შეზღუდული შესაძლებლობების რეპრეზენტაცია ქართულ კულტურასა და ტელესივრცეში

მალხაზ ორჯონიკიძე

„შეზღუდული შესაძლებლობების კვლევები“ – კულტურის კვლევების ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი ნაწილია. მოცემული ნაშრომის მიზანია, კულტურის კვლევების მეთოდებისა თუ თეორიების დახმარებით წარმოვაჩინოთ, შეზღუდული შესაძლებლობების რეპრეზენტაცია ქართულ კულტურასა და ტელესივრცეში. ამისათვის კი გამოვიყენებთ რამდენიმე ნიშანდობლივ – შეზღუდული შესაძლებლობების რეპრეზენტაციის მაგალითს ქართული ტელემედიიდან. აღვწერთ ორი სხვადასხვა არხის, ორი მთავარი ტელეშოუს, კულტურულ არტეფაქტებს. ტელეშოუზე აქცენტი – მისი მასშტაბურობიდან გამომდინარეობს, როგორც ხალხისთვის ყველაზე ყურებადი და საინტერესო მოვლენიდან. მათ განსახილველად კი მთავარი დასაყრდენი იქნება – მიშელ ფუკოს კონცეფცია, სხეულის – როგორც დისკურსული წარმონაქმნის შესახებ და შეზღუდული შესაძლებლობის კვლევების მთავარი მიდგომები. მთავარ დისკურსამდე მისასვლელად და ქართულ კულტურაში შეზღუდული შესაძლებლობების გამოცდილების წარმოსაჩენად გამოვიყენებთ რადიო თავისუფლების სტატიებს.

კითხვის გაგრძელება