცია და აზრი“ არ ჰქონდათ :,,სტერეოტიპული  აზროვნებისგან  თავისუფალი,,ქართულ კულტურაზე არანიარი აზრი არ მქონდა, აქ შევხვდი მარტო’’  (ამელი 21 წლის, გერმანიიდან)

უცხოელი სტუდენტებისგან განსხვავებით, ქართველი სტუდენტები სტერეოტიპულ ჩარჩოებში მოქცეულნი არიან , მათ ზუსტად  ციან, რომ ისინი(უცხოელი სტუდენტები) ვერ შეითვისებენ ჩვენს კულტურას, ზუსტად იციან რომელი ქვეყნის წარმომადგენელს როგორი აზროვნება, გრძნობების გამოხატვის უანრები გააჩნიათ რამდენად თბილები ან ცივვები არიან ურთიერთობაში:,,უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა ჩვენ კულტურას ვერ შეითვისებს, ისინი ძალინ განსხვავებულები არინ ჩვენგან’’’ (გიორგი 19 წლის საქართველოდან)

რაც შეეხება უცხოელი სტუდენტების განწყობებს ქართული სოციუმის მიმართ, უცხოელი  სტუდენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ქართველები თბილი, სტუმართმოყვარე და კეთილი ხალხია:

  • ,,კეთილი’’ ( თორაი 23 წლი თურქეთიდან)
  • ,,თბილი’’ (მიკაელი 22 წლის გერმანიიდან)
  • ,, სტუმართმოყვარე ‘’(ნაზინი 22 წლის ინდოეთიდან) (არარგუმენტირებული დახასიათება)

სოციალურ- ეკონომიკურ ფაქტორებზე საუბრისას უცხოელი სტუდენტები აღნიშნავენ, რომ საქართველო თურქეთთან შედარებით ღარიბი ქვეყანაა, ქუჩაში ბევრი მათხოვარი ხვდებათ, უინტერესო ცხოვრებაკი კიდევ უფრო ართულებს მათ ინტეგრირებულობას და ჩართულობას ქართულ სოციო–კულტურულ გარემოში. აესვე საუბრობენ პოლიტიკისადმი სენსიტიურ დამოკიდებულებაზე .რესპონდენტების აზრით, საქართველოში დიდიც და პატარაც პოლიტიკით ცხოვრობს:

  • ,,სიღარიბე’’(ისმაილი 22 წლის თურქეთიდან)
  • ,,ბევრი მათხოვარი ქუჩაში’’ (ამელი 21 წლის გერმანიიდან)
  • ,,უინტერესო ცხოვრება’’(თორაი თურქეთიდან)
  • ,,პოლიტიკით ცხოვრობს სტუდენტიც და უფროსი თაობაც’’ (მიკაელი 22 წლის გერმანიიდან)

როცა ქართველ სტუდენტებს ამ კითხვით მივმართეთ ,,როგორ აღიქვამენ ქართველი სტიდენტები უცხოელ სტუდენტებს? პირადად თქვენ როგორ აღიქვამთ?.რესპონდენტების გადასახედიდან  ქართველი სტუდენტები  და საზოგადოება მაინც ნეგატიურად აღიქვამს უცხოელ სტუდენტებს, თუმცა სტუდენტობა უფრო დადებითად აღიქვამს , ვიდრე საზოგადოების  შუა ხნის ფენის წარმომადგენლები. შუ ხნის ადამიანების აგრესიას ორივე მხარე თანაბრად ასახელებს. რგოგორც ერთ–ერთმა თურქმა სტუდენტმა აღნიშნა, ოხუცმა მხოლოდ იმიტომ უყვირა ავტობუსში, რომ ქართულად არ საუბრობდა.

პროექციული მეთოდი  – ,,ღრუბლიანი ნახატები“ რომელიც ფოკუს ჯგუფში გამოვიყენეთ, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ გადამოწმდა -როგორ აღიქვამს ქართული საზოგადოება და სტუდენტები უცხოელ სტუდენტებს.ქართული რეალობა ავტობუსში: ბევრი პირობითად თეთრკანიანი ადამიანი რომელიც ქართული საზოგადოებაა და შენ ამ საზოგადოების ნაწლი – ქართველი სტუდენტი და ერთადერთი ფერადკანიანი სტუდენტი. როგორ ფიქრობს საზოგადოება მასზე, რას ფიქრობ შენ და  რას ფიქრობს ფერადკანიანი სტუდენტი.,რეალოაბა ნამდვილად აისახა, სტუდენტებმა ღრუბლებში ჩაწერეს თავინთი მოსაზრებები, რომლებიც ძირითადასაზოგადოების ნეგატიურ  ხედვას ასახავდა :

  • ,,ფუ ეს ტარაკანა“
  • ,,ზანგი’’
  • ,,წაეთრიოს საიდანაც ჩამოეთრია“
  • ,,სხვაგან ვერ ამოხვედი?’’
  • ,,ავიმე, რა შავია“
  • ,,ფუუ ყარს“
  • ,,შემომავალი ეკონომიკა“
  • ,,ზანგო მომეცი, ზანგო“
  • ,,აი კიდევ ერთი უცხოელი“
  • ,,რამდნეი არიან“
  • ,,საიდან ცამოეთრია, რა უნდა აქ,, აეთრიოს“

სუბიექტური

  • ,,რა უნდათ? რას ერჩიან?’’
  • ,,ეტყობა ისე ჭირს შენს ქვეყანაში, აქ ჩამოხვედი“
  • ,,ნეტავ გვერდით მდგომი ფერადკანიანი ჩვენზე რას ფიქრობს?’
  • ,,შემომავალი ეკონომიკა“
  • ,,ვა ზდაროვა ბრატ“
  • ,,fuck  რასიზმი“

,,უცხოელი ფერადკანიანის აღქმა’’

  • ,,რას მერჩიან?’’
  • ,,I believe I canfly’’
  • ,,ეჰ რას ვიზამ, იმედია საქართველოში სიტუაცია მალე შეიცვლება“
  • ,,ნეტა რას ფიქორბენ“
  • ,,რატომ მიყურებენ ასე?
  • ,,მესმის იდიოტებო“
  • ,,რა მინდოდა აქ“
  • ,,სად ჩამოვედიი?! L’’

საინტერესოა ქართველი სტუდენტების ასოციაციები უცხოელ სტუდენტებზე, რომლებიც ძირითადად დავყავით სტერეოტიპულ, სუბიექტურ და ობიექტურ ასოციაციებად:

სტერეოტიპული:

  • ,,ინდოელი რომელიც სამედიცინოში სწავლობს’’(გიორგი)
  • ზანგი
  • ასოცირდები ან ინდოელ სტუდენტებთან
  • „ფუ ეგ ზუნზღლიანები“უსულმანებ, ნიგრიელები და ინდოელები
  • თავისუფალი ხალხია
  • გარიყული, დაბნეული, შეშინებული ახალ კულტურაში(საზოგადოებაში)
  • გაუცნობიერებულობა და გაუცხოება

სუბიექტური:

  • ,,რაღაც ახალს იწვევს თავიდანვე”
  • “არანაირი აზრი ისიც ისეთივე ადამიანი, როგორც მე”
  • პოზიტიური დამოკიდებულება

ობიექტური:

  • უწყობენ ხელს სოციალურ-ეკონომიკური დონის განვითარებას
  • ტურიზმის განვითარება

როგორ აღიქვამენ ქართველი სტუდენტები უცხოელ სტუდენტებს?

აქ გვხვდება ასაკობრივი სხვაობები და ასევე გვაქვს კორელაციები ორივე მხარეს შორის, ქართველები ამბობენ, რომ სტუდენტობა შედარებით დადებითად უნდა იყვნენ განწყობილები, :

სტუდენტობა  „შედარებით“ პოზიტიურად არის განწყობილი.

,,ჩემთვის არ წარმოადგენს მათი არსებობა პრობლემას, თუ მოსწონთ იცხოვრონ საქართველოში’’(მარიამი 20 წლის)

,,საინტერესოა მათთან ურთიერთობა’’(ნინო 21 წლის)

ხოლო უცხოელი სტუდენტები კი ამბობენ რომ შუა ხნისადა მოხუცი ადამიანებისგან მოდის ყველაზე დიდი აგრესია:

,,ავტობუსში გვეჩხუბა მოხუცი იმიტომ რომ ქართულად არ ვსაუბრობდით’’(ერგული თურქეთიდან)

აზოგდოებისნეგატიური აღქმა/დამოკიდებულება (ქართველი სტუდენტების)

საზოგადოებაში არის ზიზღი და აგრესია მათ მიმართ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, უფრო მოხუცი და შუა ხნის ადამიანებისგან, სუბიექტურ დამოკიდებულებაში გამოიხატა თანაგრძნობა და კონკურენტუნარიანობის გრძნობა. ასევე სტერეოტიპულ შეხედულებას ვერ ავუვლით გვერდს, სადაც გამოიკვეთა : სუნიანები აიან“.

რასისტული

  • საზოგადოების 90% პროცენტი იყენებს რასისტულ გამონათქვამებს, იხსენიებენ ,,ზანგებად , სუნიანებად..’’;
  •  ხშირად მოუსმენიათ გამონათქვამები :,წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში“;

ამგვარი შეხედულებების შემდეგ ალბათ არ იქნება გასაკვირი თუ ვისაუბრებთ სნობიზმზე ქართულ კულტურაში, გამომდინარე იქედან, რომ ორივე მხარის რესპონდენტებისგან გამოიკვეთა კორელაციური პასუხები მათთან ურთიერთობის შესახებ – სტუდენტების უმრავლესობა თვლის, რომ „თეთრებთან“ ანუ ევროპელებთან ურთიერთობა ბევრად პრესტიჟული და სასარგებლოა მათთვის, ვიდრე „შავებთან“, „ზანგებთან“, ანუ აზიელებთან.

რა შეიძლება გახდეს უცხო და უცნაური  უცხოელი სტუდენტებისათვის?

ეს კითხვა საშვალებას იძლევა გავიგოთ  თუ რა შეიძლება გახდეს უცხოელი სტუდენტებისათვის უცხო, უცნაური, მიუღებელი და პირიქით.   გამოიკვეთა სამი ტიპი ნეგატიური თვალსაზრისებიდა:

ფსიქოემოციონალური ტიპები:

  • •უკვირთადამიანებისხმამაღლასაუბარიერთმანეთში
  • •ხასიათი- ,,ნერვიულებიარიან’’ ; აოცებთ ადამიანების ფეთქებადი და ფიცხი ხასიათი , რომელსაც ბევრჯერ შესწრებიან ტრანსპორტში

კულტურულიჩვევები:

  • •ქუჩაშიგადაფურთხება
  • •სტუმართმოყვარეობა
  • •,,უყვართალკოჰოლურისასმელები’’ამსაკითხზეგანსაკუთრებითამახვილებენყურადღებას, ძალიანუკვირთქართველესბისასეტისიყვარულისასმელისმიმართ.

რასისტული:

  • •დამოკიდებულებაკანისფერისადმი

საინტერესო იყო რამდენად დაემთხვეოდა ქართველების მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ქართველი სტუდენტები შემდეგ ფაქტორებს ასხელებდნენ:

კულტურულიჩვევები:

  • ,,მთვრალიხალხი’’(გიორგი)
  • ,,ყოველდღეგადაკოცნა’’(მარი)
  • ,,კანონებსვერვემორჩილებით’’,(კობა)
  • ,ევროპელებისუფრაზეისვენებენ , ქართველებიმუშაობენ’(ლაშა)

რელიგიური:

  • •„ეკლესიაშიწირვაზესიარულიშაბათ-კვირას“ (კობა)

რასისტული:

  • •„დამოკიდებულებაკანისფერისადმი (გიჟებივითვუყურებთფერადკანიანებს’’(ეკა)

სნობური:

  • ,,უცხოელებსაღიქვამენანზედმეტადშორსან ,,ელაქუცებიანევროპელებს’’. (მარიამი)

უცხოსა და უცნაურის განსაზღვრას მივყავართ კულტურულ შოკამდე. კულტურული შოკიც ხომ ადამიანისთვის ახალ გარემოში მოხვედრისას იწყება. როცა მისთვის  ძალიან ბევრია ახალი , განსხავებული იმ გარემოსგან რომელშიც ის იზრდებოდა. შსაბამისადსაქრთველოში მოხვედრისას  უცხოელ სტუდენტებს უწევთ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად გაიარონ კულტურული შოკის ფაზები. კულტურული შოკის გამომწვევი შეიძლება გახდს შემდეგი ფაქტორები:

კულტურულ-ტრადიციული ჩვევები:

  • ,,ლაპარაკს არ ვაცდით ერთმანეთს’’
  • ჩაცმულობა _,,უცხოელებს უყვართ ფერადი სამოსი და ჩვენ შავი და ნაცრისფერი
  • ,,უცხოეთში უყვართ ღამით კულბებში საირული, აქ დღისით რესტორნებში ქეიფი’’
  • ჩამოსულის წაყვანა რესტორანში და აუცილებლად ქართული კერძების დაგემოვნება’’
  • სუფრა და საჭმელების მაღალკალორიულობა_,,ევროპელებს გააოცებთ, ისინი ძირითადად დაბალკალორიულ საჭმელებს ჭამენ’’
  • ქართული სუფრის ძირითადი ელემენტები :თამადა, ყანწი, ალავერდი

გარემო პირობები:

  • ტრანსპორტის საშუალებები _,,არეულობა’’, საცობები, ბევრი ხალხი ტრანსპორტში .
  • ,,უბილეთოდ მგზავრობა“- ბილეთს არ იღებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, როცა ეგრედ წოდებული

კულტურული რიტუალები

  • ქორწილი
  • ქელეხი
  • პანაშვიდი
  • დაკრძალვის ცერემონია -(კრემაცია ინდოეთში)

ფორმალური ურთიერთობების არარსებობა:

  • ,,მოხუცისთვის ადგილის დათმობა’’(ეკა)
  • ,,ნაცნობებზე მგზავრობის საფასურის გადახდა’’(დარინა)

გამოკითხული ევროპელი სტუდენტებისათვის განსაკუთრებით თვალშისაცემი და შოკისმომგვრელი იყო 17 მაისის ჰომოფობიური აქცია. მათთვის წარმოუდგენელი და სრულიად უცხო იყო  ის სუტუაცია და დამოკიდებულება განსხვავებული ორიენტაცვიის მქონე ადამიანებისადმი რაც მათ იხილეს .მათ მიაჩნდათ, რომ:

  • „გამოხატვისთავისუფლებაა უცილებელია’’(ამელიგერმანიიდან)
  • ,,ტურისტებს და სტუდენტებს დააფრთხობს მსგავსი ვანდალური აქციები’’მიკაელი გერმანიიდან)
  • ,,რატომარის საქართველოში რელიგია ყოველთვის მთავარ როლში საზოგადოების ცხოვრებაში?’’(ამელი);

კვლევიდან ჩანს,  რომ  მნიშვნელოვანი პრობლემაა კომინუკაციის მხრივ . ამ საკითხთან დაკავშირებით ორივეე მხარე თანხმდება, რომ  ინგლისური ყველაზე  ხელსაყრელი ენაა. თუმცა  ქართველებს მიაჩნიათ, რომ  უცხოელმა სტუდენტებმა არ იციან სათანადო დონეზე ენა, და პირიქით. არის აგრეთვე გამონაკლისიც თურქი სტუდენტების შემთხვევაში, რომლებსაც უჭირთ ყველა ენაზე კონტაქტი, გარდა მშობლიურისა.

მინიშვნელოვანი იყო ურთიერთობების ტიპების განსაზრღაც.  თუროგორიურთიერთობააქვსქართველსტუდენტებსუცხოელსტუდენტებთან? ამ შკითხვაზე ძალიან ცოტა პოზიტური პასუხი დაფიქსირდა,  ისიც არაარგუნეტირებული. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება  რომ, თუ სტუდენტებს პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, ეს შეიძლება მათი დახმარების სურვილით იყოს აგამოწვეული, ან ინგლისური ენის გაუმჯობესების მიზნით, რაიმე ახლის შეცნობის სურვილით. თუმცა რესპოდენტთა გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ პოზიტიური დამოკიდებულებაც აქვს ქართველ სტუდენტებს მათთან, და საინტერესოა რესპოდენტის მიერ მოყვანილი მაგლითი, როგორ შეეცვალა ერთ ქართველ სტუდენტს ინდოელ სტუდენტზე შეხედულება დადებითობისკენ _,,მე შემიძლია მოვიყვანო მაგალით, ცოტა შეიძლება პოეტურია, ოღონდ თვით მხილველი მე არ ვყოფილვარ, ავტობუსთან დაკავშირებით გამახსნდა რომ, ინდოელისტუდენტი, ლოტკინის დასახლებაში ცხოვრობენ ჩვენთან და ერთხელო მოდიოდა ავტობუსით და ფუტკარი დარჩა ავტობუსში დ ავერ გადის, და აწყდება და ამან დაიხვია ცხვირსახოცი და მოკლედ ყველაფერი გააკეთა რომ ფუტკარი გაეშვა, და მაშინ გაუცნდა იმ ადამიან უცხლელი სტუდენტ, ინდოელისადმი დადებითი დამოკიდებულება, იმიტომ , რომ მართლა ძალიან ბევრი ქართველი იყო და არავის არ მოსვლია აზრად ფუტკარს დახმარებოდა’’ .

ნეგატიურ პასუხებთან ერთად ვლინდეაბ რასისტული და სუბიექტური შეხედულებებიც, რომლებიც მრავლადაა ქართველებში ურთიერთობებსა და  დამოკიდებულებებში:

გაუცხოვებული ურთიერთობა- „მე და სხვა“;(მარიამი 21)

რასისტული დამოკიდებულებები: დიდი მნიშვენელობა აქვს საიდან არიან, რომელ ეთნიკურ წრეს ეკუთვნიან, როგორი ფერისანი არიან’’ ;(ლაშა 20)

სუბიექტური ურთიერთობები:

პირდაპირი ურთიერთობების სიმწირე– საგულისხმოა, რომ ერთი რესპოდენტსაც არ აღუღნიშნავს უცხოელ სტუდენთან ახლომეგობრობის ფაქტი;

,,ახლომეგობარი ზუსტად ვიცირომ ვერ იქნებაიმიტომ რომ ჩემი თავიდან გამომდინარე… ანუ მემყავს ძალიან ცოტაახლომეგობარირომლებთანაც ვარ გახსნილიჩემიანად ვღებულობ და ვსაუბრობ ყველაფერზეიმათ ვერ მივიღებ“

არაპირდაპირი ურთიერთობები – მხოლოდ ფორმალური, საუინივერსტეტო და დაგეგმილი შეხვედრებით შემოიფარგლებიან

,,გობრრამდენიმე ადამიანთან(არგუმნტი,,ბათუმში გავიცანიერთად ვატარებდით საღამოებსეხლა სკაიპითვურთიერთობთ’’

ურთიერთობების ტიპების შემდეგ საინტერესო იყო გაგვერკვია რა არის ,ან რა უქმინთ უცხოელ სტუდენტებს კომფორტს ან დისკომფორტს? ამ კითხვით ორივე მხარეს მივმართეთ, ჯერ გვაინტერესებდა უშუალოდ უცხოელების აზრი, შემდეგ კი ქართველების გადასახედიდან როგორ ჩანს მათთვის შესაძლო დისკომფორტის და კომფორტის შემქმნელი ფაქტორები, რამდენად კორელაციური და შეფარდებითია მათი პასუხები და რამდენად კარგად აღიქვამენ ქართველი სტუდენტები მათ პრობლემებს ქართულ სოციო-კულტურაში

უცხოელი სტუდენტები ამბობენ , რომ მათ მოსწონთ ადამიანების ვიზუალური მხარე, ქეუჩაში ხალხის ყურება, რომელიც დაუსაბუთებელი აღმოჩნდა, თუმცა ერთი თურქი  ბიჭი აღნიშნავდა, რომ მას მართლა ძლაინ დიდ კომფორტს უქმნის ლამაზი ქაართველი გოგოები. როგორც აღმოჩნდა ქართლულივიზუალი მათთვის მისაღები და კომფორტულია.  ქაღტველებსვიზულაური მხარე არც კი გახსენებით, შესაბამისად არც გაჟღერებულა პასუხებში ეს მოსაზრება.  დიკომფორტში შედის ამნიდიც, მაგრამ რა კონტექსტში არ დაუსახელიებიათუცოელ რესპოდენტებს.

თანხვედრაში მოდის საზოგადოების აღქმა ქაღტველისსტუდენტების მოსაზრებებთან, რომელიც კომფორტს უქმნის მათ. უცხოელი სტუდენტები დაუსაბუთებლად , მაგრამ მიანც ამბობენ , რომ მათ კომფორტს უქმნის კეთილი ხალზი, ისი ამბობენ რომ ყოველთვის ეხმარებიან გაჭირვებულს, თუ უცებ ცუდად  გახდი მეტროში, ყოველთვის აღმოგიჩენენ დახმარებას.  ეს პასუხი თანხვედრაში მოვიდა ქართველი სტუდენტების პასუხებთან, ისინი ფიქორობენ რომ მათ კომფორტს შეუქმნის ქართველების გულღიაობა, სტუმართმოყვაეობა, სიკეთე, სხვების ადვილად გაგების უნარი .,,უკიდურეს შემთვევაში ნებისმიერის დახმარების უნარი „.

სატრანსპორტო საშუალებებების ხელმისაწვდომობა ორიევე მხარის პასუხებში ფიქსირდება, როგორც დიკომფორტის შემქმნელი პირობა . უცხოელი სტუდენტბიც და ქართველი სტუდენტებიც იდენტურად ფიქორობენ, რომ ტრანსპორტის ფასები მათთვის ხელსაყრელი და კომფორტულია.

სამწუხაროდ, მეტი კომფორტის მაგალითი უცხოელ სტუდენტებს არ  დაუსახელებიათ, განსხვავებით ქართველი სტუდენტებისგან :

  • არაფერი არ უქმნით;(არარგუმენტირებული)
  • უნდუსსებისთვის _ უსაფრთხოება, საზოგადოების კომფორტიინდოელ გოგოს არეშინია, რომ გააუპატიურებენ ;
  • დაფინასება მეტი ერგოთ ეროვნულ გამოცდებზე;
  • გააჩნია რომელი ქვეყნიდან არის  ჩამოსული _ქაიროს მაგალითი, დანაგვიანებული ქუჩები ისეთი ჩევეულებრივია და ყოველდღიური მათთვის, თბილისის სისუფთავე კოფორტს შეუქმნის მათ;
  • ·ლიბერალური კანონებიუნივერსიტეტში
  • ·ლიგამუსი
  • ·დაბალი ფასები საკვებსა და საცხოვრებელზე
  • ·სხვა კულტურის წარომადგენლების ადვილად შემთვისებლობა ( არაარგუმენტირებული)
  • ·საზოგადოებრივ-კულტურულ აქტივობებში ჩართულობა (ცეკვის, ფოლკლორისკლუბები სამედიცინოში)
  • ·სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები უცხოელი სტუდენტებისთვის (,,შეემნათ რაც შეიძლება მეტი კომპორტი.’’)  (არაარგუმენტირებული შეხედულება)

რაც შეეხება დისკომფორტს, უხოელებისთვისარაკმოფორტულია   ქუჩაში ნასვამი ხალხი, რომელბიც ყვირიან და ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფას აყენებენ მათ, ასევე დისკომფორტს იწვევს ხალხის ზედმეტი ყურება, რომელიც არარგუმენტირებულია და არ არის მაგალითებით გაჯერებული, თუმცა რა საჭიროა მაგალითები, ეს ხომ ისედაც ნათელია, ხშირად იმსახურებენ ისინი საზოგადოების ყურადღებას მათი განსხვავებულობის გამო.  არ მოსწონთ და  არ აკმაყოფილებთ ინფრასტრუქტურული პირობები: უნიბვერსიტეტის, რომელიც საკამოდ ,,ძველია და დანგრეული“, საცხოვრებელი პირობები, ბინები ,,არ ვარგა, ძველია“.

დანარჩენი პასუხები ჩემი აზრით კორელაციურიაქართველიებსი პასუხებთან. უცხოელებსი ამბობენ, რომ სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ქართული სუფრა, სადაც არ იციან, რისი ხორცისგან არ ის მომზადებული კერძები, არც როგორ არის მომზადებული ხორცია, როგორც ისინეიმაბობენ ხორცი უნდა იყოს ,,ჰელალი“, რაც სპეციალურ მომზადებსი წესებს ექვემდებარება, აკრძლულია მათთვის ცხვირს ხორცი. ქაართველეი სტუდენტებიც მიჩნევენ , რომ მათთვის დისკომფორტი იქნება ქართული სუფრა, და ქართული სუფრის წესები (თამადა, სადღეგრძელოები, დალევა).

ასევე შესაბამისობაში მოდის რელიგიური ფაქტორები. თურქი სტუდენტები დისკომფორტად თვლიან მხოლოდ ერთი მეჩეთის არსებობას, როგორც თვითონ  ამბობენ, იმხელა ქალაქი, როგორც თბილიასია, მხოლოდ ერთი მეჩეთი არ უნდა იყოს.  ქართველი სტუდენტებიც თვლიან რომ მათთვის დიდი დსიკომფორტი იქნება რელიგიურ-კულტურული ფაქტორი, როგორ უკვე გამოიკვეთა საკამოდ სესნსიტიური დამოკიდებულება აქვთ რელიგიასთან, ვერ უშვებენ იმას, რომ  ბევრი მეჩეთი აშენდეს , ქრისტიანულ სივრცში. უფროსი ასაკის ხალხთან ურთიერთობა_ მიუხედავად იმისა, რომ უცხოელ სტუდენტებს ამ კითხვაზე ეს პასუხი არ გაუცით, მათი საუბრიდან  და მოყვანილი მაგალითებიდან გამოჩნდა რომ, ხშირ შემთხვევაში აგრესია მოდის უფროსი ასაკის ადამიანებისგან, მაგალითად ავტობუსში უფროსი ასაკის ადამიანისთვის გამაღიზიანები აღმოჩნდა თურქი სტუდენტების საუბარი თურქულად, რომელმაც უხეშად მიმართა და უყვირა მათ, რატომ არ  საუბორბდენენ ქართულ ენაზე საქართველოში. ეს ყვლეაფერი დისკმფორტს უქმნის მათ , და უხერხულ სიტუაციაში აყენებს. ქართველი სტუდენტებიც ფიქრობენ, რომ უფორსი ასაკის ადამიანები განსაკუთრებით არატოლერანტულები არიან მთდამი, ეს მათ მენტალიტეტში ისეა გამჯდარი, რომ ვერც კი ხსნიან რაოტმ  ავლენენ ასეთ დამოკიდებულებას.მეოთხე არსებითი კორელაცია_ ენობრივი ბარიერი. ორივე მხარე თვლის , რომ დიდი დისკომფორტი ენობრივი ბარიერებია, არც  ქართველები და რცუცხელი სტუდენტები არ არიან ერთთმანეთთან ,,გამრთული საუბრისთვის ’’ მზად, ძნელია საერთო ენის გამონახვა, თურქები ისეი მწირი ქართული იციან , ვერ ახერხებენ კომუნიკაციის დამყარებას ქართველებთან, ამიტომაც რჩებიან თავიანთ სოციალურ წრეში(თურქების).

ქართველმა სტუდენტებმა ბევრი მიზეზი და ფაქტორი დაასახელეს რაც დისკომფორტს შეუქმნის უხოელ სტუდენტებს, საოცარია , მაგრამ არცერთ უცხოელ სტუდენტს მოსვლია აზრად მათთვის  არსებითი არახელსაყრელიპირობები :

  • ქართველები თავს ყველაზე მაგრად თვლიან
  • გაუნათლებლოპბა(არ ვიცით როგორ მოვექცეთ)
  • არატოლერანტულობა
  • ჩვენი კულტურა, განსხვავებები
  • ჩვენმა დამოკიდებულება მშეიძლება შეუქმნას დისკომფორტი (არარგუმენტირებული)
  • გაუნათლებლობა
  • ·ქართველების ხასიათი და ქცევა
  • ·ზიზღი და უხეშობა საზოგადოებისგან ( შესაწირში თანხის ჩაგდებისას  უხეში მოპყრობა : „ შენ ვინ გეკითხება“.)
  • ·საცობი  და მანქანების სიმრავლე ქუჩაში
  • ·უარყოფითი დამოკიდებულება შავკანიანების მიმართ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და არსებითი პრობლემა რომელიც დგას უცხოელი სტუდენტებისათვის ეს არისთანაბარუფლებიანობის პრობლემა.ანურა არის ის  ხილული თუ  უხილავი შეზღუდვები  რომელსაც ქართული საზოგადოება უწესებს უცხოელ სტუდენტებს?

,,რა თქმა უნდა საკანონმდებლო და ფორმალური კანონებით უცხოელი სტუდენტებიც ისეთივე უფლებებითსარგებლობენროგორც ქართველი სტუდენტები,, არსებობსდაუწერელიკანონები“

კველვის ინტერესებში შედიოდა,  გაგვეგო როგორ იყვნენ ისინი ჩართულები ჩვენს ტრადიციულ რიტულაბში, ყოფილან თუ არა ოოდესმე  რომელიმე რიტუალზე.რას ფიქრობენ მათი მეგობრები ამ რიტუალებზე.სამწუხაროდ მათ არ იცოდნენ თუ  რას ნიშნავს ქართული ტრადიცები და მხოლოდ ძალიან ბევრი ახსნის შემდეგ შეექმნათ ბუნდოვანი ასოციაციები ამ ფენომენის შესახებ, რელიგიური დღესასწაული შობა ტრადიციად აღიქმება მათი მეგობრებსი მიერ, აქვე იმას ამატებენ , რომ ქართველი ხალხის რელიგიურობა მოსწონთ.ასევე მოსწონთ ქართული სუფრა და კულტურა, მიუხედავად იმისა რომ ბევრ რამეს ვერ ჭამენ, უფრო ის მოსწონთ რომ სუფრაზე სიმღერები და ცეკვები იციან.

  • პანაშვიდი
  • ეკლესიაში
  • ახალი წელი
  • ქართული ცეკვების კონცერტზე(სახელწოდება არ ახსოვს).

უცხოელი სტუდენტები შეძლებისდაგვარად ცდილობენ პატივი სცენ მათთვის ახალ ტრადიციებს, თუმცა ამავდროულად თავიანთსაც არ ივიწყებენ. თურქების უმეტესობა ახერხებს მეჩეთში სიარულ, ზოგს ხელი ეშლება, ისინი ამზადებენ ტრადიციულ თურქულ სადილებს სახლში, სვამენ ჩაის , რომელსაც დიდი ისტორიული წარსული აქვს , ატარებენ თავსაფარს, როგორც მათ აღმსარებლობას შეეფერება.

ჩნდება კითხვა, ხომ არ უქმნიან საფრთხეს მათი ტრადიციული რიტუალების შესურულებით ქართულ კულტურულ ღირებულებებს საფრთხეს? ან შეზღუდევების დაწესება ხომ არ არის საჭირო მათ რიტუალებს? ამ კკითხვამ სამი ტიპის საფრთხის არსებობა გამოიკვეთა:

ტეიტორიეულისაფრთხე:(ბათუმში ერთი ქუჩა მთლიანად თურქებმა მიითვისეს

კულტურული : იმათი კულტურის შეთვისების სურვილი (არაარგუმენტირებული)

რელიგიური:

  • მეჩეთში წირვის მოსმენამ შეიძლება სხვა რელიგიაზე გადაიყვანოს ქრისტიანი ადამიანი
  • არ უნდა მომრავლდეს ინდურ_ბუდისტური რიტუალები, საფრთხეს უქმნის კულტურას და სარწმუნოებისადმიგულგრილ სტუდენტობას.

ამ ყველაფერს ემატება ქსენოფობიის მაღალი განცდა, რაც ნიშნავს გაუცნობიერებელ შიშს ახალი კულტურის მიმართ. კორელაცია კი ორ მხარეს შორის ასეთია:

  • განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის პრობლემა;ყველაზე სენსიტიური დამოკიდებულებაა  რელიგიის მიმართ, ძალიან რადიკალური ხედვა აქვთ ქართულ საზოგადოებას.განსხვავებული აღმსარებლობის ხალხი მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის, ხშირ შემთხვევაში მთავარ ბარიერს რელიგია ქმნის მუსულმან-ბუდისტ სტუდენტებთან ურთიერთობისას, რჯულსემწყნარებლები არ არიან მათ მიმართ, აღიზიანებთ, მოლას ხმა, არ უნდათ ბევრი მეჩეთი არსებობდეს საქაეთველოში.
  • ქართველების ,,მიჯაჭვულობა’’წარსულთან და ტრადიციებთან;ქართული კულტურა ვერ შეითვისებს  სხვა კულტურას, უცხოა მათი კულტურული წესები და ტრადიციაბეი ქართველებისთვის…..

კვლევის შემდეგი საკითხი ეხებოდა იმას, თუ რამდენად დასაშვებია უცხოელ სტუდენტზე ქორწინება?

ქართველი სტუდენტები

სტუდენტებმა სტუდენტობის აზრი  საზოგადოების გადმოსახედიდან ახსნა,_ ,,სტუდენტობა იმეორებს საზოგადოების აზრს და დაუშვებელია“;

არ არის   დასაშვები მათთვის ქორწინება უცხოელ სტუდენტზე, მითუმეტეს  ბუდისტზე და მუსულმანზე , ძირითად დაბრკოლებად რელიგიას ასახელებენ, რომელიც იმხელა უფსკრულს აჩენს მსოფლხედველობაში, რომ დუშვებელია ამაზე ფიქრი.

უცხოელი სტუდენტები

მისაღებია   ( პრობლემას არ წარმოადგენს, ერაყელ სტუდენტს ყავს ქართველი შყვარებული და მომავალში არაფარს გამორიცხავს);

რელიგიური მრწამსი არ წარმოადგენს დაბრკოლებას (ევროპელებისთვის );

და ბოლოს ყველა ამ პასუხზე  დაყრდნობით , საინტერესო იყო ურჩევნენ თუ არა ქართველი სტუდენტები მათ  საქართველოში სასწავლებად ჩამოსვლას?პასუხების უმრავლესობას შემდეგი შინაარსი ჰქონდა:

  • არურჩევდნენსაქართველოსევროპელს;
  • აზიელებისთვისსაქართველოშესაძლოაგერმნაიისმსგავსიიყოს;

აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო ზუსტად გაგება უცხოელი სტუდენტების შეხედულებებისა , დამოკიდებულებები  ქართული საზოგადოებისადმი და სოციო-კულტურისადმი, საინტერესო იყო  ნანობენ/არ ნანობენ აქ ჩამოსვლას? გულწრფელები იყვნენ/არ იყვნენ ინტერვიუს დროს. ამ ყველაფრის გადასამოწმებლად მარტივი კითხვა დაისვა:წამოიდგინეთ, რომ ახლა ტოვებთ მშობლიურ ქვეყანას, ისევ საქართველოზე გააკეთებდით არჩევანს?რატომ? სამწუხაროდ კითხვაზე პასუხების უმრავლესობა უარყოფითი  იყო :

  • „არა, იმიტომ რომ რთულია“
  • „ბინის საფასურის სიძვირის გამო არა“(უცხოელ სტუდენტებს ბინის საფასურს ხელოვნნურად უზრდიან.)
  • „აგრესიული საზოგადოება“(არგუმენტირებული, ავტობუსის მაგალითი, საშუალო ასაკი)
  • „პირობები არ არის“ (არგუმენტირებუი: საჭმელი, ტანსაცმელი, პირობები, ბინები )
  • „სწავლა რთულია რთულია ქართულად“(ჯავახიშვილის სტუდენტი)

ნაკლებად მეგობრული ხალხია.

დასკვნა:

კველავმ ნათლად გასცა პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც შედიოდა კველვის ამოცანებსი და მიზნებში.

აშკარაა  რომ ინტეგრაციის დაბალი  ხარისხია ქართველ სტუდენტებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის, არაფერს  ვამბობთ საზოგადოებაზე, რომლებიც რასისტული გამონათქვამებით, აგრესიით, გაკვირვებული თვალებით შესცქერის  ქართულ რელაობაში ,,გა’’ -დაბნეულ ფერდაკანიან სტუდენტებს. ასოციაციები, რომლებიც უცხოელ სტუდენტზე უჩნდება ქართულ საზოგადოებას საკმაოდ სტერეოტიპულია და არარგუმენტირებული, გასხვავებით უცხოელი სტუდენტებისგან, მათ არც სტერეოტიპები და არც რაიმე ჩამოყალიბებული მოსაზრება გააჩნდათ საქართველოს სოციო-კულტურაზე, აღიქვეს და მიიღეს ისე რეალობა  რომლელიც რეალურად დახვდათ და შესთავაზა ქართულმა საზოგადოებამ.  როგრც რესპოდენტებმა აღნიშნეს , აბსოლიტურად,, სტერილური ‘’უცხოელი სტუდენტები ხვალ, როცა თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან , საქართველოზე არჩევანს აგარ გააკეთებენ, რამდენადაც აადვიალია საქართველოში სსწავლა, იმდნად რთულია ადმიანებთან ურთიერთობა. დღეებს უინტერესოდ, იგივე სოციულაურ წრესთან , იგივე ადამიანებთან ერთ ად ატარებენ, ისე  რომ ვერც  კი გაიგეს რალურად  რა არის ქართული ტრადიცია ან კულუტურა.

ქართული საზოგადოება ქსენოფობიით არის შეპყრობილი, უცხელი სტუდენების  არსებობა ვერ აუტანიათ ქართულ კულტურაში, როგორც რესპონდენტებმა აღნიშნეს ,საზოგადების აზრს იმეორებს ქართველის სტუდენტების უმრავლესობაც, მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნის იმიჯიდან გამომდინარე უნდა ავიტანოთ მუსულმანი სტუდენტების მეჩეთში სიარული და მოლას ხმა, სუბიექტურად კი აღიზიანებთ და საზიგადეობსიმაგვარად  ისინიც უცხოდ აღიქვამენ უცხოელ სტუდენტებს, მათი  ნათქვამიდან კი ჩანს რომ სტუდენტები მაინც ყველაზე თბილად და ადეკვატურად აღვიქვამთ მათ, მაგრამ გაუცხოვება ხომ არ უშლის ხელს მათზე ქორწინებას?

არსებული პრობლემები,რომლებიც დიკომფორტს უქმნის უცხოელ სტუდენტებს , საკმაოდ დაასახელს ქართველმა სტუდენტებმა, თუმცა ამ გრძელი ჩამონათვალიდან მხოლოდ რამდენიმე დისკომფორტის შემქნელი ფაქტორი აღმოჩნდა  კოერელციური, ორივე მხარის პასუხებს შორის: სუფრა, რომელიც იმდენად არაჰუმანური და ქართული წსეებით მოქმედებს, მხოლოდ მკაცრად რაფინირებული ქართველი თუ შეარულებს რიგ მოთხოვნებს ; რელიგიური შეზღუდვა_ მართთლმადიდებელი ქართველები ვერ ეგუებიან, სხვა აღმსარებლობის ფერადკანიანი სტუდენტების  არსებობას ქრისტიანულ სივრცეში, სტუდენტები ცდილობენ ჰუმანურები და გლობალურები იყვნენ, მაგრამ ვერ მალავენ, რომ მოლის ხმა საკმაოდ გამაღიზიანებელია მთთვის.; ნასვამ ხალხთან ურთიერთობა და არანორამლურად ბევრი სამსელის დალევა არა მარტო, საზოგადეობის მხრიდან, არამედ სტუდენტრბსი მხრიდან. ხშირ შემთხვევაში ნასვამი ადამიანები ვერ მალავენ თავიანთ ნეგატიურ დამოკიდებულებას, და ნათლად გამოხატავენ ამ ყველაფერს; და ბოლოს უფროსი ადამიანების ნეგატიური , უხეში დამოკიდებულება უცხელი სტუდენტებისადმი. კანის ფერი, ჩაცმულობა, ჰიგინა, არა ქართულად საუბარი იმდენად დიდ ზიზღს და პროტესტს იწვევს მათში, დაუფარავად ავლენენ მათ მოთხოვენბს და არსანდომიან დამოკიდებულებას საზოგადეობრივ ადგილებში.

 

ხშირ შემთხვევაში, ქართველ სტუდენტებს ახლო ურთიერთობა არ აქვთ უცხელ სტუდნტებთან,  ეს ორივე მხარის რესპონდენტებმა თანაბრად დაასახელს. უცხოელების შემთხვევაში პასიურობის მიზეზად ენობრივი ბაირიერები სახელდება, ისენი ამბობენ, რომ ქართულის არ ცოდნa აიძულებთ ისევ იმ სოცილურ წრეში იტრიალონ და იმეგობრონ, რომელიც თავიანთი ეროვნების ადამიანებს აერთიენებთ. ენობრივი ბარიერი ქართველმა სტუდენრებმაც ახსენეს, თუმცა მხოლოდ ენაში როდია პრობლემა? რელიგია_ რომელიც იმდენად არაუნივერსალური აღმოჩნდა, თურემ იმდენად ჩარჩოებში აჯენს თავის მრევლეს, რომ _ ,,გიყვარდეს მოყვასი შენი’’_ მხოლოდ იმ მოყვასებზე ვრცელდება სიყვარული, ურთირთგაგება , რომლებიც ერთი რელიგიური ქოლგის ქვეშ არიან მოქცეულნი, სხვა აღმსარებლობის ხალხისთვის კი ყველა კარი დახურულია. რელიგიურ ფაქტორს კულტურრული ფატორიც ემატება, რომელიც მიჯნავს ქართულ კულტურას _აზიური კლტურიგან,  მკვეთრად გამოიკვეთა, რომ მხოლოდ ქართული კულტურა მისაღები საზოგადოებსითვის და არავითარ შემთხვევაში აღმოსავლური, თურქული ან ბუდისტური.

საინტერესოა, როგორ ხედავენ ამ ყველაფრის გათვალისწინებით უცხოელი სტუდენტები ქართულ რეალობას? თუ მათ პასუხებს დავეყრდნობით, პოზიტიური პასუხები , რომლებიც დადებითად ახასიათებს ჩვენს კულტურას, რელიგიას, საზოგადოებას, იმდენად არარგუმენტრიებული და დაუსაბუთებელია, ხშიირად ამბივალენტურიც, ვერ ჩაითვლება ვალიდურ შეხედულებად. უარყოფითი აღქმის და დამოკიდებულების აღსაწერად კი, მაგალითები უხვად უჩნდებათ.  ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ გამვლიდება ბაზრის ფენომენი, სადაც იმდენად დსიკრიმანციული ,,გამყიდეველები“ ემსახურებიან საზოგადოებას,როგორც ჩანს პროდუქტი მხოლოდ თეთრკანიანი მომხმარებლებისთვის არსებობს. ან რამდენად ცარიელიც არ უნდა იყოს ტრანსპორტი, უცხოელი სტუდენტისთვის ადგილი მუდამ არ არის , აქვე შეუძლება კონტორლიურმა ხელი უხეშად დაარტყას დიდი ზურგჩანთაზე და მიააძახოს_,, ნიგერიელო წაეთრიე შენს სახლშო“.

პროექციული ტექნიკის გამოყენება ფოკუს ჯგუფებში, კერძოდ, ღრუბლიანი ნახატები კი ნამდვილად მამხილებელია ქართული საზოგადოების და სტუდენტების დამოკიდებულების და აღქმის. ძირითადად უხეში მოსაზრებებით და კომენტარებით დახუნძლული ქართული საზოგადოება კვლავ არგრძელებს ცხოვრებას უცხლე სტუდენტებთან ერთად. საინტერესოა შეუცვლება თუ არა სტატისტიკა მომდენვნო წლებში, და კვლავ აქტუალური იქნება თუ არა ჩვენი კვლევა.