სოციალური ქსელის გარკვეული ტიპის ღონისძიებები
ლექციაში „განსხვავებულ სივრცეებზე“ მიშელ ფუკო საუბრობს სივრცეებზე, რომელთა ადგილმდებარეობის განსაზღვრა რეალობაში შესაძლებელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ემიჯნებიან სხვა სივრცეებს. „ანტი-ადგილებს“, რომლებზეც ხორციელდება კულტურაში ნამდვილად არსებული ადგილების რეპრეზენტაცია, კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა და შეტრიალება, ფუკო ჰეტეროტოპიას უწოდებს. ჰეტეროტოპიის მაგალიტებად ფუკოს მოყავს ციხე, კლინიკები, საროსკიპოები და სხვა.