ტირილის მოტივის ტრანსგერსიული ფუნქცია ზურა აბაშიძის მოთხრობების კრებულში როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი


დავით გაბუნია

შესავალი

უახლესი ქართული ტექსტები (2000 წლიდან – დღემდე გამოქვეყნებული) იშვიათად ექცევა ლიტერატურის მკვლევართა ყურადღების არეალში; ფრაგმენ-ტულია ან თითქმის არ ხდება მათი მეცნიერული მეთოდებით შესწავლა და კვლევა, რაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებზე ობიექტურ დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. ლიტერატურულ პერიოდიკაში და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული რეცენზია-შეფასებები, ძირითადად, ესეისტური ხასიათისაა და მოკლებულია აკადემიური კვლევის ელემენტებს. წინამდებარე ნაშრომის მიზანია, დებიუტანტი ავტორის, ზურა აბაშიძის მოთხრობების კრებულში, როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი ტირილის რეკურენ-ტული მოტივის შესწავლა და მისი სემენტიკის რამდენიმე ასპექტის ანალიზი, რაც, ჩვენი აზრით, იქნება მცდელობა, შევავსოთ ზემოთ აღნიშნული დანაკლისი.

კითვის გაგრძელება